IMEDI /  14 აგვისტო 2020, 18:52 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფალი, რომელიც ქვეყანას ვერ ააცილებს ისეთ განსაცდელს, როგორიც ომია, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას, - განაცხადა დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა გაიხსენა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას „ქართულმა ოცნებამ“ აარიდა დიდი განსაცდელი, რომელიც ხალხს უამრავ პრობლემას შეუქმნიდა.

„ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა იყო იმ დროს ხელისუფლებიდან ჩამოგვეცილებინა ისეთი დესტრუქციული ძალა, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობა. აგვისტოს ომმა უამრავი ნგრევა და დესტაბილიზაცია მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას. დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, კოდორი, ახალგორი, მივიღეთ დამატებით 10 ათასობით დევნილი. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება. მივიღეთ 10 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიკვდილი, ქედს ვიხრით მათ წინაშე. 300 ათასი დევნილი დღემდე ვერ უბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ სახლს. სამწუხაროდ, ის შეცდომა, უბედურება და განსაცდელი, რომელიც ჩვენ მაშინ ვერ ავიცილეთ თავიდან, 2008 წლის აგვისტოს ომში გაიმეორა წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა. შესაბამისად, ახლა ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან მთლიანად გაყვანა. მთავარი მონაპოვარი ჩვენთვის არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ჩიქოვანი

28 სექტემბერი 2020, 01:02

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიაში ახალგარდებს ოკუპაციაზე ესაუბრა

,,დღეს ენგურისპირა სოფელ ტყაიაში ახალგაზრდებს შევხვდით. ეს არის ადგილი, საიდანაც ნათლად ჩანს ოკუპაციის შედეგები. აქვეა ოკუპანტების სამხედრო ბაზა. ახალგაზრდებთან ერთად ვისაუბრეთ ოკუპაციის სიმძიმეზე, იმ გამოწვევებზე, რაც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გზაზე.

28 სექტემბერი 2020, 00:59

რეგიონი

ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, დოკუმენტური ფილმის „შინდისი" ჩვენება მოეწყო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დოკუმენტური ფილმის „შინდისი" ჩვენებას დაესწრნენ.

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი

28 სექტემბერი 2020, 00:51

ტაბლოიდი

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები მშობლები გახდებიან

ჰარინგოტნმა და ლესლიმ ერთმანეთი პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებებზე გაიცნეს. სიუჟეტის მიხედვით, მათი პერსონაჟები შეყვარებულები იყვნენ. წყვილი 2018 წელს დაქორწინდა. მათთვის ეს პირველი ბავშვი იქნება.

ნიკოლ ფაშინიანი ემანუელ მაკრონი

28 სექტემბერი 2020, 00:26

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ორი ქვეყნის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ნიკოლ ფაშინიანმახაზი „თურქეთის მიკერძოებულ-აგრესიულ პოზიციას“ გაუსვა ხაზი. მაკრონმა კი შეშფოთება გამოთქვა მთიან ყარაბაღში ვითარების დაძაბვის გამო და განაცხადა, რომ კონფლიქტის არეალის გაფართოება დაუშვებელია.

არჩილ თალაკვაძე

27 სექტემბერი 2020, 23:59

რეგიონი

რა პროექტები განხორციელდა არჩილ თალაკვაძისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ოზურგეთში - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

ფონდი „ქართუს“ და ბიძინა ივანშვილის ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთის დრამატულ თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარემონტდა თეატრის ორივე სცენა. დამონტაჟდა ახალი განათება. შეიძინეს ახალი ტექნიკა, მოეწყო სარეპეტიცო სივრცეები, საგრიმიეროები. შენობა უკვე ადაპტირებულია შეზრუდული შესაძლებლობის მქონეთათვის. სტუმრებისთვის თეატრშივე გამოიყო მოსასვენებელი ოთახი. მალე მზად იქნება ახალი რადიო სტუდია, სადაც რადიო სპექტაკლებს ჩაწერენ.

27 სექტემბერი 2020, 23:46

მსოფლიო

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ემანუელ მაკრონი სვეტლანა ტიხანოვსკაიას ბევრ ყურადღებას უთმობს, რის გამოც შესაძლოა ოჯახური პრობლემები შეექმნას

„როგორც ადამიანმა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აქ, ბელარუსში გვეჩვენება, რომ ემანუელ მაკრონი მეტისმეტად ბევრ ყურადღებას უთმობს ბელარუსის პრეზიდენტობის ერთ-ერთ ყოფილ კანდიდატს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს კანდიდატი ქალბატონია {სვეტლანა ტიხანოვსკაია}, საფრანგეთის ლიდერის რისკზე მიდის და შესაძლოა საფრანგეთის შიდა პრობლემებს კიდევ პირადი უსიამოვნებებიც მიიღოს - საკუთარ სახლში“, - ნათქვამია ლუკაშენკოს განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე

27 სექტემბერი 2020, 23:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კონკრეტული პოლიტიკური პარტია და მისი ტელევიზიები ცდილობენ საზოგადოებრივი განწყობა შექმნან, რომ კრიმინალმა იმატა

