IMEDI /  01 სექტემბერი 2020, 13:55 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: როგორც იქნა სააკაშვილმა აღიარა უმძიმესი დანაშაულები

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

სააკაშვილმა აღიარა უმძიმესი დანაშაულები და გუშინ თანამზრახველები დღეს ვერ ბედავენ, რომ მას პოლიტ პატიმარი თუ პოლიტ დევნილი არ დაარქვან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართველი ხალხისადმი ბოდიშის მოხდას და დაბრუნების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამ ბოდიშით აღიარა ქვეყნის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, სააკაშვილის სატელიტები და თანამზრახველები ამ აღიარების შემდეგაც ვერ ბედავენ, რომ სააკაშვილს პოლიტდევნილი არ უწოდონ.

ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მაგალითად, „ნაცმოძრაობამ“ ცნობილი რეზოლუციის მხარდაჭერით ღალატი ჩაიდინა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალა. მიხეილ სააკაშვილმა ეს თავის ვიდეოკლიპში აღიარა. ასევე, მან აღიარა, რომ ამ ქვეყანაში მოჩვენებითი განვითარება მიდიოდა და შემდეგ აღმოაჩინა ხალხმა, რომ სიღარიბე თურმე მხოლოდ 34-დან 30 პროცენტამდე შემცირებულა. თურმე, განვითარება ყოფილა ფასადური, თურმე, ის რაღაც მშენებლობები ყოფილა ფასადური, რამდენიმე იმდენად გააპიარეს, რომ მოჩვენებითი წარმატების ილუზია შეუქმნეს მოსახლეობას. ადამიანის უფლებები იმდენად იყო „დაცული“, რომ როდესაც ოჯახის წევრები სამზარეულოში გადიოდნენ, ტელეფონებს მეორე ოთახში ტოვებდნენ, რომ რამე არ წამოსცდენოდათ, რისთვისაც მერე პასუხისგებაში მისცემდნენ ან აწამებდნენ. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა აღიარა და უბრალოდ ამას უმძიმესი შეცდომები დაარქვა და არა – უმძიმესი დანაშაულები, რაც უფრო სწორი იქნებოდა.

გუშინ თანამზრახველები ამ უმძიმეს დანაშაულებში და დღეს მისი სატელიტები ვერ ბედავენ, რომ მას პოლიტდევნილი არ დაარქვან. ხომ, ვიცით, რომ ის იყო ბელადი და დანარჩენი, ვინც დღეს ოპოზიციაშია, მათი უდიდესი ნაწილი, დაკვეთის შემსრულებელი იყო. დღეს ისინი ვერ ბედავენ, რომ არათუ პასუხი აგონ ამ დანაშაულზე, არამედ მიხეილ სააკაშვილს პოლიტდევნილი არ უწოდონ; რამდენიმე საქმის სტრასბურგში გასაჩივრებასაც ვერ ბედავენ. ვერ ბედავენ რეალური პასუხის გაცემას, რატომ დაუჭირეს ისეთ მოცემულობას მხარი, სადაც ქართველ ჯარისკაცებს ბრალდებოდათ ომის დაწყება და შემდეგ ისტერიულად დასდევდნენ კორიდორებში ქართული ოცნების დეპუტატებს და ეკითხებოდნენ, ჟურნალისტები მათ შორის ვინ დაიწყო ომი. ასეთ პრიმიტიულ მოცემულობას იმიტომ, რომ ჩამოერეცხათ თვითონ და გაღმა შედავებოდნენ ვიღაცას და ათი წლის განმავლობაში ალაგეს ეს მესიჯი, რომ ღალატი არ შეემჩნია ვინმეს და ბოლოს აღმოჩნდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, არჩევნების წინ სააკაშვილის მიერ ბოდიშის მოხდის მიზანი არჩევნებზე ხმების მოპოვება იყო.

