imedi /  14 აგვისტო 2020, 20:29 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: დესტრუქციული ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაყვანა ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანად უნდა იქცეს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების 8-წლიანი მმართველობის პერიოდი არის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. რამდენად პარადოქსულია, რომ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. ყველა სხვა ხელისუფლების დროს გვაქვს გამოცდილი ომი, ტერიტორიების დაკარგვა და მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი სტაბილური პერიოდი „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პერიოდია. რა თქმა უნდა, ოპონენტებს ამის აღიარება არ სურთ, მაგრამ ჩვენ ეს კარგად გვახსოვს, - ამის შესახებ გურჯაანში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ძვირფასო გურჯაანელებო, ჩვენი პარტიის მხარდამჭერებო, ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მინდა გამოსვლა იმ ტრაგედიის გახსენებით დავიწყო, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გამოვცადეთ. 28 წლის წინ აფხაზეთში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ამ კონფლიქტის შედეგად 10 000 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა და 300 ათასი დევნილი მივიღეთ. ომი მოასწავებს სიკვდილს, უბედურებას, ნგრევასა და დესტაბილიზაციას. მან, ვინც გამოსცადა ომი, კარგად იცის, რა არის მშვიდობა და მისი ფასი. 2012 წელს ჩვენ ვიდექით კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე. 2008 წელს წინა ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა დიდი განსაცდელი და უბედურება - ომი, რომლის შედეგად ჩვენ მივიღეთ 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი, ახალგორი, კოდორი, ათიათასობით დევნილი, რომლებიც დღეს გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და თავიანთ სახლებში ვერ ბრუნდებიან. ეს არის მწარე გაკვეთილი და გამოცდილება, რომელიც ყველას უნდა გვახსოვდეს. ოპონენტები გვსაყვედურობენ - წარსულს რატომ გვიხსენებთო. ჩვენ მათ ყოველთვის უნდა შევახსენოთ მძიმე წარსული და დანაშაული, ვიდრე ეს ადამიანები არ მოიხდიან ბოდიშს თითოეული ქართველის წინაშე და პოლიტიკაში დარჩენის სურვილი არ გაუქრებათ. ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანად უნდა იქცეს დესტრუქციული ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაყვანა. სხვა შემთხვევაში არ იქნება მშვიდობა, თავისუფლება და სტაბილურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების 8-წლიანი მმართველობის პერიოდი არის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც საქართველოში არ ყოფილა ომი.

„რამდენად პარადოქსულია, რომ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. ყველა სხვა ხელისუფლების დროს გვაქვს გამოცდილი ომი, ტერიტორიების დაკარგვა და მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი სტაბილური პერიოდი „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პერიოდია. რა თქმა უნდა, ოპონენტებს ამის აღიარება არ სურთ, მაგრამ ჩვენ ეს კარგად გვახსოვს. აქ ვხედავ წარმატებულ ბიზნესმენებს - მე კარგად მესმის, რას ნიშნავს თქვენთვის სტაბილურობა, მშვიდობა და თავისუფლება, როდესაც არავინ გაწუხებს. არ ვამბობთ, რომ იდეალური ხელისუფლება ვართ. შეცდომა მოსდის ყველა ადამიანს და ყველა ხელისუფალს, მაგრამ გვაქვს იმის უნარი, რომ ვაღიაროთ და გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და გავაგრძელოთ წინსვლა. ამიტომ როდესაც საარჩევნო ყუთის წინაშე დავდგებით, ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს. არჩევანი ასეთია - ქაოსი, დესტაბილიზაცია და ომი თუ მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და კიდევ ერთხელ გაამყარებს, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წელს მოვიპოვეთ. წინასწარ ვულოცავ დავით სონღულაშვილს გამარჯვებას, ვინაიდან დარწმუნებული ვარ მის წარმატებაში. მან კარგად იცის, რა სჭირდება გურჯაანს, დედოფლისწყაროს, სიღნაღს, საგარეჯოს. ასეთი მონდომებული, ამბიციური, კრეატიული ახალგაზრდები გვჭირდება ჩვენს პარლამენტში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

01 ოქტომბერი 2020, 15:50

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 291,182 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 218,847-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,856 ადამიანი ემსხვერპლა.

ირაკლი კობახიძე ცესკო

01 ოქტომბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში პროპორციული სია წარადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და სიის მესამე ნომერმა, ირაკლი კობახიძემ შეიტანა.

01 ოქტომბერი 2020, 15:45

COVID19

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდკვლევა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით, 140-მდე კონტაქტია მოძიებული.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 15:43

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი, 41-ე პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გავრცელდა.

