imedi /  08 სექტემბერი 2020, 16:45 / სანდო წყარო

ხათუნა გოგორიშვილი: ჩვენს რეგისტრაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

ხათუნა გოგორიშვილი

ხათუნა გოგორიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს აბსურდული მოთხოვნაა, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე „ევროპული საქართველო“ თანაბარ საარჩევნო სუბიქტებს წარმოადგენდენ ბლოკში. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება, სუს-ი და სუს-ის აგენტები ცდილობენ შეზღუდონ ის პარტია, რომელსაც კონკრეტული გეგმა აქვს გარდამტეხი ცვლილებებისათვის.

„ევროპული საქართველო“ არის ის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა შეიცვალოს დღევანდელი სიტუაცია, როგორ უნდა დამარცხდეს უმუშევრობა და სიღარიბე და შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ დღევანდელი ხელისუფლება, სუს-ი და სუს-ის აგენტებიც, თავისი სატელიტი პარტიებით ყველაფერს ცდილობს, რათა გაუქმდეს „ევროპული საქართველოს“ რეგისტრაცია. თუმცა, ჩვენს შემთვევაში, სამართლებრივად იმდენად გამართული საკითხია, რომ როგორც პირველ ინსტანციაში, იმედი მაქვს რომ მეორე ინსტანციის სასამართლოც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენს რეგისტრაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ევროპული საქართველო იყო ისეთივე თანაბარი სუბიექტი საარჩევნო ბლოკისა, როგორც ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისად, წარდგენა ორივე პარტიიდან თანაბრად მოხდა“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ევროპული საქართველოს“ რეგისტრაციიდან მოხსნის თხოვნით სასამართლოს მოქალაქე სერგო ჯავახიძემ მიმართა.

ყველა სიახლე

ლევან რატიანი

21 სექტემბერი 2020, 13:19

COVID19

ლევან რატიანი: ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, არ გვყავდეს მძიმე პაციენტები

ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ქვეყანაში არ გვყავდეს მძიმე პაციენტები - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკული და მძიმე პაციენტი, როგორც ვიცი, რამდენიმეა.

21 სექტემბერი 2020, 13:16

მსოფლიო

იტალიაში საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის შემცირების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს

იტალიაში საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის შემცირების შესახებ რეფერენდუმი ტარდება.

პაატა კვიჟინაძე

21 სექტემბერი 2020, 13:15

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: ხარაგაულს სწრაფი განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

„გავიხსენოთ წინა წლები და მიხვდებით, ახლა რა კეთდება. დღეს „ქართულ ოცნებას“ ალეტერნატივა არ ჰყავს . ეს ბოლო წლებში გაკეთებულმა საქმეებმა დაამტკიცა, განსაკუთრებით კი გამოჩნდა ბოლო თვეებში, პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

21 სექტემბერი 2020, 13:13

COVID19

ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორის ერთ-ერთი, მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტებს უტარებდა. ინფიცირებულთა შორისაა კლინიკის დირექტორიც. ინფიცირების წყარო ცნობილია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ინფიცირებულთა კონტაქტები, დაახლოებით 10 პირი თვითიზოლაციაშია.

ნინო ნიჟარაძე

21 სექტემბერი 2020, 12:51

COVID19

ნინო ნიჟარაძე: ამ ეტაპზე, საწოლები საკმარისია - აჭარაში 600 საწოლია მობილიზებული

„დილის მდგომარეობით, 510 პაციენტი გვყავს. შესაბამისად, საწოლის ბრუნვა არის დაჩქარებული, ჩვენი საკარანტინო ზონების დახმარებით, ანუ თუ საჭირო გახდა, მოხდება დამატებითი საწოლები მობილიზება, მაგრამ შემთხვევათა ნაწილი არის ბინაზე მართვადი. სავარაუდოდ, მოხდება ბინაზე მართვის პროტოკოლის ამუშავება“.

 კორონავირუსი მსოფლიო

21 სექტემბერი 2020, 12:45

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (6 805 630). მეორე ადგილზე ინდოეთია (5 487 580), ხოლო მესამეზე ბრაზილია (4 544 629).

ნინო ნიჟარაძე

21 სექტემბერი 2020, 12:37

COVID19

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბინაზე მართვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია და ამოქმედდება მაშინ, როცა პირველადი ჯანდაცვის რგოლი ამისთვის მზად იქნება

ბინაზე მართვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია. გადახედვაშია კლინიკური ჯგუფის მიერ, ხომ არ შევა მასში რაიმე ცვლილება. ამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო წყვეტს, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

21 სექტემბერი 2020, 12:37

საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს მოუწოდებს, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემები სამართლიანად და ღირსების შეულახავად დაამუშაოს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ამომრჩევლებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, საარჩევნო სუბიექტებს, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის (მოქალაქეთა) ღირსების შეულახავად, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.

