18 აგვისტო 2020, 20:10 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: გოგი მეშველიანი იყო ის ადამიანი, რომელიც პანდემიისას ბოლო დღემდე, ჩაკეტილი რეგიონის გახსნამდე რჩებოდა საკუთარ ხალხთან, რომელმაც ის აირჩია

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

„გოგი მეშველიანი არის ძალიან წესიერი საჯარო მოხელე, პროგრესული, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც უკვე წლების განმავლობაში საქმიანობს პარლამენტში და ამავე დროს, ის რჩება ჩვენი საზოგადოების, თითოეული თქვენგანის უშუალო მოკავშირედ და პარტნიორად. თითოეული თქვენგანის ხმად პარლამენტში. მან წარმატებით იმუშავა ოლქში, სადაც აირჩიეს და მჯერა, რომ წარმატებით იმუშავებს ახლაც, როდესაც თქვენი მხარდაჭერა ექნება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დმანისში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარუდგინა.

„ურთულეს დღეებში, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ გამოცდის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო, მათ შორის, ჩვენი ქვეყანაც და როდესაც ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ამ მხარეში, ჩაკეტილი იყო კარანტინის გამო რაიონები, გოგი იყო ის ადამიანი, რომელიც ბოლო დღემდე, სანამ არ გაიხსნა რაიონი, რჩებოდა საკუთარ ხალხთან, რჩებოდა იმ რაიონში, რომელმაც ის აირჩია. სანამ ყველა საკითხი ბოლომდე არ ამოიწურა, სანამ არ გაიხსნა მიმოსვლა, სანამ არ გაიხსნა პროდუქციის გატანა და არ მოწესრიგდა ჯანმრთელობის პრობლემები, თუ სხვა საკითხები, რომელიც იმ სოფელში და იმ რაიონში იყო, გოგი რჩებოდა ბოლომდე თავის ხალხთან და იმ ზონაში, რომელიც ჩაკეტილი იყო. სწორედ ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორი ადამიანი არის ის და რატომ იმსახურებს იგი თქვენს მხარდაჭერას, გახლავთ სწორედ ეს მაგალითი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმ ბევრთაგან, რომელზეც მე შემიძლია გესაუბროთ“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურა რეგიონის განვითარებისთვის შესაფერისია.

„მინდა, ძალიან მკაფიოდ გითხრათ, რატომ უნდა აირჩიოთ და რატომ გთხოვთ, რომ აირჩიოთ გოგი მეშველიანი: მას აქვს გამოცდილება როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლებაში მუშაობის, მას აქვს კონტაქტები, მას აქვს უშუალო კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერთობები მთავრობასთან, და ასევე, აქვს საპარლამენტო გუნდის სრული მხარდაჭერა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რომ გოგი მეშველიანი ყველაზე და სხვებზე უკეთ მოახერხებს თქვენთვის საჭირო პროექტების, საკითხების გადაწყვეტას, მათ მიტანას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე, იმ პრობლემების გადაჭრას საკანონმდებლო ცვლილებების გზით, რომელიც ამ საზოგადოებას, დმანისს და მთელ საქართველოს სჭირდება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, გავუწიო მას რეკომენდაცია და დავახასიათო, როგორც ძალიან კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და პროგრესული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

31 ოქტომბერი 2020, 13:41

სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ამომრჩეველთა სახის იდენტიფიცირებისა და ფოტოგადაღების საკითხის კანონიერების შესწავლა დაიწყო.

31 ოქტომბერი 2020, 13:33

პოლიტიკა

შალვა კერესელიძე: საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია

პარტია „ქართული ოცნების“ მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტობის კანდიდატმა, შალვა კერესელიძემ საკუთარი არჩევანი დუშეთში, #2 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა. კერესელიძის განცხადებით, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანია. როგორც კერესელიძემ განმარტა, მან ქვეყნის წარმატებასა და განვითარებას მისცა ხმა.

ანა მიქელაძე

31 ოქტომბერი 2020, 13:32

პოლიტიკა

ანა მიქელაძე: ბოლნისის 55-ე უბანზე საარჩევნო ყუთი ადგილზეა

როგორც ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი ადგილზეა. რაც შეეხება ყუთის გატაცების მცდელობას, ამასთან დაკავშირებით, ვიძიებთ ინფორმაციას, თუმცა მთავარი არის ის, რომ საარჩევნო უბანზე არის ყუთი, - ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

31 ოქტომბერი 2020, 13:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ზოგიერთები ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას ცდილობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება

„ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთი მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. გიორგი ვოლსკიმ ხმა, ოჯახთან ერთად მისცა.

ანა მიქელაძე

31 ოქტომბერი 2020, 13:29

პოლიტიკა

12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 681 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა

12:00 საათის მონაცემები, საარცევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 681 583 ამომრჩველი მივიდა, - ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 19,41%-მა.

ილია II

31 ოქტომბერი 2020, 13:13

საზოგადოება

ილია მეორე: მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს

მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს, - ასე მიმართა საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. მისი თმით, ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა.

ზაალ უდუმაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 13:05

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: შესაძლოა, შაშკინს ტანსაცმლის ქვემოდან გამოუჩნდა იარაღი

შესაძლოა, მექანიკურად მოხდა, რომ დიმიტრი შაშკინს ტანსაცმლის ქვემოდან გამოუჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან მას, ან კახა ოქრიაშვილს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ვვარაუდობთ

ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყოველ ერთ საათში შედის „ქართული ოცნების“ შტაბში მონაცემები მათი მხარდაჭერის თაობაზე.

მოზრაობა „სტრატეგია აღმაშენებელი“

31 ოქტომბერი 2020, 12:53

პოლიტიკა

ისნის რაიონში დილიდან საარჩევნო უბნებთან მოძრაობის „სტრატეგია აღმშენებელი“ ბრენდირებული მაგიდები შენიშნეს

ისნის რაიონში დილიდან საარჩევნო უბნებზე შენიშნეს მოძრაობის „სტრატეგია აღმშენებელი“ ბრენდირებული მაგიდები, სადაც სავარაუდოდ, არასრულწლოვნები აგიტაციას ეწეოდნენ. მოძრაობის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან ახლოს იმყოფებოდნენ და კანონით გათვალისწინებული საჭირო დისტანცია დაცული არ იყო.

31 ოქტომბერი 2020, 12:49

პოლიტიკა

ბუბა კიკაბიძე: კარგ, ნორმალურ ცხოვრებას მივეცი ხმა

საკუთარი არჩევანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციის“ სიის პირველმა ნომერმა დააფიქსირა. ბუბა კიკაბიძის თქმით, მან კარგ, ნორმალურ ცხოვრებას მისცა ხმა და მას გამარჯვების მოლოდინი აქვს. ხმის მისაცემად მისულ კიკაბიძეს თავდაპირველად საარჩევნო უბანი შეეშალა. ამის შესახებ მას კომისიის წევრმა უთხრა, როდესაც მის სახელსა და გვარს საარჩევნო სიაში ვერ მიაგნო.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტიის აქტივისტებს კარდაკარის ჩატარებაზე გავლილი აქვთ არაერთი ტრენინგი, რომელსაც ატარებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები

საჯაროდ მინდა ვუთხრა ჩვენს აქტივისტებს, აგიტატორებს, რომ მათ აქვთ ყველანაირი უფლება, ჰქონდეთ სიები, სიების მიხედვით აღრიცხონ ამომრჩევლები და გამოიყენონ მათთვის მინიჭებული უფლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, კარდაკარი ტარდება, პოლიტიკური პარტიების მიერ, რის საფუძველზეც აგიტატორებს აქვთ სიები.

31 ოქტომბერი 2020, 12:29

პოლიტიკა

ნატო ჩხეიძემ ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნატო ჩხეიძემ, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი გააკეთა. ნატო ჩხეიძემ სოფელ ყელქცეულის 72-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

ლელა ტალიური

31 ოქტომბერი 2020, 12:28

პოლიტიკა

„მრავალეროვანი საქართველო“: ცეცხლსასროლი იარაღით უბანზე შესვლა არასასურველია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების ფაქტს ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაში სჭირდება დიმიტრი შაშკინს ან კახა ოქრიაშვილს იარაღი, როდესაც საარჩევნო უბანზე არიან?!

კიდევ ერთხელ მათ გვინდა მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ნებისმიერი დესტრუქციის მცდელობა, ბუნბრივია, იქნება მკაცრად პასუხგაცემული კანონის საფუძველზე, -ა მის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, დიმიტრი შაშკინსა და კახა ოქრიაშვილზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 12:23

თავდაცვა

ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. არჩევნები COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ავღანეთში დილის რვა საათზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში და გერმანულ ბაზა „მარმალზე“გაიხსნა. ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შტაბის ბაზაზე დისლოცირებული სამხედროები კი, საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს.

31 ოქტომბერი 2020, 12:22

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 18,140 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 18,140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი ინფიცირების 1,618,116 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 334 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 27,990 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 10:00 საათის მონაცემებით აქტივობის მაჩვენებელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება

10:00 საათის მონაცემებით აქტივობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელსაც კი. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მოქალაქეებს განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბოლნისის 55-ე უბანზე „ევროპული საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა გადასატანი ყუთის გატაცება სცადეს

ჩვენ გასული დღეების განმავლობაში საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები გავაფრთხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების შესახებ, რომელთა ნაწილი უკვე დადასტურდა. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე. შეინიშნება ჩვენ მიერ მხილებული ნაცმოძრაობის ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა „პლატფორმა 2020“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კელი დეგნანი

31 ოქტომბერი 2020, 12:04

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება

ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში როგორც არჩევნების დამკვირვებელი. კარგია იმის ნახვა, რომ მოსახლეობა ხმის მისაცემად მოდის და ატარებს ნიღბებს. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია

31 ოქტომბერი 2020, 12:04

პოლიტიკა

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: დილის 10 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 10% შეადგინა

ყველა უბანი საბურთალოს რაიონში დილის 8 საათზე გაიხსნა, პროცედურა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ განცხადება საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ ლაჩაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დილის 10 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 10 % შეადგინა.