imedi /  15 აგვისტო 2020, 14:14 / სანდო წყარო

ირაკლი სესიაშვილი: დავით ბაქრაძემ ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი

ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა, განაცხადა, რომ ბაქრაძემ ქვეყნის ღალატს კომპრომისი დაარქვა.

„გუშინ ბატონმა ბაქრაძემ ღალატს, ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი. ბატონი ბაქრაძე გვიმტკიცებდა, რომ თურმე საერთაშორისო სამართლით დადგენილი ფაქტისთვის, ოკუპაციისთვის, ოკუპაციის აღიარებისთვის საჭირო გახდა იმის ჩაწერა ამ რევოლუციაში, რომ ჩვენმა სამხედროებმა ცხინვალი დაბომბეს. ეს არის მათი კომპრომისი. ჰკითხეთ ბაქრაძეს, რა კომპრომისს უწოდებს ადამიანების წამებას, ქონებების ჩამორთმევას, მედიის ფეხქვეშ გათელვას. ალბათ, აქაც აქვთ პასუხი, რომ ესეც გარკვეული კომპრომისი იყო. მათი კომპრომისის ადგილი მომავალში არ არის“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ყველა სიახლე

ალექსანდერ დე კრო

29 ოქტომბერი 2020, 09:11

COVID19

ბელგიის პრემიერი: ვირუსის გავრცელება უნდა შევწყვიტოთ

„ჩვენ არ გავიმეორებთ შეცდომებს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვების მოხსნას ნაადრევად არ ვაპირებთ. ვირუსის სწრაფად გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული დროებითი შეზღუდვების ნაადრევად გაუქმება პრობლემებს ზრდის. მინდა მივმართო მათ, ვინც ჯანდაცვის სისტემაშია და ბრძოლის წინა ხაზზე, ქვეყანას თქვენი იმედი აქვს. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი ვირუსის დასამარცხებლად“, - აცხადებს ბელგიის პრემიერი.

ჯანდაცვის სამინისტრო

29 ოქტომბერი 2020, 08:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობაზე ცენტრალური ონლაინ-კლინიკა იმუშავებს

ცენტრალური ონლაინ-კლინიკა სამუშაო პროცესში ადმინისტრაციული, სააღრიცხვო, ოპერაციული მხარდაჭერისა და მათი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შესაფერისი დავალებების შესასრულებლად, დაკომპლექტდება ოჯახის ექიმების, უმცროსი ექიმების/უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და სხვა პერსონალისაგან, შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდეგ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

29 ოქტომბერი 2020, 08:41

COVID19

ურსულა ფონ დერ ლაიენი: საუკეთესო სცენარის შემთხვევაში ევროკავშირში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის დისტრიბუციის დაწყებას აპრილიდან შევძლებთ

„თუ გვექნება უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა, მაშინ შევძლებთ 700 მილიონი ადამიანის აცრას და ეს იმაზე მეტია, ვიდრე ევროკავშირს სჭირდება. ამ შემთხვევაში შევძლებთ საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვისაც ვაქცინის გადანაწილებას. თუ ყველა კანდიდატი ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, ევროკავშირს შესაძლოა 2021 წელს 1.2 მილიარდი დოზა ვაქცინაც ჰქონდეს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაიწყონ ვაქცინაციის პროგრამების მომზადება.წარმოადგინონ გეგმა ორგანიზაციაში, რადგან აუცილებელია უმოკლეს ვადებში სტრატეგიის განხილვა და დამტკიცება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

დონალდ ტრამპი

29 ოქტომბერი 2020, 08:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ნენსი პელოსის მარსზე გაგზავნას უპირებს

„ნენსი პელოსი? მოდით, ეს ნენსი პელოსი იყოს. ეს უბრალოდ შესანიშნავი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მოქმედი პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩევა.

