imedi /  18 სექტემბერი 2020, 13:08 / სანდო წყარო

EurasiaNet: პოლარიზებული სააკაშვილის საარჩევნო ბიულეტენზე გამოჩენით მმართველი გუნდის შანსები უფრო მეტად იზრდება

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებით წარსულში ბრუნდება - ამ სათაურით სტატიას EurasiaNet-ი აქვეყნებს.

საქართველოში სააკაშვილის პოლიტიკურ არენაზე დაბრუნება მხოლოდ ზიანის მომტანია მისივე პარტიისთვის - წერს გამოცემა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ექსპრეზიდენტი ამჟამად თავისი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, თუმცა ანალიტიკოსების აზრით, საარჩევნო ბიულეტენზე მისი სახელი ბევრს არაფერს შეცვლის.

სტატიაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ შანსები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამაიმედებლად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დროულად გაიზარდა მმართველი გულის პოპულარობა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძებების შედეგად.

„პოლარიზებული სააკაშვილის საარჩევნო ბიულეტენზე გამოჩენით მმართველი გუნდის შანსები უფრო მეტად იზრდება. ქართულ ოცნებას დიდი ხანია აკრიტიკებენ ერთი მესიჯის ქონის გამო, რომ ის ისინი არ არიან სააკაშვილი და ენმ. აღნიშნული დღის წესრიგის რეზონანსი სულ მეტად იკლებდა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა სააკაშვილის მმართველობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ ექსპრეზიდენტის წყალობით, პლატფორმა კვლავ აქტუალურია“, - წერს გამოცემა.

სტატიის თანახმად, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, კორნელი კაკაჩიას აზრით, ,,სააკაშვილის ნომინირება ოპოზიციისთვის ცუდის ნიშანია“.

მისი თქმით, ,,არსებული ხელისუფლების შესაცვლელად ქვეყანას სააკაშვილივით „გამხლეჩი“ კი არა, გამაერთიანებელი ლიდერი სჭირდება“.

„სააკაშვილი ახლა ძებნილია საქართველოში და ქვეყანაში ფეხის დადგმისთანავე მართლმსაჯულების წინაშე წარდგება თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. მან რამდენიმე წელი უკრაინაში დაჰყო, მათ შორის ოდესის მმართველის ამპლუაში. მაისში იგი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, რის გამოც ოფიციალურმა თბილისმა კიევში თავისი ელჩი გამოითხოვა. მიუხედავად ყველაფრისა, სააკაშვილი დროდადრო განაგრძობდა თავისი სამშობლოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას და არც სოციალურ მედიაში მალავდა თავის მტრულ განწყობას ივანიშვილისა და ქართული ოცნების მიმართ. სულ ახლახანს კი მან უკვე ქართულ პოლიტიკაში ფორმალურად დაბუნების შესახებაც განაცხადა“ - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ქმედებები მისი ეგოთი უფროა განპირობებული, ვიდრე საარჩევნო გათვლებით, სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები კი წინ ვერ აღუდგებიან.

სტატიაში მოყვანილია ანალიტიკოსების მოსაზრებები, რომლებიც აცხადებენ, რომ სააკაშვილს ნაციონალური მოძრაობა მძევლად ჰყავს აყვანილი.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როდესაც „მიშა დუმდა და უკრაინის საქმეებით იყო დაკავებული“. ამ ციტატის ავტორი, გიორგი მჭედლიშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკური მკვლევარია. მისი თქმით, „მიშა ისეა გატაცებული თავისი ეგოცენტრიზმით, რომ ვერ აიტანს, რომ მისმა პარტიამ მის გარეშე უკეთესი შედეგი დადოს.

„მიშას პირადი გემოვნების საკითხი რომ არა, ნებისმიერი ტექნოკრატი იქნებოდა [ენმ-ს კანდიდატი], მაგრამ მას მსგავსი სცენარი არ მოსწონს,“ მიიჩნევს კორნელი კაკაჩია და დასძენს: „არამგონია, ვინმეს მასზე გავლენის მოხდენის ძალა შესწევდეს. ენმ მძევლად ჰყავს აყვანილი - მის გარეშე ნაბიჯსაც ვერ დგამენ“.

რაც უფრო მეტად ჩაერევა სააკაშვილი საქართველოს საქმეებში, „მით მეტ სარგებელს მიიღებს ბიძინა ივანიშვილი,“ - ამბობს ანალიტიკოსი დიმიტრი მონიავა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ კომენტარში.

„ყველა ამას ამბობს: სააკაშვილის მეგობრები, მტრები თუ ნეიტრალური შემფასებლები. თუმცა, ის იმ მოკრივეს ჰგავს, მრავალგზის რომ დაამარცხეს არენაზე, მაგრამ მაინც სურს თავი გამარჯვებულად აჩვენოს, რევანშზე ოცნებით კი, მზადაა, წარსულშიც კი დაბრუნდეს იმავე რინგზე, კარგად ნაცნობი მხარდამჭერებით“, - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

28 ოქტომბერი 2020, 15:12

სამართალი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქალი ლიანდაგზე გადადიოდა და მატარებლის ხმოვანი სიგნალი ვერ გაიგო. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 15:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ პოლიტიკაში ვეღარ დარჩებიან

ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩებიან პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს! - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს.

გიორგი ვაშაძე

28 ოქტომბერი 2020, 14:37

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: პასუხისმგებლობით მოეკიდეთ სამოქალაქო ვალდებულებას და ყველას გთხოვთ, მიდი არჩევნებზე

​„რაც შეეხება კორონავირუსის ციფრებს, ამის თამაშის ერთადერთი მიზანია დააშინონ ამომრჩეველი, რომ ნაკლები მივიდეს საარჩევნო ყუთებთან, იმიტომ რომ თუ ცოტა ამომრჩეველი მოვა, ფიქრობენ, რომ უფრო მეტი შანსი აქვთ უკეთესი შედეგი ჰქონდეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ ყველა მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობს მიიღებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

28 ოქტომბერი 2020, 14:35

COVID19

პოლონეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

პოლონეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 18,820 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 236 ინფიცირებული გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსის 299,049 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4,851 ადამიანი გარდაიცვალა.

თამარ კორძაია

28 ოქტომბერი 2020, 14:23

პოლიტიკა

თამარ კორძაია: ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება არჩევნები ჩაატაროს მშვიდობიანად

„ხელისუფლებამ არჩევნები უნდა ჩაატაროს კანონიერად, მშვიდობიანად. მიუხედავად იმისა, რომ ის ამომრჩეველს მოუწოდებს მოვიდნენ არჩევნებზე, პარალელურად ის აკეთებს იმას, რომ ადამიანები დარჩნენ სახლში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

„ბრიუსელის კვირეული 2020

28 ოქტომბერი 2020, 14:20

რეგიონი

„ევროპის უნივერსიტეტისა" და „ქუთაისის უნივერსტიტეტის" სტუდენტებს „ბრიუსელის კვირეული 2020"-ზე ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ

„ევროპის უნივერსიტეტისა" და „ქუთაისის უნივერსტიტეტის" სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძალისხმევის შედეგად „ბრიუსელის კვირეული 2020"-ზე ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტში" ვრცელებს.

28 ოქტომბერი 2020, 14:18

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,241 პაციენტს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,241 პაციენტს დაუდასტურდა, 21 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 82,651 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,243 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 52,508.

არჩილ თალაკვაძე

28 ოქტომბერი 2020, 14:16

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გამოკითხვის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის ძალის გამოყენების შეთავაზება ეწინააღმდეგება მშვიდობიანი არჩევნების იდეას

საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა.

Charlie Hebdo

28 ოქტომბერი 2020, 14:05

მსოფლიო

ანკარის გენპროკურატურამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ანკარის გენერალურმა პროკურატურამ ფრანგული სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, გამოძიების დაწყების მიზეზი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე ჟურნალში გამოქვეყნებული კარიკატურა გახდა.

კელი დეგნანი

28 ოქტომბერი 2020, 14:03

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ჩვენ კვლავ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მეგობარი და პარტნიორი მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე

„ეს ნიშნავს, მუშაობის გააგრძელებს, რომ იყოს უფრო ინკლუზიური პროცესი, უფრო მჭიდრო მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, უფრო მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მართვის მიმდინარეობის შესახებ. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას. ჩვენ კვლავ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მეგობარი და პარტნიორი მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - აცხადებს კელი დეგნანი.

28 ოქტომბერი 2020, 14:02

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში პატიმრებს სათანადო სამედიცინო მომსახურება არ მიეწოდებათ

სოციალური ქსელის საშუალებით ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს მედპერსონალი ყურადღებას არ აქცევს. „ერთ-ერთ ჩემს კლიენტს, რომელსაც ერთი ფეხი მოკვეთეს იქვე და ახლა მეორე ფეხია მოკვეთის საშიშროების წინაშე, წამალსაც არ აწვდიან გამაყუჩებელს“, - წერს ადვოკატი კუბლაშვილი სოციალურ ქსელში. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე.

28 ოქტომბერი 2020, 13:58

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ არაერთ საწარმოს გაუწია დახმარება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი სამკერვალო საწარმო "იმერში" დასაქმებულებს შეხვდა. "იმერი“ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაფართოვდა. ქუთაისის მერობის კანდიდატი "იმერის“ მუშაობის პროცესს გაეცნო და საარჩევნო პროცესის სპეციფიკასა და პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა მსგავსი საწარმოების მნიშვნელობას, მოქალაქეთა დასაქმებისა და სოციალური ყოფის მოწესრიგების კუთხით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გერბი

28 ოქტომბერი 2020, 13:56

რეგიონი

ოზურგეთის მერია ამომრჩევლისთვის დიდი ოდენობით სურსათის დარიგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

რეალურად, ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ, - ამის შესახებ ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზაზა ლომინაძე

28 ოქტომბერი 2020, 13:52

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: „იმერი“ არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი წარმატებულია კერძო ბიზნესი სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოში

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატთან ერთად სამკერვალო ,,იმერში" დასაქმებულებს შეხვდა.

კელი დეგნანი

28 ოქტომბერი 2020, 13:52

პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი: ატარეთ ნიღაბი, დაიცავით სოციალური დისტანცია, მაგრამ გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი ხმა

„ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვინ უნდა მართოს ქვეყანა. შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი. ჩვენ არ გვყავს ფავორიტი პარტია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც ქართველი ხალხი ლეგიტიმურად აირჩევს. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სამართლიან პროცესზე და არა შედეგზე“, - განმარტა ელჩმა.

28 ოქტომბერი 2020, 13:49

COVID19

აჭარაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 7 ადამიანი დაიღუპა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 225 კოვიდ დადებითი პაციენტი. ამასთან დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 333 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 7 ადამიანი.

კელი დეგნანი

28 ოქტომბერი 2020, 13:43

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მსურს ამ შაბათს ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობა ვიხილო

„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, როგორიცაა „საია“, ISFED, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და PMMG, საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა IRI, NDI და IFES. ეს ძალიან პატივსაცემი, პროფესიონალური ორგანიზაციებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ არჩევნებში, აკვირდებიან როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე არჩევნების დღეს, აფიქსირებენ დარღვევებს და უზრუნველყოფენ, რომ ქართველებმა საარჩევნო კამპანიის წარმოება და ხმის მიცემა უსაფრთხო, დაცულ გარემოში შეძლონ“, - განაცხადა დეგნანმა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2020, 13:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სურსათის დარიგების შესახებ ბრალდებებზე: კონკრეტულ ფაქტებს თუ მოგვიტანთ, უმკაცრესი რეაგირება გვექნება

თუ ვინმეს განზრახული აქვს, ამომრჩეველს დაურიგოს სურსათი, ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ამაზე ფაქტებს თუ მოგვიტანთ, უმკაცრესი რეაგირება გვექნება, რადგან ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს და დააზიანებს „ქართულ ოცნებას”, - ამის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითაც ოზურგეთში სურსათის დარიგების შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ხათუნა გოგორიშვილის ბრალდებას უპასუხა.

ნათია თურნავა

28 ოქტომბერი 2020, 13:33

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია

მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვიზიტისას, სადაც ცოტა ხნის წინ მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მზის ელექტროსადგურით აღჭურვილი სკოლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი ჩიქოვანთან ერთად მოინახულა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2020, 13:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კელი დეგნანის გზავნილი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესახებ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა გაითვალისწინოს

ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ საარჩევნო სუბიექტს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნების დღემდეც, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ვალდებულების შესახებ.