IMEDI /  18 აგვისტო 2020, 19:53 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი იქნება დმანისის რაიონის ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ერთმნიშვნელოვნად ყველა ვთანხმდებით, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს უკვე დაწყებული და ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოოდ შეიქმნას ეკონომიკურად ძლიერი, წარმატებული ევროპული სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დმანისში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დმანისი ყოველთვის იყო სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად.

„მოგესალმებით დმანისელებო. როგორც კახიმ თქვა, ეს ფაქტი მეცნიერების მიერ დადასტურებულია და პირველი ევროპელების სამშობლო არის აქ. ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ყველას უნდა გავაგებინოთ. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიულად ეს კუთხე, განსაკუთრებით შუა საუკუნეების საქართველოში, დმანისი ყოველთვის იყო სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს რა თქმა უნდა, არის პერსპექტივის, დიდი მომავლის საწინდარიც. აქ, ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ, იმაზე, რას გავაკეთებთ ხვალ, როგორი გეგმები გვაქვს. ერთმნიშვნელოვნად ყველანი ვთანხმდებით, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს უკვე დაწყებული და ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოოდ შეიქმნას ეკონომიკურად ძლიერი, წარმატებული ევროპული სახელმწიფო. ეს არის ჩვენი მიზანი, რომლის ცენტრშიც ყოველთვის იყო ადამიანი და რომლის ცენტრშიც ყოველთვის იქნება ადამიანზე ზრუნვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე ხნის წინ დმანისი შევიდა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში, რაც პირდაპირი დახმარებაა მთავრობის მხრიდან, იმისთვის, რომ დმანისში ადამიანმა შეძლოს ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება.

„სულ რამდენიმე ხნის წინ დმანისი შევიყვანეთ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. დმანისი და კიდევ 9 სოფელი. ეს პირდაპირი დახმარებაა მთავრობის მხრიდან, იმისთვის, რომ დმანისში ადამიანს შეეძლოს ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება, რომ ადამიანები დმანისში დავაკავოთ, რომ ახალგაზრდები დმანისში ბრუნდებოდნენ, რომ აქ იქმნებოდეს დამატებითი სამუშაო ადგილები, რომ დმანისში ახალგაზრდებს შეეძლოთ, მიიღონ კარგი განათლება. როდესაც თბილისში ჩავლენ, იქ თბილისელ ახალგაზრდებს მაგარი კონკურენცია გაუწიონ .დმანისში ჩვენი მოხუცები, პენსიონერები ცხოვრობდნენ ზუსტად ისე, როგორც დიდ ქალაქებში, ღირსეულად. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საწინდარია ის, როგორც მთავრობა ცდილობს მიეხმაროს ყველა კუთხეს და მათ შორის დმანისსაც. ჩვენ ხომ ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ ბევრია სიღარიბე. ბევრი გვაქვს ერთად საშრომი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს უფრო ძლიერი, ისეთი, როგორც ეკუთვნის ამ კუთხეს და ამ ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დღეს მოქალაქისთვის უკეთესი პირობების შექმნაა და ამისათვის, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი კეთდება.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დღეს უნდა იყოს უკეთესი პირობების შექმნა ჩვენი მოქალაქისთვის, ქართველი კაცისთვის, ჩვენი ყველა ეთნოსის წარმომადგენლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს, რომ ჩვენს ოჯახზე და ჩვენს ახალგაზრდებზე ვიზრუნოთ უკეთესად. ამისთვის კეთდება ყველაფერი. ამისთვის კეთდება პირველ რიგში ის, რომ ქვეყანა და მთავრობა, შესაბამისად იმ ეკონომიკური შესაძლებლობებისა, რაც გვაქვს, ამას ვანაწილებთ სამართლიანად. პირველ რიგში, წესრიგში უნდა მოვიყვანოთ გზები და ინფრასტრუქტურა, შემდეგ წესრიგში უნდა მოვიყვანოთ სასმელი წყალი, შემდგომ საირიგაციო წყლები, შემდგომ სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები. ეს ყველაფერი არის ბოლომდე მისაყვანი, იმისთვის, რომ წყნარად, მშვიდ გარემოში, სამართლიან და თანაბარ გარემოში, ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველმა გუნდმა ზუსტად იცის, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი.

„ამისთვის, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღიურ შრომასთან ერთად არის კონკრეტული გეგმა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს. ჩვენ ზუსტად ვიცით რა, სად და რამდენი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ და ჩვენი ხვალინდელი დღე - ერთად ვიყოთ დარწმუნებული, რომ იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი. ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთად, ჩვენ შემთხვევით არ ვამბობთ - „ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ - იმიტომ რომ მარტო კაცს არაფერი გაუკეთებია და ვერასოდეს ვერაფერს გააკეთებს. შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, ბევრი ვიდავოთ, ბევრი დისკუსია იყოს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყანას და სამშობლოს აქ უნდა ვიყოთ ერთად და უნდა ვიბრძოლოთ ერთად. ამ ბრძოლაში, დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი იქნება დმანისის რაიონის ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას ერთად მივაღწევთ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ გამარჯვებას მივაღწევთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 12:02

COVID19

ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.

ნათია მეზვრიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 11:57

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: გამოჯანმრთელებულთა ზრდის კუთხით დღესაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 709 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 11:50

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,342 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,342 ადამიანს დაუდასტურდა, 113 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 370,417 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 6,868 პაციენტი ემსხვერპლა, 151,632 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

29 ოქტომბერი 2020, 11:44

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,383 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,383 პაციენტს დაუდასტურდა, 29 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 85,034 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,272 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 53,257.

