imedi /  02 სექტემბერი 2020, 13:54 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი: ჩვენი ჯანსაღი ამბიციაა, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიულობისა და გამჭვირვალეობის, მშვიდი გარემოს პირობებში ტარდებოდეს

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

ჩვენი ჯანსაღი ამბიცია არის რომ ყოველი მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიულობისა და გამჭვირვალეობის, მშვიდი გარემოს პირობებში ტარდებოდეს, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად, მოხდა, რომ 2024 წლიდან, სრულად პროპორციული არჩევნები ჩატარდება.

„გუშინ, ოფიციალურად გამოაცხადა და ძალაში შევიდა წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, რომ ეს პროცესი ჩავატაროთ დემოკრატიულობის, ევროპული ხარისხის მაღალი სტანდარტით, რომ საარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და გამჭირვალე მათ შორის, მოხდეს საკანონმდებლო დონეზე ყველა შესაძლო რისკების და საფრთხეების პრევენცია და შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა თუმცა, ცხადია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჩვენი გუნდი ვაცნობიერებთ, რომ ამ პასუხისმგებლობაზე ჩვენ განსაკუთრებული წვლილი გვაქვს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ სტანდარტებს მაქსიმალურად დავიცავთ. ჩვენ ყველა საკუთარ გადაწყვეტილებაში ვართ კანონზომიერნი და თანმიმდევრულები“, - განაცხადა რატი იონათამაშვილმა.

„ეს პასუხისმგებლობა პირველად „ქართულმა ოცნებამ“ აიღო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვე იქნება უცვლელი და ურყევი, იმიტომ რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულობაზე და განვითარებაზე ორიენტირებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ საგაზაფხულო სესიის მიწურულს დავამტკიცეთ. ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები და ასევე, საარჩევნო ცვლილებები, რომელსაც ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. მნიშვნელოვანი არის ის ცვლილებები, რასაც ემსახურება ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ, მოხდეს პრევენცია იმისა, რომ ვერავინ განახორციელოს ამომრჩევლის აქტიურ საარჩევნო ხმის უფლებაზე ზეგავლენა და ვერავინ გაბედოს ამ ქვეყანაში ამომრჩევლის, ჩვენი მოქალაქის დაშინება, იძულება, ან მისი ფარულობის დარღვევა. შესაბამისად, თუ ასეთი ფაქტები სადმე იქნება, ამას მოყვეს აუცილებლად პროპორციული და სამართლიანი შეფასება და რეაგირება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი შეფასებით, რადიკალური და ხელმოცარული ოპოზიცია, რომელიც დღესაც არ ესწრება საკითხის განხილვას ამით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომ მათ არ აქვთ ინტერესი, რათა ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. „თუმცა, ჩვენ არ დავუშვებთ, პოლარიზაციას და არავის მხრიდან პროვოცირებას. ამის შესაძლებლობა ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტებისთვის იქნება ნული. ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს არის ფარისევლური „პიარ“ აქცია, თვალთმაქცური საკანონმდებლო ცვლილებები, თვალებში ნაცრის შეყრის იაფფასიანი მცდელობა, პარტნიორების თვალში მართველი გუნდის იმიჯის გამოსწორება, საფრთხე, მაშინ, როდესაც ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორების შეფასებები და კომენტარები იყო საკმაოდ პოზიტიური“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მან გამოსვლისას, ჩვენი ქვეყნის მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების შეფასებები და განცხადებები გაიხსენა. „დისკუსიის დროს არა ერთხელ გამოვხატეთ სურვილი, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში გაკეთდეს ყველაფერი, რათა მუქარისა და ზეწოლის საფრთხეები ლიმიტირებული იყოს და თუ ამ კანონს შეუძლია დახმარება მაშინ ეს მისასალმებელია. ეს კანონი უნდა ამოქმედდეს მტკიცედ და მიუკერძოებლად“, - ეს არის კარლ ჰარცელის განცხადება.

„საარჩევნოდ ყველა რეფორმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ამომრჩეველთა მოსყიდვის, ამომრჩეველთა ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ყველა იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც საქართველოში არაერთხელ ვნახეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში ცხადია, იქნება წინგადადგმული დადებითი ნაბიჯი, ხოლო შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ წესების ამოქმედება“, - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადება, აღნიშნა მომხსენებელმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ჩატარებული ყველა არჩევნები გამოირჩევა დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და ხარისხით და ეს რომ ასეა, ყველაზე მეტად დამოუკიდებელი არბიტრების განცხადებებიდან ჩანს. რატი იონათამიშვილმა სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების მიერ გაკეთებული შეფასებები გაიხსენა.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებული გარემოში, სადაც ფუნდამენტური ღირებულებები დაცული იყო“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს მთავრობას და ხალხს 2017 წელს ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც იყო კარგად ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა“, - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

„27 ოქტომბერი იყო ისტორიული დღე, საქართველოს დემოკრატიისა და მისი თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

„საელჩო იზიარებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პოზიციას. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, რამაც ამომრჩეველს მისცა შესაძლებლობა გაეკეთებინა თავისუფალი არჩევანი“, - ამის შესახებ განცხადება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გააკეთა.

„ეს არის ის ისტორია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ჰქმნის „ქართული ოცნების“ გუნდი და ჩვენ ამ სტანდარტს დავიცავთ მომავალშიც. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით, რადგანაც მიღწეული არასდროს არის საკმარისი. ჩვენი ჯანსაღი ამბიცია არის რომ ყოველი მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიულობისა და გამჭვირვალეობის, მშვიდი გარემოს პირობებში ტარდებოდეს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ყველა სიახლე

20 ოქტომბერი 2020, 09:04

COVID19

ჩინეთში კორონავირუსი კიდევ 19 ადამიანს დაუდასტურდა

გარდა ამისა, ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში 24 უსიმპტომო შემთხვევა აღრიცხეს. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში სულ 85 685 ადამიანი დაინფიიცრდა, 4634 კი გარდაიცვალა. ეს სტატისტიკა უკვე 5 თვეა არ შეცვლილა.

20 ოქტომბერი 2020, 08:43

COVID19

დღეიდან ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა მხოლოდ კოვიდინფიცირებულებს მიიღებს

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო) დღეიდან მხოლოდ კოვიდდადასტურებულ პაციენტებს მიიღებს. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე აცხადებს, სტაციონარი უკვე მთლიანად დაიცალა და დილიდან ცხელების სიმპტომებით პაციენტებს არ მიიღებს.

20 ოქტომბერი 2020, 08:25

საზოგადოება

დღეს საქართველოში ამინდი გაურესდება

რუსთავში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი თბილისში, სადაც დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

20 ოქტომბერი 2020, 08:02

რეგიონი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს

წარმოდგენილი იქნება ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები. პრეზენტაცია დღეს 14.00 საათზე, რუსთავში, Construction service - ის ახალი ლითონკონსტრუქციების საწარმოში გაიმართება.

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 01:16

მსოფლიო

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ. კრიზისის ცენტრის სპიკერი, პროფესორი ვან გუხტი აცხადებს, რომ დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინის გამოცდა.

20 ოქტომბერი 2020, 01:14

COVID19

ირლანდიაში ლოკდაუნი გამოცხადდა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, ირლანდის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნი დააწესა.

20 ოქტომბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

იტალიაში სამედიცინო ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმეს

იტალიაში პოლიციამ ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ Daily Mail წერს. 40 წლის იტალიელმა შეყვარებულს რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ აკოცა, რის შემდეგაც ისინი პოლიციის ალყაში მოხვდნენ. გაირკვა რომ შეყვარებულებმა კანონი დაარღვიეს, რადგან სამედიცინო ნიღბები მოიხსნეს.

20 ოქტომბერი 2020, 00:52

კულტურა

Netflix-მა 2020 წლის ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელა

Netflix-მა 2020 წელს გამოშვებული ყველაზე პოპულარული, ორიგინალური სერიალი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია witter-ზეა ხელმისაწვდომი. ესაა რაიან მერფის პროექტი „მედდა რეტჩედი“.

20 ოქტომბერი 2020, 00:35

კულტურა

50 Cent-ი საშინელებათა ფილმების პროდიუსერი იქნება

ამერიკელი რეპერი 50 Cent-ი საშინელებათა ჟანრის სამი ფილმის პროდიუსერი იქნება. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს. ამ ფილმების რეჟისორი ელაი როტი იქნება, რომელიც ცნობილი გახდა ფილმით „სიკვდილის წყურვილი“. ასევე ბრიუს უილისის და კიანუ რივზის მონაწილეობით გადაღებული ფილმით „ვინ არის“. როტის განცხადებით, ამ გუნდის მონაწილეობით გადაიღებს ფილმს, რომლის კეთებაც ამ დრომდე ყველას ეშინოდა.

