imedi /  11 სექტემბერი 2020, 13:59 / სანდო წყარო

საქართველოს მედია-კლუბი საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს

საქართველოს მედია-კლუბი საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს.

მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტებში საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარი და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა, უპირველესად, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ევალებათ, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ამ უწყებებმა გამართულად და საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედონ.

„საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა, საარჩევნო აგიტაციის შეუფერხებლად წარმართვა ადგილობრივ თვითმმართველობას ევალება. სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, მონიტორინგი გაეწიოს თვითმმართველობების მიერ კანონით მათზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს, შეფასდეს თვითმმართველი ორგანოების საქმიანობა, გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე კი შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, ისე საკანონმდებლო კუთხით“, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

პროექტის ფარგლებში საქართველოს მედია-კლუბი შეისწავლის, თუ როგორ ასრულებენ ადგილობრივი თვითმმართველობები საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე, 49-ე და 93-ე მუხლებით დაკისრებულ ვალდებულებას, მათ ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრების, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლად ორგანიზებისა და უსაფრთხო გარემოში ჩატარების კუთხით. მოხდება თვითმმართველობის ორგანოების მიერ მათ ტერიტორიაზე საარჩევნო კამპანიის ჩატარების უზრუნველსაყოფად მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და მათი იმპლემენტაციის მონიტორინგი.

შეგროვდება ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისათვის კამპანიის წარმოებაში ხელშეშლის, ადმინისტრაციული რესურსისა და საბიუჯეტო სახსრების საარჩევნო მიზნით გამოყენების ფაქტებზე. აგრეთვე, გამოთხოვილი იქნება ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისგან, მიმართეს თუ არა თვითმმართველობებს კონკრეტული მოთხოვნით და დააკმაყოფილეს თუ არა მუნიციპალიტეტებმა ეს მოთხოვნა. მოხდება ინფორმაციის სისტემატიზაცია დარღვევების სახეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად შეფასდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო გარემოს შესწავლასა და მონიტორინგს საქართველოს მედია-კლუბი ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე - www.droa.ge გამოქვეყნდება.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 18:42

სამართალი

მესტიის სოფელ ბეჩოში დაუდგენელმა პირმა შუა ხნის ქალი დაჭრა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში შუახნის ქალი დაჭრეს. დაშავებული გულ-მკერდის გამჭოლი ჭრილობით, მესტიის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მეხანძრე-მაშველი

18 სექტემბერი 2020, 18:32

COVID19

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

18 სექტემბერი 2020, 18:26

ტექნოლოგიები

20 სექტემბრიდან აშშ-ში WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გადმოწერა აიკრძალება

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, 20 სექტემბრიდან ქვეყანაში WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გადმოწერა დაიბლოკება.

18 სექტემბერი 2020, 18:20

სამართალი

პროკურორი: ექსპერტიზის დასკვნით თამარ ბაჩალიაშვილის ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი გამოირიცხა

დღეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

შესახებ ნათია

18 სექტემბერი 2020, 18:19

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ოპოზიცია კომპეტენტური პასუხის მოსმენისას უკან იხევს

ოპოზიცია კომპეტენტური პასუხის მოსმენისას უკან იხევს, - ამის შესახებ ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა და პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საკუთარი ვიზიტი შეაფასა. ეკონომიკის მინისტრმა ოპოზიციის საარჩევნო გზავნილებს არარეალისტური და შეუსრულე ბელი უწოდა. „მინუს 4 მილიარდი ლარი დაჯდება მათი არარეალისტური გეგმების შესრულება. და ეს უნდა შევავსოთ საიდან? ისევ საგარეო ვალის ხარჯზე. როდესაც დაინახეს არგუმენტები აღარ ჰქონდათ და საერთოს მიატოვეს დარბაზი. თუ კი ეს მათი პოლიტიკური განაცხადი და მანიფესტია, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ, კარგად დაინახა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა. ჩვენი ნაბიჯები არის ყოველთვის გამართლებული და დაბალანსებული. ჩვენ არც მიზნობრივ შეღავათებზე ვამბობთ უარს, მეორეს მხრივ ვცდილობთ არ დავაზარალოთ ჩვენი ბიუჯეტი, არ დავაზარალოთ პენსიონერები, მასწავლებლები, ჯარისკაცები, პოლიციელები“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 18:17

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სამწუხაროდ ოპოზიციამ, რომელმაც პარლამენტში მომიწვია, დებატებს ბოლომდე ვერ გაუძლო და გაიქცა

იყო ცხარე დისკუსია, რაც ბუნებრივია და ნორმალურია, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოვისმინოთ კონსტრუქციული კრიტიკა და ვუპასუხოთ. სამწუხაროდ ოპოზიციამ, რომელმაც პარლამენტში მომიწვია დებატებს ბოლომდე ვერ გაუძლო, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა და პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საკუთარი გამოსვლა შეაფასა.

ამირან გამყრელიძე

18 სექტემბერი 2020, 18:05

საზოგადოება

ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება

ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ცენტრი მუშაობს ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შესასყიდად და იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინების რაოდენობა გაორმაგდება.

18 სექტემბერი 2020, 18:04

COVID19

ქუთაისელმა მედიკოსებმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს

ქუთაისელმა მედიკოსებმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს. 38 კვირის კოვიდდადებითი ორსული „კლინიკა ბომონდში“ ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს. კლინიკაში შეყვანის მომენტში ორსულს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორსულს დახმარება კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ და გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ გაუწიეს.

