imedi /  17 სექტემბერი 2020, 12:33 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: შეუძლებელი იყო, არჩევნების გამო ადამიანები სოციალური შემწეობების გარეშე დაგვეტოვებინა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ევროპაში ერთი სახელმწიფო მაინც დაგვისახელონ, სადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პანდემიის პირობებში სოციალური დახმარებები არ გაიცემოდა და მაშინ ამ ჩანაწერს დავეთანხმებით, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც „სახელმწიფოს მხრიდან პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები რიგ შემთხვევებში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმებოდა“.

მისივე თქმით, ევროპაში არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, რომელმაც პანდემიის პირობებში სოციალური დახმარება არ გასცა.

„ევროპაში ერთი სახელმწიფო მაინც დაგვისახელონ, სადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პანდემიის პირობებში სოციალური დახმარებები არ გაიცემოდა და მაშინ ამ ჩანაწერს დავეთანხმებით. ეს არის უკიდურესად მიკერძოებული და აბსურდული ჩანაწერი. შეუძლებელი იყო, ადამიანები დაგვეტოვებინა სოციალური შემწეობების გარეშე იმის გამო, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება. არც ერთი სახელმწიფო არ არსებობს, მათ შორის ისეთი, სადაც არჩევნები ტარდება და არ ტარდება, სადაც მთელი ამ თვეების განმავლობაში სოციალური დახმარებები არ გაიცა. დანარჩენი არის ნონსენსი და სამწუხაროა, რომ ასეთ ნონსენსს ორგანიზაციის ანგარიშში ვხედავთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

ბექა ფერაძე

21 ოქტომბერი 2020, 12:09

საზოგადოება

შრომის ინსპექციამ თბილისში არსებულ 10 ბაზარსა და 185 საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტზე რეკომენდაციების შესრულება შეამოწმა

შრომის ინსპექცია სურსათის ეროვნული სააგენტოსთან ერთად აქტიურად აგრძელებს მონიტორინგს ბაზრებსა და ბაზრობებზე. შემოწმდა თბილისში არსებული 10 ბაზარი და 185 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტი, რომელთა მიმართაც გაიცა გაფრთხილება რეკომენდაციების სავალდებულო შესრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

21 ოქტომბერი 2020, 12:09

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 15 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 1 447 335 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 1 096 560 პაციენტი.

არმენ სარგსიანი

21 ოქტომბერი 2020, 12:02

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციას განიხილავს

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტის ესკალაციას განიხილავს.

21 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

თერჯოლაში კორონავრუსით 47 წლის კაცი გარდაიცვალა

თერჯოლის კოვიდკლინიკაში კორონავრუსით 47 წლის კაცი გარდაიცვალა. კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის თქმით, პაციენტს სხვა თანმდევ დაავადებებთან ერთად ფსიქიკური პრობლემაც ჰქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. პაციენტი კლინიკაში 16 ოქტომბერს შეიყვანეს და გუშინ გარდაიცვალა.

21 ოქტომბერი 2020, 11:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 30 წლამდე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში დღეს 30 წლამდე პაციენტი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ლაშა დარსალია

21 ოქტომბერი 2020, 11:50

სამართალი

ლაშა დარსალია: 1996 წლის შეთანხმებით, კომისიას 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც ყველაზე რელევანტური დოკუმენტია

უწყებაში შესვლამდე დარსალია ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის გამოძიებას მის ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს, მათ შორის რუკებთან და კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, 1996 წლის შეთანხმების მიხედვით, კომისიას 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც ყველაზე რელევანტური დოკუმენტია. „მთავარი, ძირითადი პრინციპი არის რომ ვეფუძნებით 38 წლის ხაზს. ყველა მასალა, მათ შორის ეს რუკა, რომელიც შესაძლოა განსაზღვრავდეს თუ როგორ გადის 38 წლის ხაზი, არის თავისთავად რელევანტური“, - აღნიშნა დარსალიამ.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:48

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ კოვიდ-სასტუმროზე

ჩვენ კიდევ ერთი ბერკეტი გამოვიყენეთ, რათა მოსახლეობას უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს კოვიდ-სასტუმროების მიმართ. თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ სასტუმროზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:47

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით არაკორექტულია

„სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს 2-დან 3 საათამდე დაყოვნება აქვთ, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია, ვინაიდან ჩვეულებრივი ვირუსის დროსაც კი ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს საგანგაშო კომპონენტს არ წარმოადგენს, რადგან ვირუსით დაინფიცირებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც 20 წუთში ბრიგადის ადგილზე მისვლა ესაჭიროება. ეს არის გეგმური პროცესი. ამ პერიოდში ჩვენი ექიმები აღჭურვილობის გამოცვლას საჭიროებენ და მუშაობენ სრული დატვირთვით, აქედან გამომდინარე, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არაკორექტულია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

21 ოქტომბერი 2020, 11:47

COVID19

აჭარაში კოვიდინფიცირების 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რეანიმაციაში მოთავსებულია - 84 პაციენტი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე -11 თავისუფალი საწოლები - 56. კოვიდ-სასტუმროებში- 1119, არასრულწლოვანი - 78.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:40

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით

მისი თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომ თითქოს, არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, ადამიანები მიყრილები არიან სახლებსა და კოვიდსასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, ასევე, ზარებზე მასიურად არ პასუხობენ და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ იღებენ.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში სასუნთქი აპარატების დეფიციტი არ არსებობს

„ჩვენ აჭარაში საკმარისი რესურსი გვაქვს. იმ სასუნთქ აპარატებზე, რომლებიც რეალურად არის სასუნთქი აპარატი, დეფიციტი საქართვლოში არ არსებობს, მათ შორის არც აჭარაში. კოვიდ-პაციენტების სასუნთქი აპარატებით მართვა ეს არის უკიდურესი დაშვება, რომელსაც ჩვენი ექიმები იყენებენ, ვინაიდან მისი ეფექტი ყველაზე ნაკლები არის ამ ინფექციის მართვაში“, - განმარტა მინისტრმა.

21 ოქტომბერი 2020, 11:38

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 15 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 317 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:38

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება

საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:26

COVID19

ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის ფლობის შემთხვევაში კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ

ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის ფლობის შემთხვევაში კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:24

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები

„გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ასევე კოვიდ-სასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები. ანუ ბინაზე მკურნალობა და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები. რაც შეეხება იმას თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე ავადმყოფებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა“, - განმარტა მეზვრიშვილმა.

21 ოქტომბერი 2020, 11:24

COVID19

თბილისში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1, 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:21

COVID19

გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია imedinews-ს გურიის გუბერნიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. „ზურაბ ნასარაია ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს და პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს. მოადგილეების ტესტის კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციული შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“, - განმარტეს პრესსამსახურში.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:18

საზოგადოება

20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდა საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დარეგისტრირება არის შესაძლებელი

ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძისა და მათ მკვეთ ქუჩებზე შემოდის ზონალურ-საათობრივი პარკირება. 20 ოქტომბრიდან ვაკეში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა საინფორმაციო ჯიხურები, რათა მოსახლეობა მივიდეს და დაარეგისტრიროს ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:15

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 60 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 933 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:15

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი არის ის, რომ შევინარჩუნოთ ძვირფასი, რაც თბილისს გააჩნია

თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ძველი თბლისის შენობა-ნაგებობებზე, ძველ თბილისზე, თუ როგორი მოწიწებით ვუდგებით და ყველა დეტალს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა, ეს გამოიხატა ორბელიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებში და რა თქმა უნდა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გუდიაშვილის რეაბილიტაციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.