18 აგვისტო 2020, 23:13 / სანდო წყარო

გოგი მეშველიანი: თავდაუზოგავად ვშრომობდით და გავაგრძელებთ შრომას ბოლნისის მომავალი წარმატებისთვის

გოგი მეშველიანი

გოგი მეშველიანი

„ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რაც ამ დიდი, გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარს ეკისრება და აბსოლუტურად გააზრებული მაქვს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს წინსვლის, განვითარების და წარმატების იმედი“, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა ბოლნისში წარდგენაზე.

გამოსვლაში დეპუტატობის კანდიდატმა პატივი მიაგო გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას და განაცხადა, რომ სწორედ ასეთი ვაჟკაცები ქმნიან საქართველოს მებრძოლ სულს და ჩვენი მომავალი წარმატების საყრდენი არიან.

გოგი მეშველიანმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს სულხან-საბა ორბელიანის მშობლიური კერიდან მოგესალმოთ და გესაუბროთ ჩემს ხედვებზე, იმაზე, თუ რას ვაპირებთ ჩვენს ძალიან დიდ და ძლიერ გუნდთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს ამ ნდობისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა აქ დამსწრეს, მივესალმო ჩემს თანამებრძოლს გენერალ კობა კობალაძეს,” – განაცხადა მან.

გოგი მეშველიანმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა.

„ძალიან ბევრ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. განვლილი წლების განმავლობაში 2,5-ჯერ გაიზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი. თუ 2013 წელს ჩვენი ბიუჯეტი შეადგენდა 14 მილიონ ლარს, 2019 წელი ჩვენ დავასრულეთ 33 მილიონი ლარით. ეს ერთ-ერთი საფუძველია იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია მეტი პროექტის განხორციელება, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოციალური და სხვადასხვა მიმართულებებით . ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული სოფლის მეურნეობის პროგრამებში და პროექტებში. ხელშესახები პროგრესი გვაქვს მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. დღეს, როდესაც აქ მოვდიოდით, გზაზე ყველა შევამჩნევდით სამუშაოებს. ხორციელდება 26 მილიონი ლარის ღირებულების ისტორიული, ქალაქის წყალარინების პროექტი, რომელიც მომავალში ბოლნისის განვითარების საფუძველი უნდა გახდეს და ამ განვითარებაში ყველა ბოლნისელი პირველ რიგში ვგულისხმობთ ისტორიული, გერმანული უბნის რეაბილიტაციას, რომელმაც ჩვენ ტურისტულ რუკაზე განსაკუთრებული მიზიდულობის წერტილი და ცენტრი უნდა შექმნას. 4 მილიონ ლარამდე გაიღო ჩვენმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ კაზრეთში, საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების პრობლემა მოწესრიგებულიყო. დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაიხარჯა რატევანი - კაზრეთის გზაზე, მოგეხსენებათ, რა დღეში იყო ეს მაგისტრალი ყველა მიმართულებით, პრაქტიკულად ჩვენ არ დაგვრჩა ცენტრალური გზის გასწვრივ მდებარე სოფლები, სადაც მისასვლელი გზები არ გვაქვს. არის რამდენიმე იზოლირებული სოფელი, სადაც პროექტები დაწყებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში მასაც ბოლომდე მივიყვანთ” - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ბოლნისში 19 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდა.

„ეს პროცესი გაგრძელდება და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ ადამიანებს სოფლად ცხოვრების სტიმული და ხალისი დაუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდებთან მუშაობა. ბოლნისს ძალიან დიდი კულტურული და სპორტული ტრადიციები აქვს და მისი მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. რაც მთავარია, ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. გვაქვს ერთმანეთის სრული ნდობა, ყველამ იცით და მე დარწმუნებული ვარ, რომ გჯერათ იმისა, რომ ჩვენ, ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად ვშრომობდით და გავაგრძელებთ შრომას ბოლნისის მომავალი წარმატებისთვის. ჩვენმა ერთობამ, აქ დამსწრე საზოგადოების თითოეული წევრის ერთობამ ორთვიანი მკაცრი კარანტინის პერიოდში ყველას დაგვანახა, რომ ჩვენი გაერთიანებით ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადალახვა შეგვიძლია. სწორედ ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ხმამაღლა ვთქვა, ჩვენ ამ არჩევნებში ღირსეულად გავიმარჯვებთ და კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის და საქართველოს წარმატებისთვის” - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