01 ოქტომბერი 2020, 15:38

სამართალი

იუსტიციის სამინისტრო: ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი მრჩეველთა კომიტეტის შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე მოსამართლეობისთვის კვალიფიციური კანდიდატია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევმა მრჩეველთა კომიტეტმა მოსამართლეობის კანდიდატების კომპეტენციების თაობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყება, კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე კვალიფიციურია ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად. გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს საერთაშორისო სამართალში შთამბეჭდავი გამოცდილება როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამუშაო პრაქტიკის კუთხით, ისე აკადემიური საქმიანობის თვალსაზრისით.

გენერალური პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 15:32

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გამოძიებამ ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლის ჩხრეკისას დავით გარეჯის საქმეზე გაუჩინარებული რუკა ამოიღო

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში ამ წუთებში ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლი იჩხრიკება

ეკატერინე დგებუაძე

01 ოქტომბერი 2020, 15:20

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძემ ბავშვთა უფლებების შესახებ UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მომავალი პროფესიონალების მომზადებაა, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გატარებას შეუწყობენ ხელს. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების სისტემის როლი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

01 ოქტომბერი 2020, 15:05

სამართალი

თავდაცვის სამინისტრო: „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული

თავდაცვის სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და „მთავარი არხის“ მხრიდან გაკეთებულ ბრალდებას ეხმაურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას, არის სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სინამდვილეში გამომძიებელსა და მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტს და ამის ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას.

პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 14:56

სამართალი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში ჩხრეკა მიმდინარეობს

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში საგამოძიებო უწყება ჩხრეკას ატარებს. ამ ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ. სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 14:55

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გახსნას მტკიცე პარტნიორობაში „კიდევ ერთი აგურის“ დაშენება უწოდა

„დღეს, ჩვენ კიდევ ერთი აგური დავუმატეთ ჩვენს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თანამშრომლობას აქვს უზარმაზარი პოტენციალი შესანიშნავი წარმატებული ისტორიის შესაქმნელად,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ომი ჟურნალისტი

01 ოქტომბერი 2020, 14:45

მსოფლიო

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაიჭრა

აზერბაიჯანის საარტილერიო დარტყმის შედეგად მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტუნიში საფრანგეთის ორი მოქალაქე დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2020, 14:36

პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს რწმუნებათა სიგელები გადასცა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონია ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენციაში, ისტორიული Hofburg-ის სასახლეში გაიმართა. სიგელების გადაცემის ცერემონიალის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ავსტრიის პრეზიდენტს შორის.

დიეგო კოლასი

01 ოქტომბერი 2020, 14:31

პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი: წინასაარჩევნო გარემო მაქსიმალურად დემოკრატიული დებატების ფარგლებში უნდა წარიმართოს

„მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ საარჩევნო გარემო დარჩეს დემოკრატიული დებატების ფარგლებში“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩა საქართველოში, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს განუცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 14:14

სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც 16 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„გ.დ.-მ არ გააჩერა ავტომობილი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. სამართალდამცველებმა გ.დ. 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად) დღეს წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

01 ოქტომბერი 2020, 14:13

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძემ და რან გიდორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანი, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება და შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაა.

კახა კალაძე

01 ოქტომბერი 2020, 14:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში გაიმარჯვოს, პროპორციული წესით კი 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში გაიმარჯვოს, პროპორციული წესით კი ამომრჩევლის 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს“, ამით „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ Survation-ის კვლევის შედეგები შეაფასა.

დავით ბაქრაძე

01 ოქტომბერი 2020, 14:01

პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ პირობითი პროპორციული სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძეა

„ჩვენი სია პორობითია, იმედი გაქვს არჩევნების შემდეგ ჩვენი პარტია იქნება მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, რასაც მომავალი კოალიციური მთავრობა ჰქვია. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არ შევუქმნით კოალიციას „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 14:00

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთი მყარი საფუძველია იმისა, რომ მომავალშიც მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გამართულ შეხვედრებზე ყველა ერთხმად აღნიშნავდა იმ უაღრესად ხელშესახებ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების თავლსაზრისით, ასევე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და განმტკიცების მიმართულებით.

ალექსანდრე მოწერელია

01 ოქტომბერი 2020, 13:55

პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა ყველაზე მთავარი - ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქის მიმართ

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებშიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“, - აცხადებს მოწერელია.

გიორგი ვაშაძე

01 ოქტომბერი 2020, 13:40

პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სიის პირველი ნომერი გიორგი ვაშაძე იქნება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი ვაშაძეა. მეორე ნომერი თაკო ჩარკვიანია, ხუთეულში არიან პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია და ბესო ბარქაია.