imedi /  21 აგვისტო 2020, 15:03 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ყოველდღიურად უნდა ვხედავდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესს, როგორ ხდება ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი და ევროპული

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ჩვენი დღევანდელობა ცოტა უკეთესი უნდა იყოს ვიდრე იყო გუშინდელი დღე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, ჩვენ ყველანი, ყოველდღიურად უნდა ვხედავდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესს, როგორ ხდება ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი და კიდევ უფრო ევროპული. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და შესაბამისად, ამაში უნდა მოგვეხმაროს გოგი მეშველიანი, რომელმაც უნდა გააგონოს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს თეთრიწყაროელების ხმა - ამის შესახებ გიორგი გახარიამ თეთრიწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალ ინიციატიავაზე „სახელმწიფო - შენი პარტნიორია“.

„სახელმწიფო მართლა თითოეული მოქალაქის პარტნიორია. რა დგას ამის უკან? მარტივი რამ. თბილისში, სხვადასხვა სამინისტრო - სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ადმინისტრაცია, ბევრ კარგ ინიციატივას სთავაზობენ ჩვენს მოქალაქეებს. სხვადასხვა დაფინანსებას, შეღავათიან კრედიტებს, სოფლის მეურნეობის დარგში ბევრი ინიციატივაა, რომლებიც ეხმარება გლეხს, რომ გახდეს ფერმერი, ეხმარება მოქალაქეს, დაიწყოს საქმე და ბიზნესში შევიდეს, ეს რისკები აიღოს თავის თავზე. ზოგს ტურიზმი უნდა, ზოგს კი წარმოება. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც თბილისში არ ცხოვრობდა, უწევდა რეგიონიდან ჩამოსულიყო თბილისში, მისულიყო ერთ სამინისტროში, მეორეში და გაეგო ინფორმაცია. დღეს ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი და ჩვენ, ეს ყველაფერი მოვიტანეთ თქვენთან, საზოგადოებრივ ცენტრებში. არსად წასვლა არ გჭირდებათ. თეთრიწყაროს საზოგადოებრივ ცენტრში რომ მიდიხართ, იქ არის სრული ინფორმაცია, ყველაფერი, 20 პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო აფინანსებს, ეხმარება თითოეულ მოქალაქეს. ეს ყველაფერი ისეთ დონეზეა გაკეთებული, საზოგადოებრივ ცენტრში რომ შეხვალთ, პირდაპირ შეგიძლიათ ადამიანს დაუჯდეთ, მოგიყვებათ ყველაფერს, გაგაცნობთ მთელ პროგრამას, მოგცემთ ინსტრუქციას, როგორ უნდა ჩაერთოთ ამ პროგრამაში და ეს ყველაფერი იქამდე მივიყვანეთ, რომ კონტრაქტს შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ და აქ გახდეთ ამ პროგრამის მონაწილე. რა თქმა უნდა, ამას ბევრი რამ უნდა, ცოტა ბანკი, ცოტა ცოდნა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება. ტრენინგებია საჭირო? ეს ყველაფერი იქნება იქ. ეს კეთდება მარტივი მიზეზის გამო. არ შეიძლება, იყოს გეოგრაფიული განსხვავება. ადამიანებმა, სახელმწიფო სერვისები, რასაც იღებენ თბილისში, უნდა მიიღონ თეთრწყაროში, დმანისში, ამბროლაურში, ჩხოროწყუში, სადაც გინდათ, იმიტომ, რომ არ უნდა გვქონდეს ჩვენ ეს სხვაობა ისევე, როგორც არ უნდა იყოს სხვაობა, მაგალითად განათლების სისტემაში.

ბავშვი, რომელიც განათლებას იღებს თბილისში, ან თეთრწყაროში ერთი და იმავე დონის უნდა იყოს. ქართველი ბავშვები ნიჭიერი ბავშვები არიან, ჯერ კიდევ სახელმწიფო ვერ ახერხებს ერთი და იმავე დონის განათლება მიაწოდოს რეგიონებში, რაც ძალიან ცუდია. სწორედ ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა. სინამდვილეში მთავარი ჩვენი ამოცანა რა არის? მთავარი ამოცანაა ის, რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ და თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი პარტნიორია, მტერი კი არ არის, ხელს კი არ უშლის, არამედ მისი პარტნიორია. სახელმწიფო ქმნის იმ გარემოს, რომ იმ ახალგაზრდას, რომელსაც შეუძლია, აქვს ინიციატივა, არ ეშინია, შეუძლია რისკი აიღოს თავის თავზე, გადადგას პირველი ნაბიჯი და გახდეს მეწარმე, მას უნდა მივეხმაროთ.

მას, ვინც გლეხია და უნდა გახდეს ფერმერი, უნდა მივეხმაროთ და ამაში უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია, თუმცა, ასევე სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რასაც ჰქვია სისტემური ინფრასტრუქტურული მიმართულებები, როგორიცაა განათლების ინფრასტრუქტურა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ ჩვენი ნიჭიერი ბავშვები 21-ე საუკუნეში სხვა ქვეყნის შვილებთან იყვნენ კონკურენტუნარიანები.

სისტემური ინფრასტრუქტურა ჰქვია იმასაც, რომ ჩვენი მოხუცებულები, პენსიონერები სოციალურად იმდენად დაცულები იყვნენ, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი არაფერი არ უნდა შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პენსიაზე გავლენ. ჩვენი გზები, წყალმომარაგება, გაზი, საბაზისო ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს დიდი სხვაობა, თბილისში ცხოვრობს, თეთრწყაროში თუ სადღაც სხვაგან.

რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი არაფერი არ გაკეთებულა, გზებიც კიდევ გვაქვს გასაკეთებელი. თეთრწყაროში, თბილისის გვერდზე გაზიფიცირების რამხელა პრობლემებია ყველამ კარგად იცით, მანგლისი აქვეა და გაზიფიცირება ამ ზაფხულს დაიწყო. სერიოზული პრობლემებია წყალმომარაგებაში, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა მილიარდები ჯდება. ეს არ არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ერთ წელიწადში გაკეთდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თოთოეული ჩვენგანი უნდა გრძნობდეს სხვაობას ყოველდღიური ცხოვრების ხარისხში“- აღნიშნა პრემიერმა.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 10:14

რეგიონი

პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

მოედანზე მიმდინარეობს ქვაფენილის დაგების სამუშაოები, მოეწყობა ფეხით სავალი ნაწილები და დასასვენებელი სივრცე. კოსტავას სახელობის პატარა პარკში მიმდინარეობს ფეხით სავალი ნაწილების რეაბილიტაცია. მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, ღია კინოთეატრი, ჭადრაკის დაფა, დასასვენებელი ფანჩატური, პერგოლა, კაფე, არსებულ შადრევანს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დამონტაჟდება დეკორატიული ურნები, სკამები, გარე-განათების ლამპიონები და წყლის ბიუვეტი. სრულად გამწვანდება პარკის ტერიტორია.

27 ნოემბერი 2021, 10:12

COVID19

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის აუცილებლობისა და მთავრობის მიერ ინიცირებული 200-ლარიანი დანამატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სოფელ კაპანახჩში ვაქცინაციის აუცილებლობისა და მთავრობის მიერ ინიცირებული 200-ლარიანი დანამატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

27 ნოემბერი 2021, 10:05

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმომწერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე.

27 ნოემბერი 2021, 10:00

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის პარლამენტში საქართველო-ურუგვაის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ურუგვაის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის პარლამენტში საქართველო - ურუგვაის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სენატორ სილვია ნანეს შეხვდა.

27 ნოემბერი 2021, 09:40

პოლიტიკა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დადასტურდა ორივე მხარის, საქართველოს და ევროკავშირის ინტერესი და მტკიცე სურვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

27 ნოემბერი 2021, 09:20

კულტურა

სამხრეთკორეულმა მინისერიალმა „ჯოჯოხეთმა“ „კალმარის თამაშს“ გაუსწრო და Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული პროექტი გახდა

სამხრეთკორეულმა მინისერიალმა „ჯოჯოხეთმა“ (Hellbound) „კალმარის თამაშს“ გაუსწრო და Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული პროექტი გახდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

27 ნოემბერი 2021, 09:00

COVID19

ჩილემ 3 წლიდან ასაკის ბავშვებში „სინოვაკის“ გამოყენების ნებართვა გასცა

ჩილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა „სინოვაკის“ ვაქცინის 3 წლიდან ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 08:56

COVID19

ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კორონავირუსის გავრცელების გამო ნიუ-იორკის შტატში 2022 წლის 15 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება შტატის გუბერნატორმა, კეიტი ჰოქულმა მიიღო.

27 ნოემბერი 2021, 08:40

მსოფლიო

კოსოვოში ახალგაზრდა კაცმა სკოლის ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა და სამი ადამიანი მოკლა

გამოცემა Kurir-ის ცნობით, ახალგაზრდა კაცი სკოლის ავტობუსში გოგონებს ავიწროებდა, რის გამოც მძღოლმა ის ავტობუსიდან ჩამოსვლა. ახალგაზრდამ აიღო ავტომატი, დაელოდა, როდის ჩამოივლიდა ავტობუსი საპირისპირო მიმართულებით, და ცეცხლი გახსნა.

ენტონი ბლინკენი

27 ნოემბერი 2021, 08:20

პოლიტიკა

ნატოსა და ეუთოს მინისტერიალებზე ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს

მომდევნო კვირაში დაგეგმილ ნატოსა და ეუთოს მინისტერიალებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა განაცხადა.

27 ნოემბერი 2021, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ხანმოკლე წვიმაა ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

27 ნოემბერი 2021, 00:50

ტაბლოიდი

ლუქსორში რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა. ფოტოგალერეა

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში არქეოლოგიური გათხრებისა და რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა. NBC News-ის ცნობით, 3000-წლიანი ისტორიის მქონე ხეივანს ადრე „ღმერთის გზა“ ეწოდებოდა და მასზე ფარაონების პროცესიები იმართებოდა.

ჯარედ ლეტო

27 ნოემბერი 2021, 00:40

ტაბლოიდი

ჯარედ ლეტო ამბობს, რომ Thirty Seconds To Mars-მა ლოკდაუნის დროს 200 ახალი სიმღერა დაწერა

ჯარედ ლეტომ განაცხადა, რომ Thirty Seconds To Mars-მა ​​მომავალი ალბომისთვის დაახლოებით 200 ახალი სიმღერა დაწერა. მუსიკოსი NME-ს ასევე ესაუბრა რიდლი სკოტის ახალ ფილმზე „გუჩის სახლი“, რომელშიც ის პაოლო გუჩის როლს ასრულებს ლედი გაგასთან, ადამ დრაივერთან და ხსვებთან ერთად.

ჯო ბაიდენი

27 ნოემბერი 2021, 00:35

COVID19

ჯო ბაიდენი: კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ გლობალურ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ გლობალურ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ.

სტივ ვერზი

27 ნოემბერი 2021, 00:30

ტექნოლოგიები

ბრიტანელ კაცს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი ჩაუსვეს 👁️

ლონდონის მკვიდრი სტივ ვერზი გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელსაც 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი წარმატებით ჩაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 00:12

ტაბლოიდი

გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა 🚗

გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

26 ნოემბერი 2021, 23:56

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

26 ნოემბერი 2021, 23:40

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დმიტრი გორდონი

26 ნოემბერი 2021, 23:19

მსოფლიო

ზელენსკი: ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო

ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

26 ნოემბერი 2021, 22:46

ეკონომიკა

კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ ნავთობი 10%-ით გაიაფდა

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესების შესახებ ცნობების ფონზე ნავთობის ფასი ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.