28 ნოემბერი 2021, 08:56

საზოგადოება

ოზურგეთში 4 ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშიცაა

ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირით 4 ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მოწამლულთაგან 3 ქალი და 1 ბავშვია. ქალები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, ხოლო მცირეწლოვნი ბავშვი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს, მას ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.

28 ნოემბერი 2021, 08:47

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ბრიტანეთი სამოგზაურო წესებს ამკაცრებს და პირბადის ტარებას კვლავ სავალდებულოს ხდის

მომდევნო კვირიდან, ინგლისში, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელებაა.

28 ნოემბერი 2021, 08:28

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, უცხოელებს ისრაელში შესვლა ორი კვირით აეკრძელებათ

ადგილობრივი მთავრობის განადაწყვეტილებით, 14 დღის განმავლობაში, უცხო ქვეყნების მოქალაქეები ისრაელში შესვლას ვერ შეძლებენ. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებაა.

28 ნოემბერი 2021, 08:09

COVID19

დღეიდან, საქართველოში საზღვრის კვეთაზე, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაციები მოქმედებს

​​​​​​​კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები დაწესდა, რომელიც დღეიდან, 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

28 ნოემბერი 2021, 00:51

ტექნოლოგიები

პოლონეთში ევრაზიის ერთ-ერთი უძველესი სამკაული აღმოაჩინეს

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ევრაზიაში უძველესი სამკაულია. კულონი ორი ნაწილისგან შედგება. სავარაუდოდ მას კისერზე ატარებდნენ, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. კვლევის მთავარი ავტორი სახრა ტალამო აღნიშნავს, რომ კულონი იმ დროს შექმნეს, როდესაც ადამიანებმა სამკაულების კეთება მთელი პლანეტას მასშტაბით დაიწყეს.

28 ნოემბერი 2021, 00:39

მსოფლიო

ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი აუქციონზე $13 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი 23 ნოემბერს პარიზში გამართულ აუქციონზე 11.6 მილიონ ევროდ გაიყიდა, რაც ამ დროისთვის 13 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. ეს დაახლოებით ოთხჯერ მეტია იმ თანხის რაოდენობაზე, რამდენადაც ნივთის გაყიდვას იმედოვნებდნენ. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის 54-გვერდიანი დოკუმენტი აინშტაინის ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერია.

კევინ სპეისი

28 ნოემბერი 2021, 00:21

მსოფლიო

კევინ სპეისის House of Card-ის პროდიუსერებისთვის $31 მილიონის გადახდა მოუწევს

Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, House of Card-ის გადასაღებ მოედანზე, კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში პირველად დადანაშაულებიდან ოთხი წლის შემდგომ, მსახიობს და მის ორ პროდიუსერულ კომპანიას სასამართლომ $31 მილიონის გადახდა დააკისრა. 22 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სპეისიმ House of Card-ში მონაწილეობისას დაარღვია სექსუალური შევიწროების პოლიტიკასთან დაკავშირებული კონტრაქტის პირობები.

თამთა მეგრელიშვილი

28 ნოემბერი 2021, 00:04

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: გადაცემაში გასული სიუჟეტის შინაარსი მხოლოდ ცალმხრივი ვარაუდებია და პროკურატურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად

პროკურატურის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და სიძულვილის კამპანიის წარმოება ვერ გადაარჩენს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ორ საქმეზე - „გირგვლიანის“ და „გელაშვილის“ უკვე მსჯავრდებულია და კიდევ ორ საქმეზე - „7 ნოემბრის“ და „9 მილიონი ლარის გაფლანგვის“ საქმეები მსვლელობაშია. სამწუხაროდ მსგავსი ცალმხრივი სიუჟეტებით თქვენ აზიანებთ მხოლოდ საკუთარ თავს თქვენივე პროფესიაში. სამართალი მაინც თავის გზაზე მიდის, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტს.

ზურაბ ქადაგიძე

27 ნოემბერი 2021, 23:58

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ყველა იყო მზად ეპასუხა კითხვებზე და ნოდარ მელაძემ არ ჩათვალა საჭიროდ იმიტომ, რომ ცარიელი პროპაგანდაა და მეტი არაფერი

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ნოდარ მელაძეს ჰქონდა შესაძლებლობა ინფორმაცია გადაემოწმებინა, თუმცა, მან ეს არ გააკეთა, რადგან მათი ინფორმაცია ცარიელი პროპაგანდაა.

მიხეილ სარჯველაძე

27 ნოემბერი 2021, 23:53

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც მომდევნო ოთხი წელი შეიძლება, ოპოზიციური პარტიებისგან აბსოლუტური დესტრუქცია ვიხილოთ

იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება, ოპოზიციური პარტიების მხრიდან აბსოლუტური დესტრუქცია ვიხილოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

27 ნოემბერი 2021, 23:50

COVID19

კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ გერმანიასა და იტალიაშიც დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ორ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულები მიუნხენში იყოფებიან. ისინი ქვეყანაში 24 ნოემბერს ჩავიდნენ და ახლა იზოლაციაში იმყოფებიან. AFP-ს ცნობით, „ომიკრონი“ იტალიაშიც გამოავლინეს.

27 ნოემბერი 2021, 23:33

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სიცრუის გამრუდებულ სამყაროში, ბელადის მსჯავრის გარდაუვალი დამძიმების უახლოესი პერსპექტივის ფონზე საფრთხის მოგერიების ნაცადი ხერხის გარდა, „ნაცსექტას“ აღარაფერი დარჩენია

„იმედია პროკურატურა და სასამართლო მორიგ გვერდს გადაფურცლავენ კომპლექსურ საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ოღონდ არა იმ, სტრასბურგში რომ აქეთ გვიჩივის, არამედ ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი დანაშაულის ჭრელ ნუსხაში. ხოლო, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ „ბარგის ჩალაგებას“ - არა მგონია ერთ ჩანთაზე მეტი იყოს: ორშაბათს ბელგიის სამეფოში მიემგზავრება საქვეყნო საქმეთა გასაკეთებლად და მორიგ, უმაღლეს დონეზე, შეხვედრების გასამართად“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

თენგიზ ცერცვაძე

27 ნოემბერი 2021, 23:21

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ცალსახად ვემხრობი, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მწვანე პასპორტის მფლობელი

ცალსახად ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მფლობელი მწვანე პასპორტის, რამეთუ ჩვენი და საერთაშორისო დაკვირვებით კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი რჩება ექვსი თვის მანძილზე, შეიძლება ვიღაცას რჩება მეტი ან ნაკლები ხნით, მაგრამ საშუალოდ ექვსი თვე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ირაკლი ლატარია

27 ნოემბერი 2021, 23:06

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: მელაძის დღევანდელი სიუჟეტი იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილის მიმართ პროკურატურას გამართული და არგუმენტირებული ბრალდებები აქვს, სწორედ ამიტომ შეუდგა „ტვ პირველი“ პროკურორებისა და პროკურატურის დისკრედიტაციას

„ნოდარ მელაძე და ზოგადად, „ტვ პირველი“ ჩემი ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევიან. მაგრამ მელაძეს ავიწყდება ერთი ძირითადი რამ: დღეს გარეთ 21-ე საუკუნეა და ნებისმიერი მისი ფეიკ ინფორმაცია, მაქსიმუმ 10 წუთით ცოცხლობს, ხოლო შემდეგ ყველამ იცის რეალობა და რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ „ტვ პირველი“ იქცა სააკაშვილის ძირითად მხარედ და საზოგადოებაში მათ ნდობის ხარისხი აქვთ ნულს ქვემოთ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სააკაშვილის ტელევიზიები ასე გამალებით ებრძვიან პროკურატურას. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ მათი ამ ბრძოლის შედეგად ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად და სამართლიანად მუშაობენ. გინდათ შეაფასოთ დღევანდელი პროკურორების მუშაობა? შეხედეთ რა დღეში არიან მიშას ჯიბის ჟურნალისტები და თქვენვე მიხვდებით საით დგას სიმართლე“, - წერს ლატარია.

