18 აგვისტო 2020, 21:15 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: არჩევნები იქნება კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული, რათა მთელ მსოფლიოს დავანახოთ ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში გამოიარა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

„ქვეყნის ერთიანობა შესაძლებელია აღდგეს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის შედეგად და ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. რა თქმა უნდა, ამ მიზნის ცენტრში ყოველთვის უნდა იყოს ადამიანი. ყველას კარგად მოგეხსენებათ ჩვენი წარსული 2012 წლამდე და ყველა ობიექტურმა ადამიანმა იცის, რამდენად ჰუმანური გახდა სახელმწიფო სისტემა ამ წლების შედეგად“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბოლნისში, სოფელ ტანძიაში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი წარადგინა.

„ეს ყველაფერი არ იყო შემთხვევითი. ეს ყველაფერი იყო იმ დემოკრატიული რეფორმების შედეგები, რომლებიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, დაწყებული პენიტენციური სისტემიდან, დამთავრებული სამართალდამცავი სისტემით, საპარლამენტო ცვლილებებით და ა.შ. ამ ყველაფერმა ჩვენ როგორც შედეგი, მოგვიტანა ბევრად უფრო ჰუმანური და რაც მთავარია, სამართლიანი ქვეყანა და სახელმწიფო“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ქვეყნისთვის დაწყებული, რათა ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არჩევნები იქნება დაგვირგვინება იმ პროგრესის და წარმატებებისა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია და აგრეთვე, იქნება სამართლიან ბრძოლაში გამარჯვების არჩევნები.

„ჩვენს ქვეყანას კიდევ ბევრი შრომა სჭირდება. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ განათლების სისტემა და ეს რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, შემდეგი წლების განმავლობაში იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს სისტემა არის მიმართული მომავლისკენ. ჩვენმა შვილებმა, მაშინ როდესაც ბოლნისში მიიღებენ განათლებას, ჩავლენ თბილისში ან მოუწევთ თავიანთ უცხოელ თანატოლებთან კონკურენცია, მათ უნდა იცოდნენ და მათ თავისი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ჩვენი მოხუცები, ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში შრომობდა ამ ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, მათი მოხუცებულობა და მათი პენსია უნდა იყოს ღირსეული. ჩვენ ყველას უნდა შეგვეძლოს სამართლიან პირობებში, კონკურენტულ გარემოში ღირსეულად ვიშრომოთ და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ეს ის საქართველოა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ, ეს ის საქართველოა, რომელიც უნდა იყოს ბევრად უფრო სამართლიანი, ჰუმანური, ღირსეული, მაგრამ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეფექტიანიც და აქ, როდესაც ვსაუბრობთ ეფექტიანობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ჩვენს თავს, სახელმწიფოს და სახელმწიფო ინფრასტრუქტურას, ამიტომ მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი შრომა იყო გაღებული, ბევრი ფინანსური ინვესტიცია იყო ჩადებული მაგალითად გზების ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა, მაგრამ როგორც ვიცი ზაფხულში მაინც გარკვეული პრობლემები არის წყლის დებეტთან და 24-საათიან მომარაგებასთან დაკავშირებით. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ყველანი ობიექტურად როცა ვაფასებთ ვხედავთ, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი კარგი საქმეა ქვეყნისთვის დაწყებული და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა დავამთავროთ. ყველა ვხედავთ და აშკარაა, რომ ჩვენი დღევანდელობა ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინდელი დღე და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდე უფრო უკეთესი. არჩევანი აქ მარტივია, ჩვენ დეტალურად ვიცით, რა სჭირდება ამ ქვეყანას და რა არის გასაკეთებელი. გვაქვს კონკრეტული გეგმა. არავინ იცის ჩვენზე უკეთესად, სად, რომელ სოფელში რა არის გასაკეთებელი. სად გზა არის აღსადგენი, სად სკოლა, ან საბავშვო ბაღია საჭირო. ამიტომ ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად უნდა გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა. რაც მთავარია - ჩვენ ქვეყანაში უნდა შევინარჩუნოთ ყველაზე მნიშვნელოვანი - სამართლიანობის შეგრძნება. სამართლიანობა არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს აძლევს ძალას, წყნარ, მშვიდ გარემოში მოახდინოს თავისი მომავალი თაობის და თავისი რეალიზება იმისთვის, რომ გააძლიეროს ოჯახი და ქვეყანა. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ძლიერი რეგიონების გარეშე ძლიერი ქვეყანა ვერ იარსებებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტი არის ბოლნისი, თავისი რესურსებით, სოფლის მეურნეობით, ისტორიული პოტენციალით, ადამიანებით, თავისი მრავალფეროვნებით და მრავალეთნიკურობითაც. ამ მრავალფეროვნებაშია ჩვენი სიძლიერე, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, საიდან ვართ, საიდან მოვდივართ, რა ტრადიციების შვილები ვართ და ზუსტად უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და რა გეგმა გვაქვს. მერწმუნეთ, ჩვენ ეს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად და ზუსტად ვიცით. მერწმუნეთ, რომ გამოცდილებაც გვყოფნის და ქვეყნისთვის შრომის თავდადებაც. ასეთი ადამიანია გოგი მეშველიანი - ჩვენი გუნდის წევრი, უაღრესად პატიოსანი კაცი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე ბევრად უკეთ იცნობთ. ეს კაცი იქნება ბოლნისის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დღეს ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენ არჩევნებს ვატარებთ ცოტა განსხვავებულად, სხვა საარჩევნო სისტემით, მაგრამ ჩვენი არჩევნები იქნება კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული, რათა მთელ მსოფლიოს დავანახოთ ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში გამოიარა. ეს არჩევნები იქნება დაგვირგვინება იმ პროგრესისა და წარმატებებისა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია და რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი გამარჯვების არჩევნები, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში გამარჯვების და ყველაზე დიდი წარმატების მიღწევის შესაძლებლობა,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

ჯეი ჯეი ფილიპსი

05 დეკემბერი 2021, 14:41

COVID19

ამერიკული „ნიჭიერის“ ვარსკვლავი ჯეი ჯეი ფილიპსი კორონავირუსით გარდაიცვალა

ოჯახის წევრების თქმით, ის ნოემბრის ბოლოს, მადლიერების კვირის განმავლობაში დაინფიცირდა და მიუხედავად მათი მოწოდებისა, საავადმყოფოში ემკურნალა, სახლში ყოფნა არჩია. „უბრალოდ, გამოძინება მჭირდება“, - უთხრა მან ოჯახის წევრებს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

მაია ჩხაიძე

05 დეკემბერი 2021, 14:26

COVID19

მაია ჩხაიძე „ომიკრონის“ შტამზე: ალბათ, კარგს არ უნდა ველოდოთ - გადამდებლობა მაღალი იქნება

„უკვე ევროპაშიც არის შემთხვევები. ვიცით, რომ 40 წლამდე ახალგაზრდებში განსაკუთრებით არის გავრცელებული. კარგს ალბათ არ უნდა ველოდოთ იმ მხრივ, რომ გადამდებლობა იქნება მაღალი, - ამის შესახებ ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას განაცხადა.

მაია მიქია

05 დეკემბერი 2021, 14:18

სამართალი

მაია მიქაია კლუბ „ხიდზე“: გაფრთხილების მიუხედავად, შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე მასობრივი გასართობი ღონისძიება დახვდათ, რაც დადგენილებითაა აკრძალული

შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქიამ მედიასთან განმარტა, თუ რა გახდა კლუბ „ხიდის“ დალუქვის მიზეზი. „კლუბს ჰქონდა გაფრთხილება. შრომის ინსპექციამ მოუწოდა, თავი შეეკავებინათ აკრძალული, მასობრივი ღონისძიების ჩატარებისგან. სხვა შემთხვევაში, იქნებოდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია გამოყენებული“.

მერაბ ქვარაია

05 დეკემბერი 2021, 14:02

საზოგადოება

სიღნაღში ფერმერები საძოვრების ხელმსაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დეტალებს გაეცნენ

კახეთის რეგიონის მესაქონლე ფერმერებმა, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამართულ შეხვედრაზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმსაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობისა და პროგრამაში ჩართვის მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

05 დეკემბერი 2021, 13:56

მსოფლიო

კენიაში, ეკლესიის მგალობლების ავტობუსი მდინარეში გადავარდა - დაღუპული 20-ზე მეტი ადამიანიდან 4 ბავშვია

კენიაში, ქალაქ მვინგში, ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანია დაღუპული, მათგან 4 ბავშვია. ტრანსპორტი საეკლესიო გუნდის მგალობლებს ჰყავდათ დაქირავებული. ისინი ქორწილში მიდიოდნენ. ბოლოდროინდელი უხვი ნალექის გამო, ხიდის ნაწილი წყლით იყო დაფარული.

05 დეკემბერი 2021, 13:29

მსოფლიო

მექსიკაში, სატვირთო ავტომობილში, 200-ზე მეტი მიგრანტი იპოვეს

მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, პუებლას შტატში, სატვირთო ავტომობილში 210 მიგრანტი იპოვეს.

05 დეკემბერი 2021, 13:08

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების - Silk Road Wines-ისა და Emerald Vines Media-ს წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების - Silk Road Wines-ისა და Emerald Vines Media-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ექსპორტის პოტენციალისა და პოპულარიზაციის საკითხი განიხილეს.