იოსებ არჩვაძე

18 სექტემბერი 2020, 17:58

პოლიტიკა

იოსებ არჩვაძე: აჩვენეთ ასეთი ოპოზიციონერები ამომრჩევლებს და მათ საპარლამენტო არჩევნებში შანსი აღარ ექნებათ

„ტავტოლოგიაა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ხელისუფლებასთან შედარებით, იმ „პრეფერენციებით“ სარგებლობს, რომ ის ფაქტობრივად პასუხს არაფერზე აგებს, პროფესიონალ საქმიანობად მხოლოდ დაუსაბუთებელი კრიტიკა აქვს, ხოლო მათი წინასაარჩევნო დაპირება - ჰელიუმით გაბერილი ბუშტივითაა - როგორც კი „ხელს გაუშვებ“ ჰაერში იკარგება და გათვითცნობიერებულ მსმენელსა და მაყურებელში სინანულს თუ არა, ირონიულ ღიმილს მაინც იწვევს“.

18 სექტემბერი 2020, 17:54

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია მარტვილში სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს შეხვდა

„ნაწილმა მუშაობა სრულად შეაჩერა, ხოლო უმრავლესობას ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყოველდღიურ რეჟიმში უხდებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასაქმებულ პირებს პანდემიამ რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება შეუქმნას და მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ“-განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ხორხე ფერნანდეს დიასი

18 სექტემბერი 2020, 17:49

მსოფლიო

ესპანეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

ესპანეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ხორხე ფერნანდეს დიასი ჯაშუშობის საქმეზე ეჭვმიტანილის სახით სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

18 სექტემბერი 2020, 17:47

კულტურა

აქ.ახლა, აღმოაჩინე „საქართველო - მუზეუმი“

ანიმაციისთვის სცენარი მწერალმა - აკა მორჩილაძემ დაწერა. პროექტზე სტუდია „ანიმატორმა“ იმუშავა, სამხატვრო მიმართულება thecrux.tv-ს ეკუთვნის. სპეციალურად ვიდეორგოლისთვის დაიწერა საუნდტრეკი, რომლის მუსიკა NIMIT_TA-მ, ტექსტი კი ერეკლე დეისაძემ შექმნა. ანიმაციაში ასევე გამოყენებულია Kayakata-ს Sisona Darchia [TBA Rework].

18 სექტემბერი 2020, 17:29

COVID19

ქუთაისის აეროპორტისა და ჰუალინგის თავისუფალი ზონის 48 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

COVID-19-ის რისკ-ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, 11-18 სექტემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტის და ქუთაისის/ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ 48 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა.

18 სექტემბერი 2020, 17:27

საზოგადოება

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით „დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ შეიქმნება

15 სექტემბერს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და ააიპ „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დისტანციური სკოლის/სწავლების მართვის სახელმძღვანელოს შედგენის შესახებ.

18 სექტემბერი 2020, 17:25

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 3,891 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 3,891 შემთხვევა გამოვლინდა, 114 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 236,519 შეადგინა. ამ დროისთვის კორონავირუსი 170,774-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 9,336 ადამიანი ემსხვერპლა.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2020, 17:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სერიოზული არეულობა, რაც ძალიან წაადგება საბოლოო ჯამში ჩვენს საარჩევნო შედეგს

მისი თქმით, ძალიან კარგია ზოგადად ის, რომ ნაციონალური მოძრაობის შიგნით არის სერიოზული არეულობა, კლანები და დაპირისპირებული მხარეები, რაც ძალიან წაადგება საბოლოო ჯამში მმართველი გუნდის საარჩევნო შედეგს და ნაცმოძრაობა კიდევ უფრო ნაკლებ პროცენტს წაიღებს, ვიდრე თუნდაც დღევანდელი კვლევები აჩვენებს.

ივანე მაჭავარიანი

18 სექტემბერი 2020, 17:22

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ADB-ის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში, არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში, არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ADB-ის მმართველთა ბიზნესსესიის დასრულების შემდეგ.

18 სექტემბერი 2020, 17:20

რეგიონი

ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსებისთვის, რუსთავში ავტოსადგომი შენდება

ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსებისთვის, რუსთავში ავტოსადგომი შენდება. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 057 473 ლარით, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 218 ლარით დაფინანსდა.

ჯულიან ასანჟი

18 სექტემბერი 2020, 17:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ჯულიან ასანჟის შეწყალების პირობა დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შეიწყალოს, თუ ის დაასახელებს წყაროს, რომლისგანაც 2016 წელს დემოკრატიული პარტიის სერვერებიდან წერილების ასლები მიიღო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ასანჟის ადვოკატმა, ჯენიფერ რობინსონმა განუცხადა.

ამირან გამყერლიძე

18 სექტემბერი 2020, 17:18

COVID19

ამირან გამყრელიძე: კრიტიკული 13 პაციენტიდან 5 ინტუბირებულია, მათგან 4 აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი

თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, მთლიანობაში, კოვიდ-დადებითები, ვინც დღეს მკურნალობას გადის საავადმყოფოებსა თუ საკარანტინო სივრეცებში, ძირითადად სჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა. ამირან გამყრელიძემ განაცხადა.