imedi /  10 სექტემბერი 2020, 20:37 / სანდო წყარო

კახა კალაძე: ჩვენ შევცვალეთ ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველაზე მთავარი, სისტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი

კახა კალაძე

კახა კალაძე

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის 8 წლის თავზე უმთავრესი მიღწევა, რაც განახორციელა ჩვენმა გუნდმა, არის თავისუფლებისა და ღირსების შეგრძნების დაბრუნება თითოეული მოქალაქისთვის, თითოეულ ოჯახში, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 8 წლის განმავლობაში შეიცვალა კონტექსტიც, გარემოც და ქვეყანაც. „ჩვენ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებებისთვის, წამებისა და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძოლა. დღეს ჩვენ უკვე სრულიად სხვა მიზნების მიღწევისთვის ვმუშაობთ. კი არ ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ. ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვადებზე. ქვეყნის უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებაზე. ვსაუბრობთ წარმატებით განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე. ვკამათობთ და ვრიგდებით, სრულად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების ვადებზე, მართლმსაჯულების სისტემის მაქსიმალურად დახვეწის ვადებზე, გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტის პირობების შენარჩუნებაზე. მოქალაქეების ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან დაცვის დემოკრატიულ ინსტრუმენტებზე. მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებაზე და არა არჩევნების გაყალბებაზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, არავინ იცის, რამდენი ხანი გასტანდა რეჟიმი, რომ არა ის გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც 2012 წელს მოხდა და ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

„ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, ქალაქგეგმარებასა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ვსაუბრობთ არა იმაზე, თუ როგორ დავიცვათ მოქალაქეებმა თავი სახელმწიფოსგან, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო უკეთ იზრუნოს სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებზე.

ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ყოველდღიურობის და დემოკრატიის რუტინაა, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მართლაც შეუძლებელი, საოცნებო და მიუღწეველი მიზანი იყო. არავინ იცის, რამდენი ხანი გასტანდა რეჟიმი, რომ არა ის გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც 2012 წელს მოხდა და ეს ყველაფერი, ბიძინა ივანიშვილის გუნდის „ქართული ოცნების“ დამსახურება და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დამსახურებაა.

ეს 2012 წლის გამარჯვების მონაპოვარია!

დღემდე ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით, როცა პარტიის თავმჯდომარეს შევთავაზე ჩემი თანადგომა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის გათავისუფლების საქმეში და იმ დღიდან მოყოლებული, მეც თქვენსავით ერთგულად ვდგავარ ჩემს მიერ არჩეულ თავისუფლების, ქვეყნისა და ხალხის მსახურების გზაზე.

დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი თანაგუნდელი აცნობიერებს იმ დიდ პოლიტიკურ მისიას, რასაც შევეჭიდეთ და იმ დიდ პასუხიმგებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მოგვანიჭა.

ჩვენმა ქვეყანამ მას შემდეგ ბევრი რამ გაიარა, ბევრი რამ შეიცვალა, ნელ-ნელა იცვლებოდა ხალხიც ჩვენ გარშემო, ახლდებოდა და ახალი პროფესიონალებით ივსებოდა ჩვენი გუნდიც.

იყო ბევრი გულდაწყვეტა, ბევრი ტკივილიც, თუმცა ჩვენ შევძელით მთავარი, სახელმწიფოში ადამიანმა, მოქალაქემ დაიბრუნა საკუთარი ადგილი და ქვეყანა დადგა მშვიდობიანი, ნორმალური განვითარების შეუქცევად გზაზე.

მთელს ამ პროცესში, ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ამოსავალი წერტილი არასდროს ყოფილა ვიწრო პარტიული ინტერესები, ყოველთვის იყო ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურება და ეს ყოველთვის ასე იქნება.

პარტია და ხელისუფლება საჭიროა მხოლოდ ამ ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად საშური საქმის განხორციელებისთვის, რათა როცა დაფიქრდები, რა არგე შენს ქვეყანას, ამაზე მყარი და მკაფიო პასუხი გქონდეს და ვალმოხდილი იყო საკუთარი ქვეყნის წინაშე, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეც მთელ საქართველოს მივულოცო უმნიშვნელოვანესი მოვლენა - საქართველოს სარაგბო ნაკრები „რვა ერის“ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

ეს ქართული სპორტისა და ქართული რაგბის დიდი გამარჯვებაა და ამ გამარჯვებაშიც, თავისი უანგარო ქველმოქმედებით, ბიძინა ივანიშვილს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.

ვიმედოვნებ, რომ ახალ, გულანთებულ სახეებთან, “ქართული ოცნების” განახლებულ გუნდთან და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ასეთი შემართებით, კიდევ ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ. კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს დავძლევთ, ერთად დავდგებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მის საბოლოოდ გასაერთიანებლად და ერთად ვიბრძოლებთ საქართველოს წარმატებისთვის!

ჩვენ ვაშენებთ აწმყოს, ჩვენ პასუხისმგებლობით და სიყვარულით ვეკიდებით საქმეს, რომ მომავალი იყოს უზრუნველყოფილი. წარმატებები მინდა ვუსურვო „ქართული ოცნების“ განახლებულ გუნდს, წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას ,ჩემს ხალხს!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

ყველაზე ვიწრო სახლი

23 სექტემბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი აუქციონზე გაიყიდება

ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი აუქციონზე გაიყიდება. უძრავი ქონების სააგენტო Winkworth-მა აუქციონზე გაიტანა სახლი, რომელსაც ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლს უწოდებენ.

23 სექტემბერი 2020, 00:41

COVID19

თებერვლის შემდეგ, ირანში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი აღრიცხეს

დღე-ღამის განმავლობაში ირანში კორონავირუსის დიაგნოზი 3 712 ადამიანს დაუსვეს. ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, თებერვლის შემდეგ. საერთო ჯამში, დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა ქვეყანაში 429,193-ს მიაღწია.

ბავშვი ტელეფონით

23 სექტემბერი 2020, 00:40

მსოფლიო

6 წლის ამერიკელმა სასწრაფო გამოიძახა და ყაჩაღების მიერ დაჭრილი მამა გადაარჩინა

6 წლის ამერიკელმა, ინდიანის შტატის ქალაქ ბლუმფილდის მკვიდრმა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა, მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა ყაჩაღებმა დედამისი მოკლეს და მამა დაჭრეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:35

სამართალი

ირაკლი კობახიძე „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“: ვფიქრობ, მთლიანადაა შესრულებული ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანად არის შესრულებული ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არენაში“ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიას კანონპროექტის მიმართ სამი რეკომენდაცია ჰქონდა.

23 სექტემბერი 2020, 00:22

COVID19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 27 არასრულწლოვანი კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკაში 27 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მათი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი- საშუალო სიმძიმის.

გოგი მეშველიანი

23 სექტემბერი 2020, 00:19

რეგიონი

გოგი მეშველიანი ბოლნისში ამომრჩეველს შეხვდა

„ამ სოფლების მცხოვრებლებთან დიდი ხანია ახლო კონტაქტი მაქვს. მოსახლეობამ განსაკუთრებული მხარდაჭერა დააფიქსირა ჩვენი გუნდის მიმართ. ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული ყველა დასახლების საჭიროებების კვლევაში და ვეცდებით, მიღებული დავალებები უმოკლეს ვადაში შევასრულოთ“, - განაცხადა მეშველიანმა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაცრად გვყავს გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროვოკაცია, მაქსიმალურად მოერიდონ დაპირისპირებას

ამ ეტაპზე, წინასაარჩევნო გარემო ნამდვილად მშვიდია, თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში, არის გარკვეული პროვოკაციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:03

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2021 წლის ბოლომდე სრულად უნდა აღვადგინოთ ეკონომიკის ის მდგომარეობა, რომელიც პანდემიამდე გვქონდა

ჩვენი ამოცანა არის მომავალი წლის ბოლომდე სრულად აღვადგინოთ ის მდგომარეობა, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. ეს სრულიად რეალურია და ამაზე მეტყველებს სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებებიც. 2021 წლის ბოლომდე ჩვენ მინიმუმ დავუბრუნდებით ეკონომიკური განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიის დაწყებამდე გვქონდა და ამის შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება მშპ-ის მილიარდობით გაზრდისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას 1-ლი ოქტომბრისთვის წარადგენს

„არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს განახლების რესურსი და ეს ბუნებრივიცაა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ამის რესურსი და ჩვენ მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ამისგან. არა ჩვენთვის, არამედ იმისთვის, რომ პირველ რიგში პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი, მათ შორის პარლამენტში. პარლამენტი არის მთავარი კერა დემოკრატიის და აქ გვჭირდებოდა ჩვენ საკადრო გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არსებული რეიტინგის შესანარჩუნებლად ბაქიბუქობენ

„ისინი ძალიან კარგად ხედავენ, როგორია მათი რეიტინგი, თუმცა, ცდილობენ, რომ ის 12 ან 3 პროცენტი მაინც შეინარჩუნონ, რაც აქვთ. ეს ძალიან მარტივი PR-სტრატეგიაა. ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში ასეთი სტრატეგია მუდმივად ჰქონდათ. ისინი ბაქიბუქობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ თუნდაც ის, რაც დღემდე აქვთ“.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მომავალში ვერც 12%-ს და 3%-ს ვეღარ მიიღებს, ეს არის ლოგიკური განვითარების პროცესი

თანდათანობით პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მომავალში ვერც 12%-ს და 3%-ს ვეღარ მიიღებს. ეს არის ლოგიკური განვითარების პროცესი, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ძალა სიცრუეზე იყო აგებული და ამას ისინი 9 წლის განმავლობაში ახერხებდნენ.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო ხელისუფლებაში

არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ. „ნაცმოძრაობას“ ზუსტად ასეთი ტიპის დანაშაულები აქვს ჩადენილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გიგი უგულავაზე: პირდაპირ იყო ჩადენილი უმძიმესი დანაშაული და ასეთ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს იმის ამბიცია, რომ დარჩეს პოლიტიკაში

„12% აქვს ერთ პარტიას, 3% აქვს მეორე პარტიას, რაც არის მძიმე, მაგრამ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის და, შესაბამისად, ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ეს პოლიტიკოსები საბოლოო ჯამში უნდა გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან“, - განაცხადა კობახიძემ.

22 სექტემბერი 2020, 23:26

COVID19

ჯანმო: ერთ კვირაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულად იმატა, თუმცა სიკვდილიანობამ იკლო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, მსოფლიოში რეკორდულად გაიხარდა კორონავირუსით ინფიცრებულთა რაოდენობამ, თუმცა, გასულ კვირებთან სედარებით, სიკვდილიანობამ იკლო.

ჰასან როუჰანი

22 სექტემბერი 2020, 23:12

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: სანქციების პირობებში ცხოვრება რთულია, თუმცა დამოუკიდებლობის გარეშე ცხოვრება გაცილებით რთულია

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა დიპლომატიის ისტორიაში და ირანი შეთანხმების ერთგული რჩება.

საქართველოს პროკურატური

22 სექტემბერი 2020, 22:46

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიხეილ რამიშვილს მოწმის სახით დაკითხავენ

„საზოგადოებისთვის ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზე იყო გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, პროკურატურამ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დაიწყო.

ლუის სუარესი

22 სექტემბერი 2020, 22:42

სპორტი

ლუის სუარესს თაღლითობაში ადანაშაულებენ

იტალიის მოქალაქეობის მიღება სუარესს „იუვენტუსში“ გადასვლის შემთხვევაში სჭირდებოდა, თუმცა ტურინულ კლუბში მისი ტრანსფერი ჩაიშალა და ახლა დიდი ალბათობით 33 წლის ფორვარდი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ განაგრძობს

22 სექტემბერი 2020, 22:38

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი 1 700-მდე ადამიანს დაუდგინდა და 65 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 692 შემთხვევა გამოვლინდა, 65 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 1 261 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 306 302 შემთხვევაა დადასტურებული

ემანუელ მაკრონი

22 სექტემბერი 2020, 22:37

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი ნავალნის საქმეზე: არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ალექსეი ნავალნის მოწამვლას ნათელი მოჰფინოს.

სოზარ სუბარი

22 სექტემბერი 2020, 22:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ვარკეთილში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ამომრჩეველთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს