12 სექტემბერი 2020, 19:21 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: დუშეთის წარმატება უნდა იზომებოდეს იმ მებრძოლი და მშრომელი ხალხის წარმატებით, რომელიც აქ ცხოვრობს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა უნდა დავუბრუნოთ მთას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დუშეთში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ - მინისტრის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დუშეთში ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები იყოს, როგორიც არის თბილისში.

„დიდი პატივია ჩემთვის, ვაჟას სამშობლოში ვისაუბროთ ამ ქვეყნის მომავალზე, ეკონომიკურად ძლიერი, ევროპული ქვეყნის მომავალზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა უნდა დავუბრუნოთ მთას. ამის ირგვლივ უნდა ვიტრიალოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დუშეთში ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები იყოს, როგორიც არის თბილისში. ახალგაზრდას, რომელიც აქ იბადება, მას უნდა ჰქონდეს ისეთივე პირობები, როგორიც არის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ა.შ. ეს არის სამართლიანობა და ამას ჰქვია ქვეყანაში წარმატების თანაბარი გადანაწილება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დუშეთის ბიუჯეტი 2013 წლის შემდგომ 10-ჯერ გაიზარდა, იყო 2 მილიონი ლარი, დღეს არის 22 მილიონი ლარი, რაც ნიშნავს მეტ გარემონტებულ სკოლას, საბავშვო გზას, ბევრ ახალ გზას, საკმარისი არ არის.

„მხოლოდ ამით არ უნდა იზომებოდეს ქვეყნის და ამ კუთხის წარმატება. ამ კუთხის წარმატება უნდა იზომებოდეს იმ მებრძოლი და მშრომელი ხალხის წარმატებით, რომელიც აქ ცხოვრობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი აქ დარჩეს, წარმატებულად იშრომოს, იღვაწოს თავისი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი მიზანი, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო ადამიანი, მისი ღირსება და სამართლიანობა და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად დასაგებ გზებსაც დავაგებთ, ვიცით, რომ სასმელი წყალი ჯერ კიდევ პრობლემაა, დუშეთში და მიმდებარე სოფლებში გაზია პრობლემა, ამ ყველაფერს სწრაფად მოვაგვარებთ, ყველგან მივალთ, ყველას მივხედავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი წარმატება უნდა იყოს, რომ აქ უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები და არ უნდა იყურებოდნენ ქალაქისკენ, ან ქალაქში თუ მიდიან უმაღლესი განათლების მისაღებად, შემდგომ დაბრუნდნენ და თავიანთ კუთხეს ემსახურონ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ყველა იმ პროგრამას, რომლითაც ახალგაზრდებს, ყველა ადამიანს ვეხმარებით, დაიწყოს თავისი საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.

„ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ყველა ის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სამინისტროებშია თავმოყრილი - „აწარმოე საქართველოში“ , სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის სააგენტო. ეს ყველაფერი დღეს გაქვთ თქვენ აქ, დუშეთში, თქვენს საზოგადოებრივ ცენტრში, ან იუსტიციის სახლში, სადაც უბრალოდ რომ მიხვიდეთ, ყველაფერს აგიხსნიან, დახმარების რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო თითოეულ ადამიანს. ეს ძალიან მარტივია. ეს ყველაფერი იმ დონეზეა გაკეთებული და ხალხი ისეა დატრენინგებული, რომ თბილისში ჩასვლაც და სამინისტროში სიარული არ დაგჭირდებათ, კონტრაქტის გაფორმება შეიძლება აქ, ბენეფიციარმა როგორ დაიწყოს მონაწილეობა ამა თუ იმ პროგრამაში. ეს ელემენტარული მხარდაჭერაა, იმისთვის, რომ ადამიანი, როდესაც დაქირავებული, ან სახელმწიფო სამსახურში ხარ და შენი ბიზნესი გინდა დაიწყო, პირველ ნაბიჯს რომ დგამ, ძალიან დიდი რისკი და ფსიქოლოგიური წნეხია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თამამ, გულად და მშრომელ ადამიანებს, დუშელებს, ამის შესაძლებლობა მივცეთ. დღეს, ამის შესაძლებლობა ყველას აქვს. ამის შესაძლებლობა აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები აქ, დუშეთში გვაქვს მოტანილი.