პასე

29 ოქტომბერი 2020, 08:20

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დააკვირდება

31 ოქტომბრამდე კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები პოლიტიკური პარტიების წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

არჩევნები

29 ოქტომბერი 2020, 08:12

პოლიტიკა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დააკვირდება

საქართველოში 28-კაციანი დელეგაციაა გაგზავნილი, რომელიც 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებს გაუწევს მონიტორინგს. ალბანელი პარლამენტარი ელონა გჟებრეა გოჯა იქნება ეუთოს მოკლევადიანი მისიის თანაკოორდინატორი და ლიდერი, დელეგაციის ხელმძღვანელი კი ფინელი პარლამენტარი პია კაუმა იქნება.

29 ოქტომბერი 2020, 08:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ვაკა გორგილაძე

29 ოქტომბერი 2020, 01:25

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტატუსს რომ ინარჩუნებს, ეს ძირითადად გიჟური სემანტიკის შედეგია

მათ არც კარიბის კუნძულების ვუდუს მაგიური პრაქტიკა უშველით და არც იფსოსი. მათ იციან, რომ სიგიჟის კულტივირებაში არის მათი წარმატების შანსი გარკვეულწილად. ის, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ინარჩუნებს ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, ეს ძირითადად ამ გიჟური სემანტიკის შედეგია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა და ტელეწამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

29 ოქტომბერი 2020, 01:13

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დავით გარეჯის საკითხი პარტიულ ჭრილში არასოდეს განგვიხილავს, ეს არის ზეპარტიული საკითხი

გარეჯის საკითხი და მისი საინფორმაციო უზრუნველყოფა ოპოზიციისა და მისი კონტროლირებადი ტელევიზიების მხრიდან, შეიძლება პირდაპირ შეფასდეს, როგორც პოლიტიკური დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „პოზიციაში.თვეების განმავლობაში ოპოზიციური ტელევიზია და მისი სატელიტური სისტემა საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ დავით გარეჯთან მიმართებაში აქვს დაშვებული გარკვეული შეცდომები. ისინი ტკეპნიდნენ დამცავ გარსს, რომ შემდეგ ვინმეს კითხვა არ დაესვა იმასთან დაკავშირებით, რაც მათ

არჩილ თალაკვაძე

29 ოქტომბერი 2020, 01:04

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეს არჩევნები პირველ რიგში მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი, თუმცა საზოგადოებას ამასთანავე, აქვს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ველიდან გაიყვანოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები

კარგია, რომ დღეს მათ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი აღარ აქვთ, თუმცა საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები პოლიტიკიდან გაიყვანოს. მათი ადგილი ოპოზიციაში, ჯანსაღმა ძალებმა უნდა დაიკავონ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გურამ ნიკოლაშვილი

29 ოქტომბერი 2020, 00:58

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ის, რასაც ჩვენ დანაშაულს ვუწოდებთ, მათ ენაზე შეცდომებია

ჩვენ დღეს გვესმის ასეთი მოსაზრება, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“, მისი მედიისგან და მათი ინტელექტუალური მხარდამჭერებისგან, რომ ეს არის პარტია, გუნდი, რომელმაც ეს ქვეყანა ააშენა. მათ ჰქონდათ გადაცდომები, ის, რასაც ჩვენ დანაშაულებს ვეძახით, მათ ენაზე კი ეს არის შეცდომები. ამას ამბობს სააკაშვილიც - ამის შესახებ გადაცემა „პოზიციაში“ ერთ-ერთმა წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი

29 ოქტომბერი 2020, 00:54

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: თუ ვიღაც აქტივისტი პროვოკაციას მოაწყობს, ამას დააკვირდება მათივე დამკვირვებელი, გააშუქებს მათივე ტელევიზია და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იმართება უკრაინიდან

თუ ვიღაც აქტივისტი პროვოკაციას მოაწყობს, ამას დააკვირდება მათივე დამკვირვებელი, გააშუქებს მათივე ტელევიზია და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იმართება უკრაინიდან. ის რაღაც ბრიგადა, რომელსაც მართავს ის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, მაგარამ აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები, - ამის შესახებ IPM-ის კვლევებზე საუბრისას გადაცემა „პოზიციაში“ ერთ-ერთმა წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 00:54

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 36 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 36 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 244 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი

29 ოქტომბერი 2020, 00:48

მსოფლიო

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ყარაბაღში ვითარების დარეგულირების მიზნით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს.

არჩილ თალაკვაძე

29 ოქტომბერი 2020, 00:39

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ნიკა გვარიამია მედიას ამოფარებული „პოლიტიკური პირატია“

ზუგდიდში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით პოლიციამ და სამართალადამცველებმა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს ის ამოცანა, რაც პირველ რიგში გულისხმობს ადამიანის უსაფრთხოებისა და სიცოხლის დაცვას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „პოზიციაში“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას ისაუბრა.

გური სულთანიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 00:37

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: „მთავარი არხიდან“ სრული სიგიჟე და პათოლოგია იღვრება

„მთავარი არხიდან“ იღვრება სრული სიგიჟე და პათოლოგია - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“-ში ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა განაცხადა. „მედიის უკონტროლობა გამოიწვია რამ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აბსოლუტურია ჩვენთან, აღვიქვით მისი ყველაზე ვულგარული ფორმით. შესაბამისად, ეს ინსტრუმენტი ჩავარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში, ვანახეთ ამ წლების განმავლობაშ რა მივიღეთ. „მთავარი არხიდან“ იღვრება სრული სიგიჟე, პათოლოგია, ბავშვთა პორნოგრაფიის გაშვებიდან დაწყებული, კოვიდის მხარეს დგომით. სიგიჟე, ჩვეულებრივი სიგიჟე, რომელიც ლინგვისტურად აღარ გადმოიცემა“, - განაცხადა გური სულტანიშვილმა.

ვაკა გორგილაძე

29 ოქტომბერი 2020, 00:31

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე IPM-ის კვლევებზე: ეს არაა სოციოლოგია - მათ დიდი ხნის, მჭიდრო კოლაბორაცია აკავშირებთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“

IPM-ის კვლევა არაა სოციოლოგია - მათ დიდი ხნის, მჭიდრო კოლაბორაცია გააჩნიათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა და ტელეწამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა. „არა მხოლოდ Public Opinion Strategies იკვლევს საზოგადოების განწყობებს არის IPM, ასეთი ქართული კომპანია, რომელსაც მჭიდრო კოლაბორაციის ისტორია გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და შესაბამისად „ევროპულ საქართველოსთან“. მე მაქვს ფრაგმენტი კითხვარის, მე სოციოლოგი ვარ და მსგავსი რამ არ წამიკითხავს: „პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ“ პასუხების ვარიანტები: „1. საპროტესტო მიტინგი; 2. სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება; 3. შიმშილობა;

29 ოქტომბერი 2020, 00:31

მსოფლიო

ევროკავშირი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას მიუღებლად მიიჩნევს

ევროკავშირი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას მიუღებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.

არჩილ თალაკვაძე

29 ოქტომბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, დააზიანოს ჩვენი დემოკრატიული მიღწევები და საზოგადოებას შეუზღუდოს, ან რამენაირად წაართვას თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება

ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ თავდასხმა მოახდინოს საქართველოს დემოკრატიაზე, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ დააზიანოს ჩვენი დემოკრატიული მიღწევები და საზოგადოებას შეუზღუდოს, ან რამენაირად წაართვას საშუალება, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ ჩვენმა მოქალაქეებმა. სახელმწიფო ამას არ დაუშვებს, არავითარ შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პოზიციაში“ განაცხადა.ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ თავდასხმა მოახდინოს საქართველოს დემოკრატიაზე, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ დააზიანოს ჩვენი დემოკრატიული მიღწევები და საზოგადოებას შეუზღუდოს, ან რამენაირად წაართვას საშუალება, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ ჩვენმა მოქალაქეებმა. სახელმწიფო ამას არ დაუშვებს, არავითარ შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პოზიციაში“ განაცხადა.

ილჰამ ალიევი

29 ოქტომბერი 2020, 00:09

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს დარჩენილ ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ

თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს დარჩენილ ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.