10 სექტემბერი 2020, 20:15 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ თქვენთან ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ, განვითარებისკენ და წარმატებისკენ, თითოეული ოჯახის კეთილდღეობისკენ

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

მივესალმები ჩემს ხალხს, კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა ყველას - ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდამ ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ თქვენგან. მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ ნდობას ვაფასებთ და ძალიან ვუფრთხილდებით. სწორედ ეს ნდობა და ეს მხარდაჭერა გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ თქვენთან ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ, განვითარებისკენ და წარმატებისკენ, თითოეული ოჯახის კეთილდღეობისკენ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ აქვს ამის ნება და რესურსი, ამ პარტიის შექმნის იდეაც სწორედ ეს იყო და არის - საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა, სადაც მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება გარანტირებულია, სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდადებას აფასებენ, ფესვებს უფრთხილდებიან და მომავალზე ზრუნავენ, სადაც თანაბარ პირობებს ქმნიან თითოეულის წარმატებისთვის, სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით. ჩვენი პარტია ამ გზას ადგას და პირობას გაძლევთ, კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული და ვიზრუნოთ წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, თითოეული თქვენგანი იყოს უკეთ, ვიდრე გუშინ იყო, საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, ვიდრე გუშინ იყო, უფრო ახლოს იყოს ქვეყნის გამთლიანებასთან, უფრო ახლოს იყოს ევროპასა და ნატოსთან, დემოკრატიის სტანდარტები იყოს უფრო მაღალი, კიდევ უკეთ იყოს დაცული ადამიანის უფლებები, ეკონომიკური წინსვლა იყოს უფრო თვალსაჩინო და ყველასთვის ხელშესახები, შევძლოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, რომ აღარ გვყავდეს სოციალურად დაუცველი არცერთი მოქალაქე. ჩვენ ამას შევძლებთ და ამის რწმენას მაძლევს მოტივირებულ პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს არის აქ წარმოდგენილი. თითოეული მათგანი მზად არის ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ქვეყანას. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, შემძლე არიან გაუმკლავდნენ თავიანთ საქმეს, დარჩნენ იდეისა და საქმის ერთგულნი და განსაცდელს აარიდონ ხალხი და ქვეყანა. ყველამ, ვისაც საქმე უკეთებია იცის შრომის ფასი, იცის რა რთულია შედეგის მიღწევა, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2020, 13:35

თავდაცვა

ყველა სამხედრო ნაწილი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების წარმომადგენლებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ (იტალიური Technogym, FERRO, გერმანული DHZ FITNESS, ამერიკული MATRIX) წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს.

24 სექტემბერი 2020, 13:33

ეკონომიკა

აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ბოლო 10 დღის მონაცემებით 5 000 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.

იმედი

24 სექტემბერი 2020, 13:28

საზოგადოება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშ​ი გამოქვეყნდა

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშ​ი გამოქვეყნდა. ანგარიში მოიცავს 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდს.

24 სექტემბერი 2020, 13:21

ეკონომიკა

რა კომფორტი შეუქმნა მგზავრებს ხაშურის შემოვლითი გზის ზაფხულში გახსნამ

პანდემიის მიუხედავად, აგვისტოს ბოლოს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის, იგივე ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა. მგზავრებს ამ გზით გადაადგილება 22 აგვისტოდან შეუძლიათ. გზის სამშენებლო სამუშაოები კომპანია POWERCHINA/Sinohydro-მ (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) აწარმოა. მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ პროექტის ჩაბარების ვადა შემოდგომამდე გადაწია, თუმცა კომპანიამ მაინც მოახერხა და გზის მშენებლობა დათქმულ დროზე ადრე დაასრულა. შედეგად, მაგისტრალზე მოძრავი მგზავრებისათვის გადაადგილება ბევრად კომფორტული გახდა.

კორონავირუსი მოსკოვი

24 სექტემბერი 2020, 13:19

COVID19

მოსკოვში ბოლო 3 თვის განმავლობაში პირველად კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვში კორონავირუსის 1 050 შემთხვევა დაფიქსირდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში დედაქალაქში ვირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა ათასს გადააჭარბა.

24 სექტემბერი 2020, 13:18

პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლს, ელჩ რუდოლფ მიხალკას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში შემავალი საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა განიხილეს.

24 სექტემბერი 2020, 13:17

საზოგადოება

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 101 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 101 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 175 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 101 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.

ოლივიე ვერანი

24 სექტემბერი 2020, 13:15

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები მკაცრდება

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მარსელსა და გვადელუპის ზღვისიქითა დეპარტამენტში ყველა რესტორანი და ბარი დაიხურება. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა.

კახეთი

24 სექტემბერი 2020, 13:00

COVID19

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაგეგმილია ინფიცირებულების სპეციალიზირებულ კლინიკაში მოთავსება და კონტაქტების მოძიება. ბოლო მონაცემებით, რეგიონში COVID-19 სულ 43 ადამიანს დაუდასტურდა. მოქალაქეების ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საველე სამედიცინო კარავი 14 სექტემბერს მოეწყო, სადაც მოქალაქეების თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება ახლაც მიმდინარეობს.

ევროპა ლიგა

24 სექტემბერი 2020, 12:57

სპორტი

დღეს ორი ქართული კლუბი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

დღეს ორი ქართული კლუბი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თბილისის „ლოკომოტივი“, რომელმაც მეორე ეტაპზე მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა, სტუმრად ესპანეთში „გრანადას“ შეხვდება . „გრანადა“ ამ დროისათვის ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ლიდერია.

ჯოგური იმუნიტეტი

24 სექტემბერი 2020, 12:55

COVID19

კვლევა: ბრაზილიის ერთ-ერთი ქალაქის მოსახლეობამ კორონავირუსისადმი ჯოგური იმუნიტეტი გამოიმუშავა

„ინფექციის ბუნებრივი გავრცელების გზით ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა სტრატეგია არ არის. ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ მთავრობამ ვირუსი ვერ გააკონტროლა და საფასური დაკარგული სიცოცხლეებით გადაიხადა“, - დაწერა მიკრობიოლოგიის პროფესორმა ფლორიან კრამერმა Twitter-ზე.

ნათია თურნავა

24 სექტემბერი 2020, 12:35

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ევროპული ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება 40%-ით გაიზარდა

საქართველოს მომავალი სიძლიერე და ეკონომიკური კეთილდღეობა ზღვას უკავშირდება. საქართველო ზრუნავს საკუთარი საზღვაო დარგის მდგრად განვითარებაზე და ამასთან, საქართველოს, როგორც IMO-ს (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია) წევრ ქვეყანას თავისი კონტრიბუცია შეაქვს ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში. საქართველო იყო ერთ-ერთი 14 საზღვაო ქვეყანას შორის, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოწოდებას გამოეხმაურა და მეზღვაურებს, როგორც საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ნაოსნობის ძირითად მამოძრავებელ ძალას, მხარდაჭერა გამოუცხადა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ქვეყნის საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიო საზღვაო დღე მიულოცა.

24 სექტემბერი 2020, 12:35

მსოფლიო

ევროკავშირი: ალექსანდრე ლუკაშენკოს ახალ მანდატს დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია

ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ ცნობს. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

კორონავირუსი ისრაელი

24 სექტემბერი 2020, 12:25

COVID19

25 სექტემბრიდან ისრაელში ორი კვირით სრული კარანტინი გამოცხადდება

25 სექტემბრიდან ისრაელში ორი კვირით სრული კარანტინი გამოცხადდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ერგნეთი

24 სექტემბერი 2020, 12:25

რეგიონი

ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს

ერგნეთში დღეს ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 97-ე შეხვედრა იმართება. ქართული მხარე უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობო გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. ასევე განიხილავენ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინცინდენტებს.

24 სექტემბერი 2020, 12:24

COVID19

იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის ლაბორატორიაში 1300-ზე მეტი ნიმუში გამოიკვლიეს და აქედან 22 შემთხვევაზე დადებითი პასუხი მიიღეს. გუბერნატორის ინფორმაციით, 11 შემთხვევაში დაინიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს კვლევა. დანარჩენი დადასტურებული შემთხვვები კი უკვე არსებულ კოვიდინფიცირებულთა კონტაქტებია. სულ იმერეთის კოვიდკლინიკებში, სხვადასხვა რეგიონიდან 300 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 160 შემთხვევა იმერეთშია გამოვლენილი.

24 სექტემბერი 2020, 12:17

COVID19

12 ივლისის შემდეგ რუსეთში კორონავირუსის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა

12 ივლისის შემდეგ რუსეთში კორონავირუსის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6,595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,128,836-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 149 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19,948-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 929,829 პაციენტი.

ბირკიანი

24 სექტემბერი 2020, 12:04

სამართალი

სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირი პოლიციამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით დააკავა

გამოძიება 32 წლის კაცს ამერიკელ მოქალაქესთან 19 სექტემბერს მომხდარ ინცინდენტს ედავება, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბაწარას ხეობაში ტურისტული მარშრუტით გადაადგილებისას შეხვდა. დაკავებული შშმ პირია და მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 12:02

პოლიტიკა

გიორგი გახარია გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში OGP-ს სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

იაკობ ბრეგვაძე

24 სექტემბერი 2020, 11:51

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იკითხება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილისთვის საქმეზე, ძალადობისთვის, ძალადობის ორგანიზების და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების ე.წ. ოქროს მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იკითხება. მისი ადვოკატის განმარტებით ის ყველა დეტალზე ისაუბრებს. ირმა ჭკადუას თქმით ბრეგვაძემ არ იცის კონკრეტული პირები შესაბამისად ვერავის ამოიცნობს, იცის მხოლოდ მათი რაოდენობა რადგან ბნელოდა.