imedi /  18 აგვისტო 2020, 14:56 / სანდო წყარო

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე საგარეო უწყებამ ინფორმაცია მიაწოდა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ონლაინ-შეხვედრის ფარგლებში, ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა რუსეთის და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციებზე, მათ შორის სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის აღმართვის და საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე.

ამ კონტექსტში ხაზი გაესვა დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის, ასევე ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უმოკლეს ვადებში გათავისუფლების აუცილებლობას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავისუფლად გადაადგილების პრობლემაზე, რაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით დაწესებული შეზღუდვების ფონზე კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის გალისა და ახალგორის რაიონების მცხოვრებთა ყოფას.

„აღინიშნა, რომ პანდემიის პირობებშიც კი რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ თემებს იყენებს მანიპულირებისა და პოლიტიკური ზეწოლისთვის.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობის აუცილებლობას საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების და ინციდენტების შეწყვეტის უზრუნველყოფისთვის.

აღსანიშნავია, რომ ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის, ალექსანდრე მაისურაძისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტის, პიტერ მაურერის შეხვედრის მთავარ თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული რთული ვითარების განხილვა.

შეხვედრაზე საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წითელი ჯვრის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, მათ შორის ისაუბრა უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის და სამედიცინო საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გახშირებულ ფაქტებზე, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ალექსანდრე მაისურაძემ შეშფოთება გამოთქვა ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანების გატაცების გახშირებულ შემთხვევებზე და ყურადღება გაამახვილა ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტზე.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში გაწეული საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მიკვლევის საკითხში ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი როლი.

შეხვედრის ფარგლებში, პიტერ მაურერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან არსებულ სამაგალითო თანამშრომლობაზე. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და საქართველოს წითელ ჯვარს COVID-19 თან ეფექტური და წარმატებული ბრძოლისთვის.

მხარეები შეთანხმდნენ საქართველოსა და ICRC-ს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელებაზე“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ყველა სიახლე

ვახტანგ მახარობლიშვილი

30 ნოემბერი 2021, 09:20

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება სამივე პრეზიდენტი, ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგასთან ერთად შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

ჯეკ დორსი

30 ნოემბერი 2021, 08:44

ტექნოლოგიები

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ამ პოსტზე მას Twitter-ის ტექნიკური დირექტორი, პარაგ აგრავალი შეცვლის. დორსის განმარტებით, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დირექტორთა საბჭოს წევრად მუშაობას გააგრძელებს, შემდეგ კი კომპანიას საბოლოოდ დატოვებს.

30 ნოემბერი 2021, 08:26

პოლიტიკა

დღეს რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იხსნება

ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება.

ლიონელ მესი

30 ნოემბერი 2021, 08:17

სპორტი

ლიონელ მესიმ მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა

არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენისა“ თავდამსხმელმა მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს არის პრიზი, რომელიც ჟურნალ France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

ირაკლი ღარიბაშვილი

30 ნოემბერი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი, დენის შმიგალი და ნატალია გავრილიცა ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან.

ლიზ ტრასი იაირ ლაპიდი

30 ნოემბერი 2021, 01:39

მსოფლიო

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ და სანქციები არ გააუქმონ ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა.

კახა კალაძე

30 ნოემბერი 2021, 01:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა

სააკაშვილი უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. კალაძის თქმით, სააკაშვილი ბნელი წარსულია და ის ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

კახა კალაძე

30 ნოემბერი 2021, 01:08

საზოგადოება

კახა კალაძე: ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები 10 დეკემბერს აინთება

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. ამჟამად სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 00:52

ტაბლოიდი

აშშ-ში ქალმა ლატარეაში $50 ათასი 3 წლის განმავლობაში მესამედ მოიგო

თავად ქალი, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, ამბობს, რომ მესამე მოგება მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. „უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, ისევ?!“ - ამბობს ის.

უაიტფორდის შუქურა

30 ნოემბერი 2021, 00:44

კულტურა

ფოტოკონკურსის Historical Photographer of the Year გამარჯვებულები გამოვლინდნენ📷გალერეა

კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოგრაფებმა ისტორიული ლოკაციებისა ან ობიექტების ფოტოები უნდა გაგზავნონ. წელს საუკეთესოდ სტივ ლიდარდი დასახელდა, რომელმაც ფოტო უელსში, უაიტფორდ პოინტის შუქურას გადაუღო.

30 ნოემბერი 2021, 00:32

მსოფლიო

პერუში „იდუმალი მუმია“ აღმოაჩინეს

პერუში, კახამარკილიას არქეოლოგიურ ველზე, აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მედია „იდუმალად“ მოიხსენიებს. ირკვევა, რომ მუმია, რომლის სქესიც ჯერ უცნობია, ინკების იმპერიამდელ ხანას მიეკუთვნება და ეს ადამიანი, დაახლოებით, 1 200 წლის წინ ცხოვრობდა. ის თოკებში გადახვეული იპოვეს.

30 ნოემბერი 2021, 00:24

COVID19

ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენელი: სამხრეთ აფრიკამ „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამჭვირვალობისთვის ოქროს მედალი უნდა მიიღოს და არა სამოგზაურო შეზღუდვები

სამხრეთ აფრიკამ „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამჭვირვალობისთვის ოქროს მედალი უნდა მიიღოს და არა სამოგზაურო შეზღუდვები, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა.

30 ნოემბერი 2021, 00:19

ტაბლოიდი

ინდოეთში კაცმა ცოლისთვის თაჯ-მაჰალის ასლი ააშენა

„დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი სიძულვილია. ჩემთვის ეს სახლი სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც სოციალურ განსხვავებებსა და პოლიტიკურ ხმაურს სცდება“, - ამბობს ბიზნესმენი.

ნიკოლოზ სამხარაძე

30 ნოემბერი 2021, 00:09

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა.

პაატა იმნაძე

30 ნოემბერი 2021, 00:00

COVID19

პაატა იმნაძე: შესაძლოა, ძალიან მალე მთელ დედამიწაზე ისეთივე დომინანტური გახდეს „ომიკრონი", როგორიც თავის დროზე ბრიტანული შტამი იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ „დელტაზე“ უფრო სწრაფად გავრცელდება და განსაკუთრებით პრობლემებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს შეუქმნის.

29 ნოემბერი 2021, 23:55

მსოფლიო

გერმანიაში, ინფლაცია 5.2%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 29 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

გერმანიაში, ინფლაცია 5.2%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 29 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია სტატისტიკის ფედერალურ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

29 ნოემბერი 2021, 23:47

კულტურა

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში პროექტი „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“ დაიწყო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაიწყო პროექტი „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

პაატა იმნაძე

29 ნოემბერი 2021, 23:18

COVID19

პაატა იმნაძე: ზამთარს ისე ვხვდებით, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი - ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს

ზამთარს ისე ვხვდებით, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი - ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს, ეს შემაშფოთებელი პროგნოზია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

29 ნოემბერი 2021, 23:13

COVID19

ვაქცინების მწარმოებლებმა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებულ ვაქცინებზე მუშაობა დაიწყეს

BioNTech-მა, Moderna-მ და Johnson & Johnson-მა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებულ ვაქცინებზე მუშაობა დაიწყეს იმ შემთხვევისთვის, თუ არსებული ვაქცინები ახალი კორონავირუსის ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური არ იქნება.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ნოემბერი 2021, 22:49

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე აცრასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაზე: ვთვლი, რომ ძალიან გონივრულია - რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებული ეკლესიის პოზიცია ძალიან გონივრულია , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მე ვთვლი, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა ვაქცინაციის მოწოდებები უნდა გააკეთონ. ეს კონკრეტული ორგანოებია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ვინაიდან, ნებისმიერ განცხადებასა და პროფესიულ საკითხებთან მიმართებაში შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი და ავხსნათ ეს მოვლენები.