imedi /  29 აგვისტო 2020, 20:54 / სანდო წყარო

თორნიკე რიჟვაძე: მჯერა, რომ ამაყი, თავისუფალი და თავმოყვარე ბათუმელები არჩევნებზე ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაბრალებენ, რომ დავაპაუზეთ ქვეყნის განვითარება, ამ ქალაქისა და რეგიონის განვითარება. მინდა ვუპასუხო მათ და ვთქვა, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც დააპაუზა მათი ძალადობა, ბიზნესის ტერორი, მეწარმეების „გაკულაკება“ და დაამკვიდრა ერთადერთი და ყველაზე ღირებული - ადამიანის ღირსება და თითოეული მოქალაქის თავისუფლება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ვისაუბრო ჩვენს საყვარელ ქალაქზე, მის აწმყოსა და მომავალზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბათუმმა თავისი უდიდესი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პოტენციალით ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზეც ძალიან ბევრი დამსახურებული აღიარება მოიპოვა. გასული წელი მართლაც გამორჩეული იყო, ვინაიდან ბათუმი ევროპის ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულება გახდა. წელს Forbes-მა ბათუმი დაასახელა საინვესტიციო ქალაქების ხუთეულში და გვქონდა უამრავი მიღწევა სპორტის მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენ შევუნარჩუნეთ ბათუმს უსაფრთხო ქალაქის სტატუსი და დღესაც, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, შიდა ტურიზმი ამ რეგიონში ჩვეულებრივად მუშაობს. ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაბრალებენ, რომ დავაპაუზეთ ქვეყნის განვითარება, ამ ქალაქისა და რეგიონის განვითარება. მინდა ვუპასუხო მათ და ვთქვა, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც დააპაუზა მათი ძალადობა, ბიზნესის ტერორი, მეწარმეების „გაკულაკება“ და დაამკვიდრა ერთადერთი და ყველაზე ღირებული - ადამიანის ღირსება და თითოეული მოქალაქის თავისუფლება. სწორედ ამ სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ, რათა ბათუმში ყველას, დიდებსა თუ პატარებს, ჰქონოდეთ ხვალინდელი დღის იმედი და პერსპექტივა. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. „ოცნების ქალაქი“ ჩვენი ხელისუფლებისთვის ნამდვილად ღირსების საკითხი იყო. დღეს ჩვენ მოვინახულეთ მიმდინარე მშენებლობა, რომელიც ნამდვილად იქნება 2000-ზე მეტი ბავშვის და მათი მშობლების ახდენილი ოცნება. ძალიან მალე ისინი ღირსეულ საცხოვრისში გააგრძელებენ ცხოვრებას და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეკომიგრანტების საკითხი ასე წარმატებით გადაიჭრა რეგიონში. განათლებისა და მეცნიერების ქალაქი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, ბათუმელებისა და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ახალი საგანმანათლებლო კერა გახდება. მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ 2006 წელს წინა ხელისუფლებამ ბათუმს, და განსაკუთრებით სპორტისა და ფეხბურთის მოყვარულებს, წაართვა და დაუნგრია სტადიონი. ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ჩვენ ყველანი ერთად გავხსნით საზეიმო ვითარებაში გავხსნით ამ ულამაზეს სტადიონს, რომელიც მართლად არქიტექტურული ნიმუშია. ეს იქნება პასუხი ყველა სკეპტიკოსს“, - განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, ამავე დროს არავის გვაქვს ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის და მოქალაქეების ყველა პრობლემა გადაჭრილია.

„ჩვენ ყოველდღიურად კონკრეტული გეგმებითა და ნაბიჯებით ვმუშაობთ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ხვალინდელი დღის რწმენა და ყველაფერი კეთდებოდეს სამართლიანად და გამჭვირვალე გარემოში. დარწმუნებული ვარ, რომ ამაყი, თავისუფალი და თავმოყვარე ბათუმელები მიიღებენ ღირსეულ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს. მათ ყველა კარგად იცნობს. ბათუმში ჩვენი გუნდის არჩევანი გაკეთდა რესან კონცელიძეზე - ძალიან დამსახურებულ ადამიანზე, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობით ადასტურებს, რომ ის იყო სიმართლის მსახური. ის ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის და მაღალი ტრიბუნიდან კიდევ უფრო კარგად გაატარებს თითოეული ბათუმელის ინტერესებს. აჭარის უმაღლეს საბჭოში წარვადგინეთ ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი ტიტე აროშიძე, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაატყო თავისი ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას აჭარის უმაღლეს საბჭოში“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ყველა სიახლე

20 ოქტომბერი 2020, 08:02

რეგიონი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს

წარმოდგენილი იქნება ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები. პრეზენტაცია დღეს 14.00 საათზე, რუსთავში, Construction service - ის ახალი ლითონკონსტრუქციების საწარმოში გაიმართება.

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 01:16

მსოფლიო

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ. კრიზისის ცენტრის სპიკერი, პროფესორი ვან გუხტი აცხადებს, რომ დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინის გამოცდა.

20 ოქტომბერი 2020, 01:14

COVID19

ირლანდიაში ლოკდაუნი გამოცხადდა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, ირლანდის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნი დააწესა.

20 ოქტომბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

იტალიაში სამედიცინო ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმეს

იტალიაში პოლიციამ ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ Daily Mail წერს. 40 წლის იტალიელმა შეყვარებულს რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ აკოცა, რის შემდეგაც ისინი პოლიციის ალყაში მოხვდნენ. გაირკვა რომ შეყვარებულებმა კანონი დაარღვიეს, რადგან სამედიცინო ნიღბები მოიხსნეს.

20 ოქტომბერი 2020, 00:52

კულტურა

Netflix-მა 2020 წლის ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელა

Netflix-მა 2020 წელს გამოშვებული ყველაზე პოპულარული, ორიგინალური სერიალი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია witter-ზეა ხელმისაწვდომი. ესაა რაიან მერფის პროექტი „მედდა რეტჩედი“.

20 ოქტომბერი 2020, 00:35

კულტურა

50 Cent-ი საშინელებათა ფილმების პროდიუსერი იქნება

ამერიკელი რეპერი 50 Cent-ი საშინელებათა ჟანრის სამი ფილმის პროდიუსერი იქნება. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს. ამ ფილმების რეჟისორი ელაი როტი იქნება, რომელიც ცნობილი გახდა ფილმით „სიკვდილის წყურვილი“. ასევე ბრიუს უილისის და კიანუ რივზის მონაწილეობით გადაღებული ფილმით „ვინ არის“. როტის განცხადებით, ამ გუნდის მონაწილეობით გადაიღებს ფილმს, რომლის კეთებაც ამ დრომდე ყველას ეშინოდა.

20 ოქტომბერი 2020, 00:30

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: COVID19 ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ

„ეს ვირუსი ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ, გასტრო-ენტერალური სიმპტომატიკით, უბრალოდ ფაღარათით ემართებათ, პედიატრიული შემთხვევები სულ ერთი-ორი არის აღწერილი, რომელიც ლეტალურად დამთავრდა. მაგრამ ზრდასრული პაციენტები, რომლებიც რამდენიმე კვირა რჩებიან ხელოვნურ ვენტილაციაზე და აქვთ საკმაოდ გამოხატული კოვიდ ფილტვის დაზიანება, მერე დიდ რეაბილიტაციას საჭიროებენ“, - განაცხადა ხურციძემ.

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 00:29

მსოფლიო

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა. ცენტრები დილის 08:00 საათიდან 16:00 საათამდე მუშაობს და მკაცრად გაწერილი პროტოკოლით მოქმედებს. ევროკავშირის წითელი ზონიდან დაბრუნების შემდეგ, სავალდებულო ტესტირება, კრიზისის ცენტრიდან მიღებული სპეციალური კოდი, რაც ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ ეგზავნება პირს, ან ექიმის სპეციალური მიმართვა - საველე ცენტრში კოვიდ19-ზე ტესტის ჩაბარება შესაძლებელია თუ პირი ამ სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს.

20 ოქტომბერი 2020, 00:20

COVID19

კანადაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

კანადის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.

ჟერალდ დარმანენი

20 ოქტომბერი 2020, 00:12

მსოფლიო

მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, საფრანგეთში მეჩეთი დაიხურება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, პანტენის კომუნაში მდებარე მეჩეთი დაიხურება.

კატა პერუ ნასკა

20 ოქტომბერი 2020, 00:10

კულტურა

პერუში, ნასკას პლატოზე კატის გიგანტური გამოსახულება აღმოაჩინეს

პერუს კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბუნებრივი ეროზიის გამო ნახატი განადგურების საფრთხის ქვეშ არის. სტილისტური თავისებურებებიდან გამომდინარე ის გვიანი პარაკასის პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც კატისებრთა გამოსახულებები ადგილობრივ კულტურაში ძალიან პოპულარული იყო.

ცესკო

20 ოქტომბერი 2020, 00:08

პოლიტიკა

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფებს მიმართავს, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას

საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით უზრუნველყოფს. ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

19 ოქტომბერი 2020, 23:58

ტექნოლოგიები

ნათია თურნავა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობა და 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს

„რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკურ პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის და ეს პროექტიც ძალიან მალე დაიწყება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მაია ბუწაშვილი

19 ოქტომბერი 2020, 23:40

COVID19

ინფექციონისტი: ნუ ნერვიულობთ, ბინაზე დარჩენა არ ნიშნავს პაციენტის მიტოვებას

„ოჯახის ექიმებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, დისტანციურად უნდა შეაფასონ პაციენტი და გადაწყვეტილება მიიღონ, სტაციონარში მოხვდეს თუ დარჩეს ბინაზე. ბინაზე არ ნიშნავს პაციენტის მიტოვებას, ამიტომ ნუ ინერვიულებენ. ოჯახის ექიმი უნდა იყოს კონტაქტზე, შეაფასოს და გადაწყვიტოს პაციენტის მდგომარეობა“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

19 ოქტომბერი 2020, 23:26

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 220 ათასს უახლოვდება

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 220 ათასს უახლოვდება.

ირაკლი ჩიქოვანი

19 ოქტომბერი 2020, 23:16

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი მთავარი საზრუნავი ზუგდიდის უკეთესი განვითარება, მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იქნება

,,მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს შარტავასა და შენგელიას ქუჩებზე გავმართეთ. ადგილობრივებს ჩვენი გეგმები გავაცანით, ძალიან პოზიტიური განწყობებია. ჩემი მთავარი საზრუნავი, ზუგდიდის უკეთესი განვითარება, მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იქნება“ - წერს ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

დონალდ ტრამპი

19 ოქტომბერი 2020, 23:04

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სამი კვირის წინ ამას არ ვიტყოდი, მაგრამ ახლა ვამბობ - ჩვენ გავიმარჯვებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმნა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის წევრებთან საუბრისას განაცხადა.

 გელა აფრასიძე

19 ოქტომბერი 2020, 23:01

სპორტი

საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო ლიგაში გელა აფრასიძემ კარიერაში მეორე ლელო დადო

აფრასიძე მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და შეხვედრის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. მასპინძელთა შემადგენლობაში მიხეილ ნარიაშვილმა 72 წუთი ითამაშა. ოთხი ტურის შემდეგ „მონპელიე“ საფრანგეთის ჩემპიონატში 7 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზეა.

წყალბურთი

19 ოქტომბერი 2020, 22:53

სპორტი

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქეები გაირკვა

კიდევ ერთი გუნდი ჯგუფს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ დაემატება. „ფერენცვაროში“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია, „ბარსელონეტამ“ კი ჩემპიონთა ლიგა 6 წლის წინ მოიგო. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის ექვსი წევრიდან ოთხი საუკეთესო გავა.

ახალციხე

19 ოქტომბერი 2020, 22:20

COVID19

ახალციხეში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

19 სექტემბრიდან რეგიონში კორონავირუსის 123 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 30 უკვე გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეებში მთლიანობაში 582 ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაშია 413 ადამიანი.