თორნიკე ოქრიაშვილი

21 სექტემბერი 2020, 12:37

სპორტი

თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი კვიპროსის ჩემპიონატის ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიტანა

გათამაშების მეოთხე ტურში „ანორთოსისი“ „აპოლონთან“ შეხვედრის მე-13 წუთზე სწორედ ოქრიაშვილმა დააწინაურა, თუმცა ქეცბაიას მომზადებულმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სამი ბურთი გაუშვა და წლევანდელ სეზონში პირველად დამარცხდა.

კორონავირუსი რუსეთი

21 სექტემბერი 2020, 12:34

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 71 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19 489-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 911 973 პაციენტი.

21 სექტემბერი 2020, 12:31

სპორტი

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ დაწინაურდა

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ 2:0 დაწინაურდა. კალიფორნიის გუნდმა „დენვერ ნაგეთსი“ ანგარიშით 105:103 დაამარცხა, გადამწყვეტი სამქულიანი კი ბოლო წამზე ენტონი დევისმა ისროლა. „ლეიკერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო 31 ქულით და 9 მოხსნით სწორედ დევისი იყო, ლებრონ ჯეიმსმა კი თამაში ორმაგი დუბლით, 26 ქულითა და 11 მოხსნით დაამთავრა.

დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი

21 სექტემბერი 2020, 12:31

მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.

ლევან რატიანი

21 სექტემბერი 2020, 12:23

COVID19

ლევან რატიანი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს ქვეყანაში კარანტინი წარმატებული აღმოჩნდა

სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კარანტინი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო, წარმატებული აღმოჩნდა.

21 სექტემბერი 2020, 12:22

COVID19

კლინიკა „ბომონდი“: აფაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

პაციენტს თან ახლდა თანმდევი დაავადებები: ct -ზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის სატუცია ჟანგბადის გარეშე. მალევე დაეწყო ვაზოპრესორული და ინოოტროპული მხარდაჭერა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე.

21 სექტემბერი 2020, 12:21

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს - ინფორმაციას შს სამინსიტრო ავრცელებს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი.

თორნიკე რიჟვაძე

21 სექტემბერი 2020, 12:16

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის შემთხვევების შემცირების გამო არ გვქონდეს მოდუნების საფუძველი

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირება დამშვიდების საბაბს არ იძლევა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მოსახლეობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული წესების კვლავ მკაცრად უნდა დაიცვას. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ კონკრეტული შემცირების გამო არ გვქონდეს რაიმე მოდუნების საფუძველი, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც გვაქვს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში სრულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სიტუაცია არის მართვადი. ყველა კოვიდინფიცირებული იმართება, ამავე დროს ხდება კონტაქტების მიდევნება, მათი ლაბორატორიული ნიმუშების აღება. შესაბამისად, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ვმართოთ ეფექტიანად და არ იყოს უკონტროლო გავრცელება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

მიხეილ სააკაშვილი

21 სექტემბერი 2020, 12:13

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი კოალიციურ მთავრობაზე: მე საერთოდ ვერ ვხედავ პარტიულ კოალიციას - არ მჯერა პარტიებისა და პარტიუკების

„მე მჯერა სახელმწიფო მოღვაწეების, ინოვაციის, ფართო საზოგადოებრივი ხედვის, პატრიოტიზმის, ფართო საზოგადოების გაერთიანების. ახლა გვჭირდება სტაბილიზაცია. ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე უმრავლესობას ან აიღებს, ან საქართველო დაიღუპება“ - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2020, 12:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ წინაშე დიდი გამოწვევებია, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ

ჩვენ წინაშე დიდი გამოწვევებია, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. პროგრესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს, ამავდროულად კი თითოეული თქვენგანი უნდა გრძნობდეს, რომ მის გვერდით საკუთარ მოსახლეობაზე მზრუნველი, ეფექტური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება დგას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხარაგაულში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

21 სექტემბერი 2020, 12:03

საზოგადოება

მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ

მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს სრუქტურულ რეფორმირებას. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე, მყინთავ მაშველებს ხელფასი გაეზრათ 100 პროცენტით.

21 სექტემბერი 2020, 12:03

ინტერვიუ

რევაზ კოპალაძე: სპეციალური მმართველის შემოყვანით, კომუნიკაციების კომისია უკანონოდ იკანონებს კომპანიაზე საკუთრების უფლებას