imedi /  14 აგვისტო 2020, 17:13 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ ყოველთვის გვერდით ედგა ქართველ გლეხსა და ფერმერს, ამის დადასტურება იქნება ეს რთველიც

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

მოგესალმებით დედოფლისწყაროში, ღირსეულ კახელებთან ერთად. ყოველთვის დღევანდელ დღეს უნდა დავიწყოთ იმის გახსენებით, რომ ზუსტად 28 წლის წინ საქართველოში, სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. ეს ის დღეა, როდესაც ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ვიშრომოთ ერთად, რომ მშვიდობიანად ქვეყანა გავამთლიანოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს. მისივე თქმით, ამის დადასტურება იყო 2012 წლიდან მოყოლებული ყველა წელი და ამის დადასტურება იქნება ეს რთველიც.

„მოსავალზე რომ გადავიდეთ - ხალხო, რთველი იწყება აქედან და შეუძლებელია, რთველს ავუაროთ გვერდი. 2012 წელს კახეთში ჩაბარდა 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს - 278 000 ტონა ყურძენი და 2020 წელს ჩაბარდება 300 000 ტონა. ეს არის შრომის შედეგი, იმის შედეგი, რომ თქვენ კახელები, მოქალაქეები, მთავრობა, ჩვენ ყველა ერთად ვშრომობთ და ეს შრომა ხომ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ ხომ ვამბობთ იმას, რომ ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული და უნდა დავამთავროთ ეს კარგი საქმეები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს. ამის დადასტურება იყო ყველა გასული წელი 2012 წლიდან და დადასტურება იქნება ეს რთველიც. ქართველ გლეხს, კახელ გლეხს საამაყოდ ექნება, თუ როგორ ჩავატარებთ ჩვენ ამ რთველს. ისე როგორც დავაბინავეთ ატამი - დავაბინავებთ ვაშლს, მერე თხილს და მერე ციტრუსს. არც ერთი გოჯი მიწა ამ ქვეყანაში დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ერთად პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეს უნდა მივხედოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ბევრი გვაქვს საშრომი იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს მაგარი განათლების სისტემა შევუქმნათ. ჩვენი ბავშვები, რომლებიც საქართველოში განათლებას მიიღებენ აქედან რომ გავლენ სხვა ქვეყნის შვილებზე უფრო მაგრები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ნიჭიერები არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოხუცები, ღვაწლმოსილი პენსიონერები ღირსეულად ცხოვრობდნენ, მომსახურება ჰქონდეთ ჯანმრთელობის და სოციალური დახმარება ჰქონდეთ ნორმალური. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანღონით სავსე ადამიანებს სამართლიან გარემოში შრომის შესაძლებლობა ჰქონდეთ იმისთვის, რომ ოჯახები ღირსეულად არჩინონ. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ადამიანზე ზრუნვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სწორედ ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მისცა ქვეყანას შესაძლებლობა, ვირუსიც სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესად ემართა.

„ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მოგვცა შესაძლებლობა, ეს ვირუსიც სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესად გვემართა. ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ სამუშაო ადგილები არ დავკარგოთ და მეტი უნდა შევქმნათ. ძალიან კარგად გვესმის, რომ დედოფლისწყაროში ბევრია საშრომი. ბევრია საშრომი, რომ პირველ რიგში, წყალმომარაგების პრობლემა მოვაგვაროთ. მთელ საქართველოში ასეა - გზა, წყალმომარაგება და გაზი ჩვენი სოფლად და რაიონში მცხოვრები ადამიანების პირველადი მოთხოვნაა. ამას წლები არ უნდა დასჭირდეს. ბევრი წელია ვშრომობთ. გზები შედარებით ნორმალურ მდგომარეობაშია. შიდა სოფლის გზებია მოსაწესრიგებელი, მაგრამ წყალი ხდება სულ უფრო და უფრო დიდი პრობლემა. ამიტომ, ხორნაბუჯსა და სამრეკლოში 2021 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგება მოგვარდება. ბავშვები და სკოლები - რეაბილიტაციას ვაკეთებთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თითქმის ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა, ქვეყანაშია 3000-მდე სკოლა, თითქმის ყველა გასარემონტებელია. სამთაწყაროში, ახლა აშენდება ახალი სკოლა 300 ბავშვზე, მაჩხაანში მთავრდება. არ არის ეს საკმარისი. მთავარია, რომ იყოს სამართლიანობის შეგრძნება. ადამიანი იყოს დარწმუნებული, რომ არავინ შეეხება მის ბარაქას და ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ამ ქვეყანას - დედოფლისწყაროსაც და საქართველოსაც. დიდი მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ!,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა. 10 აგვისტოს კი, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო.

ყველა სიახლე

ჯეი ჯეი ფილიპსი

05 დეკემბერი 2021, 14:41

COVID19

ამერიკული „ნიჭიერის“ ვარსკვლავი ჯეი ჯეი ფილიპსი კორონავირუსით გარდაიცვალა

ოჯახის წევრების თქმით, ის ნოემბრის ბოლოს, მადლიერების კვირის განმავლობაში დაინფიცირდა და მიუხედავად მათი მოწოდებისა, საავადმყოფოში ემკურნალა, სახლში ყოფნა არჩია. „უბრალოდ, გამოძინება მჭირდება“, - უთხრა მან ოჯახის წევრებს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

მაია ჩხაიძე

05 დეკემბერი 2021, 14:26

COVID19

მაია ჩხაიძე „ომიკრონის“ შტამზე: ალბათ, კარგს არ უნდა ველოდოთ - გადამდებლობა მაღალი იქნება

„უკვე ევროპაშიც არის შემთხვევები. ვიცით, რომ 40 წლამდე ახალგაზრდებში განსაკუთრებით არის გავრცელებული. კარგს ალბათ არ უნდა ველოდოთ იმ მხრივ, რომ გადამდებლობა იქნება მაღალი, - ამის შესახებ ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას განაცხადა.

სოფო ებრალიძე

05 დეკემბერი 2021, 14:25

სამართალი

კლუბ „ხიდის“ წარმომადგენელი: ორშაბათიდან სამართლებრივ დავას ვიწყებთ - გავასაჩივრებთ როგორც ჯარიმას, ისე დალუქვის საკითხს

კლუბ „ხიდის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შრომის ინსპექციის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და ხვალიდან სამართლებრივ დავას იწყებენ.

მაია მიქია

05 დეკემბერი 2021, 14:18

სამართალი

მაია მიქაია კლუბ „ხიდზე“: გაფრთხილების მიუხედავად, შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე მასობრივი გასართობი ღონისძიება დახვდათ, რაც დადგენილებითაა აკრძალული

შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქიამ მედიასთან განმარტა, თუ რა გახდა კლუბ „ხიდის“ დალუქვის მიზეზი. „კლუბს ჰქონდა გაფრთხილება. შრომის ინსპექციამ მოუწოდა, თავი შეეკავებინათ აკრძალული, მასობრივი ღონისძიების ჩატარებისგან. სხვა შემთხვევაში, იქნებოდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია გამოყენებული“.

მერაბ ქვარაია

05 დეკემბერი 2021, 14:02

საზოგადოება

სიღნაღში ფერმერები საძოვრების ხელმსაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დეტალებს გაეცნენ

კახეთის რეგიონის მესაქონლე ფერმერებმა, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამართულ შეხვედრაზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმსაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობისა და პროგრამაში ჩართვის მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

05 დეკემბერი 2021, 13:56

მსოფლიო

კენიაში, ეკლესიის მგალობლების ავტობუსი მდინარეში გადავარდა - დაღუპული 20-ზე მეტი ადამიანიდან 4 ბავშვია

კენიაში, ქალაქ მვინგში, ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანია დაღუპული, მათგან 4 ბავშვია. ტრანსპორტი საეკლესიო გუნდის მგალობლებს ჰყავდათ დაქირავებული. ისინი ქორწილში მიდიოდნენ. ბოლოდროინდელი უხვი ნალექის გამო, ხიდის ნაწილი წყლით იყო დაფარული.

05 დეკემბერი 2021, 13:29

მსოფლიო

მექსიკაში, სატვირთო ავტომობილში, 200-ზე მეტი მიგრანტი იპოვეს

მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, პუებლას შტატში, სატვირთო ავტომობილში 210 მიგრანტი იპოვეს.

05 დეკემბერი 2021, 13:08

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების - Silk Road Wines-ისა და Emerald Vines Media-ს წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების - Silk Road Wines-ისა და Emerald Vines Media-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ექსპორტის პოტენციალისა და პოპულარიზაციის საკითხი განიხილეს.

05 დეკემბერი 2021, 13:03

COVID19

საქართველოში 1 583 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1 583 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 378 პირი იმყოფება.

05 დეკემბერი 2021, 13:03

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ აეროპორტში კაცი თვითმფრინავიდან გადახტა

აშშ-ში, ქალაქ ფინიქსში მდებარე აეროპორტში, სადაც კოლორადო-სფრინგსიდან სრულდებოდა ავიარეისი, კაცი თვითმფრინავიდან იქამდე გადახტა, ვიდრე ის გაჩერდებოდა. 30 წლის კაცმა კარის გაღება შეძლო, ბილიკზე ჩახტა, სახანძრო სადგურისკენ გაიქცა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში გამოიკეტა თავი.

05 დეკემბერი 2021, 13:00

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 389 თბილისში, 776 იმერეთში, 245 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:41

COVID19

თამარ გაბუნია: „ასტრაზენეკას“ „ბუსტერისთვის“ არ ვიყენებთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუს“ ეთერში განმარტა, რა პრინციპითაა შესაძლებელი „ბუსტერ“-დოზით იმუნიზაცია. „უკვე რამდენიმე კვირაა, რაც „ბუსტერის" გამოყენება დავიწყეთ. „ბუსტერით“ 20 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აიცრნენ. „ბუსტერი“, შესაძლოა, ყველა ვაქცინის შემდეგ გამოვიყენოთ“.

05 დეკემბერი 2021, 12:36

საზოგადოება

დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:30

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონი“, შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ დღეს არსებული ვაქცინები, მაღალი ალბათობით, ლეტალობისგან დაგვიცავს

„დღესაც დელტა შტამის გავრცელება ძირითადად აუცრელ პირებში გვაქვს, სამიზნე დელტა შტამისთვის აუცრელი მოსახლეობაა და მოლოდინი გვაქვს, რომ ომიკრონისთვისაც ასე იქნება. უცრელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვდება ჰოსპიტალში, ანუ ჰოსპიტალიზებული პირების უდიდესი ნაწილი არის აუცრელი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. მისი თქმით, დღეს არსებული ვაქცინები, დიდი ალბათობით კორონავიუსის ახალი ვერსიის - ომიკრონისგანაც დაგვიცავს.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:18

COVID19

თამარ გაბუნია: კორონავირუსის ნებისმიერი ვარიაციისგან, ყველაზე ეფექტიანად, პირბადე და სოციალური დისტანცირება იცავს

პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც დაიძრა „ომიკრონი“. ეს იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და, ასევე, სამხრეთ აფრიკის გარდა, გარშემო მდებარე რვა ქვეყანა. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები და ნებისმიერ პირი, ვინც იქ ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა, 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:13

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ სტრუქტურაში იმაზე მეტი მუტაციაა, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში იყო - ჯანმო-ს რჩევა კვლავაც არის ის, რომ უნდა ავიცრათ

„კორონავირუსმა კიდევ ერთხელ, „დელტა“ შტამის ჩამოყალიბების შემდეგ, ძალიან საყურადღებო და საგანგაშო მუტაცია განიცადა და „ომიკრონის“ ვარიაციის სახით ჩამოყალიბდა. მის სტრუქტურაში იმაზე მეტი მუტაციაა, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაში იყო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:58

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში, მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა დგება არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ - ასეთია ტრანსპორტი

„თავდაპირველად, მწვანე საშვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ მოსახლეობას ბაზისური საჭიროებები არ უნდა შეზღუდვოდა, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შტამის - „ომიკრონის“ საფრთხეზე, რეალურად, დგება მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ. რა თქმა უნდა, ასეთია ტრანსპორტი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:40

COVID19

თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტზე: რეგულაციისგან თავის დასაღწევად, თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, შედეგს არ უნდა ველოდოთ

აზრთა ყველაზე მეტი სხვადასხვაობა გადატანილი დაავადების სტატუსმა გამოიწვია. ევროპის ქვეყნებში, პირობითად, ესეც ექსპერტებთანაა შეთანხმებული, კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილებაა - აღებულია 6 თვე, რომელიც საკმარის გარანტად მიიჩნევა, რომ ადამიანი ამ პერიოდში არ დაინფიცირდება, ინფექციის გავრცელების საფრთხეს არ წარმოადგენს და ინფექციის მატარებელი არ იქნება. ამდენად, ეს 6 თვე არის პირობითი ვადა, რომელზეც ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.

05 დეკემბერი 2021, 11:22

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის (Nato Core Team) წარმომადგენლები დაესწრნენ.

05 დეკემბერი 2021, 11:11

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 413 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 413-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 234 180 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.