http://imedi.ge/ /  19 სექტემბერი 2020, 18:39 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის - წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს წყალტუბოს და მთლიანად იმერეთის რეგიონს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბუნებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ თქვენ, თუმცა ეს ბუნება საქართველოსთვისაც შეუდარებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, წყალტუბოში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წყალტუბო, რომლის ბალნეოლოგიური ისტორია ასწლეულების განმავლობაში იწერებოდა, სამწუხაროდ, უყურადღებოდ იყო. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ბალნეოლოგიური, სამედიცინო-სამკურნალო ტურიზმის მომავალი წყალტუბოსთან იქნება დაკავშირებული.

„წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბუნებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ თქვენ, თუმცა ეს ბუნება საქართველოსთვისაც შეუდარებელია.

წყალტუბო, რომლის ბალნეოლოგიური ისტორია ასწლეულების განმავლობაში იწერებოდა, სამწუხაროდ, უყურადღებოდ იყო, მაგრამ გარწმუნებთ, ეს დასრულდება. საერთოდ, საქართველოს ბალნეოლოგიური, სამედიცინო-სამკურნალო ტურიზმის მომავალი წყალტუბოსთან იქნება დაკავშირებული და ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება. დარწმუნებული ვარ, ის შესაძლებლობა, რომელსაც წყალტუბო შექმნის დასაქმების, მკურნალობის, ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, იქნება უნიკალური, თუმცა ამას დასჭირდება 24-საათიანი მძიმე შრომის წლები.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის - წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება და ეს ახალ სიცოცხლეს, ახალ ენერგიას, ახალ ძალას შესძენს წყალტუბოს, მთლიანად იმერეთის რეგიონს და რა თქმა უნდა, საქართველოს. მიუხედავად იმ ფრთხილი მცდელობებისა, რაც ჩვენ გვქონდა წყალტუბოს განვითარებისთვის, ეს იმდენად დიდი და მასშტაბური პროექტია, რომ ყოველთვის გვიჭირდა მასთან შეხება, მისი წამოწყება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, უახლოეს პერიოდში, ყველანი ერთად ვნახავთ წყალტუბოს განვითარების, აღდგენის ტემპები ეტაპობრივად როგორ დაჩქარდება.

„ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს განსავითარებელი და ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავრობის ყურადღება პირველ რიგში მიპყრობილი იყო ბაკურიანის, გუდაურის, ბათუმის, კახეთის რეგიონის მიმართულებით, თუმცა მერწმუნეთ, წყალტუბოს ჯერი მოვიდა. ეს გადადება არ იყო იმით გამოწვეული, რომ წყალტუბოს მნიშვნელობას ვერ ვაცნობიერებდით.

პირიქით, ეს იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია, თუ სრულად არ ვიქენით მზად იმისთვის, რომ ამას ხელი მოვკიდოთ, საერთოდ შეუძლებელია ამაზე საუბრის დაწყება. თუმცა, გარწმუნებთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და უახლოეს პერიოდში ყველანი ერთად ვნახავთ, წყალტუბოს განვითრების, აღდგენის ტემპები ეტაპობრივად როგორ დაჩქარდება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა „ნამახვანის“ პროექტზე და განაცხადა, რომ ეს ენერგო-დამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„გარდა ამისა, რა თქმა უნდა, წყალტუბოში უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის ენერგო-დამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი „ნამახვანის“ პროექტი მიმდინარეობს, რომელიც არის 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრე და რომლის საინვესტიციო ღირებულება 750 მლნ აშშ დოლარია. ამ მშენებლობის ეტაპზე, გარანტირებულად არის 3 000 სამუშაო ადგილი ადგილობრივებისთვის და შემდგომ, ეს არის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის დამატებითი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებზე უნდა დაიხარჯოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი პრობლემა და ამოცანა დღეს სამუშაო ადგილებია.

„ამიტომ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად, ამ ეკონომიკური კრიზისის და პანდემიის შემდგომ სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, აღორძინება, რომ გარდა იმისა, რომ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს, სწრაფად შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები.

არ უნდა დაგვავიწყდეს და წყალტუბოში ეს განსაკუთრებით ხმამაღლა უნდა ვთქვათ, ჩვენი დევნილები. მოგეხსენებათ, ყველაზე მინიმუმი რაც მთავრობას შეუძლია გააკეთოს მათთვის არის ის, რომ იზრუნოს მათ სოციალურ მდგომარეობაზე, დააკმაყოფილოს ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც, საუბედუროდ, სამშობლოში გახდნენ დევნილები, ელემენტარული საცხოვრებლით და ამ მიმართულებითაც წყალტუბოში საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იდგმება.

ჩვენ წლის ბოლომდე დავაკმაყოფილებთ კიდევ 3 000 ოჯახს, რომელთაგანაც 2 000 იქნება ახალი საცხოვრებელი, 1 000 ადამიანს დაუკანონდება მისი დღევანდელი საცხოვრებელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ადამიანი ყოველთვის იყო „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში.

