04 სექტემბერი 2020, 11:29 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი რეზოლუცია, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, არ ჩაგვიგდია

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ სიახლე დავამკვიდრეთ გენერალური ასამბლეის ფორმატის ფარგლებში და რეზოლუცია თანასპონსორობისთვის გავხსენით. შარშან, მაშინ, როცა პირველად გავხსენით რეზოლუცია თანასპონსორობისთვის, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 45-მა ქვეყანამ. წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა თანასპონსორთა რაოდენობა 54-მა ქვეყანამ უკვე დაუჭირა მხარი რეზოლუციას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ეს 54 ქვეყანა საქართველოსთან ერთად ხდება ამ რეზოლუციის თანაავტორი. ამ რეზოლუციაში უაღრესად მნიშვნელოვანი თეზისებია განვითარებული. ის მხარს უჭერს არა მხოლოდ იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობოდ დაბრუნებას, არამედ - მათი ძირითადი უფლებების იმპლემენტაციას. რეზოლუციას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პრაქტიკული განზომილებაც. კერძოდ, გენერალური მდივანი ვალდებულია, ყოველწლიურად წარმოადგინოს ანგარიში ამ რეზოლუციის შესრულებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი რეზოლუცია, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, არ ჩაგვიგდია. ჩვენმა დიპლომატებმა შეუძლებელი შეძლეს და მაქსიმალურად იყო გამოყენებული ყველა შესაძლო მექანიზმი, მათ შორის, კომენიკაცია პარტნიორებთან, ასევე სატელეფონო ზარები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მე მქონდა სატელეფონო საუბარი თითქმის ყველა იმ კოლეგასთან, ვინც ჩართულია ამ რეზოლუციის თანასპონასპორობის მიმართულებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2020, 20:21

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 3 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 241 ადამიანი გარდაიცვალა.

22 სექტემბერი 2020, 20:15

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთ​ში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსზე ტესტირება 198 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 100 პაციენტი მკურნალობს. მათგან 98-ს ვირუსი დადასტურებული აქვს.

22 სექტემბერი 2020, 20:15

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 926 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 926 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 7 მაისიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

22 სექტემბერი 2020, 20:09

COVID19

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 ადამიანი გარდაიცვალა.

შარლ მიშელი

22 სექტემბერი 2020, 20:03

COVID19

ევროკავშირის სამიტი გადაიდო

ევროკავშირის სამიტი, რომელიც 24-25 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მას შემდეგ გადაიდო, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა.

22 სექტემბერი 2020, 19:54

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 6 861 211 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 200 005 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მარინა ენდელაძე

22 სექტემბერი 2020, 19:49

COVID19

მარინა ენდელაძე: ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა „მაესტროს“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, სულ კლინიკაში 34 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. „კლინიკაში ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ერთი გახლავთ კრიტიკული, ძალიან მძიმეა, რომელსაც აქვს მძიმე, თანმხლები, ფონური დაავადებები. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

სამეფო კარის თამაშები დროგონი

22 სექტემბერი 2020, 19:45

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ სიქველი ეკრანებზე 2022 წელს გამოვა

ახალი სერიალი ჯორჯ მარტინის წიგნზე „ცეცხლი და სისხლი“ იქნება დაფუძნებული, რომელიც 2018 წელს გამოვიდა. მასში ტარგარიენების დინასტიის ისტორიაა მოთხრობილი. შოუ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე - სამოქალაქო ომზე გააკეთებს აქცენტს, რომელიც ვესტეროში „თამაშების“ მოვლენებამდე 300 წლით ადრე მოხდა და „დრაკონების ცეკვის“ სახელწოდებით არის ცნობილი.

22 სექტემბერი 2020, 19:43

მსოფლიო

პანდემიის გამო, ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართება

კორონავირუსის პანდემიის გამო, ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ ნობელის ფონდში განაცხადეს.

22 სექტემბერი 2020, 19:38

რეგიონი

კახეთში უკვე 133 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია, ყურძნის შესყიდვის პროცესში ყოველდღიურად 80-მდე დიდი თუ მცირე საწარმოა ჩართული, დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 13 ათას ტონამდე. 22 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 133 ათასი ტონა ყურძენი: 100 ათასი ტონა რქაწითელი, 27 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, ხოლო დანარჩენი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

აჭარის ტელევიზია

22 სექტემბერი 2020, 19:36

COVID19

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე

22 სექტემბერი 2020, 19:12

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში სიტუაცია პრაქტიკულად სრულად ექვემდებარება კონტროლს, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს

აჭარაში ეპიდსიტუაციის დამძიმება მოსალოდნელი იყო, რადგან ზაფხულში უამრავი ადამიანის კონცენტრირება მოხდა, მათ შორის შიდა ტურიზმიდან გამომდინარე. ამავე დროს, სარიტუალო ღონისძიებები იმართებოდა, რომელთან მიმართებაშიც ყოველთვის ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად მკაცრები ვყოფილიყავით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ სიტუაციის სტაბილიზაცია და ეპიდვითარების ლოკალიზება მხოლოდ ერთიანობით.

ანტონიუ გუტერეში

22 სექტემბერი 2020, 19:12

COVID19

გაეროს გენმდივანი: კორონავირუსის პანდემია აპოკალიფსის მეხუთე მხედარია

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კორონავირუსის პანდემიას აპოკალიფსის მეხუთე მხედარი უწოდა. ამის შესახებ მან ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნაზე განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

22 სექტემბერი 2020, 19:04

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, დიდი სიფრთხილე გვმართებს

უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რადგან მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და არ იკლებს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, რომ ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.

უილი უოლში

22 სექტემბერი 2020, 19:00

ეკონომიკა

IAG-ის ყოფილი ხელმძღვანელი: მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრია ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო

საავაიაციო ინდუქსტრია ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც კორონავირუსის პანდემიამდე იყო, - აცხადებს საერთაშორისო ბრიტანული ავიაკომპანიის IAG-ის (International Airlines Group) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, უილი უოლში.

22 სექტემბერი 2020, 18:59

მსოფლიო

იტალიაში მოსახლეობამ რეფერენდუმით პარლამენტის შემცირებას დაუჭირა მხარი

იტალიაში მოსახლეობამ რეფერენდუმით პარლამენტის თითქმის მესამედით შემცირებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ВВС წერს. გამოცემის ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეების 70%-მა პარლამენტში დეპუტატების შემცირებას მისცა ხმა. თითქმის ყველა ბიულეტენი დათვლილია.

ანტონიუ გუტერეში

22 სექტემბერი 2020, 18:57

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში: მსოფლიომ ახალი ცივი ომი თავიდან უნდა აიცილოს

„პანდემია უპრეცედენტო კრიზისია. მაგრამ მსგავს კრიზის ჩვენ სხვადასხვა ფორმით ისევ და ისევ ვიხილავთ. COVID-19 კოსტიუმირებული რეპეტიციაა იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც მსოფლიოს დადგება“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

22 სექტემბერი 2020, 18:51

COVID19

გასული კვირის განმავლობაში ნიდერლანდებში კორონავირუსის 13 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის 13 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

22 სექტემბერი 2020, 18:40

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ ვოლტერსს ნატოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე.

მარინა ეზუგბაია

22 სექტემბერი 2020, 18:32

COVID19

მარინა ეზუგბაია: დავიცვათ რეგულაციები, რომ არსებული სიტუაციის მართვა შევძლოთ

„აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები. არსებული სიტუაცია რომ შევინარჩუნოთ და მივიღოთ სტაბილიზაცია, ანუ ლოკალიზაციისკენ წავიდეთ და ლიკვიდაცია მოხდეს ამ რეგიონში COVID-19-ის, მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ არის საკმარისი მარტო ვერტიკალის მუშაობა (ეს არის სახელმწიფო, ჯანდაცვა და სამედიცინო სექტორი), აუცილებელია მოქალაქეების თანადგომა. გავითავისოთ ყველამ, დავიცვათ რეგულაციები, რათა რაღაცნაირად შევინარჩუნოთ არსებული სიტუაცია, კიდევ არ გაღრმავდეს, რომ არსებული სიტუაციის მართვა შევძლოთ“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.