imedi /  02 სექტემბერი 2020, 16:08 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ღალატს ბოდიში არ შველის. მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია, ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პარტია ერთნიშნა მაჩვენებლით დაამთავრებს არჩევნებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს.

„როდესაც 8 წლის თავზე, არჩევნების წინ გახსენდება შენ უმძიმესი დანაშაულები, რომელიც ჩაიდინე და ამისთვის იხდი ბოდიშს, ამას ვერავის ვერ „აჭმევ“ და საზოგადოება არათუ გაგებით არ მოეკიდება ასეთ რამეს, არამედ სათანადო მკაცრ პასუხს გასცემს ამ ბოდიშსაც, რომელიც „მოიხადა“ მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლის წინაშე.

ბოდიში არ შველის ისეთ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და შემდეგ ევროსაბჭოში რეზოლუციის მხარდაჭერით ოკუპაციის გაფორმება. მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პარტია ერთნიშნა მაჩვენებლით დაამთავრებს არჩევნებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

27 აგვისტოს საქართველოს ექსპრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც მან ბოდიში მოიხადა და ამასთან, წინასაარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება დაანონსა.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2020, 21:08

COVID19

ჯანმო: ეფექტური ვაქცინის ფართოდ გამოყენებამდე კორონავირუსს, შესაძლოა, 2 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, ეფექტური ვაქცინის ფართოდ გამოყენებამდე კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, 2 მილიონამდე გაიზარდოს.

ივანე მაჭავარიანი

25 სექტემბერი 2020, 21:05

პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი: პრემიერ გახარიას ყველა გზავნილი მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომელთაც განუხრელად დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესში

პრემიერ გახარიას ყველა გზავნილი მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომელთაც განუხრელად დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესში - ასეთი შეფასება მისცა თავის facebook პოსტში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

იოსებ ხახალეიშვილი

25 სექტემბერი 2020, 21:00

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემს ქალაქში თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. იოსებ ხახალეიშვილმა სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში ბოლო სამი წლის განმავლობაში მერიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ეზოების რეაბილიტაციაზე, საყრდენი კედლების გასამაგრებელ სამუშაოებზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სკვერებისა და რეკრეაციული ზონების მშენებლობაზე.

შარლ მიშელი

25 სექტემბერი 2020, 20:38

მსოფლიო

შარლ მიშელი: ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევები და ალექსეი ნავალნის მოწამვლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევები და ალექსეი ნავალნის მოწამვლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

25 სექტემბერი 2020, 20:33

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც მთაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია იყო.

თამთა მეგრელიშვილი

25 სექტემბერი 2020, 20:29

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ძალიან საამაყოა ქვეყნის გამოწვევებზე ღირსეული ლიდერის დამაჯერებელი საუბარი, მან მსოფლიოსთან ჩვენი ქვეყნის მკაფიო და პრინციპული გზავნილები მიიტანა

გაეროს ასამბლეაზე კონკრეტული ქვეყნის გამოსვლა მსოფლიოსთან საუბარია. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოზე, ქართველი ხალხის სახელით ისაუბრა. ძალიან საამაყოა ქვეყნის გამოწვევებზე ღირსეული ლიდერის დამაჯერებელი საუბარი. მან მსოფლიოსთან ჩვენი ქვეყნის მკაფიო და პრინციპული გზავნილები მიიტანა, - ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვლადიმერ ბოჟაძე

25 სექტემბერი 2020, 20:27

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე ძალიან ღირსეული, პრინციპული და მკაფიო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გამოეხმაურა.

25 სექტემბერი 2020, 20:18

COVID19

კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

imedinews- ის ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ინფიცრებული ქალი წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის, მას აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ბათუმიდან კახეთში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ახლა კონტაქტების და წყაროს დადგენაზე აქტიურად მუშაობს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ისევ გრძელდება უფასო PCR ტესტირება და თერმოსკრინინგი.

25 სექტემბერი 2020, 20:13

სამართალი

ყვარელში ავტოავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

ავტოავარიის შედეგად ყვარელში 11 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი მგზავრებით თელავიდან ყვარლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როცა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოგირს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ყვარლისა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მარკ რუტე

25 სექტემბერი 2020, 20:09

COVID19

ნიდერლანდების პრემიერი:ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა შემაშფოთებელია და ახალი შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღა შემაშფოთებელია და ახალი შემზღუდავი ზომების დაწესებას მოითხოვს.

დავით გარეჯი

25 სექტემბერი 2020, 20:02

პოლიტიკა

კახა კუკავა დავით გარეჯზე: წინა ხელისუფლებამ დაიწყო რიტორიკა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი პარტნიორია და რაღაცა პატარა მონასტრის გამო ნუ გავართულებთ საქმეს

დავით გარეჯთან დაკავშირებით, უკვე მეხუთე წელია საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გვეუბნება, რომ კარტოგრაფიული დეტალებია დასაზუსტებელი. გაუგებარია რა კარტოგრაფიული დეტალებია დასაზუსტებელი, დაახლოებით ამ სტუდიის ხელა ადგილია სადაც ახლა ვიმყოფებით, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.

ვლადიმერ კონსტანტინიდი

25 სექტემბერი 2020, 19:42

პოლიტიკა

ვლადიმერ კონსტანტინიდი ონლაინ ფორმატში გერმანიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

25 სექტემბერი 2020, 19:42

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 4 122 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 122 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 114 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

25 სექტემბერი 2020, 19:37

პოლიტიკა

გიორგი გახარია: სამწუხაროდ გაერო-ს შექმნიდან 75 წლისთავზე ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაეროს ქარტიით განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები ყოველდღიურად ირღვევა

სამწუხაროდ გაერო-ს შექმნიდან 75 წლისთავზე ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაეროს ქარტიით განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები ყოველდღიურად ირღვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემიამ ნათლად აჩვენა, რომ საერთო განსაცდელის წინაშე ყველა უნდა გაერთიანდეს და გამოყენებული უნდა იყოს თითოეული სახელმწიფოს უნიკალური შესაძლებლობები.

25 სექტემბერი 2020, 19:36

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 874 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 874 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

გიორგი გახარია

25 სექტემბერი 2020, 19:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან

საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

25 სექტემბერი 2020, 19:28

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 912 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 912 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.

25 სექტემბერი 2020, 19:22

COVID19

ჩეხეთში საჯარო შეკრებებზე შეზღუდვები გამკაცრდება

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყანაში საჯარო შეკრებებზე შეზღუდვები გამკაცრდება.

25 სექტემბერი 2020, 19:21

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ

დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

25 სექტემბერი 2020, 19:19

პოლიტიკა

გიორგი გახარია: დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა.