imedi /  01 სექტემბერი 2020, 13:38 / სანდო წყარო

ნინო წილოსანი: ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა იყო და იქნება ჩვენი პრიორიტეტი

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა და უამრავი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივის მიღმა საპარლამენტო ტრიბუნიდან სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებსაც მოვისმენთ, ზოგჯერ ხმამაღალს, ძალიან კრიტიკულს, შეიძლება აბსურდულსაც კი, მაგრამ ყველა ამ განცხადების პარალელურად დგას რეალობა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორგვარი, - ამის შესახებ, უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთმნიშვნელოვანია რეალობა, რომ საქართველო წარმატებული და ეფექტური იყო გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ამას აღიარებს მსოფლიო, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა და ეს სწორი პოლიტიკის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების დიდი პასუხისმგებლობისა და იმ პროფესიონალების, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში. ამ შედეგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელია ის, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი მოტივირებული იყო ადამიანზე ზრუნვით.

სახელმწიფომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხის კომუნალური გადასახადების დაფარვა საკუთარ თავზე აიღო. როდესაც აგროპროგრამა შეიმუშავა 300-მილიონიანი დახმარებით, რომლითაც 200 000-მა ფერმერმა ისარგებლა. 120 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნება და 25 ადამიანის მოლოდინების გადაზღვევა იყო მოტივაცია, როცა სამშენებლო სექტორის სუბსიდირება განახორციელა. ქონების, საშემოსავლო გადასახადის, ავტოგანბაჟების გადავადება, კრედიტებზე საშეღავათო პერიოდი მიმართული იყო ადამიანზე ზრუნვისკენ. ამ პროგრამებით ისარგებლა 50 000-ზე მეტმა მოქალაქემ.

ადამიანზე ზრუნვა იყო განმაპირობებელი ასევე, როცა ხელისუფლებამ დააანონსა ონკოდაავადებულთა სრული დაფინანსება. რა თქმა უნდა, იგივე იყო მოტივაცია, როდესაც პანდემიის მძიმე შედეგების მინიმალიზაცია გვინდოდა 17 წლამდე ბავშვების 200-ლარიანი დახმარებით, რომელმაც ასევე პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოში წარმომადგენლის მხრიდან. მან განაცხადა, რომ ეს საკვანძოდ მნიშვნელოვანი იყო. პენსიების განახლებული მოდელი, სტუდენტებისთვის დახმარება, ტურიზმის სექტორის დახმარება და სხვა პროგრამები იყო მოტივაცია იმის, რომ ჩვენ ეს პანდემია დროულად და ეფექტურად გვემართა და, რაც მთავარია, ყველა ამ პროექტის მიზანი იყო ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა. მაშინ, როდესაც შეიძლებოდა შედეგები დრამატული ყოფილიყო, ჩვენ შევძელით და ის პოზიტივად, ქვეყნისთვის შესაძლებლობად ვაქციეთ, საერთაშორისოდ აღიარებული წარმატებული ქვეყანა, მწვანე ზონა და უამრავი მნიშვნელოვანი პროექტის საწყისი. ჩვენ მიერ არჩეული ამ სწორი გზის შეცვლას ვერ შეძლებს ყიჟინი საზღვრების სრულ გახსნაზე, რაც ალბათ ვიღაცას აწყობს, სიცრუე და ტყუილი განცხადებები, ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამების ცუდი ინტერპრეტაციები, რადგან რეალობა არის ერთი და ამ რეალობას ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება. ჩვენ ამ გაკეთებული საქმეებით მივდივართ 2020 წლის არჩევნებზე. ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა იყო და იქნება ჩვენი პრიორიტეტი. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა, აგრო და ეკონომიკური სექტორების დახმარება, ჩვენი სოფლებისა და ქალაქების განვითარება არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, რომლის საპირწონედაც დგას გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთმა ოდიოზურმა ლიდერმა 8 წლის თავზე მოიხადა ბოდიში და ისიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ იმისთვის, რომ აგრესიაში გვაცხოვრებდა და ქვეყანა დემოკრატიის რეგრესული გზით მიჰყავდა. სწორედ მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება გაგრძელდება, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისი მუდმივი კონტროლი იქნება მომავალშიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის სამუშაო პრიორიტეტი. ქვეყნის მართვაში ჩვენ დელეგირება გადმოგვცა მოსახლეობამ და დიდი იმედი მაქვს, რომ იმავე დელეგირებას გადმოგვცემს 2020 წლის არჩევნებში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.​

ყველა სიახლე

მერაბ დვალიშვილი

24 სექტემბერი 2020, 16:10

სპორტი

მერაბ დვალიშვილი UFC-ში მერვე ბრძოლას 5 დეკემებერს გამართავს

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ში მერვე ბრძოლას 5 დეკემებერს გამართავს და მისი მეტოქე რეიტინგის მე-12 ნომერი კოდი სტამანი იქნება. დვალიშვილმა და მისმა მეტოქემ კონტრაქტზე ხელი უკვე მოაწერეს. ამერიკელს UFC-ში 8 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან ხუთი მისი გამარჯვებით დასრულდა, ერთი შეხვედრა ფრედ ორი კი მარცხით. მან ბოლოს 16 ივლისს, ჯიმი რივერისთან გამართა ორთაბრძოლა და დამარცხდა.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

24 სექტემბერი 2020, 16:01

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის არ არსებობს მოუგვარებელი საკითხები, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დელიმიტაციის საკითხიც მოგვარდება

„მოზომილები უნდა ვიყოთ განცხადებებშიც, რადგან ჩვენი ურთიერთობები არ დაზიანდეს. დამერწმუნეთ, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არ არსებობს საკითხები, რომლებიც არ შეიძლება განხილულ იქნას და მოგვარდეს, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი

24 სექტემბერი 2020, 15:57

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვა გამოიწვიოს

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს მიაწოდა ეს ახალი გარემოებები.

24 სექტემბერი 2020, 15:52

ეკონომიკა

რა შედეგები მოიტანა ჯაპანა-ლანჩხუთის გზის გახსნამ

კომპანიამ POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოში კიდევ ერთი პროექტი წარმატებით განახორციელა და ივლისში, სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მეორე მონაკვეთი - ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაასრულა. გზაზე 15 ივლისიდან ორივე მიმართულებით არის გადაადგილება შესაძლებელი.

24 სექტემბერი 2020, 15:49

ეკონომიკა

უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზა ავტოტრანსპორტისათვის უკვე გახსნილია. 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე 4-ზოლიანი გზაა. მთლიანი პროექტი ოქტომბრის ბოლოს ჩაბარდება და 13-ვე კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.

ალექსანდრე ლუკაშენკო

24 სექტემბერი 2020, 15:47

მსოფლიო

ლუკაშენკო: ბელარუსი ვალდებული არ იყო ვინმე წინასწარ გაეფრთხილებინა ინაუგურაციის ჩატარების შესახებ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ზოგიერთი სახელმწიფოს საყვედური იმის თაობაზე, რომ მისი ინაუგურაცია საიდუმლოდ გაიმართა.

ირმა ჭკადუა

24 სექტემბერი 2020, 15:38

სამართალი

ირმა ჭკადუა: იაკობ ბრეგვაძე ადასტურებს, რომ ჩხუბში 8 პირი მონაწილეობდა, მაგრამ კონკრეტული ადამიანების ამოცნობა არ შეუძლია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებული ფოტოგრაფის იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის განცხადებით, ბრეგვაძეს ჩხუბში მონაწილე კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა, ადასტურებს, რომ 8 პირი ჩხუბში მონაწილეობდა. ჭკადუას თქმითვე, იაკობ ბრეგვაძემ არ იცის, ხიდის ქვეშ რა მოხდა, ვინაიდან ეს არ დაუნახავს. იაკობ ბრეგვაძემ უამარავ კითხვას უპასუხა, როგორც ბრალდების მხარის, ასევე ჩემი პატივცემული კოლეგების. ყველასთვის ცნობილია, რომ იაკობ ბრეგვაძეს არასდროს, არც ერთ კომენტარში, მათ შორის, არც ჩვენებაში არ

საქართველო დიდი ბრიტანეთ დროშები

24 სექტემბერი 2020, 15:36

პოლიტიკა

ქართულ-ბრიტანული საპარლამენტო მეგობრობის და საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისმა საპარლამენტო ჯგუფმა ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს

ორი ქვეყნის პარლამენტარები მიესალმნენ თანამშრომლობის რეგულარულ საპარლამენტო ფორმატს და მზადყოფნა გამოხატეს საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გაღრმავებისთვის. მხარეები ასევე საერთო ინტერესის სფეროების შემდგომ მოძიებაზე შეთანხმდნენ.

