http://imedi.ge/ /  04 სექტემბერი 2020, 08:33 / სანდო წყარო

ადამ კინზინგერი შეშფოთებას გამოთქვამს დეზინფორმაციის გამო, თითქოს აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება

ადამ კინზინგერი

ადამ კინზინგერი

მზარდ შეშფოთებას გამოვხატავ ზოგიერთების მიერ გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციის გამო, რომელიც ამტკიცებს, რომ აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი Twitter-ში წერს.

„აშკარაა, რომ ეს განცხადება სისულელეა. თურქეთი საქართველოს და აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. თუმცა, მე შეშფოთებული ვარ, რომ თავისი არსით, ეს განცახდება არის რუსეთის მხრიდან მცდელობა, თავიდან აირიდოს საქართველოს ტერიტორიის მესამედის უკანონოდ ოკუპაციის ბრალდება და ეფექტიანი როლი შეასრულოს საქართველოში მოახლოებულ მნიშვნელოვან არჩევნებში.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, იყვნენ გამჭვირვალე ნებისმიერ უცხოელ ფინანსურ მხარდამჭერთან დაკავშირებით და თავი შეიკავონ წამქეზებელი და საშიში რიტორიკისგან. მსოფლიო ადევნებს თვალს საქართველოს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დემოკრატიისკენ და ვიმედოვნებ, რომ მათი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მხოლოდ ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას“, - წერს ადამ კინზინგერი.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 20:55

სამართალი

შსს-მ თამაზ მეჭიაურის მძღოლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 1997 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა გ.ხ.-ს დედისა და სხვა მოწმეთა გამოკითხვები. პოლიცია განაგრძობს ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც შესაძლოა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდეს“ - აცხადებენ უწყებაში.

18 სექტემბერი 2020, 20:50

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ბელარუსის ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ბელარუსის ხელისუფლებას ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოსთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

18 სექტემბერი 2020, 20:49

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატები წარუდგინა

ქუთაისში, მმართველმა პარტიამ მოსახლეობას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

18 სექტემბერი 2020, 20:40

COVID19

კლინიკა „ბომონდში“ ერთი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში” 66 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. პაციენტებს შორის 14 ბავშვი, 4 ორსულია. სტაციონარში მოთავსებულ პირებს შორისაა ქუთაისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დასაქმებული რამდენიმე პირი.

კახა კალაძე

18 სექტემბერი 2020, 20:40

რეგიონი

კახა კალაძე: ქუთაისი საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული დედაქალაქის ისტორიულ ფუნქციას დაიბრუნებს

ქუთაისში თავმოყრილნი იქნებიან საუკეთესო ახალგაზრდები მთელი ქვეყნიდან და აქ განათლებამიღებული ახალგაზრდები სხვა სიმაღლეზე აიყვანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში ​ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ალეხანდრო ხიამატეი

18 სექტემბერი 2020, 20:25

COVID19

გვატემალის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გვატემალის პრეზიდენტს, ალეხანდრო ხიამატეის კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი გახარია

18 სექტემბერი 2020, 20:21

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ არ გვინდა წარსულზე საუბარი, რადგან არავის ვეჯიბრებით და ვედრებით

ჩვენ არ გვინდა საუბარი წარსულზე, რადგან არავის ვეჯიბრებით და ვედრებით. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გვაქვს ძალიან ბევრი და ამას წყნარად, მშვიდად ვაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისში, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 20:14

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 907 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 907 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.

18 სექტემბერი 2020, 20:13

COVID19

გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ოთხივე შემთხვევა ოზურგეთს უკავშირდება.

18 სექტემბერი 2020, 20:08

COVID19

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 322 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 322 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 8 მაისიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

18 სექტემბერი 2020, 20:01

სპორტი

რაგბის კავშირი: 16 სექტემბერს მომხდარი ფაქტი სრულიად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს

საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა განცხადება, სადაც 16 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებასა და ნაკრების 8 ერში ჩართვის საკითხებზეა ლაპარაკი.

18 სექტემბერი 2020, 20:00

COVID19

აშშ კანადასა და მექსიკასთან საზღვარს 21 ოქტომბრამდე არ გახსნის

აშშ კანადასა და მექსიკასთან საზღვარს 21 ოქტომბრამდე არ გახსნის. ამის შესახებ აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის კომისარმა, მარკ მორგანმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 19:49

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის წინ მოშიმშილე მშობლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები მოისმინა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პატიმრების მშობლების მიერ დაყენებულ საკითხს პარლამენტი ყურადღებით ეკიდება და პატიმართა ოჯახებზე ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს.

მიკა

18 სექტემბერი 2020, 19:49

კულტურა

ლიბანში დაბადებული მომღერალი მიკა ბეირუთის აფეთქებისას დაზარალებულთა დასახმარებლად ონლაინკონცერტს გამართავს

37 წლის ცნობილი მომღერალი, მიკა, რომელიც 1983 წელს ბეირუთის დედაქალაქშია დაბადებული, აფეთქებისას დაზარალებულთა დასახმარებლად, ონლაინკონცერტს გამართავს. პირდაპირ ეთერში მექსიკელი მსახიობი, სელმა ჰაიეკი და ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგიც ჩაერთვებიან.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2020, 19:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენის გამარჯვება ბრბოს, მეამბოხეებისა და ანარქისტების გამარჯვებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის გამარჯვება იქნება.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 19:28

COVID19

პრეზიდენტი: საქართველომ პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა

„კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება განსხვავდება გლობალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე, თუმცა დღეს, როგორც არასდროს, სტაბილური პროგრესის მისაღწევად, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება შეუძლია“.

18 სექტემბერი 2020, 19:25

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ნიცაში პარკებსა და პლაჟებზე ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქალაქ ნიცაში პარკებში და პლაჟებზე ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 19:23

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლარი დასტაბილურდეს

ხმაური და ისტერია, რომელიც ჩვენს ოპონენტებს აქვთ ატეხილი არ ეხმარება ლარის კურსის პრობლემის დაძლევას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 19:09

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი გაეროს ონლაინღონისძიებას „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები - 2020“ დაესწრო

წელს, როცა გაეროს 75 წელი შეუსრულდა, მსოფლიო უპრეცედენტო საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. პანდემია მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე აისახა, რამაც სირთულეები გამოიწვია ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში და განსაკუთრებით შეეხო ყველაზე მოწყვლად და მაღალი რისკის ჯგუფებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ონლაინღონისძიებაზე, „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები - 2020“-ზე სიტყვით წარდგენისას განაცხადა.