„ამ კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, გაშუქება არის აბსოლუტურად სხვანაირი და სიკვდილის პროპაგანდა აქვთ მათ დღეს საარჩევნო კამპანიად არჩეული“, - აცხადებს მდინარაძე.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

27 სექტემბერი 2020, 23:01

საზოგადოება

ილია მეორე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებაზე: ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. პატრიარქის წერილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული ფართომასშტაბიანი დაპირისპირებას ეხება.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

27 სექტემბერი 2020, 22:49

საზოგადოება

უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ილია მეორე ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უკრაინაში 25 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო უწმინდსის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

თეა წულუკიანი

27 სექტემბერი 2020, 22:48

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ჩვენ მივიღეთ უმძიმესი მემკვიდრეობა სისხლის სამართლის პოლიტიკაში

„მოკლე ვადაში ჩვენ შევძელით ის, რომ აქცენტი გაგვეკეთებინა არა მხოლოდ რეპრესიაზე, რაც თავისთავად სისხლის სამართლის მიმართულებით, როცა დანაშაულს ებრძვი აუცილებელია, ასევე აქცენტი გაკეთებულიყო დანაშაულის პრევენციაზე. ჩვენ გავათავისუფლეთ მოსამართლე - ის არის დამოუკიდებელი. პროკურორი და ადვოკატი გახდა თანასწორი სასამართლო დარბაზში და თქვენ, მედიას მოგეცათ საშუალება, რომ თვალი მიგედევნათ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, სწორედ სასამართლო დარბაზში“, - განაცხადა წულუკიანმა.

ნაციონალური მოძრაობა

27 სექტემბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

რატომ იხდის ბოდიშს „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინ - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

პარტიის წევრთა ნაწილი აცხადებს, რომ ბოდიშის მოხდას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებასთან კავშირი არ აქვს და ბოდიშს გულწრფელად იხდიან, ნაწილი კი სტრატეგიულ გათვლას არ მალავს.

გოგი მეშველიანი

27 სექტემბერი 2020, 21:55

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე: მიმაჩნია, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

„ამ ყველაფერ მე ვუკავშირებ ორი დღის წინანდელ მუქარას, როცა ერთ-ერთ ჩვენ აქტივისტს, ხაიამ მისაევს დღევანდელ ინციდენტში მონაწილე მთავარი პირი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი, ვინმე არიფ იუსუპოვი დაემუქრა ანგარიშსწორებით, თუ ის გააგრძელებდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობას და აქტიურ აგიტაციას. მე მიმაჩნია, ეს ყველაფერი იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს წინასწარ განწირულ არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ძალის გაშავებას და ვითარების წარმოჩენას ისე, თითქოს ჩვენ ვახორციელებთ ძალადობას“, - განაცხადა მეშველიანმა.

დავით მათიკაშვილი

27 სექტემბერი 2020, 21:04

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს არის „ნაცმოძრაობის" სტილში განხორციელებული ვანდალური აქტი

„ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიულად განწყობილი მივიდნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას რო რეაგირება არ მოყვა გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე. მოხდა ჩხუბი, დაზარალდნენ „ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც გადაყვანილები არიან კლინიკაში. ვიმეორებ, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი. სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და აუცილებლად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები",- განაცხადა მათიკაშვილმა.

27 სექტემბერი 2020, 20:57

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

საღამოს კი ხელკეტებით შეიარაღებული „ნაცმოძრაობის“ 30-მდე აქტივისტი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა, მოხდა დაპირისპირება. დაშავებულია მმართველი გუნდის რამდენიმე აქტივისტი, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ნიგერია ისლამური სახელმწიფო

27 სექტემბერი 2020, 20:23

მსოფლიო

ნიგერიაში ისლამისტების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა. ისლამისტები გზაზე ჩასაფრდნენ და სამთავრობო ბადრაგს დაესხნენ თავს. ნიგერიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შედეგად 4 ჯარისკაცი, 10 პოლიციელი და 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

აქცია მინსკი ბელარუსი

27 სექტემბერი 2020, 20:02

მსოფლიო

ბელარუსში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

პოლიცია სპეცსაშუალებების გამოყენებას აღიარებს და ამას იმით ხსნის, რომ აქციის მონაწილეები მათ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ. სამართალდამცველებმა დღევანდელ დემონსტრაციებზე სულ მცირე 50 ადამიანი დააკავეს.

კორონავირუსი

27 სექტემბერი 2020, 19:45

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 120 პაციენტი მკურნალობს. მათგან 117-ს ვირუსი დადასტურებული აქვს. 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

ნიკოლ ფაშინიანი

27 სექტემბერი 2020, 19:25

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს

„ჩვენ განვიხილავთ განვითარების ყველა სცენარს. ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლებს“,- განაცხადა ფაშინიანმა.

ალექსანდრე მოწერილია

27 სექტემბერი 2020, 19:09

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დემოკრატიზაციისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში, ფახულანის საოკუპაციო ხაზთან, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი

27 სექტემბერი 2020, 19:07

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში არსებული ვითარება ვლადიმერ პუტინთან განიხილა

„სომხური მხარის ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა მთიანი ყარაბაღის ზონაში სიტუაციის მკვეთრი ესკალაცია განიხილეს“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.