11 სექტემბერი 2020, 12:53 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: რეფორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ საზოგადოებასთან ერთად, იყო სწორი, შედეგიანი და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

„რეფორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, საზოგადოებასთან ერთად, იყო სწორი, შედეგიანი და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამეცნიერო კონფერენციაზე - „კორონომიკა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიება გლობალური პანდემიის შედეგად გამოწვეულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ეძღვნება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ რეფორმების „გადათარგმნა“ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და გარემოს გაუმჯობესებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ გლობალური პანდემიის შედეგად მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, მოცემულ ვითარებასთან ადაპტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გლობალური პანდემია ეს არის ის ვითარება, რომელმაც, პრაქტიკულად, მსოფლიოს ეკონომიკური სისტემები, გლობალური ეკონომიკა დააყენა გამოცდისა და გამოწვევების წინაშე და ყველა სახელმწიფო, აკადემიური წრეები, ბიზნესი, არის ფიქრის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თუ როგორ მოახდინოს ადაპტაცია ამ ვითარებასთან, თუ როგორ შეცვალოს მუშაობის სტილი, როგორ შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იმისთვის, რომ ეკონომიკა გადარჩეს, მოხდეს მისი სტაბილიზაცია და აღდგენა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პატივი მიაგო ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხსოვნას და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებებზე ისაუბრა.

„ნოდარ ხადურის დამსახურება დიდია უახლეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეკონომიკურ ცხოვრებაში, არაერთი რეფორმა უკავშირდება მის სახელს, ჩვენ ერთად ვმუშაობდით საქართველოს პარლამენტში, როდესაც მთავრობა და პარლამენტი განიხილავდა, მაგალითად, მოგებასთან დაკავშირებულ რეფორმას, საგადასახადო რეფორმებს და ნამდვილად პოზიტიურად მახსენდება ის წლები, როდესაც ჩვენ გვქონდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, სადაც საქართველოს საინვესტიციო გარემო და ბიზნესის კეთების სიმარტივე დადებითად არის შეფასებული.

„ამ პერიოდში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა და საერთაშორისო ინსტიტუტები არიან განსაკუთრებულ რეჟიმში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი შეფასება დაიმსახურა. ეს ნიშნავს იმას, რომ რეფორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, საზოგადოებასთან ერთად, იყო სწორი, შედეგიანი და ზოგადად, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. რასაკვირველია, ამის გადათარგმნა თითოეული ოჯახის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაში არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ადამიანები, პირველ რიგში მიესალმებიან წარმატებას, მაგრამ შემდეგი პირველი შეკითხვა, რაც თითოეულ მოქალაქეს უჩნდება არის ის, რომ როგორ აისახა ეს წარმატება ჩემი, ჩემი ოჯახის თუ გარემოს გაუმჯობესებაზე. ამიტომ, ამ მიმართულებით რასაკვირველია, ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ხაზი გაუსვა განათლების სისტემის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის მომავლისთვის და უნივერსიტეტის თანამშრომლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 19:02

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ​ჩვენი ეკონომიკური ლება, საშუალო ევროპული კლების მოსალოდნელ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლები იქნება

ეკონომიკურ პროგნოზებზე ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა​ განმარტა, გაჯანასაღების რა ნიშნები იკვეთება ქართულ ეკონომიკაში. „რა თქმა უნდა, პანდემიამ დაგვაზიანა. ძალიან სერიოზულად დაგვაზიანა. 2019 წელი გვქონდა ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდის წელი. 5 პროცენტზე მეტი ზრდა და წელს, ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის შეფასებით, ველოდებოდით კიდევ უფრო მეტს. წელს ჩვენ გვექნება კლება თუმცა ეს კლებაც არის ორჯერ ნაკლები ვიდრე საშუალო ევროპული კლების მოსალოდნელი მაჩვენებელი. 5%-იანი ზრდა გვექნება 2021 წელს“, - განაცხადა მინისტრმა.

მუჰამედ ათვი

18 სექტემბერი 2020, 19:02

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებისას დაჭრილი ლიბანელი ფეხბურთელი მუჰამედ ათვი გარდაიცვალა

ბეირუთში მომხდარი აფეთქებისას დაჭრილი ცნობილი ლიბანელი ფეხბურთელი მუჰამედ ათვი გარდაიცვალა. 32 წლის სპორტსმენი სხვადასხვა ადგილობრივ კლუბში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ბეირუთის ანსართან ერთად, მან ეროვნული ლიგა სამჯერ მოიგო.

ლინას ლინკევიჩუსი

18 სექტემბერი 2020, 18:51

მსოფლიო

ლინას ლინკევიჩუსი: ლუკაშენკოს მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია.

18 სექტემბერი 2020, 18:46

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 117 ადამიანს გამოუვლინდა, 1 ადამიანი კი გარდაცვლილა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 38,894 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 572 ადამიანი. ვირუსისგან 36,424 პაციენტი განიკურნა. აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 18:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი გეგმაა ეფექტურად ვებრძოლოთ პანდემიას და მეორე მხრივ განვავითაროთ ბიზნესი

COVID19-ის მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ უნდა იმუშავოს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 18:42

სამართალი

მესტიის სოფელ ბეჩოში დაუდგენელმა პირმა შუა ხნის ქალი დაჭრა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში შუახნის ქალი დაჭრეს. დაშავებული გულ-მკერდის გამჭოლი ჭრილობით, მესტიის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მეხანძრე-მაშველი

18 სექტემბერი 2020, 18:32

COVID19

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

18 სექტემბერი 2020, 18:26

ტექნოლოგიები

20 სექტემბრიდან აშშ-ში WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გადმოწერა აიკრძალება

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, 20 სექტემბრიდან ქვეყანაში WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გადმოწერა დაიბლოკება.

18 სექტემბერი 2020, 18:20

სამართალი

პროკურორი: ექსპერტიზის დასკვნით თამარ ბაჩალიაშვილის ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი გამოირიცხა

დღეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

შესახებ ნათია

18 სექტემბერი 2020, 18:19

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ოპოზიცია კომპეტენტური პასუხის მოსმენისას უკან იხევს

ოპოზიცია კომპეტენტური პასუხის მოსმენისას უკან იხევს, - ამის შესახებ ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა და პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საკუთარი ვიზიტი შეაფასა. ეკონომიკის მინისტრმა ოპოზიციის საარჩევნო გზავნილებს არარეალისტური და შეუსრულე ბელი უწოდა. „მინუს 4 მილიარდი ლარი დაჯდება მათი არარეალისტური გეგმების შესრულება. და ეს უნდა შევავსოთ საიდან? ისევ საგარეო ვალის ხარჯზე. როდესაც დაინახეს არგუმენტები აღარ ჰქონდათ და საერთოს მიატოვეს დარბაზი. თუ კი ეს მათი პოლიტიკური განაცხადი და მანიფესტია, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ, კარგად დაინახა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა. ჩვენი ნაბიჯები არის ყოველთვის გამართლებული და დაბალანსებული. ჩვენ არც მიზნობრივ შეღავათებზე ვამბობთ უარს, მეორეს მხრივ ვცდილობთ არ დავაზარალოთ ჩვენი ბიუჯეტი, არ დავაზარალოთ პენსიონერები, მასწავლებლები, ჯარისკაცები, პოლიციელები“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 18:17

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სამწუხაროდ ოპოზიციამ, რომელმაც პარლამენტში მომიწვია, დებატებს ბოლომდე ვერ გაუძლო და გაიქცა

იყო ცხარე დისკუსია, რაც ბუნებრივია და ნორმალურია, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოვისმინოთ კონსტრუქციული კრიტიკა და ვუპასუხოთ. სამწუხაროდ ოპოზიციამ, რომელმაც პარლამენტში მომიწვია დებატებს ბოლომდე ვერ გაუძლო, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა და პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საკუთარი გამოსვლა შეაფასა.

