IMEDI /  21 აგვისტო 2020, 18:16 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე მარნეულში: ზაურ დარგალი თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

დღეს ჩვენ ვდგავართ დიდი ისტორიის წინაშე. ეს დიდი ისტორია, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. აქ არის მაგალითი იმის, თუ რა ნიშნავს მოქალაქეობა, რას ნიშნავს სახელმწიფო და როგორ ესმის, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მარნეულსა და გარდაბანში, თავისი სახელმწიფო და თავისი სამშობლო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მარნეულში მოსახლეობისთვის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის, ზაურ დარგალის წარდგენაზე განაცხადა.

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა ერთად შევაჯამოთ, რისი გაკეთება შევძელით ამ წლებში და მეტი ვილაპარაკოთ მომავალზე. რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ერთად ხვალ. თქვენი მხარდაჭერით „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ მოახერხა მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა. ეს არის ქვეყნის განვითარებისა და მომავლის ფუნდამენტური პირობა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ადამიანის უფლებების დაცვა. მძიმე დღეებმა, რომლებიც ერთად გამოვიარეთ გლობალური პანდემიის პირობებში, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული მოქალაქეები, მათ სორის მარნეულში. ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული და ეფექტური ხელისუფლება. გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ჩვენ ერთად შევძელით, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, შეგვეკავებინა ვირუსის ფართოდ გავრცელება. დღეს, ჩვენი ქვეყანა ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს. დღეს, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე. დღეს, ჩვენ გვაქვს გეგმები და სტაბილური ვითარება ქვეყანაში. ეს არის იმის დამსახურება, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად შევქმენით დემოკრატიული სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით. მე იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზაურ დარგალთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად, თქვენთან ერთად შევძლებთ, რომ უფრო მეტი კარი გავუღოთ ახალგაზრდებს. ჩვენ შევძლებთ, რომ თქვენს შვილებს მივცეთ მეტი შესაძლებლობა, მათ სორის სახელმწიფო სამსახურში. ზაურ დარგალი არის ახალგაზრდა განათლებული ადამიანი, თქვენ ჩემზე უკეთ იცნობთ მას, თუმცა მე მინდა დავახასიათო ის როგორც ეფექტური და პროგრესული საჯარო მოხელე. ამ მძიმე დღეებში, რომელებიც ერთად გამოვიარეთ, ზაურმა დაამტკიცა, რომ თავისი ქალაქის ღირსეული მერია. მან გაამართლა თავისი არჩევანი და დარწმუნებული ვარ, რომ ახალაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც, ის გაამართლებს საკუთარ არჩევანს. მინდა გავიხსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი მისი სამუშაო გამოცდილებიდან. 2010-2011-2012 წლებში ჩვენ ერთად ვიმუშავეთ დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში. ეს იყო წლები, როდესაც განსხვავებული აზრი იდევნებოდა, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდათ საშუალება, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდათ საშუალება ელემენტარულად ხალხთან მისულიყვნენ. ზუსტად იმ წლებში, ზაურთან ერთად, ჩვენ შევქმენით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლო კითხვების დასმა, შეეძლო კრიტიკული მოსაზრების გამოთქმა . ჩვენ ერთად შევქმენით თავისუფლების კუნძულები და ზაურ დარგალი იყო საქართველოში 20 საუკეთესო თანამშრომელს შორის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წლები, შემთხვევით არ ვამბობ. ძალიან პრინციპული და კრიტიკული იყო მაშინ მუშაობა, იყო ძალიან დიდი წნეხი და დიდი ზეწოლა თავისუფალ აზრზე. ზაურ დარგალი ენერგიული კაცია, მას აქვს მთელი გუნდის მხარდაჭერა, მას აქვს უშუალო კომუნიკაცია ჩვენთან. მას აქვს ყველა უნარი და შესაძლებლობა, რომ ყველაზე საჭირო პროექტები დაამუშაოს, მოიტანოს და გადაწყვიტოს. ეს არის ის უპირატესობა, რომლის გამოც ვფიქრობ ზაურ დარგალი თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება. ერთად გავიმარჯვებთ, ერთად გავაგრძელებთ საქმის კეთებას. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

ლევან ვეფხვაძე

28 იანვარი 2022, 14:56

ეკონომიკა

ლევან ვეფხვაძე: ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი იყო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი და აუცილებელი იყო, ვინაიდან სექტორი ბირჟაზე გადადის და „თელმიკოს“ ელექტროენერგიის ყიდვა ბირჟაზე მოუწევს.

ნონა გაფრინდაშვილი

28 იანვარი 2022, 14:46

საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია - მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ

როგორც მოჭადრაკის განცხადებაში წერია, პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

28 იანვარი 2022, 14:45

სამართალი

სუსი: ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

28 იანვარი 2022, 14:44

სამართალი

საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დაიკითხა სამი მოწმე, მფლობელი და გამქირავებლები იმ ავტომობილისა, რომელსაც ბრალდებულები იყენებდნენ.

ოთარ ჩოკოშვილი

28 იანვარი 2022, 14:36

COVID19

ოთარ ჩოკოშვილი: ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი, სამწუხაროდ კოვიდინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება კიდევ იქნება

ასეთი ანტირეკორდული მაჩვენებლები ჯერ არ დაფიქსირებულა აქამდე და ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი. სამწუხაროდ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება კიდევ იქნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ომიკრონი“ უმეტესად მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, არა.

28 იანვარი 2022, 14:32

რეგიონი

აჭარიდან 38 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის სეზონი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო, რაც თითოეულ მეციტრუსე ფერმერზე დადებითად აისახა.