05 დეკემბერი 2021, 13:03

COVID19

საქართველოში 1 583 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1 583 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 378 პირი იმყოფება.

05 დეკემბერი 2021, 13:03

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ აეროპორტში კაცი თვითმფრინავიდან გადახტა

აშშ-ში, ქალაქ ფინიქსში მდებარე აეროპორტში, სადაც კოლორადო-სფრინგსიდან სრულდებოდა ავიარეისი, კაცი თვითმფრინავიდან იქამდე გადახტა, ვიდრე ის გაჩერდებოდა. 30 წლის კაცმა კარის გაღება შეძლო, ბილიკზე ჩახტა, სახანძრო სადგურისკენ გაიქცა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში გამოიკეტა თავი.

05 დეკემბერი 2021, 13:00

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 389 თბილისში, 776 იმერეთში, 245 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:41

COVID19

თამარ გაბუნია: „ასტრაზენეკას“ „ბუსტერისთვის“ არ ვიყენებთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუს“ ეთერში განმარტა, რა პრინციპითაა შესაძლებელი „ბუსტერ“-დოზით იმუნიზაცია. „უკვე რამდენიმე კვირაა, რაც „ბუსტერის" გამოყენება დავიწყეთ. „ბუსტერით“ 20 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აიცრნენ. „ბუსტერი“, შესაძლოა, ყველა ვაქცინის შემდეგ გამოვიყენოთ“.

05 დეკემბერი 2021, 12:36

საზოგადოება

დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:30

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონი“, შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ დღეს არსებული ვაქცინები, მაღალი ალბათობით, ლეტალობისგან დაგვიცავს

„დღესაც დელტა შტამის გავრცელება ძირითადად აუცრელ პირებში გვაქვს, სამიზნე დელტა შტამისთვის აუცრელი მოსახლეობაა და მოლოდინი გვაქვს, რომ ომიკრონისთვისაც ასე იქნება. უცრელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვდება ჰოსპიტალში, ანუ ჰოსპიტალიზებული პირების უდიდესი ნაწილი არის აუცრელი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. მისი თქმით, დღეს არსებული ვაქცინები, დიდი ალბათობით კორონავიუსის ახალი ვერსიის - ომიკრონისგანაც დაგვიცავს.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:18

COVID19

თამარ გაბუნია: კორონავირუსის ნებისმიერი ვარიაციისგან, ყველაზე ეფექტიანად, პირბადე და სოციალური დისტანცირება იცავს

პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც დაიძრა „ომიკრონი“. ეს იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და, ასევე, სამხრეთ აფრიკის გარდა, გარშემო მდებარე რვა ქვეყანა. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები და ნებისმიერ პირი, ვინც იქ ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა, 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:13

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ სტრუქტურაში იმაზე მეტი მუტაციაა, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში იყო - ჯანმო-ს რჩევა კვლავაც არის ის, რომ უნდა ავიცრათ

„კორონავირუსმა კიდევ ერთხელ, „დელტა“ შტამის ჩამოყალიბების შემდეგ, ძალიან საყურადღებო და საგანგაშო მუტაცია განიცადა და „ომიკრონის“ ვარიაციის სახით ჩამოყალიბდა. მის სტრუქტურაში იმაზე მეტი მუტაციაა, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაში იყო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:58

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში, მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა დგება არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ - ასეთია ტრანსპორტი

„თავდაპირველად, მწვანე საშვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ მოსახლეობას ბაზისური საჭიროებები არ უნდა შეზღუდვოდა, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შტამის - „ომიკრონის“ საფრთხეზე, რეალურად, დგება მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ. რა თქმა უნდა, ასეთია ტრანსპორტი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:40

COVID19

თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტზე: რეგულაციისგან თავის დასაღწევად, თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, შედეგს არ უნდა ველოდოთ

აზრთა ყველაზე მეტი სხვადასხვაობა გადატანილი დაავადების სტატუსმა გამოიწვია. ევროპის ქვეყნებში, პირობითად, ესეც ექსპერტებთანაა შეთანხმებული, კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილებაა - აღებულია 6 თვე, რომელიც საკმარის გარანტად მიიჩნევა, რომ ადამიანი ამ პერიოდში არ დაინფიცირდება, ინფექციის გავრცელების საფრთხეს არ წარმოადგენს და ინფექციის მატარებელი არ იქნება. ამდენად, ეს 6 თვე არის პირობითი ვადა, რომელზეც ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.

05 დეკემბერი 2021, 11:22

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის (Nato Core Team) წარმომადგენლები დაესწრნენ.

05 დეკემბერი 2021, 11:11

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 413 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 413-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 234 180 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 11:05

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.