imedi /  14 აგვისტო 2020, 16:04 / სანდო წყარო

პრემიერი: „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და მასზე ზრუნვა, ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

მოგესალმებით კუთხეში, სადაც ბრძოლის ფასიც იციან, სითამამეც და სტუმარ-მასპინძლობაც. აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, რომ დღეს 28 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. საერთოდ, აგვისტო მძიმე თვე დაგვებედა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს. ჩვენი დევნილები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სახლებში და ერთიან, გამთლიანებულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მიზანმიმართულობით, ერთიანობით, რა თქმა უნდა, ჩვენი შრომით და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიანად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც აქამდე ეხმარებოდა სახელმწიფო გლეხს, ფერმერს, ეს გაგრძელდება და ამის ყველაზე კარგი მაგალითი იქნება წლევანდელი რთველი. მისივე თქმით, შრომა უნდა იყოს დაფასებული და არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს.

„შრომა აქ, კახეთის ამ რეგიონში არ არის ფუჭი სიტყვა და ამის დამადასტურებელი ფაქტი არის ის, რომ 2012 წელს სრულად კახეთში წარმოებული იყო 52 000 ტონა ყურძენი. 2019 წელს კახეთში შარშან ჩვენ ყველამ ერთად ვაწარმოეთ და ჩავიბარეთ 278 000 ტონა ყურძენი -ხუთჯერ მეტი. ეს იყო უფრო ხარისხიანი, უფრო კარგი. წელს ჩვენ ველოდებით უფრო მეტს - დაახლოებით 300 000 ტონა ყურძენს. მერე ვიღაც გვეტყვის, რომ სოფლის მეურნეობა არ არის მნიშვნელოვანი. სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანია და როგორც აქამდე სახელმწიფო ეხმარებოდა გლეხს, ფერმერს, გააგრძელებს ამ დახმარებას და ამისი ყველაზე კარგი მაგალითი იქნება წლევანდელი რთველი. ამ დახმარების ყველაზე კარგი მაგალითი წელს იყო ის, როგორც იყო ატამი ჩაბარებული. ამ მიხმარების ყველაზე კარგი მაგალითი იქნება ის, როგორ ვაშლის მოსავალსაც მივიღებთ წელს გორის რეგიონებში. ამიტომ, შრომა უნდა იყოს დაფასებული და არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს. ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ გასაკეთებელი საქმე უამრავია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი და დასასრულებელი. ბევრი დრო არ გვაქვს, ეს პანდემიაც დაგვემატა, მაგრამ შინაარსობრივად რომ მივყვებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პირველ რიგში, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდობას, შევუქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიიღონ კარგი განათლება, იყვნენ მაგრები, ეფექტურები და ქვეყნიდან რომ გავლენ, როცა დაიზრდებიან და კონკურენციაში შევლენ სხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ ძლიერები. ჩვენი ვალდებულებაა და ეს ასეც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები იყვნენ უზრუნველყოფილები, რომ მათ სოციალურად ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ნორმალური ცხოვრება გააგრძელონ. იყოს დაცული მათი ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, მშრომელ ადამიანებს უნდა მივცეთ სამართლიანი გარემო იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეუქმნას ყველა პირობა, რომ მშრომელმა ადამიანმა იშრომოს, იზრუნოს თავის ოჯახზე და რა თქმა უნდა, არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე. ჩვენი ძირითადი ზრუნვის საგანია ბავშვი, ახალგაზრდა, განათლება, მოხუცი, ღვაწლმოსილი მოხუცი, მისი პენსია, მისი სოციალური უზრუნველყოფა, მისი ჯანმრთელობა და ჩვენ ყველა უნდა ავდგეთ და ვიშრომოთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი სამართლიანი გარემო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რის კეთებასაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არ არის იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე როგორც რიგითი ჯარისკაცი, ფერმერი, მუშა, სახელმწიფო მოღვაწე, პოლიციელი თუ დეპუტატი - ემსახურო შენს ქვეყანას და შენს რეგიონს.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ასაშენებელი ამ ქვეყანაში კიდევ ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია ბევრი ჩამოვთვალო თუ რა გაკეთდა, გაკეთდა ბევრი წყალმომარაგებისთვის და წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად, მაგალითად, სოფელ უდაბნოში არასოდეს წყალი რომ არ ყოფილა, დღეს წყალი აქვთ. თუმცა ისიც კარგად ვიცი, რომ საგარეჯოში წყალი ორი წლის უკან უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ახლაც ჯერ კიდევ გრძელდება რეაბილიტაცია და გპირდებით, რომ 2021 წლის გაზაფხულამდე 24-საათიანი წყალმომარაგება აქაც დასრულებული იქნება. სკოლები და საბავშვო ბაღები - კი მიმდინარეობს მათი რეკონსტრუქცია და ახლის მშენებლობა, მაგრამ არ არის ეს საკმარისი და ამ ბავშვებს ის გარემო უნდა შევუქმნათ რომ მათ ნორმალური განათლება მიიღონ და ეს პროცესიც გაგრძელდება. მაგისტრალური გზები, რომლებიც ნორმალურ მდგომარეობაშია, კიდევ ბევრია სამუშაო, ბოლო-ბოლო კახეთი-თბილისის დამაკავშირებელი გზა რეაბილიტაციას მოითხოვს და ესეც გასაკეთებელია. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი და ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. არ არის იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე როგორც რიგითი ჯარისკაცი, შენს ადგილზე, ფერმერი, მუშა, სახელმწიფო მოღვაწე, ჯარი, პოლიციელი, დეპუტატი - ემსახურო შენს ქვეყანას და შენს რეგიონს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დავით სონღულაშვილი, როგორც ამ კუთხის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, ამბიციური ადამიანი თავის რეგიონს წარმოადგენს პარლამენტში ღირსეულად და თქვენი ხმა ღირსეულად გაისმება საქართველოს პარლამენტში. წარმატებებს გისურვებთ და გამარჯვებას!,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

ზურაბ პოლოლიკაშვილი

02 დეკემბერი 2021, 08:05

პოლიტიკა

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით დაამტკიცეს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად, 85 ხმით 26-ის წინააღმდეგ, ზურაბ პოლოლიკაშვილი უკვე მეორე ვადით დაამტკიცეს. პოლოლიკაშვილი აღნიშნულ თანამდებობას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 01:00

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე სააკაშვილზე: დასავლეთში მას რეალური მხარდამჭერი აღარავინ ჰყავს

ნიკა გვარამიას სახე ნახეთ სასამართლოზე? როცა ხედავდა, რომ წამგებიანია, რასაც ბოდავდა სააკაშვილი და შემდეგ ფურცლებს უცურებდა. შემდეგ კი თქვა, არ მოგენატრათ, რომ კითხულობსო? ეს ბრეჟნევის მარაზმის სცენა იყო, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:59

საზოგადოება

პეტრე მამრაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჟონავს ინფორმაცია მათი შიდა საუბრებიდან, ნეტავ ახლა ვინმემ გააგოროს სააკაშვილიო, ამოსულია ის ყელში და დიდი ტვირთია

ჟონავს ინფორმაცია მათი შიდა საუბრებიდან, ნეტავ ახლა ვინმემ გააგოროს სააკაშვილიო, ამოსულია ის ყელში და დიდი ტვირთია, სპეკულაცია სიკვდილზე, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ რესურსი ამოწურული აქვს, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:49

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილის შიმშილობა რეალურად ძვირადღირებული დიეტა იყო

საერთოდ არ გაინძრა დასავლეთი სააკაშვილისთვის. სააკაშვილის თანამზრახველებმა ძალიან კარგად იციან, რომ იმ დღეს, როდესაც დააპატიმრეს, როდესაც აჩვენეს მისი არაადეკვატურ მდგომარეობაში ყოფნა რუსთავის ციხეში შეყვანის დროს, როდესაც აჩვენეს მისი დაკავება ბინაში, თბილისში ვინმე გაინძრა? გულის კარნახით ვინმე გამოვიდა ქუჩაში?, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:45

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილს ლონდონის ბირჟაზე გაჰქონდა „საქართველოს რკინიგზა“

„ოქროს მოპოვება, სპილენისა და მანგანუმის მოპოვება და სხვა - ყველაფერი გადავიდა ექსკლუზიურად რუსული ფირმების ხელში, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ენტონი ბლინკენი

02 დეკემბერი 2021, 00:36

COVID19

ენტონი ფაუჩი: „ომიკრონი“ ვარიანტის გაჩენა ვაქცინაციის ან გამაძლიერებელი დოზის მიღების მნიშვნელობას ხაზს უსვამს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გაჩენა ვაქცინაციის ან გამაძლიერებელი დოზის მიღების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:28

საზოგადოება

პეტრე მამრაძე სააკაშვილზე: ეს არის დაბადებით ჩამოყალიბებული ფსიქოპათი, რაც ერთადერთი სულიერი ავადმყოფობაა, როდესაც ადამიანს არ გააჩნია დანაშაულის შეგრძნება

ყიფშიძემ ვეღარ მოითმინა და თქვა, რომ სააკაშვილთან ფსიქოლოგიც საჭიროა და ფსიქიატრიც. ეს არის დაბადებით ჩამოყალიბებული ფსიქოპათი, რაც ერთადერთი სულიერი ავადმყოფობაა, როდესაც ადამიანს დაბადებიდან არ გააჩნია საერთოდ მორალური ემოცია, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:21

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: მელიას ამოშლა პოლიტიკური სპექტრიდან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ნომერ პირველი ამოცანა იყო

„მელიას დაპატიმრების კადრებმა მოიარა CNN-ი, BBC-ი, „ევრონიუსი“, სააკაშვილისთვის ეს იყო ბოლო წერტილი. ნებისმიერი ადამიანი ფეხებით ჩამოკიდებას და ცეცხლის შენთებას უფრო მოითმენს, ვიdრე სააკაშვილი მის გადაფარვას საერთაშორისო მედიაში“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.ვ

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:15

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ზურაბ ჟვანია დაინიშნა პრემიერად, სინქრონულად გაჩნდა ე.წ. ღამის მთავრობა

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ზურაბ ჟვანია დაინიშნა პრემიერად, სინქრონულად გაჩნდა ე.წ. ღამის მთავრობა. გვიან ღამით სააკაშვილთან იკრიბებოდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და ოქრუაშვილი ეს იყო ე.წ. „ტროიკა“, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“ -ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:07

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილი თავიდან ბოლომდე კრემლს ემსახურებოდა

სააკაშვილი თავიდან ბოლომდე კრემლს ემსახურებოდა, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

გიორგი მუჯირი

02 დეკემბერი 2021, 00:04

სამართალი

გიორგი მუჯირი: 26 მაისს უამრავი ადამიანის დასახიჩრებიდან მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს

2011 წლის 26 მაისს, მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უამრავმა ადამიანმა და მასობრივად დააკავეს ხალხი, მესამე დღეს მიხეილ სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს, - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ანტონიო გუტერეში

01 დეკემბერი 2021, 23:55

COVID19

ანტონიო გუტერეში: კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით სამოგზაურო აპარტეიდი მიუღებელია

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით სამოგზაურო აპარტეიდი მიუღებელია.

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:52

სამართალი

პროკურორმა დაასახელა ის ადამიანები, ვისი საჩუქრებისთვისაც მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტის თანხები დახარჯა

„რამდენიმე შეგვიძლია დავასახელოთ. მაგალითად, მარიამ საჯაიასთვის შეძენილი ოქროს ძეწკვი, თინა ბოკუჩავასთვის შეძენილი აიფონი, ივანა მელაისთვისთვის შეძენილი სამკაული. ასევე შვილისთვის შეძენილი მობილური ტელეფონი“, - განაცხადა პროკურორმა.

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:46

სამართალი

გიორგი მუჯირი: კანონით, ლიპოსაქცია სახელმწიფო საიდუმლოება ვერ იქნება

როდესაც პრეზიდენტი მიდის ოფიციალურ შეხვედრაზე, გამოიცემა განკარგულება და ის ოფიციალური მივლინებით მიემგზავრება. ამ პროცედურები არის პროტოკოლით გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად იხდის ხარჯებს. არანაირი სამართლებრივი საბუთი არ არსებობდა და არც მონაკოში, არც ტაილანდში და არც სხვა კურორტებზე დასვენება არ ემსახურებოდა ოფიციალურ, პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ეს ხარჯები იყო ცალსახად მხოლოდ დასვენებისა და გართობის, - ამის შესახებ გაფლანგული 9 მილიონის საქმის პროკურორმა,გიორგი მუჯირმა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

01 დეკემბერი 2021, 23:46

სამართალი

პროკურორის თქმით, გიორგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის გასახდომი პროცედურისთვის 114 000 ლარი დაიხარჯა

9 მილიონი ლარიდან კოსმეტიკური ხარჯები მსხვილ ნაწილს იკავებს და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით არის წარმოდგენილი. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რაც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთში როგორიცაა: ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა, - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 დეკემბერი 2021, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით - „დიდი ბოდიში!“ არის ჩვენი პასუხი

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით - „დიდი ბოდიში!“ არის ჩვენი პასუხი

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:33

სამართალი

პროკურორი: 9 მილიონი ლარიდან არც ერთი ლარი არ მოხმარებია სახელმწიფო ინტერესებს და ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის დაიხარჯა

„ასევე დაცვის მხარე მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს 9 მილიონი ლარი უნდა გადახდილიყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. რეალურად, ეს 9 მილიონი ლარი არც ერთი სახელმწიფო უწყების მიერ არ უნდა გახარჯულიყო, ვინაიდან ეს იყო მოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის განკუთვნილი ხარჯები“, - განაცხადა პროკურორმა.

01 დეკემბერი 2021, 23:08

COVID19

აშშ-ში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

01 დეკემბერი 2021, 22:53

მსოფლიო

OECD: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მთავარმა ეკონომისტმა, ლორენს ბუნმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს.

ალექსანდრე ელისაშვილი

01 დეკემბერი 2021, 22:06

პოლიტიკა

ალექსანდრე ელისაშვილი: სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, მან გვითხრა, რომ სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, რადგან იმაზე უარესს ჩაიდენს, რასაც სჩადიოდა

სააკაშვილმა გუშინწინ გვითხრა, რომ სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, რადგან რომ მოვა, იმაზე უარესს ჩაიდენს, რასაც ჩადიოდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის ინიციატივა, რომ ყველა სოფელში მისი გათავისუფლების კომიტეტები უნდა შეიქმნას, სიგიჟეა.