ალუდა ღუდუშაური

28 იანვარი 2022, 14:32

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: როდესაც დიპლომატიურ სტანდარტს გიწუნებს მხარე, რომლის დროსაც ქვეყანამ ტერიტორიები და გმირები დაკარგა ცოტა უხერხულია ამათგან ასეთი პოლიტიკური კეკლუცობა

როდესაც დიპლომატიურ სტანდარტს გიწუნებს მხარე, რომლის დროსაც ქვეყანამ ტერიტორიები და გმირები დაკარგა ცოტა უხერხულია ამათგან ასეთი პოლიტიკური კეკლუცობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

28 იანვარი 2022, 14:30

პოლიტიკა

საკომიტეტო მოსმენაზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაჩქარებული წესით შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, ჩამოყალიბდეს სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად აღსრულდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაინერგოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მორგებული იქნება როგორც ქვეყნის არსებულ რეალობას, ასევე მიმართული იქნება ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვისკენ.

სერგეი ლავროვი

28 იანვარი 2022, 14:22

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: ომი არ გვსურს, თუმცა ჩვენი ინტერესების უგულებელყოფას არ დავუშვებთ

რუსეთი ომში დაინტერესებული არ არის, თუმცა უსაფრთხოების სფეროში თავისი ინტერესების უგულებელყოფას არ დაუშვებს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

28 იანვარი 2022, 14:21

საზოგადოება

ოკუპანტები სოფელ ჯარიაშენთან გააქტიურდნენ - ე.წ. ბორდერიზაციის თაობაზე ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები

კირბალისა და მეჯვრისხევის შემდეგ, ოკუპანტები ჯარიაშენთანაც გააქტიურდნენ. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით თხრილებია გაკეთებული. ადგილობრივების თქმით, ეს ის ადგილია, რომელსაც სოფელი საძოვრად იყენებდა. სუსი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, საკითხი უკვე განიხილეს ოც იანვარს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე. უკანონო სამუშაოს შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორებიც.

ანა ბუჩუკური

28 იანვარი 2022, 14:20

პოლიტიკა

ანა ბუჩუკური: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კანონპროექტის საკომიტეტო და პლენარულ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ

„ინიციირებული გვაქვს, ჩემი აზრით, ოპოზიციისთვისაც მისაღები პროექტი. ყველა ის საკითხი, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, წარმოდგენილი იყო ჩვენს რეზოლუციის პროექტში. ჩვენ დავაფიქსირეთ უკვე პოზიცია, რომ ჩვენთვის ეს ზეპარტიული საკითხია. არ გვაქვს კომპლექსი, რომ ამა თუ იმ კანონპროექტს მაინც და მაინც ვიღაცის სახელი ერქვას. მთავარია, კანონპროექტის არსებით შინაარსზე შევთანხმდეთ. შესაბამისად, საკომიტეტო და პლენარულ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ. წარვადგენთ ჩვენს კონკრეტულ წინადადებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ თემაზე მაინც პოლიტიკური პარტიები შეთანხმებას შევძლებთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

იაგო ხვიჩია

28 იანვარი 2022, 14:20

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან

„ვფიქრობთ, რომ სოლიდარობა სხვანაირად უნდა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. რითაც შეგვეძლება, ყველა ჩვენი საშუალებით დავაფიქსირებთ სოლიდარობას. ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან, უფრო შიდაპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია - ვინ უფრო მამაცია და ვის უფრო გულმხურვალედ უყვარს უკრაინელი ხალხი და მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა საჩვენო საქმე არაა”,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პაატა მანჯგალაძე

28 იანვარი 2022, 14:12

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: თუ რუსეთს სიმხდალე ვანახეთ, ხვალ ეს ქვეყანა გაგვიბედავს უფრო მეტს

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი. მისი შეფასებით, მმართველი გუნდი „სირაქლემას პოზიციაშია“.

კახა კალაძე

28 იანვარი 2022, 13:54

საზოგადოება

კახა კალაძე: ბიზნესში ხელს არავის ვუშლით, მაგრამ როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს ათიათასობით ადამიანს უშლის

ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში ხელს არავის ვუშლით, თუმცა როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს, – ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის გადაწყვეტილებაზე.

28 იანვარი 2022, 13:52

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მრჩეველს, ჟულიენ კრამპს და ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების პროგრამის მრჩეველს, ანე ბირგიტე ჰენსენს.

28 იანვარი 2022, 13:52

ტექნოლოგიები

საიდუმლო ჩათის „დასქრინშოთების“ შემთხვევაში, Facebook-ის მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს

Messenger-ის საიდუმლო ჩათის „დასქრინშოთების“ შემთხვევაში, Facebook-ის მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს. ამ სიახლის შესახებ თავად სოციალური ქსელის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა დაწერა.

28 იანვარი 2022, 13:42

პოლიტიკა

დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს დღეს კომიტეტის სხდომაზე.

ანალენა ბერბოკი

28 იანვარი 2022, 13:37

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ ინვესტორებს უკრაინაში გაურკვეველი ან არასტაბილური სიტუაციის შეგრძნება ექნებათ, მათი მხრიდან ინვესტირების მზადყოფნა შემცირდება - ეს ზუსტად ის არის, რაც პუტინს აწყობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის საელჩოს პერსონალი ამჟამად კიევში რჩება.

28 იანვარი 2022, 13:33

საზოგადოება

Paragraph Resort & Spa Shekvetili ყოფილი თანამშრომლების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

Paragraph Resort & Spa Shekvetili ცილისმწამებლურს უწოდებს ყოფილი თანამშრომლების მიერ, ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქმულ ბრალდებებს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასაჯაროებს რამდენიმე ფაქტს, რომელიც ასახავს გუნდის მიმართ მათ დამოკიდებულებას.

28 იანვარი 2022, 13:13

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

შეხვედრისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო.