IMEDI /  05 სექტემბერი 2020, 22:03 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

,,ზუგდიდში არცერთი ხელისუფლების პირობებში იმდენი პროექტი არ განხორციელებულა, რა მასშტაბის სამუშაოებიც ახლა მიმდინარეობს”-აღნიშნა ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.

,,წყლისა და წყალარინების პროექტების განხორციელებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, თუმცა, წლის ბოლომდე 60 ქუჩაზე გზის საფარი სრულად განახლდება. აქვეა ძალიან ლამაზი ახალი დასასვენებელი სივრცე, ვეტერანთა ხეივანი, რომელიც ამ უბანს გასულ წელს შეემატა”-განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ირაკლი ჩიქოვანმა სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

,,ეგრისის უბანში, ისევე, როგორც ქალაქის დანარჩენ უბნებში, გასულ წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძალიან საინტერესო პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“ დანერგა, რომელიც დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებასა და მათ ჩართულობას გულისხმობს. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წელს 25 პროექტი ხორციელდება” – განაცხადა მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში, 34 კი თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

23 სექტემბერი 2020, 11:01

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა, 21 წლის ფეხბურთელმა კლუბის ბაზაზე გამრთულ წვრთნაში მიიღო მონაწილეობა. ჩაკვეტაძემ ტრავმა 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვენის რაპიდთან შეხვედრაში მიიღო. ეჭვობდნენ, რომ ჩაკვეტაძემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მისთვის სეზონი დასრულებული იქნებოდა, თუმცა გაირკვა, რომ დაზიანება გაცილებით მსუბუქი იყო და მოედანზე დასაბრუნებლად 2-3 კვირა დასჭირდებოდა.

ევროპაბეთი

23 სექტემბერი 2020, 10:59

საზოგადოება

„ევროპაბეთი“ თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა.

ინდოეთი კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 10:54

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 83 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5 646 010-მდე გაიზარდა. ვირუსს 90 020 ადამიანი ემსხვერპლა.

23 სექტემბერი 2020, 10:47

რეგიონი

რუხის საავადმყოფოს სამედიცინო აპარატი გადასცეს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000 დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა. „Philips Affinity 50“ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერაა რეკომენდირებული.

კორონავირუსი საქართველო

23 სექტემბერი 2020, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 10:43

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 227 ადამიანს დაუდასტურდა, 69 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

23 სექტემბერი 2020, 10:32

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 1,769 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 1,769 ადამიანს დაუდგინეს, 13 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 275,927 შემთხვევა გამოვლინდა, 9,409 ადამიანი კი გარდაიცვალა. გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

მიხეილ ჩხენკელი

23 სექტემბერი 2020, 10:22

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: „ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები“ ნამდვილად განსაზღვრავს კვლევისა და ინოვაციების მომავალს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და სფეროსთვის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის უზრუნველყოფას გულისხმობს.

გიორგი გახარია

23 სექტემბერი 2020, 10:17

პოლიტიკა

გიორგი გახარიასა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაური ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის თაოსნობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გეოსტრატეგიული ინტერესებისა და საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს აშშ-ის საიმედო პარტნიორსა და მთავარ მოკავშირეს შავი ზღვის ფართო რეგიონში (wider Black Sea Region).

23 სექტემბერი 2020, 10:15

COVID19

თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირება საღამოს 20:00 საათამდეა შესაძლებელი

თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩასატარებლად სპეციალური სივრცეა მოწყობილი. ადგილზე ტესტირება ვირუსის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვის მიზნით ტარდება, რისთვისაც საშუალოდ 100-მდე ადამიანის გატესტვაა საჭირო.

ვეშაპები გამორიყული ავსტრალია ტასმანია

23 სექტემბერი 2020, 10:15

მსოფლიო

ტასმანიაში ნაპირზე ვეშაპების რეკორდული რაოდენობა გამოირიყა

ეს ტასმანიაში ნაპირზე გამორიყული ვეშაპების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ცხოველები შტატის დასავლეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს. ორშაბათიდან მაშველები 250 ძუძუმწოვრის გადარჩენაზე მუშაობენ, თუმცა გუშინ კიდევ 200-ზე მეტი ვეშაპი იპოვეს, რომლებიც პირველი ჯგუფიდან ოდნავ მოშორებით არის გამორიყული. მათი უმეტესობა უკვე მოკვდა.

23 სექტემბერი 2020, 09:58

COVID19

მსოფლიოში COVID19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ პირველია

ბოლო 7 თვენახევარში COVID19-მა აშშ-ში 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სტატისტიკას ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს. აშშ კოვიდინფექციით გარდაცვლითა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მეორე ბრაზილია, სადაც ვირუსმა 137 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

23 სექტემბერი 2020, 09:40

მსოფლიო

თურქეთის მოქალაქე სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

23 სექტემბერი 2020, 09:26

COVID19

Bloomberg: შვედეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შესაძლოა კარანტინი დააწესონ

შვედეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა კარანტინი დააწესონ. ამის შესახებ Bloomberg წერს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის ადრეს ტაგნელის ინფორმაციით, ბოლო კვირას კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ყველა ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა. ყველაზე მეტი ინფიცირებული ქალაქ სტოკჰოლმში.

23 სექტემბერი 2020, 08:56

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის

„საქართველოს ეროვნული ბანკი 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის", - აცხადებს ცენტრალური ბანკი. 16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა.

მიხეილ რამიშვილი

23 სექტემბერი 2020, 08:49

სამართალი

მიხეილ რამიშვილს დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხავენ

​თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განხორციელდება მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა.

მაიკ პენსი

23 სექტემბერი 2020, 08:39

მსოფლიო

აშშ-ში ნიუ ჰემფშირის აეროპორტში მაიკ პენსის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თვითმფრინავი აშშ-ს ნიუ ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ nypost წერს. გამოცემა თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, რომ აფრენიდან მალევე თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

23 სექტემბერი 2020, 08:26

სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 19-21 ნოემბერს გაიმართება

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ჩემპიონატი 1-3 მაისის ნაცვლად თავდაპირველად 8-10 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ევროპის ძიუდოს კავშირმა ჯანდაცვის ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, კონტინენტის პირველობის თარიღი კიდევ გადაწია.

23 სექტემბერი 2020, 08:16

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იმოქმედებს თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებული იქნება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.