imedi /  15 სექტემბერი 2020, 21:03 / სანდო წყარო

დავით სონღულაშვილი: ევროპარლამენტარებისგან ბევრი პოზიტიური განცხადება მოვისმინეთ იმ ევროპული გზის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს არჩეული

დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი

ეს არ არის კრიტიკა, ეს არის რეკომენდაციები,- ასე შეაფასა ევროპარლამენტის წევრების განცხადებები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა. დეპუტატის თქმით, რეკომენდაციებს ევროკავშირი იმისთვის იძლევა, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია დაჩქარდეს.

„ჩვენ მიერ არჩეული კურსი და პროცესი შეუქცევადია ევროპულ გზაზე. შესაბამისად, ჩვენს შეუქცევად კურსს თან სდევს რეკომენდაციები, რომელიც საყურადღებოა, რომ გავითვალისწინოთ ხოლმე, რათა დაჩქარდეს ევროპასთან ინტეგრაცია, ევროპისკენ სწრაფვა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ საღამოს დებატებისას გაკეთებული განცხადებები, რომელიც ძალიან პოზიტიური იყო, კიდევ ერთხელ ასახავდა, რამდენად კარგად და სწარაფდ მიდის ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი. გუშინდელი განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროცესს, რომელიც არჩეული აქვს ქვეყანას. მათი მხრიდან პოზიტიურად იყო შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

27 სექტემბერი 2020, 19:45

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 120 პაციენტი მკურნალობს. მათგან 117-ს ვირუსი დადასტურებული აქვს. 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

ნიკოლ ფაშინიანი

27 სექტემბერი 2020, 19:25

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს

„ჩვენ განვიხილავთ განვითარების ყველა სცენარს. ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლებს“,- განაცხადა ფაშინიანმა.

ალექსანდრე მოწერილია

27 სექტემბერი 2020, 19:09

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დემოკრატიზაციისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში, ფახულანის საოკუპაციო ხაზთან, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი

27 სექტემბერი 2020, 19:07

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში არსებული ვითარება ვლადიმერ პუტინთან განიხილა

„სომხური მხარის ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა მთიანი ყარაბაღის ზონაში სიტუაციის მკვეთრი ესკალაცია განიხილეს“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ბელარუსი

27 სექტემბერი 2020, 18:48

მსოფლიო

ბელარუსში აქციის მონაწილეებს აკავებენ

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციაზე პროტესტის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუსულმა სააგენტოები იტყობინებიან, რომ დაკავებულია სულ მცირე 10 ადამიანი. რამდენიმე მეტროსადგური დაიხურა და მობილური ინტერნეტი მიუწვდომელი გახდა.

ანდრია ბასილაია

27 სექტემბერი 2020, 18:34

კულტურა

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

თბილისის მერიის ინფორმაციით, აფხაზეთის დაცემის დღეს, სიმბოლურად, ფესტივალის პირველი კონცერტი გამართა გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრო.

27 სექტემბერი 2020, 18:19

მსოფლიო

აზერბაიჯანმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

აზერბაიჯანის პარლამენტმა დღეს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო, და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს. საომარი მდგომარეობა შემდეგ ქალაქებში ამოქმედდება: ბაქო, განჯა, ევლახი, გეიგელი. სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ჟოზეპ ბორელი

27 სექტემბერი 2020, 18:03

მსოფლიო

ევროკავშირი სომხეთს და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი განცხადებას ავრცელებს.

ნატო

27 სექტემბერი 2020, 17:55

მსოფლიო

ნატო: მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი.

მსოფლიო მედია

27 სექტემბერი 2020, 17:53

საზოგადოება

რას წერს უცხოური მედია საქართველოზე - ტელეკომპანია „იმედის“ მიმოხილვა

კორონავირუსის პანდემია, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ეს ის თემებია, რაზეც უცხოურმა მედიამ ამ კვირაში გაამახვილა ყურადღება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

27 სექტემბერი 2020, 17:40

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით დგას

აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ, ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთის ძალადობრივმა ქმედებებმა აჩვენა, რომ ის რეგიონში მშვიდობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ავსტრალია ტასმანია ვეშაპი

27 სექტემბერი 2020, 17:26

მსოფლიო

ავსტრალიაში ნაპირზე გამორიყული ვეშაპების სამაშველო ოპერაცია დასრულდა

ოპერაციაში მონაწილეობას 100-ზე მეტი მაშველი იღებდა. ამის მიუხედავად, ვეშაპების უმეტესობა მოკვდა. ახლა სპეციალისტები მათი ცხედრების ოკეანეს სიღრმეში გადასვენებაზე მუშაობენ.

27 სექტემბერი 2020, 16:59

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 5 380 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 991 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 991 224 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 32 730 945 ადამიანი დაინფიცირდა.

ტოჩინოშინი

27 სექტემბერი 2020, 16:58

სპორტი

ტოჩინოშინი მე-15 ბრძოლაში ჰოკოტოფუჯისთან დამარცხდა

ტოჩინოშინი აკი ბაშოს ბოლო, მე-15 ბრძოლაში ჰოკოტოფუჯისთან დამარცხდა. ტოჩისთვის აღნიშნული მარცხი სუპერტურნირზე მეცხრეა. ლევან გორგოძემ მხოლოდ 6 გამარჯვების მოიპოვება შეძლო და დიდი ალბათობით, რეიტინგში 2-3 საფეხურით დაქვეითდება.

ნიკოლ ფაშინიანი

27 სექტემბერი 2020, 16:52

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ყარაბაღში სიტუაციის ესკალაცია შესაძლოა საერთაშორისო უსაფრთხოებას დაემუქროს

„კარგად გვესმის, რომ აზერბაიჯანის რეჟიმს შეუძლია დანაშაულებრივი ქმედებები დაიწყოს სომხეთის საზღვრების მიმართულებით და პროვოკაციების გამოყენებით მთელს რეგიონში არასტაბილური ვითარება დათესოს. დანაშაულებრივი თავდასხმა ღირსეულ პასუხს მიიღებს“, - განაცხადა პრემიერმა.

სიმონ გულედანი

27 სექტემბერი 2020, 16:51

COVID19

შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთი 9 წლის ბავშვია

რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის განცხადებით, კოვიდინფიცირებულთა შორის 9 წლის ბავშვი, ის ტირძნისში, 17 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია; ერთი ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამაკაცია, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს; ერთი „მეგა ტექნიქსის“ თანამშრომელია და ე.წ „რუსთავის კლასტერის“ კონტაქტი, ხოლო ერთი შემთხვევაც 5 სექტემბერს გორში გამართულ ქორწილს უკავშირდება.

27 სექტემბერი 2020, 16:46

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 3,874 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 3,874 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 78 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 275,213 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 203,014-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,386 ადამიანი ემსხვერპლა.

ირაკლი ჩიქოვანი

27 სექტემბერი 2020, 16:32

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად, აუცილებლად შევქმნით ევროპულ სახელმწიფოს

სოხუმის დაცემიდან 27 წლისთავთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბისკირიას და ნოდარ კანკიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ბიუსტები ყვავილებით შეამკეს.

27 სექტემბერი 2020, 16:28

რეგიონი

ვასილ ჩიგოგიძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი თაიგულით შეამკო

მან ასევე ომში დაღუპული გმირების და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახები მოინახულა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა

გიორგი ვოლსკი

27 სექტემბერი 2020, 16:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი დიღომში ამომრჩევლებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი დიღომში ამომრჩევლებს შეხვდა. მხარდამჭერებთან შეხვედრისას გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ასევე, სტაბილურობისა და განვითარების პერსპექტივაზე. ამასთან, მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ გადაჭრის გზებზე ისაუბრა.