ამირან გამყრელიძე

18 სექტემბერი 2020, 18:05

საზოგადოება

ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება

ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ცენტრი მუშაობს ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შესასყიდად და იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინების რაოდენობა გაორმაგდება.

18 სექტემბერი 2020, 18:04

COVID19

ქუთაისელმა მედიკოსებმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს

ქუთაისელმა მედიკოსებმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს. 38 კვირის კოვიდდადებითი ორსული „კლინიკა ბომონდში“ ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს. კლინიკაში შეყვანის მომენტში ორსულს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორსულს დახმარება კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ და გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ გაუწიეს.

იოსებ არჩვაძე

18 სექტემბერი 2020, 17:58

პოლიტიკა

იოსებ არჩვაძე: აჩვენეთ ასეთი ოპოზიციონერები ამომრჩევლებს და მათ საპარლამენტო არჩევნებში შანსი აღარ ექნებათ

„ტავტოლოგიაა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ხელისუფლებასთან შედარებით, იმ „პრეფერენციებით“ სარგებლობს, რომ ის ფაქტობრივად პასუხს არაფერზე აგებს, პროფესიონალ საქმიანობად მხოლოდ დაუსაბუთებელი კრიტიკა აქვს, ხოლო მათი წინასაარჩევნო დაპირება - ჰელიუმით გაბერილი ბუშტივითაა - როგორც კი „ხელს გაუშვებ“ ჰაერში იკარგება და გათვითცნობიერებულ მსმენელსა და მაყურებელში სინანულს თუ არა, ირონიულ ღიმილს მაინც იწვევს“.

18 სექტემბერი 2020, 17:54

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია მარტვილში სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს შეხვდა

„ნაწილმა მუშაობა სრულად შეაჩერა, ხოლო უმრავლესობას ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყოველდღიურ რეჟიმში უხდებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასაქმებულ პირებს პანდემიამ რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება შეუქმნას და მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ“-განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ხორხე ფერნანდეს დიასი

18 სექტემბერი 2020, 17:49

მსოფლიო

ესპანეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

ესპანეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ხორხე ფერნანდეს დიასი ჯაშუშობის საქმეზე ეჭვმიტანილის სახით სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

18 სექტემბერი 2020, 17:47

კულტურა

აქ.ახლა, აღმოაჩინე „საქართველო - მუზეუმი“

ანიმაციისთვის სცენარი მწერალმა - აკა მორჩილაძემ დაწერა. პროექტზე სტუდია „ანიმატორმა“ იმუშავა, სამხატვრო მიმართულება thecrux.tv-ს ეკუთვნის. სპეციალურად ვიდეორგოლისთვის დაიწერა საუნდტრეკი, რომლის მუსიკა NIMIT_TA-მ, ტექსტი კი ერეკლე დეისაძემ შექმნა. ანიმაციაში ასევე გამოყენებულია Kayakata-ს Sisona Darchia [TBA Rework].

18 სექტემბერი 2020, 17:29

COVID19

ქუთაისის აეროპორტისა და ჰუალინგის თავისუფალი ზონის 48 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

COVID-19-ის რისკ-ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, 11-18 სექტემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტის და ქუთაისის/ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ 48 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა.

18 სექტემბერი 2020, 17:27

საზოგადოება

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით „დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ შეიქმნება

15 სექტემბერს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და ააიპ „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დისტანციური სკოლის/სწავლების მართვის სახელმძღვანელოს შედგენის შესახებ.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2020, 17:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სერიოზული არეულობა, რაც ძალიან წაადგება საბოლოო ჯამში ჩვენს საარჩევნო შედეგს

მისი თქმით, ძალიან კარგია ზოგადად ის, რომ ნაციონალური მოძრაობის შიგნით არის სერიოზული არეულობა, კლანები და დაპირისპირებული მხარეები, რაც ძალიან წაადგება საბოლოო ჯამში მმართველი გუნდის საარჩევნო შედეგს და ნაცმოძრაობა კიდევ უფრო ნაკლებ პროცენტს წაიღებს, ვიდრე თუნდაც დღევანდელი კვლევები აჩვენებს.