20 ოქტომბერი 2020, 00:30

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: COVID19 ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ

„ეს ვირუსი ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ, გასტრო-ენტერალური სიმპტომატიკით, უბრალოდ ფაღარათით ემართებათ, პედიატრიული შემთხვევები სულ ერთი-ორი არის აღწერილი, რომელიც ლეტალურად დამთავრდა. მაგრამ ზრდასრული პაციენტები, რომლებიც რამდენიმე კვირა რჩებიან ხელოვნურ ვენტილაციაზე და აქვთ საკმაოდ გამოხატული კოვიდ ფილტვის დაზიანება, მერე დიდ რეაბილიტაციას საჭიროებენ“, - განაცხადა ხურციძემ.

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 00:29

მსოფლიო

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა. ცენტრები დილის 08:00 საათიდან 16:00 საათამდე მუშაობს და მკაცრად გაწერილი პროტოკოლით მოქმედებს. ევროკავშირის წითელი ზონიდან დაბრუნების შემდეგ, სავალდებულო ტესტირება, კრიზისის ცენტრიდან მიღებული სპეციალური კოდი, რაც ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ ეგზავნება პირს, ან ექიმის სპეციალური მიმართვა - საველე ცენტრში კოვიდ19-ზე ტესტის ჩაბარება შესაძლებელია თუ პირი ამ სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს.

20 ოქტომბერი 2020, 00:20

COVID19

კანადაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

კანადის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.

ჟერალდ დარმანენი

20 ოქტომბერი 2020, 00:12

მსოფლიო

მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, საფრანგეთში მეჩეთი დაიხურება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, პანტენის კომუნაში მდებარე მეჩეთი დაიხურება.

კატა პერუ ნასკა

20 ოქტომბერი 2020, 00:10

კულტურა

პერუში, ნასკას პლატოზე კატის გიგანტური გამოსახულება აღმოაჩინეს

პერუს კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბუნებრივი ეროზიის გამო ნახატი განადგურების საფრთხის ქვეშ არის. სტილისტური თავისებურებებიდან გამომდინარე ის გვიანი პარაკასის პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც კატისებრთა გამოსახულებები ადგილობრივ კულტურაში ძალიან პოპულარული იყო.

ცესკო

20 ოქტომბერი 2020, 00:08

პოლიტიკა

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფებს მიმართავს, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას

საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით უზრუნველყოფს. ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

19 ოქტომბერი 2020, 23:58

ტექნოლოგიები

ნათია თურნავა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობა და 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს

„რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკურ პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის და ეს პროექტიც ძალიან მალე დაიწყება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მაია ბუწაშვილი

19 ოქტომბერი 2020, 23:40

COVID19

ინფექციონისტი: ნუ ნერვიულობთ, ბინაზე დარჩენა არ ნიშნავს პაციენტის მიტოვებას

„ოჯახის ექიმებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, დისტანციურად უნდა შეაფასონ პაციენტი და გადაწყვეტილება მიიღონ, სტაციონარში მოხვდეს თუ დარჩეს ბინაზე. ბინაზე არ ნიშნავს პაციენტის მიტოვებას, ამიტომ ნუ ინერვიულებენ. ოჯახის ექიმი უნდა იყოს კონტაქტზე, შეაფასოს და გადაწყვიტოს პაციენტის მდგომარეობა“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

19 ოქტომბერი 2020, 23:26

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 220 ათასს უახლოვდება

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 220 ათასს უახლოვდება.

ირაკლი ჩიქოვანი

19 ოქტომბერი 2020, 23:16

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი მთავარი საზრუნავი ზუგდიდის უკეთესი განვითარება, მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იქნება

,,მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს შარტავასა და შენგელიას ქუჩებზე გავმართეთ. ადგილობრივებს ჩვენი გეგმები გავაცანით, ძალიან პოზიტიური განწყობებია. ჩემი მთავარი საზრუნავი, ზუგდიდის უკეთესი განვითარება, მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იქნება“ - წერს ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

დონალდ ტრამპი

19 ოქტომბერი 2020, 23:04

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სამი კვირის წინ ამას არ ვიტყოდი, მაგრამ ახლა ვამბობ - ჩვენ გავიმარჯვებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმნა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის წევრებთან საუბრისას განაცხადა.