imedi /  14 სექტემბერი 2020, 18:42 / სანდო წყარო

დიასპორის კომიტეტში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოქალაეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმცია მოისმინეს

ვლადიმერ კონსტანტინიდი

ვლადიმერ კონსტანტინიდი

​პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საზღვარგარეთ მცხოვრები/მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი თანამემამულეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული დახმარებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

სხდომას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ ჭიჭინაძე უძღვებოდა და კორონავირუსის შედეგად შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

მომხსენებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა სამინისტროს მიერ აღნიშნული კუთხით გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და დეპუტატებს გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. სხდომაზე წარმოდგენილი იყო განხორციელებული ღონისძიებების კონკრეტული მონაცემები, სტატისტიკა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხორციელდება.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო პანდემიის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. ასევე ისაუბრა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების პირობებში, ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის შესახებ.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პანდემიის აფეთქების კრიზისულ პერიოდში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების და მათ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირების მიზნით პრემიერ-მინისტრთან შექმნილ საკოორდინაციო საბჭოსთან განისაზღვრა ორი ძირითადი ამოცანა: მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე (უცხოეთში) და მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.

მისივე განმარტებით, დღეისათვის არსებული მონაცემებით სახელწმიფოს ჩართულობით, სამშობლოში დაბრუნდა 23 ათასი მოქალაქე და ამდენივეს ადგილზე გაეწია დახმარება. ვლადიმერ კონსტანტინიდმა განმარტა, რომ COVID-19 პანდემიის მოულოდნელი აფეთქების პირობებში, თანამემამულეების საჭიროებებზე რეაგირების და მათთვის მყისიერი დახმარების აღმოჩენის პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწია ისეთი გადაწყვეტილებების და მიდგომების გამოყენება, რომელიც აქამდე საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობდა და გამომდინარეობდა მსოფლიოში შექმნილი არაორდინალური ვითარებიდან.

სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი გახდა, არა მხოლოდ მოქალაქეთა რეპატრიაციის უზრუნველყოფა, არამედ სამშობლოში გამომგზავრებამდე მათი ადგილზე დახმარების უზრუნველყოფა, რაც მოიცავდა უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფას, მათთვის საკვების/წყლის/მედიკამენტების და სხვა აუცილებელი საჭიროებების მიწოდებას, მათთვის სამედიცინო კონსულტაციების და სამედიცინო მომსახურების მიღების უზრუნველყოფას და სხვა. სახელმწიფომ თავიდანვე განსაზღვრა სპეციალური კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდათ შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებს, ფეხმძიმე ქალებსა და მცირეწლოვნებს, არასრულწლოვნებს, ხანდაზმულებს (65 წელს მიღწეული), სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს. 2020 წლის 18 ივლისის მონაცემებით, პანდემიის კრიზისულ პერიოდში მსგავსი სახის დახმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა 23 296 თანამემამულემ მიიღო.

მისივე განმარტებით. აღნიშნული ღონისძიებების გასატარებლად გამოყენებული იქნა სამინისტროს ხელთ არსებული ყველა რესურსი.

მინისტრის მოადგილემ სხდომაზე მიმდინარე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „JPM Strategic Solutions“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევა COVID-19 პანდემიის კრიზისულ პერიოდში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების საჭიროებებზე რეაგირების და მათი დახმარების მიზნით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეხება და წარმოგვიდგენს, როგოც ეროვნულ დონეზე, ასევე უშუალოდ ბენეფიციართა უკუკავშირს გაწეული საქმიანობის საჭიროებასა და მიზანშეწონილობაზე.

მისი განმარტებით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „JPM Strategic Solutions“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევამ, გამკლავებოდნენ კორონავირუსს, მაღალი შეფასება მიიღო და მათ შორის დიდი მოწონება დაიმსახურა სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეთა ადგილზე დახმარების და მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესმა.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 10:43

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 96,424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 96,424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5,214,678-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1,174 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 84,372-ს აღწევს. ჯამში 4,112,552 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

18 სექტემბერი 2020, 10:40

COVID19

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3 130 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

18 სექტემბერი 2020, 10:31

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: „მაგთიკომის“ მიერ ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის ხელშეშლას ემსახურება

კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომისიის ინფორმაციით,, „მაგთიკომის“ მიერ გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია საზოგადოებისა და ზოგ შემთხვევაში, მედიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არაა.

კორონავირუსი

18 სექტემბერი 2020, 10:30

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2020, 10:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი, ყველა მეგობარი დავკარგე

დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ თავისი მეგობრები დაკარგა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ვისკონსინის შტატში, არმომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 10:22

COVID19

European Best Destinations: საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები

პორტალი აღნიშნავს, რომ საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები, რომელთა წყალობითაც შენარჩუნდა ეპიდემიის ძალიან დაბალი დონე. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 260-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში.

შსს

18 სექტემბერი 2020, 09:49

სამართალი

თბილისსა და მარნეულში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს“, - შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

ეროვნული სატყეო სააგენტო

18 სექტემბერი 2020, 09:41

რეგიონი

იმერეთში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, არჩილ ნიკოლეიშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, გასული წლიდან მიმდინარეობდა სატყეო-პათოლოგიური შესწავლა, ასევე განხორციელდა ლაბორატორიული კვლევებიც.

სოზარ სუბარი

18 სექტემბერი 2020, 09:29

პოლიტიკა

სოზარ სუბარი აფრიკის დასახლების და მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს შეხვდა

აფრიკის დასახელებაში წლების განმავლობაში არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, არ იყო გზები, წყლისა და საკანლიზაციო სისტემა. კანდიდატის განცხადებით ათეული წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა. მისი თქმით, ოქტომბერში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს მუშაობას და მოწესრიგდება წყლის და კანალიზაციის სისტემა.

18 სექტემბერი 2020, 09:13

პოლიტიკა

აშშ 5G ქსელთან დაკავშირებით, საქართველოსთან მემორანდუმის გაფორმებას აპირებს

შეერთებული შტატები საქართველოსთან მობილური კავშირის მეხუთე თაობის ქსელთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენილ ანგარიშშია ნათქვამი.

ქუთაისი

18 სექტემბერი 2020, 08:52

რეგიონი

ქუთაისში, რკინიგზაზე ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოს რკიმიგზის თანამშრომელი მართვით სუნთქვაზეა. თაბუკაშვილის ქუჩის მეცხრე ჩიხში უბედური შემთხვევა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟისას მოხდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო დამწვრობა მიიღო ერთმა თანამშრომელმა.

პარლამენტი

18 სექტემბერი 2020, 08:43

პოლიტიკა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ

დეპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ. ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 08:30

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ნათია თურნავას მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში ნათია თურნავა ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, შესაბამისად, ისინი დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრებიან. როგორც პარტიაში აცხადებენ, მინისტრთან კითხვები ძირითადად, ფრენებთან, კარანტინთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ექნებათ.

საქართველოს პარლამენტი

18 სექტემბერი 2020, 08:21

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირი თავისუფლდება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, ხოლო ამ ცნობის წარდგენის ვალდებულება არჩევნებზე პარლამენტის წევრად არჩეულ პირს ეკისრება.

აჭარა

18 სექტემბერი 2020, 08:16

რეგიონი

ბათუმის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული ორი თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ორი თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ კორონავირუსი გუშინ დაუდგინდათ. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ექიმის ინფიცირება ქორწილის კლასტერს უკავშირდება, მეეზოვის კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს.

ნინო ნიჟარაძე

18 სექტემბერი 2020, 08:09

რეგიონი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში გატარებული ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ შემზღუდავი რეგულაციები საჭირო არ გახდეს. მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ის მარტივი რეკომენდაციები, როგორიცაა ნიღბის ტარება და დისტანცია.

ჭიათურა

18 სექტემბერი 2020, 07:59

COVID19

ჭიათურაში, კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის გოგოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჭიათურაში, კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის გოგოს კონტაქტების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებული ორი კვირის წინ ბათუმში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

18 სექტემბერი 2020, 03:17

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.

არსენ ავაკოვი

18 სექტემბერი 2020, 01:31

მსოფლიო

არსენ ავაკოვი ლუკაშენკოს: წყალი დალიეთ და დამშვიდდით - უკრაინელები ბელარუსების მეგობრები არიან

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს დამშვიდება ურჩია.

18 სექტემბერი 2020, 01:14

COVID19

ეპიდემიოლოგი: ბოლო პერიოდში სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი აქვს კორონავირუსსს და ასევე ნაკლებად მძიმე შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

მნიშვნელოვნად გაფართოვდა ტესტირებები და კვლევები, სწორედ ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა იმის საშუალება, კორონავირუსის ისე მართვის, რომ აღარ ჩავიკეტოთ ისე მკაცრად, როგორც დაავადების საწყის ეტაპზე ვიყავით, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი აქვს კორონავირუსს.