imedi /  14 სექტემბერი 2020, 14:58 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი Gorbi-ს კვლევაზე: ხალხს ოპოზიციის წარსული და „პოლიტიკური ბიოგრაფია“ ახსოვს, ეს ყველაფერი კი ჯერ მათ რეიტინგებში, შემდეგ არჩევნების შედეგებში ისახება

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

„ქართულ ოცნებას“ სიის პირველ ნომრად გიორგი გახარია ჰყავს, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მენეჯერია, მათ შორის კრიზისის დროს, ნაცკლასტერს კი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კრიზის დროს იყო ყველაზე მეტად ჩა..ლი და მიწაზე მფორთხავი, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი, Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ხალხს ოპოზიციის წარსული და „პოლიტიკური ბიოგრაფია“ ახსოვს, ეს ყველაფერი კი ჯერ მათ რეიტინგებში, შემდეგ არჩევნების შედეგებში ისახება

„Gorbi-ს ახალი კვლევების თანახმად, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ 56.3 %-ს აიღებდა, ხოლო მთავარი ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა 11.9%-ს. ცოტა კი მეხამუშება „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციურ პარტიად რომ გვევლინება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, დანარჩენ პარტიებს, რომლებიც თავს ოპოზიციად წარმოგვიჩენენ, 10%-იანი რეიტინგიც კი არა აქვთ. მაგრამ რა ქნან ჭამა უნდათ, ფული უნდათ, აქაოდა ჩვენც ხალხი ვართო...

არა და რა კარგი იქნებოდა, რომ სხვა რამით იყვნენ დაკავებული,ზოგი მაინც ისე გამოიყურება მიუშვი მიწაზე და გადხნავს უგუთნოდ, მაგრამ რად გინდა, შრომას მავნებლობა და „პოლიტიკოსობა“ ურჩევნიათ...

ამ ათპროცენტნაკლებიანებს არ ეზარებათ ერთმანეთის ლანძღვა-გინება, მერე ერთად დგომა/ჯდომა, მერე ერთმანეთის პარტიაში ჯერ გადასვლა, მერე დატოვება, მერე ისევ გაერთიანება, ისევ დაშლა, მერე არარსებულ და მიუღწეველ თანამდებობისა და სკამების გამო ისევ ერთამანეთის ლანძღვა-გინება. ხალხი კი ამას ხედავს, ხალხს კი ამაზე თავისი რეაქცია აქვს, ხალხს კი მათი წარსულიც და „პოლიტიკური ბიოგრაფიაც“ ახსოვს და ეს ყველაფერი ჯერ მათ რეიტინგებში აისახება-ხოლმე და შემდეგ არჩევნების შედეგებში.

ახლა რაც შეეხება ოცნების 56% და ნაცების 11% აქ უფრო მარტივადაა საქმე, ერთი მაქსიმალურს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილური და მშვიდობიანი გზით წავიდეს, გადალახოს დეოკუპაციის (რომლის თანაშემქნელი რუსეთთან ერთად სწორედ ნაცების ბელადი სააკაშვილია!), ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები, რაც მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა არაა, მეორე კი „ნაცმოძრაობა“ ასევე მაქსიმალურდ ცდილობს, იქნებ ქვეყანაში არასტაბილური ვითარება შეიქმნას, თავის სატელიტ პარტიებთან და ფეიკ ტელევიზებთან ერთად ნებისმიერი სიტუაცია ხელისუფლებისა და თავისი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს. ამის მაგალითად კორონას პირველი შემოტევის დროს გარდაცვლილების დაბალი მაჩვენებლით მათი აღშფოთებაც კი საკმარისია.

ისე კიდევ ერთი უბრალო შედარება რომ გვაკეთოთ, „ქართულ ოცნებას“ სიის პირველ ნომრად გიორგი გახარია ჰყავს, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მენეჯერია,მათ შორის კრიზისის დროს, ნაცკლასტერს კი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კრიზის დროს იყო ყველაზე მეტად ჩა..ლი და მიწაზე მფორთხავი, რომ არაფერი ვთქვათ მის არაერთგზის დაპირებაზე და თავისი სექტანტების არაერგზის გადაგდებაზე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ასე,რომ ნუ გაგიკვირდება Gorbi-ს კვლევების, რომელიც რეალობასთან ძალიან ახლოა!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Gorbi-ს კვლევის შედეგების თანახმად, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 56.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2020, 11:59

COVID19

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ისევ გაშლილია საველე სამედიცინო კარავი , სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება უტარდება. მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეშიც.

გიორგი გახარია

21 სექტემბერი 2020, 11:54

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს ერთად დაწყებული და ყველა ეს მნიშვნელოვანი საქმე უნდა დავასრულოთ ერთად და გამარჯვებით

სოფლის მეურნეობა აქ ყოველთვის იყო განვითარებული და ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული რელიეფისა, თითოეულ ოჯახს, რომელიც აქ ცხოვრობს, მთავრობა მიეხმარება სხვადასხვა პროგრამით, იმისთვის, რომ ადამიანები დამაგრდნენ მიწაზე, ისინი ვისაც ამის სურვილი აქვთ; ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხარაგაულში პაატა კვიჟინაძის და კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ხუან ორლანდო ერნანდესი

21 სექტემბერი 2020, 11:39

მსოფლიო

ჰონდურასი ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის განცხადებით, წლის ბოლომდე ჰონდურასი ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს, ხოლო ისრაელი ჰონდურასში საელჩოს გახსნის.

21 სექტემბერი 2020, 11:38

პოლიტიკა

ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობას კარდაკარ ხვდებიან

ქ.ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საქართველოს პარლამენტში რესან კონცელიძემ და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ტიტე აროშიძემ, კარდაკარ შემოვლა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრით გააგრძელეს. როგორც, რესან კონცელიძე აცხადებს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამომრჩევლები დიდი იმედით ხვდებიან და ინტერესით ეცნობიან დეპუტატების სამომავლო გეგმებს. დეპუტატები კარდაკარ მსვლელობის შემდეგ მაიაკოვსკის, დიმიტრი თავდადებულის, შამილაძისა და ზედაღელის მოსახლეობას შეხვდნენ.

მარინა ეზუგბაია

21 სექტემბერი 2020, 11:37

COVID19

მარინა ეზუგბაია: საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება

„საბედნიეროდ, მონაცემები არ იზრდება, ჩვენ არ გადავედით 200-ზე მეტ რიცხვებში. სექტემბრიდან დაიწყო დაინფიცირებულთა რიცხვის მატება და ვმერყეობთ 152-დან 196-ს შორის, 200 არ გამხდარა. აგვისტოში კეთდებოდა დღეში დაახლოებით 7 000 ტესტი“.

21 სექტემბერი 2020, 11:30

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთ კრიტიკულად მძიმე პაციენტს მკურნალობენ

„გვყავდა 34 პაციენტი. გამოჯანმრთელებული არ გვყოლია, ახალიც არ შემოსულა და კვლავ 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ასევე, ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა, ორი მძიმე პაციენტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ჯო ბაიდენი

21 სექტემბერი 2020, 11:28

მსოფლიო

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

„მოვუწოდებ რესპუბლიკელ სენატორებს - გთხოვთ, თქვენი სინდისის მიხედვით იმოქმედეთ, მიეცით ადამიანებს ხმის ამოღების უფლება, ჩაახშეთ ალი, რომელშიც ჩვენი ქვეყანაა გახვეული. არ დაუჭიროთ მხარი არც ერთ ნომინანტს იმ ვითარებაში, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა და სენატორმა მაკკონელმა შექმნეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

21 სექტემბერი 2020, 11:27

COVID19

შიდა ქართლში კორონავირუსის შემთხვევები ერთით გაიზარდა

კოვიდინფიცირებულთა რიცხვი შიდა ქართლში ერთით გაიზარდა. ახალი დადასტურებული შემთხვევა თბილისში დადასტურებულის კონტაქტია. 60 წლამდე ქალი უკვე გადაყვანილია კოვიდ კლინიკაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია. უკვე გამოვლენილია მისი 10-მდე კონტაქტი და მათ ტესტირება უტარდებათ.

21 სექტემბერი 2020, 11:13

COVID19

ბათუმის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. სასამართლოს ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რამდენი პირია ინფიცირებული, თუმცა ამბობენ, რომ ინფიცირებულთა შორის არ არიან მოსამართლეები. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მასობრივი ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომებზე დამსწრე ორ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა.

21 სექტემბერი 2020, 11:09

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 92 აჭარაში გამოვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დაფიქსირდა, 53 იმერეთში, 31 თბილისში, 8 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 გურიაში, 1 რაჭა-ლეჩხუმში, 1 კი მცხეთა-მთიანეთში.

21 სექტემბერი 2020, 11:07

საზოგადოება

მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება. წირვას პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღარვლენს. მსახურების ბოლოს მღვდელმთავარი ტაზარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს.

21 სექტემბერი 2020, 11:06

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალია

„მასთან ერთად, გადმოიყვანეს კიდევ სამი ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. გარდაცვლილი 60 წლის ქალბატონია. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. მას ასევე თანარსებული დაავადებები ჰქონდა“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

21 სექტემბერი 2020, 11:00

COVID19

ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსით 53 ადამიანი დაინფიცირდა

იმერეთში კოვიდინფიცირების 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, უმეტესი მათგანი კვლავ ოქროს სავაჭრო ცენტრის კლასტერს უკავშირდება. გუშინ კონტაქტების მოძიება დასრულდა და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი. რამდენიმე შემთვევაში დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა გუბერნატორი ამბობს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

21 სექტემბერი 2020, 10:50

COVID19

სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დარეჯან ზარანდიას ინფორმაციით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამავე სკოლის პედაგოგსა და ორ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდათ.

21 სექტემბერი 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

21 სექტემბერი 2020, 10:49

მსოფლიო

ინდოეთში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, მუმბაისთან ახლოს, ქალაქ ბჰივანდიში სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „შენობის ნახევარი ჩამოინგრა და 25-26 ოჯახი ჩარჩენილია შენობაში“ - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ქალაქის რწმუნებული პანკაჯ აშია.

21 სექტემბერი 2020, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 193 ადამიანი დაინფიცირდა, 40 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

21 სექტემბერი 2020, 10:25

მსოფლიო

ნახევარი წლის შემდეგ, ინდოეთში ტაჯ მაჰალი გაიხსნა

ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მარტში დახურული ტაჯ მაჰალის ტაძარი ვიზიტორებისთვის კვლავ გაიხსნა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა დღის განმავლობაში მხოლოდ 5 000 ვიზიტორს მიიღებს და სავალდებულო იქნება უსაფრთხოების ზომების დაცვა.

ემი დაჯილდოება

21 სექტემბერი 2020, 10:21

კულტურა

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების გამარჯვებულები დაასახელეს

დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი კაცი ჯერემი სტრონგი („მემკვიდრეები“), ქალი კი ზენდაია („ეიფორია“) გახდა. საუკეთესო მინი-სერიალი „დარაჯები“ გახდა. ეს შოუ ლიდერი იყო ნომინაციების რაოდენობით და Emmy-ს ტრიუმფატორი გახდა - მას 11 ჯილდო ერგო. საუკეთესო კომედიურ სერიალად კი „შიტს კრიკი“ დასახელდა.

ლევან დავითაშვილი

21 სექტემბერი 2020, 10:16

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს, სახელმწიფოს მიერ ყველა პირობაა შექმნილი, რომ მევენახეებმა ყურძენი ჩააბარონ და ანაზღაურება მიიღონ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თელავში, საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის ორგანიზაციულ საკითხებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და უკვე იწყება პიკური პერიოდი. მისივე განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება ათი ათას ტონაზე მეტი იქნება.