IMEDI /  11 სექტემბერი 2020, 20:22 / სანდო წყარო

კახა კალაძე: არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით, თანადგომით შესაძლებელია ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ღირსეულად

კახა კალაძე

კახა კალაძე

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს მცხეთაში დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე წარადგინა, სადაც სიტყვით, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოვიდა.

„მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქია, ქალაქი-მუზეუმი, რომლის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და რითიც თითოეული ქართველი, საქართველოს თითოეული მოქალაქე ვამაყობთ.

ქართული ცნობიერების ფუნდამენტი, ქრისტიანული კულტურა სწორედ მცხეთის სახელს უკავშირდება. წმინდა ნინოს მოღვაწეობა, მირიანისა და მისი ოჯახის გაქრისტიანება, შემდეგ კი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ამ მშვენიერ ქალაქთან არის დაკავშირებული. სწორედ აქ არის დაბრძანებული უფლის კვართი, რომელზეც ყველა ქართველისთვის საყვარელი და საამაყო ძეგლი, სვეტიცხოველი დგას“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, დღეს, ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადება. „ჩვენი ვალია, რომ სწორედ ამ ფასეულობების შენარჩუნებით გავიკვლიოთ გზა მომავლისკენ და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ერთიან ევროპულ ოჯახში“, - აღნიშნა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მცხეთას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც რეგიონს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ტურიზმის გარდა, ყურადღება ექცევა მოსახლეობისთვის კონკრეტულ საჭიროებებს, რომელზე მუშაობაც აუცილებლად გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაში და ერთად ყველა იმ პრობლემას გადავლახავთ, რომელიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

რა თქმა უნდა, ყველა პრობლემის მყისიერად მოგვარება სახელმწიფოს რესურსებისა და ჩვენი მცირე ეკონომიკის პირობებში რთულია, თუმცა ყველანი კარგად ხედავთ, რომ წლების მანძილზე, სახელმწიფო გვერდით უდგას საკუთარ მოქალაქეს, ზრუნავს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, უქმნის პირობებს, რათა პროდუქცია აწარმოოს ან მზარდ ტურისტულ სექტორში იმუშაოს და საკუთარ ოჯახში შემოსავალი შეიტანოს. რა თქმა უნდა, ამის ძალიან ბევრი კარგი მაგალითი არსებობს. ეს არის თუნდაც სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ისარგებლა“, - აღნიშნა კალაძემ.

კალაძის თქმით, ხელისუფლება მიღწეულ შედეგებზე არ უნდა შეჩერდეს. „თუმცა ჩვენ ამ ყველაფერზე არ უნდა შევჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ეს მიმართულებები, რომ მეტი კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ. ამ და სხვა სფეროებში განხორციელებულ პროექტებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთავარი სწორება განათლებაზე გააკეთა, რათა ჩვენი შვილები და შვილიშვილები სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან კონკურენტუნარიანები იყვნენ და შემდეგ მათი განათლება ისევ გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ქვეყანაში განხორციელებულ განათლების რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ილაპარაკა. „თქვენ იცით, რომ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება არის დაწყებული. იცით, რომ პედაგოგებს გავუზარდეთ ანაზღაურება, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ახალი სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობა.

ასევე, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განათლება მიიღონ ნორმალურ პირობებში. მომდევნო წლებში, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი სწორედ განათლება და თითოეული ოჯახის ეკონომიკურად გაძლიერება იქნება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთიანი ძალისხმევით, თანადგომით შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ღირსეულად. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, მას ექნება თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. რადგან ერთ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს, პოლიტიკა, ბიზნესი თუ სპორტი, შეუძლებელია, მიაღწიოს წარმატებას, თუ მას ზურგს არ უმაგრებს ძლიერი გუნდი“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საზოგადოების მხარდაჭერის შედეგად, ქვეყნის წარმატება გარანტირებული იქნება. „აქაც თუ არ იქნება თქვენი თანადგომა, შეუძლებელი იქნება წარმატებაზე საუბარი და მე მჯერა, რომ როგორც ეს 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებზე ხდებოდა, მცხეთა ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს. ამ არჩევნებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, ახლაც ღირსეულად გამოვალთ და 41 ნომერით წარდგენილი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2020, 00:56

საზოგადოება

რუსთავში, სახანძროს ყოფილ შენობაში, ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის დარბაზები და სარეპეტიციო ადგილები მოეწყობა

რესტავრირების შემდეგ მასში განთავსდება მუსიკალური დარბაზები და სარეპეტიციო კუთხეები, რომლებიც ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს დაეთმობა და მათ შემოქმედებით განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის მიზანია, შენობა კრეატიული ახალგაზრდებისთვის რუსთავის კულტურულ ჰაბად იქცეს.

სარკოგაფი ეგვიპტე

21 სექტემბერი 2020, 00:50

კულტურა

ეგვიპტეში 2 500 წლის წინ დამარხული სარკოფაგები აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა სარკოფაგები საქარას ერთ-ერთ ახალაღმოჩენილ სამარხში იპოვეს. თვის დასაწყისში არქეოლოგებმა 13, რამდენიმე დღის წინ კი კიდევ 14 სარკოფაგი ამოთხარეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მსგავსი აღმოჩენაა.

ღვთისმშობლის შობის ხატი

21 სექტემბერი 2020, 00:28

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. მათ შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მოხუც მშობლებს აღთქმა ჰქონდათ დადებული, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ანას ახარა, რომ მას მარიამი ეყოლებოდა.

დოროთი და რალფი

21 სექტემბერი 2020, 00:03

ტაბლოიდი

აშშ-ში 100 წელს გადაცილებულმა წყვილმა ქორწინების 85 წლის იუბილე აღნიშნა

„როცა პრობლემები გვქონდა, მე ყველაფერში ვეთანხმებოდი დოროთის, ეს გამოსავლის პოვნის ყველაზე კარგი საშუალებაა“, - განაცხადა რალფმა.

მადრიდი საპროტესტო აქცია კორონავირუსი

20 სექტემბერი 2020, 23:35

COVID19

მადრიდის ნაწილში კარანტინის დაწესება ასობით ადამიანმა გააპროტესტა

შეზღუდვები ქალაქში ორშაბათიდან ამოქმედდება და მადრიდის მოსახლეობის 13%-ს, ანუ დაახლოებით 850 ათას ადამიანს შეეხება. მათ საკუთარი უბნების დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, ბავშვების სკოლაში მისაყვანად ან სამედიცინო დახმარების მისაღებად ექნებათ. ჩაკეტილ ზონაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, თუმცა დაიკეტება პარკები, მაღაზიები, ბარები და რესტორნები კი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებენ. აიკრძალება 6 ადამიანზე მეტის შეკრება.

რთველი

20 სექტემბერი 2020, 23:18

რეგიონი

კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, გადამუშავებულია 95 ათას ტონაზე მეტი ყურძენი

არსებული მონაცემებით, 2012 წელს საქართველოდან ექსპორტზე 23 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 75 მლნ დოლარის ღირებულების იყო; 2019 წელს კი 94 მლნ ბოთლი ღვინო, ღირებულება - 237 მლნ დოლარს შეადგენდა. საერთო ჯამში 2013-19 წლებში, ექსპორტზე 1,2 მილიარდი დოლარის ღვინო გავიდა.

თბილისი მეტრო

20 სექტემბერი 2020, 23:04

საზოგადოება

ხვალიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20 სექტემბერი 2020, 22:45

რეგიონი

წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის უფლება 246-მა სტუდენტმა მოიპოვა

საბოლოოდ, სასწავლებელში არსებული მაღალი ბარიერი მხოლოდ 246 სტუდენტმა გადალახა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო ქულების მიხედვით ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნომერ პირველი საჯარო უნივერსიტეტია საქართველოში.KIU მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. უცხოელი ლექტორები სწავლის დაწყებას მოუთმენლად ელიან და აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის ევროპული სტანდარტების პროგრამა მოამზადეს.

მიხეილ ჩხენკელი

20 სექტემბერი 2020, 22:30

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი სურვილია, რომ 1-ელ ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში

„ჩვენი ყველასი სურვილია, რომ 1-ელ ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ბუნებრივი გარემო სასწავლო პროცესისთვის არის სწორედ სკოლაში, სასწავლო პროცესი არის საკლასო ოთახებში. შესაბამისად, ამას რომ მივაღწიოთ,ყველამ უნდა გააცნობიეროს იმის მნიშვნელობა, რომ საჭიროა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა“,- განაცხადა ჩხენკელმა.

კახა ოქრიაშვილი

20 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილი: არანაირ უხერხულობას არ მიჩენს მე არც 5-იანი და არც სხვანაირი ნომერი

„ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი გეგმები აქვს, ემთხვევა ჩემ გეგმებს. აღიარა მიშამ და ახლა ბოდიშებს იხდის. “, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი

20 სექტემბერი 2020, 21:43

რეგიონი

ბოდბის მოსახლეობა წმინდა ნინოს დედათა მონასტერზე გავრცელებულ ცილისწამებას უარყოფს

მონასტერში თითოეულ გოჯ მიწაზე ზრუნავენ და უვლიან. ყველაფერი 25 წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა პატრიარქის კურთხევით ბოდბის დედა მონასტრის წინამძრღვრობა იღუმენია თეოდორას დაევალა. დანგრეული კედლები, გაუმართავი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - ასეთი მონასტრის წინამძღოლობა ხვდა წილად იღუმენიას. იქაურობის ნამდვილ წალკოტად გადაქცევა მარტივი არ იყო. ამ ყველაფერს 25-წლიანი შრომა დასჭირდა. შრომობენ ახლაც, მაშინ როცა ერს სძინავს მონაზვნები ცისკრის ლოცვას იწყებენ. ლოცულობენ საქართველოსა და თითოეული ადამიანისთვის. ამუშავებ მიწებს, მისდევენ მეურნეობას.

გიორგი ღარიბაშვილი

20 სექტემბერი 2020, 21:28

საზოგადოება

რა მოუყვა „იმედის კვირას“ საკალმახე „ადმირალის“ და „ვილა ალგეთის“ მფლობელმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ადვოკატის ვიზიტზე

როგორც „იმედის“ გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, „ვილა ალგეთინ“ არა სასტუმრო, არამედ გიორგი ღარიბაშვილის კუთვნილი კერძო სახლია, სადაც ის ოჯახთან - მეუღლესთან, ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ, სახლის მიმდებარე ტერიტორია თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ადვოკატებთან ერთად დაათვალიერეს. მასპინძელს იმაშიც არწმუნებდნენ, რომ გარდაცვალების შემდეგაც კი, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მის კუთვნილ ავტოფარეხში მალავდა. არადა, ადგილზეც ვამოწმებთ, რომ ავტოფარეხი მოქმედი დიდი ხანია არ არის, კარები ნახევრად იღება ისე, რომ მანქანა შიგნით ვერ შევა. სწორედ მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო გიორგი ღარიბაშვილის ოჯახი სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

ბეჟან წაქაძე

20 სექტემბერი 2020, 21:13

პოლიტიკა

ბეჟან წაქაძე: ვამაყობ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი გამოწვევა მუნიციპალიტეტში, რის გადალახვაშიც ჩემი მოკრძალებული წვლილი არ შემეტანა

მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად გადასალახი მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაში და შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად გადასალახი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ, ზესტაფონში წარდგენაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

20 სექტემბერი 2020, 20:58

რეგიონი

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა პარლამენტის თავმჯდომარემ დაათვალიერა

სრულად რეაბილიტირდა 1 000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა. შესაბამისად, საბაზო, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე, თანამედროვე სტანდარტების თანახმად მოწყობილ შენობაში განთავსდნენ. შშმ პირთათვის ადაპტირებულ შენობაში სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო, სპორტული დარბაზები და ღია სტადიონი მოეწყო.

მინსკი აქცია

20 სექტემბერი 2020, 20:55

მსოფლიო

ბრესტში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დაშლა ცრემლსადენი გაზის და გამაფრთხილებელი გასროლის მეშვეობით სცადეს. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, აქციის მონაწილეები აგრესიულად იქცეოდნენ და სამართალდამცველებს თავს ესხმოდნენ.

ირაკლი ჩიქოვანი

20 სექტემბერი 2020, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს

,,დღევანდელ შეხვედრებზე ჯუმსა და ახალსოფელში ადგილობრივებთან იმ პროგრესზე ვისაუბრეთ, რაც მათ სოფელსა თუ უბანში გვაქვს. თუმცა, ყველას ბევრად მეტი გვინდა და ამისთვის ერთობლივ მუშაობაზე შევთანხმდით. კომუნიკაციის ამ ფორმას უპირატესობას სწორედ იმიტომ ვანიჭებ, რომ მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს. ამ სოფლებში ჩვენი ხელისუფლების პირობებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებია განხორციელებული და სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კორონავირუსი აფხაზეთი

20 სექტემბერი 2020, 20:09

COVID19

​ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ამ დროისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 939 შემთხვევა დადასტურდა, 7 პაციენტი გარდაიცვალა, 255 კი გამოჯანმრთელდა.

მამუკა მდინარაძე

20 სექტემბერი 2020, 20:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: წარმატება საქართველოს საფირმო ნიშანი უნდა გახდეს

„ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნომერ პირველ პრიორიტეტად აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ეს საამაყოა. ამაყი ხარ, როცა იცი, რომ შენმა გუნდმა მინიმუმ ერთი პროგრამის გამო, C ჰეპატიტის პროგრამის მეშვეობით, 50 ათასამდე ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ბაღდათში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

ზაალ დუგლაძე

20 სექტემბერი 2020, 19:54

რეგიონი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხაშურსა და ქარელში, ზაალ დუგლაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ზაალ დუგლაძე ამჯერად ორივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს სურამში შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატმა ახალგაზრდებს პროფესიული და უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზეც ესაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.

ანდრია გვიდიანი

20 სექტემბერი 2020, 19:51

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: სააკაშვილისგან უტიფრობა არ მიკვირს, თუმცა მაინც ყველაფერს აქვს საზღვარი მით უმეტეს, როცა ეს უტიფრობა ფაქტობრივ უზუსტობებზე და ტყუილებზეა აგებული

„რაღაცების ბოდვა დაიწყო საქართველოს გავაბრწყინებთო და ეგეთების და მაგის შეფასებას უბრალოდ არ ვიკადრებ. დასკვნები თავად გამოიტანეთ, ყველა რიცხვზე და წერტილ-მძიმეზე პასუხისმგებელი ვარ”,- აცხადებს ექსპერტი.