სახელმწიფოს ვალდებულება, საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი - გზა, ელექტრო ენერგია, კანალიზაცია, წყალი, გაზი. რა თქმა უნდა, აქაც, წლებია, ათწლეულებია ბევრი არაფერი არ გაკეთებულა. მე ბევრი კონკრეტული პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ თქვენ, ამას ყველანი კარგად ხედავთ, თან არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ბევრი კარგი საქმე ერთად გვაქვს დაწყებული და ვიცით, რომ ერთად უნდა დავამთავროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე ისაუბრა განათლების რეფორმაზე და ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი განათლების გარეშე, ქვეყანას, დუშეთს, მომავალი არ აქვს.

„გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ, პირველ რიგში, განათლების რეფორმას, იმიტომ, რომ ძლიერი განათლების გარეშე, ქვეყანას, დუშეთს, მომავალი არ აქვს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონცენტრირებულად, რესურსი ჩავდოთ განათლებაში, იმიტომ, რომ ბავშვები, რომლებიც იბადებიან, არ უნდა ჰქონდეთ მათ განსხვავება, სად ცხოვრობენ და სად იზრდებიან. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა, საშუალო თანაბარ განათლებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე და მათი მოხუცებულობა უნდა იყოს ღირსეული. სწორედ ამიტომ, დუშეთში, 276 სოფელი არის მაღალმთიანი სტატუსის მატარებელი. ეს ხალხი კიდევ უფრო მეტს იმსახურებს, მაგრამ ამით, ჩვენ ამოვავსეთ ის სოციალური დისბალანსი, რომელსაც ქალაქსა და მთას შორის ვგრძნობთ. ეს არ არის დიდი სხვაობა, მაგრამ ეს არის ელემენტარული სწორი მიმართულება, იმისთვის, რომ სახელმწიფომ ეს დისბალანსები უნდა ამოავსოს და ადამიანებს, სადაც მათ ცხოვრება უნდათ, უნდა შეეძლოთ ღირსეულად იცხოვრონ. ყველა იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს კარგი განათლება, ნიჭი, სითამამე და სურვილი, ჩვენ ყველამ უნდა შევუქმნათ თანაბარი უფლება, თანაბარი პირობები, იმისთვის, რომ გადადგან პირველი ნაბიჯები იმ საქმის დასაწყებად, რომელიც მათ უნდათ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - გლეხი უნდა გახდეს ძლიერი ფერმერი და ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ თვითონ გახდეს დამსაქმებელი, სახელმწიფო ამაში უნდა მიეხმაროს, იმიტომ, რომ ეს ძალიან რთული პირველი ნაბიჯებია“, - აღნიშნა პრემიერ - მინისტრმა.

გიორგი გახარიამ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იყოს ჩემპიონი საქართველოს რეგიონებს შორის.

„იმისთვის, რომ ამას ყველაფერს მივაღწიოთ, გვჭირდება ერთობლივი გამარჯვებები. ეს არ არის დუშეთის ან თიანეთის გამარჯვება, ეს ქვეყნის გამარჯვება უნდა იყოს. მე დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს დუშეთი, მცხეთა, თიანეთი და ყაზბეგი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც თქვენ ჩემზე უკეთესად იცნობთ, იქნება ღირსეული ხმა თითოეული დუშელის, საკანონმდებლო ორგანოში. ეს კაცი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იყოს ჩემპიონი საქართველოს რეგიონებს შორის. ამ რეგიონსაც შეუძლია ეს და ამ კაცსაც ამის გაკეთება შეუძლია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 17:29

COVID19

ქუთაისის აეროპორტისა და ჰუალინგის თავისუფალი ზონის 48 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

COVID-19-ის რისკ-ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, 11-18 სექტემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტის და ქუთაისის/ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ 48 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა.

18 სექტემბერი 2020, 17:27

საზოგადოება

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით „დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ შეიქმნება

15 სექტემბერს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და ააიპ „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დისტანციური სკოლის/სწავლების მართვის სახელმძღვანელოს შედგენის შესახებ.