იაკობ ბრეგვაძე

24 სექტემბერი 2020, 15:24

სამართალი

იაკობ ბრეგვაძემ სასამართლო პროცესზე კონკრეტული პირები ვერ ამოიცნო, თუმცა ჩხუბის მონაწილეთა რაოდენობა დაასახელა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხა.

24 სექტემბერი 2020, 15:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები გაიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურულ სფეროებში. მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

კარლ ჰარცელი

24 სექტემბერი 2020, 15:10

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა იქცეს ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს

„გასულ წელს 40%-ით გაიზარდა საკონტეინტერო თვირბრუნვა საქართველოს პორტებში, რაც შემდგომი ზრდის პოტენციალის მაჩვენებელია. ამ ერთობლივმა შრომამ უკვე მისცა საქართველოს მეზღვაურებს საშუალება, რომ მათი განათლება და სერტიფიკატები აღიარებული ყოფილიყო ევროპის 20 სახელმწიფოს მიერ, რაც საქართველოს მეზღვაურებს ევროპის გემებზე არა მხოლოდ მუშაობის, არამედ კაპიტნობის შესაძლებლობასაც აძლევს.

დავით ზალკალიანი

24 სექტემბერი 2020, 15:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოს და აზერბაიჯანს, აკავშირებთ მჭიდრო ურთიერთობები კულტურის, ჰუმანიტარულ და განათლების საკითხებში

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება არის მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც წარმოადგენს იმ პოზიტიური დინამიკის საფუძველს, რაც არის ჩამოყალიბებული ორმხრივად საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაში და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 სექტემბერი 2020, 15:03

სპორტი

„ბაიერნს“, „შალკესა“ და „აინტრახტს“ მკაცრი სასჯელი ემუქრება

ბუნდესლიგის სამ კლუბს, „ბაიერნს“, „შალკესა“ და „აინტრახტს“ მკაცრი სასჯელი ემუქრება. გერმანიის საფეხბურთო კავშირის კონტროლის კომიტეტმა გამოაქვეყნა „ბაიერნი“ - „შალკეს“ შეხვედრის დროს ტრიბუნაზე მჯდომი სათადარიგო ფეხბურთელების ფოტოები, რომელთაც არც პირბადე ეკეთათ და არც 1.5-მეტრიანი დისტანცია იყო დაცული.

24 სექტემბერი 2020, 14:54

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა.

24 სექტემბერი 2020, 14:52

რეგიონი

ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის დროს ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით რუსული სამხედრო ვერტმფრენი აფრინდა

ერგნეთში ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის დროს ცხინვალიდან რუსული სამხედრო ვერტმფრენი აფრინდა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.

იუსტიციის სახლი

24 სექტემბერი 2020, 14:48

COVID19

იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში გამოკვლეულთაგან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა

იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში 538 გამოკვლეულიდან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 3 დღის განმავლობაში სრულად აღებულია 754 ნიმუში.

ტოჩინოშინი

24 სექტემბერი 2020, 14:31

სპორტი

ტოჩინოშინი მიმდინარე აკი ბაშოზე მეშვიდედ დამარცხდა

ლევან გორგაძე ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე მეშვიდედ დამარცხდა. ტოჩინოშინი კომუსუბი ოკინოუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 32 წლის ქართველ სუმოისტს დარჩენილი სამი ბრძოლიდან სამივეს მოგება სჭირდება.

24 სექტემბერი 2020, 14:26

საზოგადოება

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. „ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:25

საზოგადოება

თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლების დისტანციური რეჟიმი იმოქმედებს

უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლება დისტანციურ რეჟიმში იქნება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკლემა განაცხადა. მისივე თქმით, ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, სწავლების არადისტანციურად განახლების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. „უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლება დისტანციურ რეჟიმში იქნება: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ცხადია, აჭარაშიც, ის ყველა საფეხურზე დისტანციურია. ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში არადისტანციური სწავლების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გაცნობებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

დონალდ ტრამპი

24 სექტემბერი 2020, 14:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მეგან მარკლის ფანი არ ვარ - ბევრ წარმატებას ვუსურვებ ჰარის, რადგან მას ეს დასჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეგან მარკლი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც ამერიკელებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.