imedi /  11 სექტემბერი 2020, 20:16 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: მცხეთა განსახიერებაა საქართველოსი, ყველაფრის, რაც საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

მცხეთა განსახიერებაა საერთოდ, საქართველოსი. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული და როდესაც აქ ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე და ერთმანეთს ვპირდებით, ეს პასუხისმგებლობა ყველას უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მცხეთაში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მცხეთა სრული ასახვაა ამ ქვეყნის და საქართველოს ისტორიის.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა, მცხეთაში, მუზეუმად ქცეულ ქალაქში, რომელიც სრული ასახვაა ამ ქვეყნის და ჩვენი ისტორიის. შეუძლებელია, აქ ისაუბრო მომავალზე და არ გქონდეს წარსულთან ბმა. შეუძლებელია, არ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე, ხვალინდელი გეგმები უნდა იყოს დაკავშირებული წარსულთან - ჩვენს დიდებულ, გამორჩეულ წარსულთან, რომლის განსახიერებაც არის მცხეთა და სვეტიცხოველი. აქედან თქმული, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე და ვიშრომოთ, რომ ეს ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო, უდიდეს სიმბოლოს ატარებს. ამიტომ, ემოციურიც არის და დიდი პასუხისმგებლობაა, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და მომავალ გეგმებზე საუბარი. მცხეთა განსახიერებაა საერთოდ, საქართველოსი. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული და როდესაც აქ ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე და ერთმანეთს ვპირდებით, ეს პასუხისმგებლობა ყველას უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მცხეთაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად ეპიდემიისა და ეკონომიკური კრიზისისა, არც ერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება.

„უნდა შევთანხმდეთ, რომ ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული რომელიც ერთად უნდა დავასრულოთ. არ მინდა დეტალებში ღრმად წავიდე იმ კონკრეტულ მიღწევებზე, რომელიც მცხეთაშია. ბევრგან არის მოსაგვარებელი ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, წყალი. მიუხედავად იმისა, რომ სამელიორაციო პროექტები 9 ლოკაციაზე გაკეთდა და 4000 ჰექტარი მიწა მოირწყვება დამატებით, მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებითაც ბევრია გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისია, არც ერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ვიცი, რომ ამ რეგიონისთვის და მცხეთისთვის ქვეშეთი-კობის მონაკვეთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ნატახტარი-ჟინვალის 2021 წელს დაიწყება და გაკეთდება. ეს ყველაფერი დამატებითი რესურსია მცხეთისთვის“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მცხეთისთვის ტურიზმს აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

„სამწუხაროდ, წელს, ამ გლობალურმა პანდემიამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო, თუმცა მთავარი მაინც უნდა იყოს ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ, დღესაც გვქონდა ბევრი შეხვედრები, ბევრი ვისაუბრეთ, გვაქვს ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის ზრდა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს, ჩვენ უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ მსგავს რისკებს ვუპასუხოთ ისე, რომ გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლესაც და გავუფრთხილდეთ თითოეულ სამუშაო ადგილსაც. 6 თვე გამოვიარეთ ერთმანეთთან ნდობით, ღიად, პირდაპირი საუბრით. ჩვენ, ჩვენს ხალხთან არაფერი დასამალი არ გვაქვს და არც ის გვაქვს ბევრი სასაუბრო, რა გაგვიკეთებია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩანს. ის, რასაც ჩვენ მომავალში ერთად გავაკეთებთ, ესეც არ იქნება დაპირება, ეს იქნება პირდაპირი გეგმა და პირდაპირი საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა იზრუნოს მომავალ თაობაზე, ბავშვებზე და ამიტომ, მთავრობა ორიენტირებული იქნება ეფექტურ, სწრაფ განათლების რეფორმაზე.

„მცხეთასთან და საერთოდ, რეგიონთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა უნდა გამოვყოთ. მცხეთა მუზეუმის გარეშეა და ამ ხალხის დამსახურებაა, რომ მცხეთას ექნება მუზეუმი და კინოთეატრი გადაკეთდება მუზეუმად. აუცილებლად უნდა ვთქვათ ის სპორტული კომპლექსი, რომელიც გაკეთდა და რომელიც მცხეთელებს და ახალგაზრდებს, აქაურებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ. გაკეთდა და კიდევ 24 სკოლის რეაბილიტაცია გაკეთდება. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიის დროს არ გაჩერებულა და შემდეგ, მათი სისწრაფე და რაოდენობა გაორმაგდება. რა თქმა უნდა, აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ სოფლის მეურნეობაზე. სახელმწიფოს აქვს თავისი, პირდაპირი პასუხისმგებლობები. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა იზრუნოს ჩვენს მომავალ თაობაზე, ბავშვებზე და ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული ეფექტურ, სწრაფ განათლების რეფორმაზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ხანდაზმულ ადამიანებზე და ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ სოციალური სისტემის რეფორმას. ასევე ამასთან იყო დაკავშირებული მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება ბევრი სოფლისთვის. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაახლოებით არის 421 სოფელი. ეს პირდაპირი სოციალური დახმარება ადამიანებისთვის, რომლებიც მთას ამაგრებენ, საზღვრებს ამაგრებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გასაგრძელებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის გეგმების განხორციელების ცენტრში არის ადამიანი და მასზე ზრუნვა.

ვინც რა უნდა თქვას, ჩვენს გეგმებს განვახორციელებთ და ამ გეგმების ცენტრში არის ადამიანი და მასზე ზრუნვა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გლობალურად და ქვეყანაში არის პანდემია, ეს იქნება ჩვენი ძირითადი მიზანი დღესაც და ხვალაც. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ მიზანმიმართულად უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე, ხანდაზმულებზე და ყველამ ერთად უნდა შევუქმნათ სამართლიანი, თანასწორი უფლებები იმისთვის, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი შრომით ჩვენი ოჯახები. ეს არის სამართლიანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროპასთან, ვიდრე გუშინ და ხვალ ისე უნდა მიუახლოვდეს, რომ ამ ქვეყნის ისტორიული მიზანი - ევროპულ ოჯახში ჩვენი დაბრუნება უნდა გახდეს შესაძლებელი. ეს ჩვენი ერთობლივი საქმეა. როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა შეიცვალა. დღეს მცხეთას, სამწუხაროდ, ცალკე მაჟორიტარი არ ჰყავს, ეს არის დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის ოლქი, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს იყო ერთ-ერთი მიზანი, რატომაც ჩვენ ბევრი ფიქრის შემდგომ არჩევანი გავაკეთეთ შალვა კერესელიძეზე. ეს ადამიანი იყო ამ რეგიონის გუბერნატორი და ყველაზე უკეთ იცის სად რა პრობლემაა. ეს არის ადამიანი, რომელიც კი არ ტრაბახობს და კი არ ყვება, რა გაუკეთებია ამ კუთხისა და რეგიონისთვის, არამედ წყნარად, მშვიდად, თავმდაბლად მიდის და საქმეს აკეთებს. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ამ რეგიონის ღირსეული ხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში ღირსეულად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ, მცხეთელებო“ , - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

გურამ ჭარელაშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

გურამ ჭარელაშვილი: ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, თუმცა ეპისკოპოსი არის მოქალაქეც და მას აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს

ეკლესიის პოზიცია არის ცალსახა, კონკრეტულ პარტიას გამორიცხულია წინასაარჩევნო მარათონში თუ ბრძოლაში მხარი დაუჭიროს ან გამოხატოს მისი პოზიცია, - ამის შესახებ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, თუმცა ეპისკოპოსი არის მოქალაქეც და მას აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს. „ეკლესია არის ყველასი, ვინც მისი შვილია, ვინც მისი წევრია. კონკრეტულ შეხვედრაზე მეუფეების ყოფნა, ეს არის, ისინი არიან მოქალაქეები ამ ქვეყნისა. ეს არის დემოკრატიული წყობა და მათ შეუძლიათ თავიანთი პოზიცია გამოხატონ და მათ ეპარქიაში მივიდნენ კონკრეტულ ღონისძიებაზე. ასე რომ ეს არის მათი კონკრეტული

რატი იონათამიშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: როგორც ჩანს, ჩვენმა მოსახლეობამ ეს კრიმინალური ორგანიზაცია ამ არჩევნებზე ოპოზიციიდანაც გაუშვა

„ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში ისინი ვერ ასრულებენ იმ ამოცანებს, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნდა და სწორედ ამიტომ გაუშვა ეს დანაშაულებრივი კრიმინალური ორგანიზაცია ხელისუფლებიდან ჩვენმა მოსახლეობამ და როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე უკვე ოპოზიციიდანაც გაუშვა. საქართველოს და ქართულ საზოგადოებას აქვს ერთი არჩევანი. ეს არის პროგრესული მომავალი, ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღე და უფრო მეტი სიახლოვე ნატოსთან და ევროკავშირთან. ამ კურსზე, ამ გეზზე პასუხისმგებლობას იღებს სრულიად „ქართული ოცნება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

გიგა ბოკერია

21 სექტემბერი 2020, 14:19

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: სააკაშვილს უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება

„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი. ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის, განსაკუთრებით მერამდენედ დაანონსება ჩამოსვლის და შემდეგ გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაჰპირდა ამას“, - აცხადებს ბოკერია.

21 სექტემბერი 2020, 14:15

რეგიონი

“ქართული ოცნების“ ლიდერებმა ჭიათურის წყალმომარაგების ახლად რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს, რომლის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ქალაქ ჭიათურის წყალმომარაგების რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს, სადაც სამუშაოები ივნისში დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

21 სექტემბერი 2020, 14:15

COVID19

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა და COVID-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში...

21 სექტემბერი 2020, 14:11

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეთაურს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ სტივენ ნიერის უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელი

21 სექტემბერი 2020, 14:09

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც პროფესიული განათლებისა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენცია მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს პროფესიულ განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და უკვე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

ბილ გეითსი

21 სექტემბერი 2020, 14:09

COVID19

ბილ გეითსი პანდემიის დასრულებას 2022 წელს პროგნოზირებს

Microsoft-ის დამაარსებელი, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ აშშ ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზაფხულში დაუბრუნდება. მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემია უსასრულოდ არ გაგრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:07

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პანდემიის გამო ვირტუალურად ტარდება.

გიორგი ვაშაძე

21 სექტემბერი 2020, 14:04

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანდატების ბრძოლის და არა გამარჯვებისკენ გზა აირჩია

ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანდატების ბრძოლის გზა აირჩია და არა გამარჯვებისკენ გზა, - ამის შესახებ„სტრატეგია აღმანეშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ესაა ცრუ დილემა რომელიც მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა.

რატი იონათამიშვილი

21 სექტემბერი 2020, 13:57

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება იწვნევს მწარე მარცხს

„მან დასვა საკითხი ასე, რომ ან მოიგებს ნაციონალური მოძრაობა ან დაიღუპება საქართველო. ამ გამოწვევას ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წელს უკვე გასცა საკადრისი პასუხი. რა თქმა უნდა, ახლაც ასე იქნება. გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და საქართველო. სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება იწვნევს მწარე მარცხს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

მიტროპოლიტი შიო

21 სექტემბერი 2020, 13:56

საზოგადოება

მიტროპოლიტი შიო: პატრიარქმა ერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ააღორძინა

ვეცადოთ, რომ დიდი სიყვარული გვქონდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიც დედაა ყოველი ჩვენგანის, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და დალოცა. მეუფეს თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ერში სწორედ პატრიარქმა ააღორძინა და ამის მაგალითია ასევე ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის სახელმწიფო დონეზე აყვანა.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2020, 13:52

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი - ეს არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე

„ქართული ოცნება“ უახლეს ისტორიაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა და გაატარა ისეთი დემოკრატიული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც რეალური ძალაუფლება, კონტროლი სახელმწიფო მმართველობაზე დაუბრუნდა ხალხს და სწორედ ამიტომ არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

21 სექტემბერი 2020, 13:51

COVID19

თბილისში შესაძლოა საველე კარვები განთავსდეს

დედაქალაქში, შესაძლოა, მოქალაქეთა კორონავირუსზე ტესტირების მიზნით, საველე კარვები განთავსდეს. როგორც „იმედინიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განუცხადეს, გეგმა ჯერჯერობით დაზუსტებული არაა და საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს, შეძლებენ თუ არა თბილისში მოქალაქეები საველე კარვებში ტესტირების გავლას.

21 სექტემბერი 2020, 13:50

კულტურა

სტუდენტური კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა 2020“ დაიწყო

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი კიდევ უფრო ფართოვდება და სთავაზობს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსში.

გიორგი გახარია

21 სექტემბერი 2020, 13:45

რეგიონი

გიორგი გახარია ჭიათურაში: ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის მხარდაჭერასა და შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვას შორის ბალანსია საჭირო

„უნდა ვიზრუნოთ სისტემურ ინფრასტრუქტურაზე - რა თქმა უნდა გზები, წყალმომარაგება. ასე თუ ისე ჭიათურის ქალაქის წყალმომარაგება დღეს 24-საათიანი არის, დარჩენილია რამდენიმე უბანი, კორპუსი, რომლებიც მოგვარდება რა თქმა უნდა უახლოეს პერიოდში, თუმცა მოუგვარებელი რჩება სოფლების წყალმომარაგება და ესეც მისახედია, - განაცხადა პრემიერმა.

21 სექტემბერი 2020, 13:39

საზოგადოება

25 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჟოზეპ ბორელი

21 სექტემბერი 2020, 13:38

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს - ბელარუსის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გადახედვას განვიხილავთ

თორნიკე რიჟვაძე

21 სექტემბერი 2020, 13:32

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: პირადად ვეცნობი ყველა პაციენტის მდგომარეობას, ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაჯამა.

კადრი სერიალიდან „ვანდავიჟენი“

21 სექტემბერი 2020, 13:25

კულტურა

Marvel-მა სერიალ „ვანდავიჟენის“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

სერიალი Marvel-ის კომიქსებზეა დაფუძნებული ალისფერი ჯადოქრისა და ვიჟენის შესახებ. სიუჟეტი ფილმის „შურისმაძიებლები: ფინალი“ შემდეგ განვითარდება. სერიალი ასევე „დოქტორ სტრენჯის“ სიქველთან იქნება დაკავშირებული, რომლის პრემიერაც 2021 წელს შედგება.