,,ბოლოს თვითონ აღიარა, რომ მან ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულები და მიზანი რა იყო არ გაინტერესებთ? მიზანი იყო ხმების მოპოვება და არა სინანული და არა მართლა გულწრფელი ბოდიში ქართული საზოგადოების წინაშე. არჩევნების წინ ასეთი ყასიდად ბოდიშის მოხდა ნიშნავს ხმების მოპოვების მცდელობას და ეს არის ბოდიშის მიზანი და ამ მიზნით როგორც იქნა წამოსცდა და აღიარა უმძიმესი შეცდომები და უმძიმესი დანაშაულები და ამის შემდეგ კიდევ ბედავენ და საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება იყოს პოლიტ-დევნილი და მათ გარდა ამას აღარავინ ლაპარაკობს არც ამ ქვეყანაში და სხვათა შორის, არც ამ ქვეყნის გარეთ. ეს არის მთავარი მოცემულობა და ჩემი აზრით, ყველას უნდა მოეკითხოს დღეს პასუხი, ვინც კი მის მესიჯებს ახმოვანებს და, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, „აპრავებს“. რას იტყვიან ამის შემდეგ, როდესაც მათმა ბელადმა და მათმა ლიდერმა თავად აღიარა წლების შემდეგ პირველად, როგორც იქნა, ის უმძიმესი შეცდომები, მისი თქმით, და უმძიმესი დანაშაულები”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2020, 08:08

საზოგადოება

დღეს პარლამენტში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავენ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ძირითადად ეხება სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებსა და ასევე ცვლილებებს დასაქმებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ.

სელმა ჰაიეკი

22 სექტემბერი 2020, 00:53

ტაბლოიდი

54 წლის სელმა ჰაიეკი Instagram-ზე საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი სელმა ჰაიეკი Instagram-ზე საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა და თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა. ფოტოზე 54 წლის ვარსკვლავი ღრმად ამოჭრილ საცურაო კოსტიუმში პოზირებს. ფოტოს 684 ათასი მოწონება აქვს. ფანები სწერენ ჰაიეკს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი ქალია, რომელსაც ლამაზი სხეული აქვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 სექტემბერი 2020, 00:35

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეგახსენებთ, რომ ეს არის ომი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშიც

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი მსოფლიოს გავლენების სფეროებად დაყოფის მცდელობაში დაადანაშაულა.

22 სექტემბერი 2020, 00:24

მსოფლიო

ნიუ-იორკში როკფელერების საგვარეულო სახლი $11,5 მილიონად იყიდება

აშშ-ში, ნიუ-იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქუჩაზე, მეხუთე ავენიუზე როკფელერების ოჯახის სახლი იყიდება. ამის შესახებ Bloomberg წერს. უძრავი ქონება $11,5 მილიონადაა შეფასებული. მეხუთე ავენიუზე მდებარე 812 სახლი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ნელსონ როკფელერს ეკუთვნოდა, რომელსაც ეს თანამდებობა გასული საუკუნის 70-იან წლებში ეკავა. ნელსონი აშშ-ში პირველი მილიონერის ჯონ როკფელერის შვილიშვილია. ოჯახის ამ სახლში 60 წელი ცხოვრობდა.

22 სექტემბერი 2020, 00:02

მსოფლიო

ესპანეთში, სახლიდან გამოასახლეს კაცი, რომელიც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა

ესპანეთში, ცხოველების დამცველებმა სახლიდან გამოასახლეს კაცი, სადაც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა. ამის შესახებ The Guardian წერს. გამოცემის ცნობით, ისტორია 3 წლის წინ დაიწყო. კაცის სახლის ფართობი 100 კვ/მეტრია, მან სახლში კატების წყვილი მოიყვანა, რომელიც გამრავლდა. თავიდან ცხოველთა უფლებების დამცველები კატების რაოდენობას ვერ ითვლიდნენ. მათი გათვლებით, სახლში 90 კატა ცხოვრობდა.

კრიშტიანო რონალდუ

22 სექტემბერი 2020, 00:02

სპორტი

„სპორტინგის“ საფეხბურთო აკადემია კრიშტიანო რონალდუს სახელობის იქნება

ლისაბონის „სპორტინგმა“ თავის საფეხბურთო აკადემიას კრიშტიანო რონალდუს პატივსაცემად სახელი გადაარქვა. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ამიერიდნ ის სწორედ რონალდუს სახელობის იქნება.

