imedi /  07 სექტემბერი 2020, 16:28 / სანდო წყარო

ნინო წილოსანი: ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებით კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს დავაწესებთ ამ მიმართულებით

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებითშედგა შეხვედრა შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია გარემოსდამცველთა მოსაზრებები და რეკომენდაციები ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით და ეს განხილვაც სწორედ ამ მიზნით იმართება.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით შემოსული კანონპროექტი, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, განსახილველად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს გადაეცა, მისი სავალდებულო განხილვა ასევე დაევალა კიდევ ოთხ კომიტეტს.

ნინო წილოსანის განცხადებით, ამ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას გარემოსდამცველები მოუთმენლად ელოდებოდნენ, ვინაიდან იგი სამართლებრივად არეგულირებს გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციას, შერბილებას და აღმოფხვრას, ახლა კი მთავარ ამოცანას წარმოადგენს ამ კანონპროექტის დროული განხილვა და მიღება. მისივე თქმით, კომიტეტი თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, კანონპროექტის განხილვის პროცესი არ გაიწელოს და იგი დროულად წარედგინოს პარლამენტის პლენარულ სხდომას.

ნინო წილოსანმა შეკრებილ საზოგადოებას მოკლედ გააცნო კანონპროექტის მთავარი პრინციპები და აღნიშნა, რომ ისინი ზოგადად ევროდირექტივიდან, ხოლო დიდ წილად იმ საჭიროებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ქვეყანაში არსებობს და მათი მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება.

ამგვარად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მყარი სამართლებრივი საფუძველი იქმნება არა მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიებისთვის, არამედ ყველა საწარმოსათვის, რომ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ განახორციელონ შესაბამისი სარემედიაციო ღონისძიებები და საქმიანობის განხორციელებამდე შექმნან მყარი ფინანსური გარანტიები, რომ თუკი ზიანი დადგება, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები მობილიზებული ამ ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად. ამავდროულად, კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, პირველ რიგში, გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირება, რასაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს.

კანონპროექტის ზოგადი პრინციპების განხილვა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

კანონპროექტის ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებით, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს. პოზიცია გამოხატა სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც, რომლის განცხადებით, სახალხო დამცველის სამსახური დადებითად აფასებს წარმოდგენილ ინიციატივას, ვინაიდან სახალხო დამცველმა ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე არაერთგზის მიაპყრო საზოგადოების ყურადღება და იმედს გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო რეგულაციები ძირითადად პრევენციაზე იქნება ორიენტირებული და შემდეგ ზიანის აღმოფხვრაზე.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელსაც ველოდებოდით ყველა, მათ შორის, ძალიან აქტიურად სამოქალაქო სექტორი და ყველა ის ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს ზოგადად გარემოს დაცვას. კანონპროექტი არის რევოლუციური, ის არეგულირებს კერძო სექტორის მიერ გარემოზე ნებისმიერი პოტენციური ზიანის მიყენების ფაქტებს, მის აღმოფხვრას და პრევენციას, ამასთანავე აწესებს კონკრეტულ ფინანსურ უზრუნველყოფას ისეთი საქმიანობებისთვის, რომლებიც შესაძლებელია მაღალი რისკის მატარებლები არიან, რაც საბოლოო ჯამში, ამ პროგრამით აკუმულირებული თანხების სწორედ გარემოს დაცვის მიმართულებით განკარგვას მოიცავს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კანონპროექტი არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად განიხილოს იგი კომიტეტებმა და საბოლოო ჯამში დროულად შევიდეს ძალაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები დავაწესოთ გარემოს დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულებისას.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2020, 08:18

რეგიონი

აბაშაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

აბაშის მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში გაიხსნება შშმ ბავშვთა დღის ცენტრი. აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დამფუძნებელთან და გამგეობის თავმჯდომარესთან, თამარ ფოფხაძესთან ერთად, შშმ ბავშვთა დღის ცენტრისთვის გათვალისწინებული ფართი დაათვალიერა.

დავით სონღულაშვილი

27 სექტემბერი 2020, 08:07

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: კახეთის, როგორც მეღვინეობის რეგიონის ეკონომიკური პოზიციონირება გრძელდება

„მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ხმა და ინტერესების დამცველი ვიქნები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მზად ვარ, თითოეული გამოწვევის გადასაჭრელად, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იქნება დაყენებული, მივიტანო შესაბამის უწყებამდე“.

ზაზა ლომინაძე

27 სექტემბერი 2020, 01:05

საზოგადოება

ზაზა ლომინაძე: საქართველო კვლავ უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ქუთაისში , ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად , აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

27 სექტემბერი 2020, 00:54

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2020, 00:40

საზოგადოება

იოსებ ხახალეიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვინ დიზელი

27 სექტემბერი 2020, 00:38

ტაბლოიდი

ვინ დიზელმა პირველი სიმღერა გამოუშვა. ვიდეო

ამერიკელმა მსახიობმა და „ფორსაჟის“ ვარსკვლავმა, ვინ დიზელმა თავის პირველი სიმღერა სახელწოდებით Feel Like I Do გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიმღერისთვის მუსიკა ნორვეგიელმა დიჯეიმ Kygo-მ დაწერა, რომელიც თავის საქმეში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიაზრება.

ფილმი „დასაწყისი“

27 სექტემბერი 2020, 00:30

კულტურა

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს „დასაწყისი“ 4 ჯილდო გადაეცა

ფილმი „დასაწყისი“ რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.

27 სექტემბერი 2020, 00:29

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

ზვიად შალამბერიძე

27 სექტემბერი 2020, 00:15

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე: ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს

ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ და დარწმუნებული ვარ, რუსული ოკუპაცია საქართველოში სწორედ სამშვიდობო პოლიტიკით დასრულდება, - ასე ეხმაურება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს.

ქეთევან ბაკარაძე

27 სექტემბერი 2020, 00:14

პოლიტიკა

ქეთევან ბაკარაძე: ვინ მეტი დააშავა და ვინ ნაკლები ვიცით, მაგრამ მიტევებაც შეგვიძლია, რადგან ის მიწა, ის ქალაქი, ის ხალხი ჩვენია და ჩვენიანია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ირაკლი ჩიქოვანი

26 სექტემბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: წარუშლელი ტკივილი ახლავს თან 27 სექტემბრის ტრაგიკულ დღეს

სოხუმის დაცემის დღე, ენგურის ხიდზე სიმბოლური შეკრებით „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა გაიხსენეს. ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია.

სოხუმის დაცემის დღე

26 სექტემბერი 2020, 23:49

საზოგადოება

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე. სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

ლონდონი

26 სექტემბერი 2020, 23:37

მსოფლიო

ლონდონში კარანტინის საწინააღმდეგო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს

ლონდონში აქციაზე ლოქდაუნის 10 მოწინააღმდეგე დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანული სააგენტო პოლიციაზე დაყრდნობით იმასაც იუწყება, რომ დაპირისპირებისას ოთხი პოლიციელი დაშავდა. მათგან ორს კი კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

26 სექტემბერი 2020, 23:17

პოლიტიკა

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე, ხაშურის რამდენიმე უბნის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესება და წყალარინების სისტემის აღდგენა იყო.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 23:04

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ იტყვის რომ ვინმეს ბიზნესი წავართვი, ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე ან კორუფციულ გარიგებაში შევედი

ვინმემ მართლაც რომ მოინდომოს ტენდერის მორგება კონკრეტულ კომპანიაზე ეს შეუძლებელია, იმდენი ფილტრია, - ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძე მიკროავტობუსების ტენდერთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ამ საკითხზე ერთ-ერთ ტელეარხზე რეპორტაჟი გავიდა.

თენგიზ ცერცვაძე

26 სექტემბერი 2020, 22:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას

ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას და ეს ცალსახად აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის Facebook პოსტში – „COVID-19 საქართველოში. „მძიმე სცენარი”, თუ ძალიან წარმატებული მართვა“. კლინიკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში აღინიშნება COVID-19 შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო ქვეყანაში შიდა შეზღუდვების მოხსნისა და მობილობის გააქტიურების ფონზე.

თაკო ჩარკვიანი

26 სექტემბერი 2020, 22:16

COVID19

თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი თაკო ჩარკვიანი COVID19 -სგან განიკურნა. ამის შესახებ ჩარკვიანი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

ანდრია ჯაღმაიძე

26 სექტემბერი 2020, 22:10

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტების გამოჩენის შესახებ ცნობა ძალიან სასიხარულო იყო

ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, ის რომ, ეს საბუთი კომისიის მუშაობის პროცესში გამოჩნდებოდა, მოსალოდნელი იყო და საპატრიარქოს ამის იმედი ჰქონდა.

ალექსანდრე მოწერელია

26 სექტემბერი 2020, 22:08

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ჩემი მიზანი სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში აბედათის მოსახლეობას შეხვდა.

26 სექტემბერი 2020, 22:02

რეგიონი

ირაკლი ხახუბია: ჩვენი გუნდი განაგრძობს სოფლის მეურნეობის დახმარებას ფერმერებზე მორგებული პროექტებით

ფოთის, ხობის და სენაკის დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ საქართველოს პარლამენტის წევრთან, სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ბერაიასთან, სენაკის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში შპს ,,აგროთემას“ მოცვის ბაღები დაათვალიერა.