12 სექტემბერი 2020, 18:06 / სანდო წყარო

კახა კალაძე თიანეთელებს: თქვენ არ შეუშინდით არც ერთ დაბრკოლებას, როცა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, მხარდამხარ იბრძოდით

კახა კალაძე

კახა კალაძე

დაუვიწყარია ის განსაკუთრებული გამბედაობა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში გამოიჩინეთ და არ შეუშინდით არც ერთ დაბრკოლებას, როცა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, მხარდამხარ იბრძოდით წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, - ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თიანეთის მოსახლეობას, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენაზე.

„ჩვენ გვახსოვს, თუ რამდენად რთული იყო ეს პერიოდი, მხედველობაში მაქვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ერთად გამოვიარეთ და გადავლახეთ. მოგეხსენებათ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და 2012 წლიდან მოყოლებული, თიანეთში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული, გარემოსდაცვითი პროექტების და ტურიზმის განვითარების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას.

„სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა თქვენგანმა ისარგებლა და მომავალშიც, ერთად უნდა შევძლოთ, რომ ეს სიკეთე თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის გამოიყენოს. რასაკვირველია, ამ ეტაპისთვის მიღწეული წარმატებით არც თქვენ და არც ჩვენ არ ვკმაყოფილდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ერთად, ხელისუფლებისა და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით, შევძლებთ, რომ ეს მხარე და აქ მცხოვრები ადამიანები ბევრად უკეთ და უფრო შეძლებულად ცხოვრობდნენ. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მომავალი გამარჯვებები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით გამარჯვებების გემო, 2012 წლიდან დაწყებული, ყველა არჩევნებში ჩვენ გამოვდიოდით წარმატებულად და თიანეთი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. ამისთვის მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ გამარჯვების მიღწევას და ეს არ იქნება მხოლოდ ადგილობრივების, თქვენი კანდიდატის ან პარტიის გამარჯვება, ეს იქნება მთელი ქვეყნის გამარჯვება, იმიტომ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა და სტაბილურობა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

 კორონავირუსი მსოფლიო

21 სექტემბერი 2020, 12:45

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (6 805 630). მეორე ადგილზე ინდოეთია (5 487 580), ხოლო მესამეზე ბრაზილია (4 544 629).

21 სექტემბერი 2020, 12:37

საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს მოუწოდებს, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემები სამართლიანად და ღირსების შეულახავად დაამუშაოს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ამომრჩევლებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, საარჩევნო სუბიექტებს, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის (მოქალაქეთა) ღირსების შეულახავად, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.

ნინო ნიჟარაძე

21 სექტემბერი 2020, 12:37

COVID19

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბინაზე მართვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია და ამოქმედდება მაშინ, როცა პირველადი ჯანდაცვის რგოლი ამისთვის მზად იქნება

ბინაზე მართვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია. გადახედვაშია კლინიკური ჯგუფის მიერ, ხომ არ შევა მასში რაიმე ცვლილება. ამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო წყვეტს, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თორნიკე ოქრიაშვილი

21 სექტემბერი 2020, 12:37

სპორტი

თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი კვიპროსის ჩემპიონატის ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიტანა

გათამაშების მეოთხე ტურში „ანორთოსისი“ „აპოლონთან“ შეხვედრის მე-13 წუთზე სწორედ ოქრიაშვილმა დააწინაურა, თუმცა ქეცბაიას მომზადებულმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სამი ბურთი გაუშვა და წლევანდელ სეზონში პირველად დამარცხდა.

კორონავირუსი რუსეთი

21 სექტემბერი 2020, 12:34

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 71 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19 489-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 911 973 პაციენტი.

21 სექტემბერი 2020, 12:31

სპორტი

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ დაწინაურდა

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ 2:0 დაწინაურდა. კალიფორნიის გუნდმა „დენვერ ნაგეთსი“ ანგარიშით 105:103 დაამარცხა, გადამწყვეტი სამქულიანი კი ბოლო წამზე ენტონი დევისმა ისროლა. „ლეიკერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო 31 ქულით და 9 მოხსნით სწორედ დევისი იყო, ლებრონ ჯეიმსმა კი თამაში ორმაგი დუბლით, 26 ქულითა და 11 მოხსნით დაამთავრა.

დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი

21 სექტემბერი 2020, 12:31

მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.

ლევან რატიანი

21 სექტემბერი 2020, 12:23

COVID19

ლევან რატიანი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს ქვეყანაში კარანტინი წარმატებული აღმოჩნდა

სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კარანტინი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო, წარმატებული აღმოჩნდა.

21 სექტემბერი 2020, 12:22

COVID19

კლინიკა „ბომონდი“: აფაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

პაციენტს თან ახლდა თანმდევი დაავადებები: ct -ზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის სატუცია ჟანგბადის გარეშე. მალევე დაეწყო ვაზოპრესორული და ინოოტროპული მხარდაჭერა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე.

21 სექტემბერი 2020, 12:21

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს - ინფორმაციას შს სამინსიტრო ავრცელებს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი.

თორნიკე რიჟვაძე

21 სექტემბერი 2020, 12:16

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის შემთხვევების შემცირების გამო არ გვქონდეს მოდუნების საფუძველი

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირება დამშვიდების საბაბს არ იძლევა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მოსახლეობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული წესების კვლავ მკაცრად უნდა დაიცვას. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ კონკრეტული შემცირების გამო არ გვქონდეს რაიმე მოდუნების საფუძველი, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც გვაქვს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში სრულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სიტუაცია არის მართვადი. ყველა კოვიდინფიცირებული იმართება, ამავე დროს ხდება კონტაქტების მიდევნება, მათი ლაბორატორიული ნიმუშების აღება. შესაბამისად, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ვმართოთ ეფექტიანად და არ იყოს უკონტროლო გავრცელება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

მიხეილ სააკაშვილი

21 სექტემბერი 2020, 12:13

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი კოალიციურ მთავრობაზე: მე საერთოდ ვერ ვხედავ პარტიულ კოალიციას - არ მჯერა პარტიებისა და პარტიუკების

„მე მჯერა სახელმწიფო მოღვაწეების, ინოვაციის, ფართო საზოგადოებრივი ხედვის, პატრიოტიზმის, ფართო საზოგადოების გაერთიანების. ახლა გვჭირდება სტაბილიზაცია. ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე უმრავლესობას ან აიღებს, ან საქართველო დაიღუპება“ - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2020, 12:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ წინაშე დიდი გამოწვევებია, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ

ჩვენ წინაშე დიდი გამოწვევებია, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. პროგრესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს, ამავდროულად კი თითოეული თქვენგანი უნდა გრძნობდეს, რომ მის გვერდით საკუთარ მოსახლეობაზე მზრუნველი, ეფექტური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება დგას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხარაგაულში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

21 სექტემბერი 2020, 12:03

საზოგადოება

მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ

მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს სრუქტურულ რეფორმირებას. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე, მყინთავ მაშველებს ხელფასი გაეზრათ 100 პროცენტით.

ანა ბუჩუკური

21 სექტემბერი 2020, 12:02

საზოგადოება

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი იქმნება

2021 წლის განმავლობაში ცენტრი საპილოტე რეჟიმში იმუშავებს და მომსახურებას გაუწევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ცენტრის მომსახურების მიზანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და მათი ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია ბავშვზე მორგებულ გარემოში.

ადამ ვიოტეხი

21 სექტემბერი 2020, 12:01

მსოფლიო

ეპიდვითარების გამწვავების ფონზე, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

„მადლობა მას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გაწეული სამუშაოსთვის. ის წესიერი, პატიოსანი და ძალიან მშრომელი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, მას შეეძლო, დაემახსოვრებინათ როგორც ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის მინისტრი, მთელი თავისი ენერგიის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოყენება რომ არ დასჭირვებოდა“.

21 სექტემბერი 2020, 11:59

COVID19

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ისევ გაშლილია საველე სამედიცინო კარავი , სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება უტარდება. მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეშიც.

გიორგი გახარია

21 სექტემბერი 2020, 11:54

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს ერთად დაწყებული და ყველა ეს მნიშვნელოვანი საქმე უნდა დავასრულოთ ერთად და გამარჯვებით

სოფლის მეურნეობა აქ ყოველთვის იყო განვითარებული და ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული რელიეფისა, თითოეულ ოჯახს, რომელიც აქ ცხოვრობს, მთავრობა მიეხმარება სხვადასხვა პროგრამით, იმისთვის, რომ ადამიანები დამაგრდნენ მიწაზე, ისინი ვისაც ამის სურვილი აქვთ; ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხარაგაულში პაატა კვიჟინაძის და კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ხუან ორლანდო ერნანდესი

21 სექტემბერი 2020, 11:39

მსოფლიო

ჰონდურასი ისრაელში თავის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის განცხადებით, წლის ბოლომდე ჰონდურასი ისრაელში თავის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს, ხოლო ისრაელი ჰონდურასში საელჩოს გახსნის. „ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. ჩვენი სტრატეგიული კავშირის გაძლიერება განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ იერუსალიმსა და ტეგუსიგალპაში საელჩოებს გავხსნით. ვიმედოვნებთ, რომ ამ ისტორიულ ნაბიჯს წლის ბოლომდე გადავდგამთ“, - განაცხადა ჰონდურასის პრეზიდენტმა, ხუან ორლანდო ერნანდესმა.

21 სექტემბერი 2020, 11:38

პოლიტიკა

ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობას კარდაკარ ხვდებიან

ქ.ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საქართველოს პარლამენტში რესან კონცელიძემ და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ტიტე აროშიძემ, კარდაკარ შემოვლა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრით გააგრძელეს. როგორც, რესან კონცელიძე აცხადებს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამომრჩევლები დიდი იმედით ხვდებიან და ინტერესით ეცნობიან დეპუტატების სამომავლო გეგმებს. დეპუტატები კარდაკარ მსვლელობის შემდეგ მაიაკოვსკის, დიმიტრი თავდადებულის, შამილაძისა და ზედაღელის მოსახლეობას შეხვდნენ.