18 სექტემბერი 2020, 17:25

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 3,891 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 3,891 შემთხვევა გამოვლინდა, 114 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 236,519 შეადგინა. ამ დროისთვის კორონავირუსი 170,774-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 9,336 ადამიანი ემსხვერპლა.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2020, 17:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სერიოზული არეულობა, რაც ძალიან წაადგება საბოლოო ჯამში ჩვენს საარჩევნო შედეგს

მისი თქმით, ძალიან კარგია ზოგადად ის, რომ ნაციონალური მოძრაობის შიგნით არის სერიოზული არეულობა, კლანები და დაპირისპირებული მხარეები, რაც ძალიან წაადგება საბოლოო ჯამში მმართველი გუნდის საარჩევნო შედეგს და ნაცმოძრაობა კიდევ უფრო ნაკლებ პროცენტს წაიღებს, ვიდრე თუნდაც დღევანდელი კვლევები აჩვენებს.

ივანე მაჭავარიანი

18 სექტემბერი 2020, 17:22

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ADB-ის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში, არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში, არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ADB-ის მმართველთა ბიზნესსესიის დასრულების შემდეგ.

18 სექტემბერი 2020, 17:20

რეგიონი

ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსებისთვის, რუსთავში ავტოსადგომი შენდება

ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსებისთვის, რუსთავში ავტოსადგომი შენდება. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 057 473 ლარით, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 218 ლარით დაფინანსდა.

ჯულიან ასანჟი

18 სექტემბერი 2020, 17:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ჯულიან ასანჟის შეწყალების პირობა დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შეიწყალოს, თუ ის დაასახელებს წყაროს, რომლისგანაც 2016 წელს დემოკრატიული პარტიის სერვერებიდან წერილების ასლები მიიღო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ასანჟის ადვოკატმა, ჯენიფერ რობინსონმა განუცხადა.

ამირან გამყერლიძე

18 სექტემბერი 2020, 17:18

COVID19

ამირან გამყრელიძე: კრიტიკული 13 პაციენტიდან 5 ინტუბირებულია, მათგან 4 აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი

თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, მთლიანობაში, კოვიდ-დადებითები, ვინც დღეს მკურნალობას გადის საავადმყოფოებსა თუ საკარანტინო სივრეცებში, ძირითადად სჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა. ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

18 სექტემბერი 2020, 17:12

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა შეიძლება და რისი არა

„პარლამენტში ამ ოპოზიციის ხელში ძალიან ბევრი შეუსაბამო და უზრდელური გამოთქმა ისმის, მაგრამ ზოგიერთებისგან წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე. არა მგონია, მათ ან კოვიდ პანდემია აინტერესებდეთ, ან ქვეყნის ეკონომიკა, ან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საზოგადოებაც ხედავს ამას “, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ.

18 სექტემბერი 2020, 17:08

რეგიონი

ფოთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ფოთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2020, 17:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევისას კენჭისყრა ღია იქნება, საბჭოს წევრებს ეცოდინებათ, თუ ვინ ვის რა ქულა მისცა

„კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა იყო საელჩოების წარმომადგენლებთან, კონკრეტული პუნქტები დეტალებში გავიარეთ, რომელიც არის კანონპროექტში ასახული და გარკვეული რეგულაციები დამატებით დაზუსტდება, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას. იყო სამი ძირითადი რეკომენდაცია, სამივე ასახულია“.

18 სექტემბერი 2020, 16:58

COVID19

კორონავირუსისის შემთხვევათა მატების გამო, შესაძლოა, ბრიტანეთში შეზღუდვები მეორედ დაწესდეს

დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა, შეზღუდვები განმეორებით დაწესდეს. მიზეზი კოვიდინფიცირების შემთხვევაშა მკვეთრი მატებაა. სექტემბრის პირველი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების გამოვლენის დღიურმა მაჩვენებელმა 6 ათასს მიაღწია, რაც, თითქმის აღემატება იქამდე დაფიქსირებული შემთხვევების დღიურ მაჩვენებელს.

მამუკა მდინარაძე

18 სექტემბერი 2020, 16:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია საქმით და შედეგებით, ცოცხალი თავით არ ასცდა ჩრდილოეთს

სულ გვარწმუნებდნენ, ჩვენი მიმართულება დასავლეთიაო, მაგრამ საქმით და შედეგებით ცოცხალი თავით არ ასცდნენ ჩრდილოეთს, - ამას მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში, ოპოზიციიური პარტიების შესახებ წერს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აზრით, ოპონენტების საარჩევნო სლოგანები და მესიჯბოქსები ჩრდილოეთის გავლენებით არის ინსპირირებული. „კომპასზე ბოკერიას პარტიის გარდა ნაცებიც ალაპარაკდნენ.. მაინც რას შვება ქვეცნობიერი - როგორც არ უნდა ატრიალო, კომპასის ერთი ისარი ყოველთვის ჩრდილოეთისკენ არის მიმართული... სულ გვარწმუნებდნენ, ჩვენი მიმართულება დასავლეთიაო, მაგრამ საქმით და შედეგებით ცოცხალი თავით არ ასცდნენ ჩრდილოეთს. ვინ ურჩიათ, ან სლოგანი, ან მესიჯბოქსი“, - წერს მამუკა მდინარაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი

18 სექტემბერი 2020, 16:46

პოლიტიკა

დიმიტრი ცქიტიშვილი: საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის ბოლო ვერსია, გარკვეულწილად დაუახლოვდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის ბოლო ვერსია, გარკვეულწილად დაუახლოვდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: კენჭისყრის ღიაობასა და გასაჩივრების უფლებას, თუმცა მაინც არის ზოგადად პროცესის არასაჯაროობა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის შეფასებისას გააკეთა.

18 სექტემბერი 2020, 16:45

პოლიტიკა

რა წესები უნდა დაიცვან ამომრჩევლებმა არჩევნების დღეს. ცესკოს ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი

დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა უნდა იმოქმედონ.

18 სექტემბერი 2020, 16:38

რეგიონი

სოფელ ხოვლეში ახალი 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა

სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მეორე კორპუსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდა. მშენებლობისას გამოყენებული იქნა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა. პროექტის ღირებულება 3,530,000 ლარია.

რომან კაკულია

18 სექტემბერი 2020, 16:34

პოლიტიკა

რომან კაკულია საპარლამენტო ოპოზიციაზე: რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყანაში

„ეს შემოთავაზებები, რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს, რომ ეკონომიკასთან მიმართებაში ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყნაში. ისინი, დღესაც, ამ გამოსვლებით გვეუბნებიან, რომ ახლა რატომ არ ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტიო. აი ეს იყო მაგათი გამოსვლა, რასაც ჩვენ ვხედავდით“.

არჩილ თალაკვაძე

18 სექტემბერი 2020, 16:33

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას და ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის, თუმცა, როგორც ხედავთ, მათ კინკლაობაც ვერ შეძლეს

დღეს ჩვენ მოვისმინეთ როგორ მუშაობს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო. ასევე, ცხადია კოვიდ პანდემიის მართვის პერიოდში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ ყოფილა მიღებული, ზუსტად ვიცით, რა იყო საჭირო, გავაკეთეთ სწრაფი რეაგირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, როგორც კი პანდემია დაიწყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოუსმინეს.

რატი იონათამიშვილი

18 სექტემბერი 2020, 16:28

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როგორც ოპოზიცია გაიქცა დღეს სხდომათა დარბაზიდან, ისე გაუშვებს მათ ქართველი ხალხი პოლიტიკიდან

როგორც ოპოზიცია გაიქცა დღეს სხდომათა დარბაზიდან, ისე გაუშვებს მათ ქართველი ხალხი პოლიტიკიდან, - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობდა. იონათამიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე ისაუბრა და მათი გამოსვლები პარადოქსად შეაფასა.

გია აბაშიძე

18 სექტემბერი 2020, 16:23

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რაც უფრო ახლოვდება 31 ოქტომბერი, სიშლეგე და გადაფსიხება დაუფარავად ეტყობათ რეიტინგდაცემულ „ნაციონალებსა“ და მის განშტოებებს

წყევლა-კრულვა, გინება, დაგინება - საპარლამენტო „ნაცოპოზიციის“ რეაქცია მინისტრ ნათია თურნავას კვალიფიციურ და არგუმენტირებულ გამოსვლაზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გამოსვლას ეხმიანება.