მაია ბუწაშვილი

21 სექტემბერი 2020, 23:54

COVID19

მაია ბუწაშვილი: ადამიანები უნდა დავარწმუნოთ, რომ საარჩევნო პროცესი უსაფრთხოდ ჩაივლის

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე რამდენიმემ ქვეყანამ არჩევნები ჩაატარა და ყველა ქვეყანა ერთხმად ამბობს, რომ ამომრჩევლის აქტივობა წელს არის ძალიან დაბალი, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2020, 23:48

მსოფლიო

მაიკ პომპეო: აშშ-ს კოალიციის შექმნა სურს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება არ დაუშვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს კოალიციის შექმნა სურს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება არ დაუშვას. ამის შესახებ მაიკ პომპეომ გერმანული გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

21 სექტემბერი 2020, 23:30

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილი: მოსახლეობის ჩართულობა საშუალებას გვაძლევს, სწორად განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები

„მოსახლეობის ჩართულობა საშუალებას გვაძლევს, სწორად განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები“, - ამის შესახებ გორსა და კასპში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ტყვიავის, ქერეს, ქვეშისა და ქვემო არცევის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა. გიორგი ხოჯევანიშვილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და თავის მხრივ, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2020, 23:03

მსოფლიო

მაიკ პომპეო: არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ აშშ ნავალნის საქმეზე სათანადო რეაგირებას არ მოახდენს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და აშშ ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გერმანული გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრე მოწერელია

21 სექტემბერი 2020, 22:45

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, ლესიჭინეს, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღას მოსახლეობას შეხვდა.

დავით მათიკაშვილი

21 სექტემბერი 2020, 22:40

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციური ერთობა ჩავარდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ „ოპოზიციური ერთობა ჩავარდებოდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალებოდა. მისი თქმით, „11%-იანი რეიტინგის მქონე ნახევრად პოლიტიკურ-კრიმინალური ძალა ერთპარტიულად ვერ დააკომპლექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ეს პოლიტიკით დაინტერესებულმა მოზარდმაც ძალიან კარგად იცის“.

21 სექტემბერი 2020, 22:33

ეკონომიკა

ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ტვირთების საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ ონლაინ შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, რიზა თუნათურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

21 სექტემბერი 2020, 22:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი წავიდა ვა-ბანკზე, მიდის საბოლოო პოლიტიკურ შეტევაზე და მის გარშემო მოკავშირეები არ სჭირდება

„მიხეილ სააკაშვილი დიდ შეცდომას უშვებს, როცა ჰგონია, რომ მისი ავტორიტეტი კვლავ ვიღავისთვის რაღაცას წარმოადგენს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთლიანად გამოიყენეს მთელი კოალიციური სპექტრი და ახლა სააკაშვილის აღარ აწყობს თავისი ამბიციებიდან გამომდინარე.

21 სექტემბერი 2020, 22:16

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს 68 ადამიანი ემსხვერპლა.

დავით გუმბერიძე

21 სექტემბერი 2020, 22:10

სამართალი

პროკურორი: მიხეილ რამიშვილის ტელეფონი მისი თანხმობით დაილუქა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ადვოკატის მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის შესახებ, პროკურორმა დავით გუმბერიძემ განმარტება გააკეთა. „საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. რაც დაკავშირებული იყო დავით ფურცხვანიძესთან, მასთან კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციასა და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განუცხადა.

ალექსანდრე გოგინავა

21 სექტემბერი 2020, 22:01

COVID19

ინფექციონისტი: მდგომარეობა საყურადღებოა

ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას კიდევ ერთხელ სთხოვს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა გაეროს მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიო ლიდერებს მიმართა

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გაეროს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისა და საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა გლობალური ცვლილებების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმების მოძებნის საჭიროებაზე, ჯანდაცვის, კლიმატისა და ინკლუზიური თანაცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე და ასევე, კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში განათლებული მოქალაქეების როლზე.

21 სექტემბერი 2020, 21:40

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 53 ადამიანი გარდაიცვალა.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:40

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა

„საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია“, - ამის შესახებ გაეროს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი.