imedi /  12 სექტემბერი 2020, 16:24 / სანდო წყარო

თამარ ჟვანია: შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს

თამარ ჟვანია

თამარ ჟვანია

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის შედეგად შეიქმნა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც აკმაყოფილებს მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე ეფუძნება 2018 წელს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისას ცესკოს ორგანიზებითა და შვეიცარიის სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ, საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ხელმოწერილ ეთიკის პრინციპებს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.

„საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე ხასიათდება კომპლექსური ურთიერთობით და მრავალმხრივი ინტერესებით, რომლის ყველა კომპონენტს საარჩევნო კანონმდებლობა ვერ დაარეგულირებს და აასრულებს. ამის გამო საჭირო ხდება პოლიტიკური პარტიების მიერ თვითრეგულირების მექანიზმების შექმნა და დამატებით ეთიკურ წესებზე შეთანხმდება, რაც მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა.

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი წარმოადგენს ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმებს, რომელთა მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა; საგნობრივი, პროგრამებზე ორიენტირებული ინკლუზიური საარჩევნო კამპანიის წარმოება, რომელშიც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები საარჩევნო პროცესის მონაწილეთათვის.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებისა და საერთაშორისო ​ჩართული მხარეების არაერთ ანგარიშში მოხვდა რეკომენდაცია ისეთი სტანდარტების განვითარებისა და დამკვიდრების შესახებ, რომელიც არეგულირებს ეთიკურ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღკვეთას. მსგავსი რეკომენდაცია ასევე მოხვდა საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის ანგარიშში, სადაც ის მიმართავს ცესკოს, შეიმუშავოს და შესთავაზოს პოლიტიკურ პარტიებს ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენებისა და ასეთი განცხადებებისგან თავის შეკავების თაობაზე“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შვეიცარიის სახელმწიფოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით განახორციელა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია.

„სწორედ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის შედეგად შეიქმნა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც აკმაყოფილებს მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე ეფუძნება 2018 წელს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისას ცესკოს ორგანიზებითა და შვეიცარიის სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ, საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ხელმოწერილ ეთიკის პრინციპებს.

ეს დოკუმენტი ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებს და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების აღიარებას და პატივისცემას, კოდექსის შესრულებაზე მონიტორინგისა და შიდა პარტიული აღსრულების მექანიზმებზე შეთანხმებას. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დოკუმენტის შემუშავებაში.

აქვე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ვაქვეყნებთ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ვიწვევთ ყველა რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, შემოუერთდეს ამ ქცევის კოდექსს და აიღოს პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე.

ქცევის კოდექსის ხელმოსაწერი (დაბეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) მიეწოდება არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და სურვილის შემთხვევაში, მასზე შემოერთება პარტიებს შეუძლიათ დაადასტურონ თავმჯდომარის/ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით. ქცევის კოდექსის ტექსტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ყველა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, ვინც შეუერთდება დოკუმენტს.

მადლობას ვუხდით საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლის მხარდაჭერითაც შეიქმნა და ჩამოყალიბდა ქცევის კოდექსი და ასევე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შემოუერთდებიან და შეასრულებენ ამ ქცევის კოდექსს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას“, - განაცხადა ჟვანიამ.

ყველა სიახლე

ოთარ დანელია

24 სექტემბერი 2020, 16:32

ეკონომიკა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა

კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზეზია სოფლად სიღარიბის დაძლევა. მისი თქმით, ბოლო პერიოდის გამოწვევების დროს, როდესაც გლობალურმა პანდემიამ რთული გამოწვევების წინაშე დააყენა ტურიზმის ინდუსტრია, აუცილებელია განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს სურსათის უსაფრთხოებას და ზოგადად აგრარულ სექტორს.

თამარ გაბუნია

24 სექტემბერი 2020, 16:30

საზოგადოება

თამარ გაბუნია: სკოლის მოსწავლეების მასობრივი ვაქცინაცია გრიპზე აუცილებელი არ არის

ქვეყანაში, ოქტომბერში 135 000 დოზა გრიპის ვაქცინა იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შესყიდული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

კორონავირუსი

24 სექტემბერი 2020, 16:29

COVID19

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 60 წლამდე კაცს დაუდასტურდა

კოვიდინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში მცხოვრები, 60 წლამდე კაცია. მან კლინიკას სხვა ჩივილებით მიმართა, თუმცა ტესტირებისას კოვიდ-19 დაუდასტურდა.

24 სექტემბერი 2020, 16:25

სამართალი

ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 37,240 ლარი შეადგინა.

24 სექტემბერი 2020, 16:24

საზოგადოება

დიდუბის რაიონში მიმდინარე წელს ასფალტის საფარი 53 454 კვ.მ ფართობზე განახლდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, 54 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 53 454 კვ.მ ფართობზე განაახლა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები განხორციელდა, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე, შიდა კვარტალურ გზებსა და თბილისური ტიპის ეზოებში. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო სამ ქუჩაზე, 31 თბილისური ტიპის ეზოსა და 20 შიდა კვარტალურ გზაზე.

კახეთი

24 სექტემბერი 2020, 16:21

COVID19

კახეთში კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში, კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა 43-დან 45-მდე გაიზარდა. COVID-19 ყვარელში ერთ-ერთ ადგილობრივს დაუდასტურდა. ადგილზე სპეციალისტთა ჯგუფი წყაროს და კონტაქტების მოძიებაზე მუშაობს. მეორე შემთხვევა კი ლაგოდეხში გამოვლინდა. ის აჭარიდან სტუმრად ჩასული ინფიცირებულების ჯგუფის კონტაქტია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 სექტემბერი 2020, 16:20

COVID19

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მერაბ დვალიშვილი

24 სექტემბერი 2020, 16:10

სპორტი

მერაბ დვალიშვილი UFC-ში მერვე ბრძოლას 5 დეკემებერს გამართავს

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ში მერვე ბრძოლას 5 დეკემებერს გამართავს და მისი მეტოქე რეიტინგის მე-12 ნომერი კოდი სტამანი იქნება. დვალიშვილმა და მისმა მეტოქემ კონტრაქტზე ხელი უკვე მოაწერეს. ამერიკელს UFC-ში 8 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან ხუთი მისი გამარჯვებით დასრულდა, ერთი შეხვედრა ფრედ ორი კი მარცხით. მან ბოლოს 16 ივლისს, ჯიმი რივერისთან გამართა ორთაბრძოლა და დამარცხდა.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

24 სექტემბერი 2020, 16:01

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის არ არსებობს მოუგვარებელი საკითხები, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დელიმიტაციის საკითხიც მოგვარდება

„მოზომილები უნდა ვიყოთ განცხადებებშიც, რადგან ჩვენი ურთიერთობები არ დაზიანდეს. დამერწმუნეთ, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არ არსებობს საკითხები, რომლებიც არ შეიძლება განხილულ იქნას და მოგვარდეს, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი

24 სექტემბერი 2020, 15:57

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვა გამოიწვიოს

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს მიაწოდა ეს ახალი გარემოებები.

24 სექტემბერი 2020, 15:52

ეკონომიკა

რა შედეგები მოიტანა ჯაპანა-ლანჩხუთის გზის გახსნამ

კომპანიამ POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოში კიდევ ერთი პროექტი წარმატებით განახორციელა და ივლისში, სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მეორე მონაკვეთი - ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაასრულა. გზაზე 15 ივლისიდან ორივე მიმართულებით არის გადაადგილება შესაძლებელი.

24 სექტემბერი 2020, 15:49

ეკონომიკა

უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზა ავტოტრანსპორტისათვის უკვე გახსნილია. 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე 4-ზოლიანი გზაა. მთლიანი პროექტი ოქტომბრის ბოლოს ჩაბარდება და 13-ვე კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.

ალექსანდრე ლუკაშენკო

24 სექტემბერი 2020, 15:47

მსოფლიო

ლუკაშენკო: ბელარუსი ვალდებული არ იყო ვინმე წინასწარ გაეფრთხილებინა ინაუგურაციის ჩატარების შესახებ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ზოგიერთი სახელმწიფოს საყვედური იმის თაობაზე, რომ მისი ინაუგურაცია საიდუმლოდ გაიმართა.

24 სექტემბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე www.cesko.ge განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უკვე შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით და სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ.

ირმა ჭკადუა

24 სექტემბერი 2020, 15:38

სამართალი

ირმა ჭკადუა: იაკობ ბრეგვაძე ადასტურებს, რომ ჩხუბში 8 პირი მონაწილეობდა, მაგრამ კონკრეტული ადამიანების ამოცნობა არ შეუძლია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებული ფოტოგრაფის იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის განცხადებით, ბრეგვაძეს ჩხუბში მონაწილე კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა, ადასტურებს, რომ 8 პირი ჩხუბში მონაწილეობდა. ჭკადუას თქმითვე, იაკობ ბრეგვაძემ არ იცის, ხიდის ქვეშ რა მოხდა, ვინაიდან ეს არ დაუნახავს. იაკობ ბრეგვაძემ უამარავ კითხვას უპასუხა, როგორც ბრალდების მხარის, ასევე ჩემი პატივცემული კოლეგების. ყველასთვის ცნობილია, რომ იაკობ ბრეგვაძეს არასდროს, არც ერთ კომენტარში, მათ შორის, არც ჩვენებაში არ

საქართველო დიდი ბრიტანეთ დროშები

24 სექტემბერი 2020, 15:36

პოლიტიკა

ქართულ-ბრიტანული საპარლამენტო მეგობრობის და საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისმა საპარლამენტო ჯგუფმა ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს

ორი ქვეყნის პარლამენტარები მიესალმნენ თანამშრომლობის რეგულარულ საპარლამენტო ფორმატს და მზადყოფნა გამოხატეს საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გაღრმავებისთვის. მხარეები ასევე საერთო ინტერესის სფეროების შემდგომ მოძიებაზე შეთანხმდნენ.

იაკობ ბრეგვაძე

24 სექტემბერი 2020, 15:24

სამართალი

იაკობ ბრეგვაძემ სასამართლო პროცესზე კონკრეტული პირები ვერ ამოიცნო, თუმცა ჩხუბის მონაწილეთა რაოდენობა დაასახელა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხა.

24 სექტემბერი 2020, 15:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები გაიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურულ სფეროებში. მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

კარლ ჰარცელი

24 სექტემბერი 2020, 15:10

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა იქცეს ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს

„გასულ წელს 40%-ით გაიზარდა საკონტეინტერო თვირბრუნვა საქართველოს პორტებში, რაც შემდგომი ზრდის პოტენციალის მაჩვენებელია. ამ ერთობლივმა შრომამ უკვე მისცა საქართველოს მეზღვაურებს საშუალება, რომ მათი განათლება და სერტიფიკატები აღიარებული ყოფილიყო ევროპის 20 სახელმწიფოს მიერ, რაც საქართველოს მეზღვაურებს ევროპის გემებზე არა მხოლოდ მუშაობის, არამედ კაპიტნობის შესაძლებლობასაც აძლევს.

დავით ზალკალიანი

24 სექტემბერი 2020, 15:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოს და აზერბაიჯანს, აკავშირებთ მჭიდრო ურთიერთობები კულტურის, ჰუმანიტარულ და განათლების საკითხებში

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება არის მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც წარმოადგენს იმ პოზიტიური დინამიკის საფუძველს, რაც არის ჩამოყალიბებული ორმხრივად საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაში და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.