ზაალ ანჯაფარიძე

27 ნოემბერი 2021, 22:48

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რაც უფრო ახლოვდება კრიმინალი სააკაშვილის სასამართლო, ნაცმედიამ დაიწყო პროკურატურის და სასამართლოს წინააღმდეგ ბინძური კამპანია

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ რაც უფრო ახლოვდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განაჩენი ტელეკომპანია „TV პირველი“ პროკურატურის დიკრედიტაციას ცდილობს.

27 ნოემბერი 2021, 22:28

რეგიონი

მაშველებმა ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ორი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიების ფარგლებში კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი უკვე ამოსვენებულია კარიერიდან და ადგილზე სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.

თენგიზ ცერცვაძე

27 ნოემბერი 2021, 22:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში არ დავუშვათ

„წინა ოთხ შტამს - „ალფა“, „ბეტა“, „გამა“, „დელტა“, ჰქონდა მინიჭებული შეშფოთების სტატუსი მაგრამ ასე სწრაფად ეს სტატუსი არცერთს მიუღია. ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრი მუტაციაა, დაახლოებით 32 მუტაციას ამბობენ მარტო იმ ცილაში, რომლითაც ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს“, - ამბობს ცერცვაძე.

ვანო გრიქუროვი

27 ნოემბერი 2021, 21:27

სპორტი

მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა

„საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის - ივანე (ვანო) გრიქუროვის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად ძალოსნობის ოჯახს ამ უდიდეს დანაკარგს“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2021, 21:15

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება და არ სჭირდებოდეთ რაღაცების დამალვა

მსგავსი ტიპის მიდგომები - საზოგადოებრივი შრომა სოციალური ბენეფიტების ნაცვლად, უკვე არსებობს ევროპის ბევრ ქვეყანაში. ეს ყოველთვის უკეთესია, ვიდრე სოციალური დახმარების მიღება. ჯერ ერთი, თანხაში ეს უფრო მეტია და თანაც ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება და არ სჭირდებოდეთ რაღაცების დამალვა, შეფუთვა. გვესმის, რომ ბევრი ასეთი ფაქტი არსებობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ სოციალურ პოლიტიკის სფეროში პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2021, 21:03

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: როდესაც ადამიანი ერთვება სეზონურ ან სხვა ტიპის დროებით სამუშაოებში, მერე შეიძლება ფიქრობდეს, რომ სოციალური დახმარება აღარ ექნება, ეს პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ

„ძირითადი დემოტივატორი ფაქტორები უნდა გამოვრიცხოთ. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ადამიანი ერთვება სეზონურ ან სხვა ტიპის დროებით სამუშაოებში და მერე შეიძლება ფიქრობდეს: „ამ სამუშაოს მიღების შემდეგ შეიძლება ისევ უმუშევარი დავრჩე და ამ შემთხვევაში განწირული ვარ სიღარიბისთვის, არ მექნება სოციალური დახმარება“, ეს პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ. დღეს უკვე გადადგმულია ამ კუთხით ნაბიჯი. იცით, რომ ბოლო პერიოდში თუ სოციალურად დაუცველი საქმდება, მას სოციალური ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში მაინც უნარჩუნდება. ეს დაცვის ელემენტი უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, მაგრამ ყოველთვის იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მართლაც სოციალურად დაუცველია, მას სჭირდება გარკვეული კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან და არ გააჩნია სამსახური“, - განაცხადა დავითაშვილმა.