29 ოქტომბერი 2020, 11:42

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: პლურალისტურ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული

კომუნიკაციების კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის თვისებრივ და რაოდენობრივ პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. როგორც კომუნიკაციების კომისია იუწყება, თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“, საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიას“, „რუსთავი 2-ს“, „ტელეიმედს“, ტელეკომპანია „პირველს“ და „მთავარ არხს“ ჩაუტარდა.

გიორგი ვოლსკი

29 ოქტომბერი 2020, 11:37

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, არსად წასულა, ის ელოდება თავის ჯერს

„ძალიან კარგად გრძნობენ, რომ , ჩასაფრებულია და ვითომ ფარისევლური ბოდიშებით უნდა თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ შეხედულებებს. არიან პოლიტიკური თაღლითები, რომლებიც პირდაპირ ტყუილზე არიან გადასულები, იქნებ ვინმე მოატყუონ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქაოტური სიტუაცია შექმნან და იქნებ ამ ქაოსში, ამღვრეულ წყალში რაღაც გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ხალხს ძალიან კარგად ესმის სად არის სიმართლე და ზუსტად იციან რა არის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სახანძრო-სამაშველო შენობა

29 ოქტომბერი 2020, 11:35

რეგიონი

ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ ჩხოროწყუში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 11:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მივულოცოთ ერთმანეთს

„31 ოქტომბერს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მივულოცოთ ერთმანეთს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დიდუბესა და ჩუღურეთში მაჟორირატი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 11:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების გეოგრაფიული გადანაწილება თანაბარი იქნება

„მსგავსი ინფექციის მართვის კომპონენტში მნიშვნელოვანია, როდესაც პაციენტების ლოკალიზაცია და განთავსება ხდება რეგიონში, პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ასევე პერსონალიდან გამომდინარე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უწევს პაციენტის გადაყვანა სხვადასხვა რეგიონიდან ცენტრალიზებულად, როდესაც ისინი პაციენტთან ერთად ატარებენ დახურულ სივრცეში 4 საათს შესაბამისი ეკიპირებით, მაგრამ ეს მოიცავს ძალიან დიდ რისკებს. ამიტომ გადანაწილება იქნება ძალიან თანაბარი და ეს ყველაფერი გეგმაში არის გაწერილი“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია მეზვრიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 11:19

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ამ ეტაპზე გვყავს 511 მძიმე პაციენტი, 128 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 255, აჭარაში - 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი - მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 29, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 11:18

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნეში და მჯერა, რომ მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნეში და მჯერა, რომ მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრი იმედოვნებს, რომ ხალხი არ აჰყვება პროვოკაციასმ მივა არჩევნებზე და გააკეთებს საკუთარ არჩევანს, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება.

ინფექციური საავადმყოფო

29 ოქტომბერი 2020, 11:16

COVID19

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან თბილისში - 445, აჭარაში - 437, იმერეთში კი - 388 დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 11:13

COVID19

კახეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5 ყვარელში, 17 გურჯაანში, 27 თელავში, 5 ლაგოდეხში, 4 სიღნაღში, 2 დედოფლისწყაროში, ხოლო საგარეჯოში დაინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

29 ოქტომბერი 2020, 11:08

თემა

ხანდახან გაუცნობიერებლად ვყიდულობ ისეთ ნივთებს, რომელთა შეძენას არ ვგეგმავდი. რატომ?

ამის მიზეზია პრედიქტული იგივე პროგნოზირებადი ანალიტიკა. ამ ტექნოლოგიას ბევრი კომპანია იყენებს. მათ შორის არის თითქმის ყველა მიმართულება - მედიცინით დაწყებული, ნავთობმოპოვებით დასრულებული. სწორედ ეს ეხმარება ბიზნესს პოტენციურ კლიენტზე, ფაქტობრივად, ყველაფერი გაიგოს, რათა ესა თუ ის პროდუქტი მას სასურველი ფორმით შესთავაზოს.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 11:08

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს თამამად შეუძლია, მივიდეს და უსაფრთხოდ გააკეთოს თავისი არჩევანი

ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, ცესკო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური მუშაობდნენ იმაზე, თუ რა გარემოში უნდა დაეფიქსირებინა თავისი არჩევანი საქართველოს მოსახლეობას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 10:57

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ყველა ობიექტური კვლევის და მოსახლეობის განწყობის მიხედვით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის და მათ ძალადობრივ სცენარებზე ფიქრის გარდა არაფერი დარჩათ.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 10:54

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოში გაზიფიცირების დონე 90%-ს გადააჭარბებს

„კიდევ დამატებით 211 პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. ეს ნიშნავს, რომ ახალი, ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში, 2019 წლიდან დაწყებული 2024 წლით დასრულებული, 600 დასახლებულ პუნქტზე მეტი დამატებით იქნება გაზიფიცირებული. როგორც მოგახსენებთ, 90%-ს დიდად გადააჭარბებს გაზიფიკაციის დონე საქართველოში და ასევე ეს არის ძალიან ნათელი გამოხატულება ახალი პრიორიტეტების, რაც ჩვენმა სამთავრობო გუნდმა დაადგინა“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 10:52

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს

„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად სამყარო ებრძვის პანდემიას, საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას განცხადებით, ეს აისახება თვითან თვემდე ეკონომიკის ვარდნის შესუსტებაში. ასევე - ექსპორტის პოზიტიურ დინამიკაში. შარშან ეს მაჩვენებელი აღწევდა რეკორდულ ნიშნულებს, წელს კი კოვიდის მიუხედავად, სერიოზული ზრდა გვაქვს.

კორონავირუსი საქართველო

29 ოქტომბერი 2020, 10:51

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 709 ადამიანს დაუდასტურდა, 2 075 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

29 ოქტომბერი 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.