გიორგი მიქაუტაძე: ვფიქრობ, კანონმდებლობის გაუმჯობესებას შევძლებთ

გიორგი მიქაუტაძე
ფოტო: Facebook
დღეს გაიმართა შეხვედრა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს და მის შემდგომ დახვეწას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩართულნი ვართ, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ჩართულები არიან ამ პროცესში. ვფიქრობ, რომ შევძლებთ კანონმდებლობის გაუმჯობესებას, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მან მესამე სექტორის კრიტიკის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიტიკა მსგავსი პროცესების თანმდევია.
„ასეთი ზოგადი კრიტიკა ყოველთვის თან სდევს ხოლმე პროცესს. მე ვისურვებდი, რომ მეტი კონკრეტიკა მოვისმინოთ ამ პრეტენზიებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ძირეულად არის შეცვლილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურები და ძალიან ბევრ საფეხურს გადის როგორც საბჭო, ასევე საქართველოს პარლამენტი ამ პროცესში, მაშინ როდესაც საერთოდ არანაირი რეგულაცია არ არსებობდა, ამიტომ, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ფრაგმენტულია ეს ცვლილებები, ვერ დავეთანხმები ამაში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინიციატივას, კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეს არის მიმართული ვენეციის კომისიების შესაბამისად და ბოლომდე შესრულებას ემსახურება“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
კანონპროექტის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი შემოდის, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ დასაბუთების სტანდარტის გარდა, ასევე შესაძლებელი იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თავად ეს პროცესი განსხვავებით რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, უფრო შემჭიდროებული ვადის ფარგლებში განხორციელდება.
ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. ინიციატორები განმარტავენ, რომ გასაჩივრების ვადების ამგვარად განსაზღვრა უზრუნველყოფს კანდიდატების შერჩევის პროცესის დროში ეფექტიანობას, რათა უმართებულოდ არ გაჭიანურდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცესი.
ყველა სიახლე

29 აპრილი 2025, 18:19
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული
ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი სამართალდამრღვევი პირებისთვის ჯარიმების გადამხდელი ფონდის მფლობელების სახლებში ჩხრეკის ჩატარების შესახებ.

29 აპრილი 2025, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: საერთოდ არ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას რა განცხადებას გააკეთებს ქვეყნის მოღალატე თითოეული დანაყოფის ლიდერი, თუ არა ლიდერი
საერთოდ არ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას რა განცხადებას გააკეთებს ქვეყნის მოღალატე თითოეული დანაყოფის ლიდერი, თუ არა ლიდერი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციასა და უცხოელ მაღალჩინოსნებზე საუბრისას.

29 აპრილი 2025, 18:06
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული
მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყების ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

29 აპრილი 2025, 18:05
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს, აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში
„რეგიონში მშვიდობა ჩვენს ინტერესშია. ეს არის ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესში, ვინაიდან ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში უდიდესი საფრთხის შემცველია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დავბლოკოთ კონფლიქტის განახლება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. რეგიონულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

29 აპრილი 2025, 17:59
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ - ჩამოუყალიბებელია თავისი საგარეო პოლიტიკის მიმართაც
მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ, თუნდაც ეკონომიკა, ენერგეტიკული მატარებლები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ., - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

29 აპრილი 2025, 17:43
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინას რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა მოუწევს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიულ დათმობებს დათანხმდება, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუს დროს.

29 აპრილი 2025, 17:42
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება
არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს.

29 აპრილი 2025, 17:40
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
კანონს დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველისა და აპარატის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომელზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები

29 აპრილი 2025, 17:34
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი 79 ხმით დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

29 აპრილი 2025, 17:31
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის. მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული
პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის.

29 აპრილი 2025, 17:31
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს
ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს. ოპოზიციის მხრიდან, არჩევნების არალეგიტიმურობაზე ხმამაღალი განცხადებების გარდა, არაფერი მოგვისმენია, მაშინ როცა ეუთო/ოდირ-მა დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და შედგა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

29 აპრილი 2025, 17:24
ეკონომიკა
საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილება მიიღო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას. ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით.

29 აპრილი 2025, 17:20
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ირაკლი კობახიძეს მადლობა მინდა ვუთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს ახალგაზრდობის სასახლის სახით
,, პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა მინდა ვუთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს ახალგაზრდობის სასახლის სახით. ამ სრულიად ახალ შენობაში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, სწორედ ახალგაზრდებთან ერთად დაგვეგეგმა ის სერვისები, რომელიც ორიენტირებულია მათ განვითარებაზე და წარმატებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ შენობიდან დაიწყება ჩვენი ახალგაზრდების წარმატებული გზა. ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას ახალ პროექტებზე იმისთვის, რომ რუსთავის განვითარება შეუქცევადი იყოს,“- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

29 აპრილი 2025, 17:19
ეკონომიკა
პარლამენტმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ცვლილება შედის ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ტერმინის განმარტებაში. კანონპროექტით, სააგენტოს მიენიჭება უფლებამოსილება, გარდა არსებული ტერმინის განმარტებაში მითითებული წონებისა, დამატებით განსაზღვროს ტექნიკური მახასიათებლები სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

29 აპრილი 2025, 17:10
პოლიტიკა
შეურაცხმყოფელი შეძახილები „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის მისამართით - ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან შეკრებილებმა „იმედის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და შეურაცხყოფა მიაყენეს
შეურაცხმყოფელი შეძახილები „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის მისამართით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან შეკრებილებმა „იმედის“ ჟურნალისტს და ოპერატორს ხელი შეუშალეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და მათგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდნენ.

29 აპრილი 2025, 17:08
მსოფლიო
უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ქვეყნის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

29 აპრილი 2025, 17:03
სამართალი
პროკურატურამ ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

29 აპრილი 2025, 17:00
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: ევროპის სახალხო პარტიამ ყრილობაზე დაპატიჟა სააკაშვილი! ჰერ ვებერ და ფრაუ ფონ დერ ლაიენ! ყრილობას სრული იდილიისთვის მოუხდებოდა ჰენრიხ ჰიმლერის იოზეფ გებელსის და ადოლფ ჰიტლერის სულების გამოძახება!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მიერ ამავე პარტიის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის მიპატიჟებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

29 აპრილი 2025, 16:58
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე თეა წულუკიანს: „ნაცების“ მწამებლური ქმედებები საერთაშორისო ასპარეზზეც ყველას კარგად უნდა გავაცნოთ და ვისაც არ უნდა ამის დაჯერება, ფაქტობრივი მასალა მივაწოდოთ
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედური ანგარიშის წარდგენისას, პლენარულ სხდომაზე, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს, კითხვა დაუსვა.

29 აპრილი 2025, 16:46
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე: კარგი იქნება კომისიის მუშაობის შედეგები და გამოვლენილი ფაქტები ფართოდ გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის
„რა იქნება კომისიის მუშაობის შედეგები? ამ ძალების მხოლოდ პოლიტიკური გასამართლება მოხდება, თუ სხვა შემდგომ ნაბიჯებსაც შეიძლება მოელოდეს საზოგადოება, იგივე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას და ა.შ. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომისიის მუშაობა ეხება არა მარტო 2012 წლამდე, არამედ 2012 წლის შემდეგ პერიოდსაც“, - ეს კითხვა დაუსვა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ უკანასკნელმა კომისიის საქმიანობის შუალედური ანგარიში წარმოადგინა და კომისიის მუშაობის ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა.