01 სექტემბერი 2020, 17:37 / სანდო წყარო

„პატრიოტთა ალიანსმა“ ქუთაისში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნო შეხვედრა ქუთაისში გამართა. ლიდერები ახალგაზრდებს ბაგრატის ტაძრის ეზოში შეხვდნენ, საარჩევნო პროგრამა გააცნეს და პარტიის ხედვებზე ისაუბრეს.

„ჩვენ ვიცით გასაღები სოხუმისა და ცხინვალის, ამიტომ, ჩვენ უნდა დაგვიჭიროთ მხარი. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ აჭარა თურქებისგან. რატომ ვართ ამ ეზოში? დაიცავით დედა ეკლესია და დაიცავით პატრიარქი, რომელსაც ებრძვის მთელი ქვეყანა. ღიად ებრძვიან ვითომ მეუფე პეტრეები, სააკაშვილები. 110 სკამია აქ და 400 კაცი ფეხზე დგას ჩვენს შეხვედრაზე”, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა ახალგაზრდებთან მიმართვისას.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

ივანე მაჭავარიანი

18 სექტემბერი 2020, 17:22

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ADB-ის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში, არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში, არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ADB-ის მმართველთა ბიზნესსესიის დასრულების შემდეგ.

18 სექტემბერი 2020, 17:20

რეგიონი

ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსებისთვის, რუსთავში ავტოსადგომი შენდება

ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსებისთვის, რუსთავში ავტოსადგომი შენდება. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 057 473 ლარით, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 218 ლარით დაფინანსდა.

ჯულიან ასანჟი

18 სექტემბერი 2020, 17:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ჯულიან ასანჟის შეწყალების პირობა დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შეიწყალოს, თუ ის დაასახელებს წყაროს, რომლისგანაც 2016 წელს დემოკრატიული პარტიის სერვერებიდან წერილების ასლები მიიღო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ასანჟის ადვოკატმა, ჯენიფერ რობინსონმა განუცხადა.

ამირან გამყერლიძე

18 სექტემბერი 2020, 17:18

COVID19

ამირან გამყრელიძე: კრიტიკული 13 პაციენტიდან 5 ინტუბირებულია, მათგან 4 აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი

თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, მთლიანობაში, კოვიდ-დადებითები, ვინც დღეს მკურნალობას გადის საავადმყოფოებსა თუ საკარანტინო სივრეცებში, ძირითადად სჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა. ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

18 სექტემბერი 2020, 17:12

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა შეიძლება და რისი არა

„პარლამენტში ამ ოპოზიციის ხელში ძალიან ბევრი შეუსაბამო და უზრდელური გამოთქმა ისმის, მაგრამ ზოგიერთებისგან წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე. არა მგონია, მათ ან კოვიდ პანდემია აინტერესებდეთ, ან ქვეყნის ეკონომიკა, ან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საზოგადოებაც ხედავს ამას “, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ.

18 სექტემბერი 2020, 17:08

რეგიონი

ფოთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ფოთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2020, 17:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევისას კენჭისყრა ღია იქნება, საბჭოს წევრებს ეცოდინებათ, თუ ვინ ვის რა ქულა მისცა

„კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა იყო საელჩოების წარმომადგენლებთან, კონკრეტული პუნქტები დეტალებში გავიარეთ, რომელიც არის კანონპროექტში ასახული და გარკვეული რეგულაციები დამატებით დაზუსტდება, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას. იყო სამი ძირითადი რეკომენდაცია, სამივე ასახულია“.

18 სექტემბერი 2020, 16:58

COVID19

კორონავირუსისის შემთხვევათა მატების გამო, შესაძლოა, ბრიტანეთში შეზღუდვები მეორედ დაწესდეს

დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა, შეზღუდვები განმეორებით დაწესდეს. მიზეზი კოვიდინფიცირების შემთხვევაშა მკვეთრი მატებაა. სექტემბრის პირველი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების გამოვლენის დღიურმა მაჩვენებელმა 6 ათასს მიაღწია, რაც, თითქმის აღემატება იქამდე დაფიქსირებული შემთხვევების დღიურ მაჩვენებელს.

მამუკა მდინარაძე

18 სექტემბერი 2020, 16:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია საქმით და შედეგებით, ცოცხალი თავით არ ასცდა ჩრდილოეთს

სულ გვარწმუნებდნენ, ჩვენი მიმართულება დასავლეთიაო, მაგრამ საქმით და შედეგებით ცოცხალი თავით არ ასცდნენ ჩრდილოეთს, - ამას მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში, ოპოზიციიური პარტიების შესახებ წერს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აზრით, ოპონენტების საარჩევნო სლოგანები და მესიჯბოქსები ჩრდილოეთის გავლენებით არის ინსპირირებული. „კომპასზე ბოკერიას პარტიის გარდა ნაცებიც ალაპარაკდნენ.. მაინც რას შვება ქვეცნობიერი - როგორც არ უნდა ატრიალო, კომპასის ერთი ისარი ყოველთვის ჩრდილოეთისკენ არის მიმართული... სულ გვარწმუნებდნენ, ჩვენი მიმართულება დასავლეთიაო, მაგრამ საქმით და შედეგებით ცოცხალი თავით არ ასცდნენ ჩრდილოეთს. ვინ ურჩიათ, ან სლოგანი, ან მესიჯბოქსი“, - წერს მამუკა მდინარაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი

18 სექტემბერი 2020, 16:46

პოლიტიკა

დიმიტრი ცქიტიშვილი: საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის ბოლო ვერსია, გარკვეულწილად დაუახლოვდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის ბოლო ვერსია, გარკვეულწილად დაუახლოვდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: კენჭისყრის ღიაობასა და გასაჩივრების უფლებას, თუმცა მაინც არის ზოგადად პროცესის არასაჯაროობა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის შეფასებისას გააკეთა.

18 სექტემბერი 2020, 16:45

პოლიტიკა

რა წესები უნდა დაიცვან ამომრჩევლებმა არჩევნების დღეს. ცესკოს ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი

დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა უნდა იმოქმედონ.

18 სექტემბერი 2020, 16:38

რეგიონი

სოფელ ხოვლეში ახალი 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა

სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მეორე კორპუსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდა. მშენებლობისას გამოყენებული იქნა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა. პროექტის ღირებულება 3,530,000 ლარია.

რომან კაკულია

18 სექტემბერი 2020, 16:34

პოლიტიკა

რომან კაკულია საპარლამენტო ოპოზიციაზე: რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყანაში

„ეს შემოთავაზებები, რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს, რომ ეკონომიკასთან მიმართებაში ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყნაში. ისინი, დღესაც, ამ გამოსვლებით გვეუბნებიან, რომ ახლა რატომ არ ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტიო. აი ეს იყო მაგათი გამოსვლა, რასაც ჩვენ ვხედავდით“.

არჩილ თალაკვაძე

18 სექტემბერი 2020, 16:33

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას და ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის, თუმცა, როგორც ხედავთ, მათ კინკლაობაც ვერ შეძლეს

დღეს ჩვენ მოვისმინეთ როგორ მუშაობს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო. ასევე, ცხადია კოვიდ პანდემიის მართვის პერიოდში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ ყოფილა მიღებული, ზუსტად ვიცით, რა იყო საჭირო, გავაკეთეთ სწრაფი რეაგირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, როგორც კი პანდემია დაიწყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოუსმინეს.

რატი იონათამიშვილი

18 სექტემბერი 2020, 16:28

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როგორც ოპოზიცია გაიქცა დღეს სხდომათა დარბაზიდან, ისე გაუშვებს მათ ქართველი ხალხი პოლიტიკიდან

როგორც ოპოზიცია გაიქცა დღეს სხდომათა დარბაზიდან, ისე გაუშვებს მათ ქართველი ხალხი პოლიტიკიდან, - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობდა. იონათამიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე ისაუბრა და მათი გამოსვლები პარადოქსად შეაფასა.

გია აბაშიძე

18 სექტემბერი 2020, 16:23

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რაც უფრო ახლოვდება 31 ოქტომბერი, სიშლეგე და გადაფსიხება დაუფარავად ეტყობათ რეიტინგდაცემულ „ნაციონალებსა“ და მის განშტოებებს

წყევლა-კრულვა, გინება, დაგინება - საპარლამენტო „ნაცოპოზიციის“ რეაქცია მინისტრ ნათია თურნავას კვალიფიციურ და არგუმენტირებულ გამოსვლაზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გამოსვლას ეხმიანება.

წვიმა

18 სექტემბერი 2020, 16:18

რეგიონი

19 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

19 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე

18 სექტემბერი 2020, 16:13

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ნაცებმა ინტერპელაციასაც კი, როგორც დემოკრატიულ საპარლამენტო პროცედურას ფასი დაუკარგეს თავიანთი ისტერიით

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გამოსვლას ეხმიანება.

გიორგი ცუცქირიძე

18 სექტემბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

ექსპერტი: ნათია თურნავასგან ოპოზიციას იმდენად მწვავედ მოხვდა, რამაც მათ სახე მთლიანად დააკარგინა

მორიგი მასტერკლასი ოპოზიციას ნათია თურნავასაგან, ოპოზიციას იმდენად მწვავედ მოხვდა, რამაც მათ სახე მთლიანად დააკარგინა, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის გამოსვლა პარლამენტში ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ. ექსპერტის განმარტებით, თამამად უნდა ითქვას, რომ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის აბსურდულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებით, ნათია თურნავამ, ოპოზიციას ინტერპელაციის მორიგი გაკვეთილი ჩაუტარა.

18 სექტემბერი 2020, 16:07

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემები.