IMEDI /  16 სექტემბერი 2020, 08:11 / სანდო წყარო

დღეიდან პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ნარკოლოგიურ ცნობას დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტში არჩევის შემთხვევაში წარადგენენ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვება. ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელის განხილვასაც პარლამენტი დღეიდან იწყებს.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის გამო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან სამ დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.

„დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაგვაქვს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს ექნება ვალდებულება, გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და წარადგინოს შესაბამისი ცნობა. კომიტეტის შემდეგ, გადავინაცვლებთ უკვე სასესიო ფორმატში და მიმდინარე კვირას გვექნება უკვე სამი მოსმენით ამ ინიციატივაზე მსჯელობა და კენჭისყრა“, - აცხადებს კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი რატი იონათამაშვილი.

მისი თქმით, აქამდე იყო მიდგომა, რომ არჩევამდე ნარკოლოგიურიდან ცნობა აბსოლუტურად ყველა მაჟორიტარ კანდიდატს უნდა წარედგინა, ხოლო პროპორციული სიით მონაწილეებს არჩევის შემდეგ უჩნდებოდათ იგივე ვალდებულება. „2024 წლისთვის სრულად პროპორციულზე გავდივართ, ამის ვალდებულება წინასწარ ექნება დეპუტატობის ყველა კანდიდატს, მაგრამ გარდამავალ პერიოდში ეს ნორმა რომ ასევე ყველზე გავრცელდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით ცხრა-ათი ათასმა ადამიანმა უნდა მიმართოს შესაბამის უწყებებს ამ ცნობის მოსაპოვებლად. ეს, ვფიქრობ, მომატებული საფრთხეებისა და რისკების დროს, დამატებით საფრთხის შემცველია. უკვე არჩეულ წევრებზე გავრცელდება ეს ვალდებულება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ყველა სიახლე

ქუთაისი

20 სექტემბერი 2020, 12:33

რეგიონი

ქუთაისში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები სავაჭრო ცენტრს უკავშირდება

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ოქროს ბირჟასთან“ დაკავშირებული, ინფიცირებულთა ჯგუფი გაიზარდა. „სავაჭრო ცენტრ “გრანდმოლის” ტერიტორიაზე განთავსებულ ამ სივრცეში დასაქმებული 5 ადამიანი კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში შეიყვანეს.

20 სექტემბერი 2020, 12:21

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6,148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6,148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,103,399-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 79 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19,418-ს აღწევს. ამასთან, 909,357 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კახეთი

20 სექტემბერი 2020, 12:07

რეგიონი

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს

კორონავირუსით ინფიცირენული ერთი პაციენტი თელავის კლინიკაში პნევმონიის დიანოზით მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებას და წყაროს დადგენას ცდილობენ. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ისევ გაშლილია საველე სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს უფასო PCR ტესტირება და თერმოსკრინინგი უტარდებათ.

20 სექტემბერი 2020, 12:01

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 2,966 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 2,966 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 175,678-ს აღწევს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 41 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,557-მდე გაიზარდა, ხოლო 77,512 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

20 სექტემბერი 2020, 11:57

სპორტი

„ბარსელონამ“ რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიპოვა

„ბარსელონამ“ ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიპოვა. „გამპერის თასის“ 55-ე გათამაშების ფინალში კატალონიელებმა „ელჩე“ 1:0 დაამარცხეს და ეს ჯილდო ორმოცდამესამედ მოიგეს. ერთადერთი ბურთი მეორე წუთზე ანტუან გრიზმანმა ლიონელ მესისა და ხორდი ალბას მიერ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ გაიტანა. 27 სექტემბერს „ბარსელონა“ ლა ლიგის ახალ სეზონს „ვილიარეალთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს.

დონალდ ტრამპი

20 სექტემბერი 2020, 11:56

მსოფლიო

დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ნობელის პრემიას იმსახურებს

აშშ-ს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ნობელის პრემიის მფლობელი გახდება. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. „ჩვენ შევაჩერეთ კოსოვოსა და სერბეთს შორის დაპირისპირება და მასობრივი მკვლელობები. ისინი ერთმანეთს მრავალი წლის განმავლობაში ხოცავდნენ და ახლა - აღარ“.

20 სექტემბერი 2020, 11:51

COVID19

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 437 ნიმუშდან, 8 დადებითია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 437 ნიმუში გაიტესტა, საიდანაც სამეგრელოში და ოკუპირებულ გალში, 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულებიდან ორი შემთხვევა არის სენაკში, რომლებიც ბათუმში ინფიცირებული შუახნის ქალის კონტაქტები არიან. ასევე არის 3 ინფიცირებული ფოთში. მათი ინფიცირების წყაროც ბათუმს უკავშირდება. სამი კოვიდინფიცირებული, კი გადმოყვანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან. ორი მათგანი ე.წ. საბერიოს კლასტერს ეკუთვნის, ხოლო ერთი მცირეწლოვანი იმყოფებოდა დედასთან ერთად ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში.

20 სექტემბერი 2020, 11:37

COVID19

გორში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გორში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული შემთხვევა, ტირძნისში 18 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტია. კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანია და მას კოვიდკლინიკაში გადაიყვანენ. ლუგარის ლაბორატორიაში სულ 258 ნიმუში იყო გაგზავნილი. ყველა შემთხვევის კონტაქტები გამოვლენილი და შესწავლილია.

20 სექტემბერი 2020, 11:35

საზოგადოება

2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსის გამარჯვებული საჩხერის მეორე საჯარო სკოლა და მისი დირექტორი ლიკა გომართელი გახდა, რომელსაც ხუთი ათასი ლარი ხოლო სკოლას 30-ი ათასი ლარი გადაეცა.

მარინა ეზუგბაია

20 სექტემბერი 2020, 11:25

COVID19

მარინა ეზუგბაია: აჭარაში ლოკალიზაციისკენ მივდივართ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. „ერთ დონეზე რომ რჩება, ეს ცუდი არ არის. ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი და იმედია, რომ ყველაზე ცხელ რეგიონში - აჭარაში, ორი კვირის განმავლობაში, დაახლოებით, ერთი და იგივე ციფრი ფიქსირდება.

20 სექტემბერი 2020, 11:19

COVID19

დღე-ღამეში აჭარაში 4 000-მდე PCR-ტესტი ჩატარდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4 000-მდე PCR ტესტი, აქედან გამოვლინდა 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღეს არსებული მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადის 519 პაციენტი, კოვიდკარანტინებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 377 პაციენტია.

დონალდ ტრამპი

20 სექტემბერი 2020, 11:16

მსოფლიო

დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ უზენაეს სასამართლოში ქალ კანდიდატს წარადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში რუთ გინსბურგის შემცვლელად ქალ კანდიდატს წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ ახალი მოსამართლე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დაინიშნოს, ტრამპი კი მიიჩნებს, რომ კანდიდატი დაუყონებლივ უნდა აირჩიონ.

20 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 14 კრიტიკულად მძიმეა, 80-მდე პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება

კოვიდცენტრებსა და მკურნალობისთვის განკუთვნილ სასტუმროებში 1981 პაციენტია მოთავსებული, აქედან 836 არის კოვიდცენტრებში, მათ შორის 14 კრიტიკულად მძიმე და 80-მდე მძიმე პაციენტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და მსუბუქია. ამის შესახებ ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 43 პროცენტს შეადგენს.

20 სექტემბერი 2020, 11:11

COVID19

სინგაპურში კოვიდინფიცრებულთა კონტაქტების დადგენას სპეციალური მოწყობილობით ეცდებიან

სინგაპურში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ახალი მოწყობილობით, TraceTogether-ით იბრძოლებენ. მცირე ზომის მოწყობილობა Bluetooth-სისტემითაა აღჭურვილი და ადამიანის გადაადგილების შესახებ მონაცემებს 25 დღის განმავლობაში ინახავს.

მარინა ეზუგბაია

20 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 128 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარაში დაფიქსირდა, 30 - თბილისში.19 - ქუთაისი, სამეგრელო ზემო სვანეთი - 6, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 1, გურია - 4, მცხეთა მთიანეთი - 2, კახეთი - 1. ამის შესახებ ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 43 პროცენტს შეადგენს.

20 სექტემბერი 2020, 10:51

მსოფლიო

ბრიტანეთში დანით შეიარაღებულმა კაცმა 4 ადამიანი დაჭრა

ბრიტანეთის ქალაქ პლიმუტში დანით შეიარაღებულმა 50 წლის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. თავდასხმა ერთ-ერთი ფაბის სიახლოვეს მოხდა. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

20 სექტემბერი 2020, 10:42

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 1,345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 1,345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსით 271,415 ადამიანი დაინფიცირდა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9,386-ს აღწევს.

20 სექტემბერი 2020, 10:34

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 196 ადამიანს დაუდასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1494 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი

20 სექტემბერი 2020, 10:25

საზოგადოება

სოზარ სუბარი საბავშვო ბაღის დირექტორებს შეხვდა

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძის ინიციატივით, ჯავახეთის გამზირზე მედიათეკას ეზოში, საბავშვო ბაღის დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე რამდენიმე ძირითად პრობლემას გაუსვეს ხაზი. ყველაზე მწვავედ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის და იმ აღსაზრდელების პრობლემა დგას, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის მერე უსრულდებათ, რის გამოც მათ სკოლაში არ იღებენ.

ირაკლი ჩიქოვანი

20 სექტემბერი 2020, 10:19

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს.