imedi /  04 სექტემბერი 2020, 18:55 / სანდო წყარო

ბადრი ჯაფარიძე: მთელი პერიოდის განმავლობაში განვახორციელებთ მონიტორინგს და არჩევნების დღეს გავაკონტროლებთ სიტუაციას

ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძე

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) განცხადებას იმის შესახებ, რომ ის საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის, „ლელოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე გამოეხმაურა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად, პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება აუცილებელია.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ NDI-მ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პანდემიით შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე. თუმცა, კონტაქტი აქვთ ეუთო/ოდირთან, რომ რაც შეიძლება მეტი რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში მონიტორინგის განსახორციელებლად.

„ჩვენ უნდა აღკვეთოთ ყველა დარღვევა და ხელისუფლებას არ მივცეთ ხმების მოპარვის შესაძლებლობა. ფაქტია, რომ უნდა ვიყოთ მობილიზებულები. ამისთვის აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მაქსიმალური რაოდენობის დამკვირვებლების ჩამოსვლა. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, გავუწევთ მონიტორინგს ამ პროცესს. მალე შეიქმნება იმ ტიპის შეთანხმება, რომელიც ხმების დაცვას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების ცდუნება ექნება, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით წინასაარჩევნო პროცესს. მთელი პერიოდის განმავლობაში განვახორციელებთ მონიტორინგს და არჩევნების დღეს გავაკონტროლებთ სიტუაციას. ადამ კიზინგერის განცხადება ადასტურებს იმას, რომ როდესაც საუბარი არ არის საფრთხეზე თურქეთის მხრიდან, ეს ემსახურება ერთ მიზანს - მოხდეს ყურადღების გადატანა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემებიდან. ცხადია, ეს არის რუსი პოლიტიკოსების ინტერესებში, რომ არარსებულ საფრთხეზე ისაუბრონ,“-აცხადებს ჯაფარიძე.

„ლელოს“ გენერალური მდივნის თქმით, ფოკუსი უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღიურად ხდება იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების შელახვა. „ამიტომ ჩვენ საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიწყოთ დეოკუპაციის პროცესი,“- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2020, 13:52

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი - ეს არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე

„ქართული ოცნება“ უახლეს ისტორიაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა და გაატარა ისეთი დემოკრატიული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც რეალური ძალაუფლება, კონტროლი სახელმწიფო მმართველობაზე დაუბრუნდა ხალხს და სწორედ ამიტომ არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

21 სექტემბერი 2020, 13:51

COVID19

თბილისში შესაძლოა საველე კარვები განთავსდეს

დედაქალაქში, შესაძლოა, მოქალაქეთა კორონავირუსზე ტესტირების მიზნით, საველე კარვები განთავსდეს. როგორც „იმედინიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განუცხადეს, გეგმა ჯერჯერობით დაზუსტებული არაა და საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს, შეძლებენ თუ არა თბილისში მოქალაქეები საველე კარვებში ტესტირების გავლას.

21 სექტემბერი 2020, 13:50

კულტურა

სტუდენტური კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა 2020“ დაიწყო

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი კიდევ უფრო ფართოვდება და სთავაზობს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსში.

გიორგი გახარია

21 სექტემბერი 2020, 13:45

რეგიონი

გიორგი გახარია ჭიათურაში: ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის მხარდაჭერასა და შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვას შორის ბალანსია საჭირო

„უნდა ვიზრუნოთ სისტემურ ინფრასტრუქტურაზე - რა თქმა უნდა გზები, წყალმომარაგება. ასე თუ ისე ჭიათურის ქალაქის წყალმომარაგება დღეს 24-საათიანი არის, დარჩენილია რამდენიმე უბანი, კორპუსი, რომლებიც მოგვარდება რა თქმა უნდა უახლოეს პერიოდში, თუმცა მოუგვარებელი რჩება სოფლების წყალმომარაგება და ესეც მისახედია, - განაცხადა პრემიერმა.

21 სექტემბერი 2020, 13:39

საზოგადოება

25 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჟოზეპ ბორელი

21 სექტემბერი 2020, 13:38

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს - ბელარუსის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გადახედვას განვიხილავთ

თორნიკე რიჟვაძე

21 სექტემბერი 2020, 13:32

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: პირადად ვეცნობი ყველა პაციენტის მდგომარეობას, ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაჯამა.

კადრი სერიალიდან „ვანდავიჟენი“

21 სექტემბერი 2020, 13:25

კულტურა

Marvel-მა სერიალ „ვანდავიჟენის“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

სერიალი Marvel-ის კომიქსებზეა დაფუძნებული ალისფერი ჯადოქრისა და ვიჟენის შესახებ. სიუჟეტი ფილმის „შურისმაძიებლები: ფინალი“ შემდეგ განვითარდება. სერიალი ასევე „დოქტორ სტრენჯის“ სიქველთან იქნება დაკავშირებული, რომლის პრემიერაც 2021 წელს შედგება.

21 სექტემბერი 2020, 13:20

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 363 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 16 389 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 363 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 544 629 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 136 895 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან რატიანი

21 სექტემბერი 2020, 13:19

COVID19

ლევან რატიანი: ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, არ გვყავდეს მძიმე პაციენტები

ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ქვეყანაში არ გვყავდეს მძიმე პაციენტები - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკული და მძიმე პაციენტი, როგორც ვიცი, რამდენიმეა.

21 სექტემბერი 2020, 13:16

მსოფლიო

იტალიაში საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის შემცირების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს

იტალიაში საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის შემცირების შესახებ რეფერენდუმი ტარდება.

პაატა კვიჟინაძე

21 სექტემბერი 2020, 13:15

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: ხარაგაულს სწრაფი განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

„გავიხსენოთ წინა წლები და მიხვდებით, ახლა რა კეთდება. დღეს „ქართულ ოცნებას“ ალეტერნატივა არ ჰყავს . ეს ბოლო წლებში გაკეთებულმა საქმეებმა დაამტკიცა, განსაკუთრებით კი გამოჩნდა ბოლო თვეებში, პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

21 სექტემბერი 2020, 13:13

COVID19

ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორის ერთ-ერთი, მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტებს უტარებდა. ინფიცირებულთა შორისაა კლინიკის დირექტორიც. ინფიცირების წყარო ცნობილია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ინფიცირებულთა კონტაქტები, დაახლოებით 10 პირი თვითიზოლაციაშია.

ნინო ნიჟარაძე

21 სექტემბერი 2020, 12:51

COVID19

ნინო ნიჟარაძე: ამ ეტაპზე, საწოლები საკმარისია - აჭარაში 600 საწოლია მობილიზებული

„დილის მდგომარეობით, 510 პაციენტი გვყავს. შესაბამისად, საწოლის ბრუნვა არის დაჩქარებული, ჩვენი საკარანტინო ზონების დახმარებით, ანუ თუ საჭირო გახდა, მოხდება დამატებითი საწოლები მობილიზება, მაგრამ შემთხვევათა ნაწილი არის ბინაზე მართვადი. სავარაუდოდ, მოხდება ბინაზე მართვის პროტოკოლის ამუშავება“.

 კორონავირუსი მსოფლიო

21 სექტემბერი 2020, 12:45

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (6 805 630). მეორე ადგილზე ინდოეთია (5 487 580), ხოლო მესამეზე ბრაზილია (4 544 629).

თორნიკე ოქრიაშვილი

21 სექტემბერი 2020, 12:37

სპორტი

თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი კვიპროსის ჩემპიონატის ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიტანა

გათამაშების მეოთხე ტურში „ანორთოსისი“ „აპოლონთან“ შეხვედრის მე-13 წუთზე სწორედ ოქრიაშვილმა დააწინაურა, თუმცა ქეცბაიას მომზადებულმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სამი ბურთი გაუშვა და წლევანდელ სეზონში პირველად დამარცხდა.

21 სექტემბერი 2020, 12:37

საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს მოუწოდებს, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემები სამართლიანად და ღირსების შეულახავად დაამუშაოს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ამომრჩევლებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, საარჩევნო სუბიექტებს, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის (მოქალაქეთა) ღირსების შეულახავად, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.

ნინო ნიჟარაძე

21 სექტემბერი 2020, 12:37

COVID19

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბინაზე მართვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია და ამოქმედდება მაშინ, როცა პირველადი ჯანდაცვის რგოლი ამისთვის მზად იქნება

ბინაზე მართვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია. გადახედვაშია კლინიკური ჯგუფის მიერ, ხომ არ შევა მასში რაიმე ცვლილება. ამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო წყვეტს, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი რუსეთი

21 სექტემბერი 2020, 12:34

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 71 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19 489-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 911 973 პაციენტი.

დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი

21 სექტემბერი 2020, 12:31

მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.