IMEDI /  14 აგვისტო 2020, 20:35 / სანდო წყარო

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის ადამიანები იდევნებოდნენ

კახა კალაძე

კახა კალაძე

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ ღირებულებად ადამიანი გამოაცხადა, ჩვენ ყველა სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება დავიწყეთ, ჯანდაცვა და განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გურჯაანში განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით სონღულაშვილი წარადგინა.

„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 2012 წელს როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ფაქტობრივად გურჯაანის ყველა სოფელი ფეხით შემოვიარეთ და გვახსოვს რამდენად რთული მდგომარეობა იყო ზუსტად ამ მიმართულებით. ჯანდაცვის სფერო რომელიც იყო გაუბედურებული და ჯანდაცვის მიმართულებით. ადამიანებს ელემენტარულად არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ სახელმძღვანელოები ეყიდათ. და რეფორმა რომელიც განხორციელდა ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ადამიანის უფლებები გაუმჯობესდა კარდინალურად, ქვეყანაში თავისუფალი აზრის დაფიქსირება დანაშაული აღარ არის და ყველა მოქალაქეს თანაბრად შეუძლია, კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენება. აქაც ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით ეს ყველაფერი ჩავაბარებთ წარსულს. პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის დრო როდესაც განსხვავებული აზრის ადამიანები იდევნებოდნენ.

ჩვენ თითოეული ადამიანისთვის შევქმენით პირობები ბიზნესის დასაწყებად და ამისთვის არამხოლოდ ჯანსაღი ბიზნესგარემო შევქმენით, არამედ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით გლეხებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და მათი ინიციატივების დაფინანსება სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაინერგა უამრავი პროგრამა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას აძლევს ახალი საქმე წამოიწყოს, საკუთარი ნაშრომი დააზღვიოს და მოახდინოს მისი რეალიზაცია პრობლემების გარეშე, სახელმწიფოს გვერდით დგომით შეძლოს“, - განაცხადა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა. 10 აგვისტოს კი, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო. .

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 08:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: თუ დავინახავ, რომ ათასობით ბიულეტენი ჩაწყობილია, ამას ვერ გავატარებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას არჩევნებში ფოსტით ხმiს მიცემის მეთოდი კვლავ გააკრიტიკა.

30 სექტემბერი 2020, 08:50

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს.რეზოლუცია საბჭომ გვიან ღამით, საგანგებო სხდომაზე მიიღო. მანამდე მხარეებს ვითარების ესკალაციისა და დიალოგისკენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოუწოდეს.

30 სექტემბერი 2020, 08:44

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 08:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპი პუტინის ლეკვია

პირველი საპრეზიდენტო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი რუსეთის გაკრიტიკებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

ნინო ნიჟარაძე

30 სექტემბერი 2020, 08:29

COVID19

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია

აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აცხადებს. მისი თქმით, არსებული რესურსი უმკლავდება იმ მოთხოვნას, რომელიც ამ ჟამად დგას სამედიცინო დაწესებულებების წინაშე.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 08:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ტრამპს: გაჩუმდები? ისე იქცევი, როგორც პრეზიდენტს არ შეეფერება

პირველი საპრეზიდენტო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს გაჩუმება მოსთხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლო

30 სექტემბერი 2020, 08:15

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა პროცესი განახლდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა პროცესი განახლდება. დაიკითხებიან მოწმეები.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: პანდემიასთან ბრძოლაში ვერასდროს გააკათებდით იმას, რაც ჩენ გავაკეთეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიას ვერ გაუმკლავდებოდა.

30 სექტემბერი 2020, 07:56

პოლიტიკა

დღეს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაასრულებს

დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს და ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანომ პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.

30 სექტემბერი 2020, 07:56

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპს პანდემიასთან ბრძოლის მკაფიო გეგმა არ ჰქონდა და კრიზისის პირობებში პანიკაში ჩავარდა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა პირველი ტელედებატებისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პანდემიასთან ბრძოლის მკაფიო გეგმა არ ჰქონდა და კრიზისის პირობებში პანიკაში ჩავარდა.

30 სექტემბერი 2020, 07:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: არც კი გამოიყენოთ სიტყვა ჭკვიანი ჩემთან საუბარში - თქვენში არაფერია ჭკვიანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას ეჭვის ქვეშ დააყენა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გონებრივი შესაძლებლობები.

30 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ტელედებატების დაწყებისას ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები რიგი ცვლილებების გათვალისწინებით ჩატარდება.

ზაურ დარგალი

30 სექტემბერი 2020, 01:55

რეგიონი

ზაურ დარგალი: ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა

ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა და დაპირისპირება დასრულებულია, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 01:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე საათში პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები გაიმართება.

30 სექტემბერი 2020, 01:24

საზოგადოება

მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„პირველ პაციენტთან ცხვირის ძვლის მოტეხილობაა. მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, დაზიანებებია სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან. ხოლო, რაც შეეხება მესამე პაციენტს, ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ექიმმა.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 01:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას

ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბეჭდების მბრძანებელი

30 სექტემბერი 2020, 00:52

კულტურა

ახალ ზელანდიაში „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებები განახლდა

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე Amazon-ის სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Deadline წერს. მანამდე გადაღებები რამდენჯერმე კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.

30 სექტემბერი 2020, 00:41

ეკონომიკა

ბრიტანელმა პენსიონერმა ფაიფურის ჩაიდანი £390 ათასად გაყიდა

ბრიტანელმა პენსიონერმა სახლის დალაგებისას იპოვა ფაიფურის ჩაიდანი, რომელიც აუქციონზე £390 ათასად გაყიდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ჩაიდანი პენსიონერის ბაბუას ეკუთვნოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შორეულ აღმოსავლეთში მსახურობდა. ნივთის შემფასებელმა განაცხადა, რომ ეს XVIII საუკუნის ნივთია და ჩინეთის იმპერატორ ციანლუნის სასახლის ჭურჭლის სერვიზის ნაწილია.

30 სექტემბერი 2020, 00:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ,,ქართული ოცნების“ ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებული განცხადება ბოტების სამიზნე გახდა

„ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, ყალვი ფეისბუქ -მომხმარებლების, ე.წ. ბოტების სამიზნე გახდა. როგორც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რადიკალიზაცია ნაცების არჩევანია არჩევნებზეც და სოციალურ ქსელებშიც.

გოგი მეშველიანი

30 სექტემბერი 2020, 00:35

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში ნამდვილად რომ არ შედის, ყველამ ვიცით

ბუნებრივია, რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში ნამდვილად რომ არ შედის, ყველამ ვიცით. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, დღეს მარნეულში, ასევე, ამ დღეებში, სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, თუ ვის ინტერესში შედის მსგავსი პროვოკაციების მოწყობა.