„ჩვენი ბავშვები, რომელთა განათლებაზეც ვზრუნავთ და ამიტომ გვაქვს სისტემური რეფორმა განათლების სამინისტროში, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და მათი საპენსიო უზრუნველყოფა და ამიტომ გამოვიტანეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არ არის დამოკიდებული არჩევნებზე და პარტნიულ ცვლილებებზე, არამედ კანონი განსაზღვრავს ყოველწლიურად პენსიონერებისთვის პენსიის ზრდას, ჩვენი მასწავლებლები, ექიმები, პოლიციელები - ეს ის ხალხია, რომელზეც ყოველდღიური ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა იმისთვის, რომ ეს ადამიანები უკეთესად მოემსახურონ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

რა თქმა უნდა, წყალტუბოში, არ უნდა დაგვავიწყდეს საუბარი სოფლის მეურნეობაზეც იმიტომ, რომ უაღრესად ნაყოფიერი მიწა გაქვთ. ისევე, როგორც ბალნეოლოგია იყო წყალტუბოს ასეთი ნიშანი, ასევე სოფლის მეურნეობის გარკვეული დარგები იყო წყალტუბოსთვის დამახასიათებელი და წამყვანი, ყოველთვის.

ჩვენ, აქ დავბრუნდებით უახლოეს მომავალში, კონკრეტული წინადადებებითა და პროექტებით, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აქ, პირველად საქართველოში, შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების კონკრეტული კლასტერი, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული კულტურების წარმოების და შემდეგ მათი გადამუშავების, დასაწყობების, დაფასოების და უცხოურ ბაზრებზე წვდომისთვის. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ქუთაისის აეროპორტს და ეს ინფრასტრუქტურა, ამ ზონაში მოეწყობა.

ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული ქვეყნისთვის, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ ბევრი საქმე გვაქვს გასაგრძელებელი და დასასრულებელი. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. ერთ-ერთი ასეთი საქმე, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ 2012 წელს და უნდა დავასრულოთ, რა თქმა უნდა, იქნება ოქტომბრის არჩევნები. იქნება არჩევნების ხარისხი.

იქნება ის, რომ თითოეულ პოლიტიკურ ძალას, სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში შეეძლება წარმოაჩინოს თავი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კანდიდატთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად, რომელიც ამ რეგიონის შვილია, რომელმაც იმიტომ, რომ აქ მუშაობდა გუბერნატორად, ზედმიწევნით, ზუსტად იცის თითოეული სოფლის, რაიონის და რეგიონის პრობლემები, ის იქნება ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში და ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში.

გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია, რა თქმა უნდა ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფოს აშენება. გამარჯვებას გისურვებთ“, - აღნიშნა პრემიერ - მინისტრმა

ყველა სიახლე

ლევან ზაუტაშვილი

12 მარტი 2026, 17:50

რეგიონი

ლევან ზაუტაშვილი: ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა, შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა

ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა, შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, - განაცახდა რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა.

12 მარტი 2026, 17:49

მსოფლიო

„დემოკრატიაში ჩარევის ობსერვატორია“: უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია იგეგმება

ორგანიზაცია „დემოკრატიაში ჩარევის ობსერვატორია“ ავრცელებს გაფრთხილებას, რომ იგეგმება უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია.

ლევან მახაშვილი

12 მარტი 2026, 17:40

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში რეგისტრირებაზე: აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ, ქართულ პოლიტიკაში ფული ატრიალონ

აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ, ქართულ პოლიტიკაში ფული ატრიალონ, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა თინა ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში რეგისტრირებაზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

12 მარტი 2026, 17:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი თინა ხიდაშელზე: რა დღეში ჩავარდნენ, როგორ უნდა დაგვარქვა უცხო ქვეყნის აგენტიო. წავიდნენ და თვითონ რეგისტრირდებიან უცხო ქვეყანაში

საჯაროდ ადასტურებ, რომ უცხო ქვეყანაში რეგისტრირდები და რა დღეში ჩავარდნენ, როგორ უნდა დაგვარქვა უცხო ქვეყნის აგენტიო, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ თინა ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში დარეგისტრირების ფაქტის კომენტირებისას.

ალი ლარიჯანი

12 მარტი 2026, 17:34

მსოფლიო

ალი ლარიჯანის განცხადებით, თუ ტრამპი ირანის ელექტროსისტემას დაბომბავს, ნახევარ საათში მთელი რეგიონი ჩაბნელდება

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისლამური რესპუბლიკის ელექტროსისტემას დაბომბავს, ნახევარ საათში ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ჩაბნელდება.

გივი თარგამაძე

12 მარტი 2026, 17:33

სამართალი

გივი თარგამაძე სუს-ში გამოკითხვაზე: ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. რა თქმა უნდა, პასუხი იყო - არა

დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გივი თარგამაძის გამოკითხვა. სუს-ს კითხვები თარგამაძესთან, მის მიერ, ერთ - ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე ჰქონდა.

12 მარტი 2026, 17:32

სამართალი

საქალაქო სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის და თავდაცვის სამინისტრო ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

ვაკო თურნავა

12 მარტი 2026, 17:30

პოლიტიკა

ვაკო თურნავა: PACE-ს დოკუმენტში ის დათქმა, რაც ჰქონდათ ჩადებული, აბსოლუტურად არასწორია. მოლოდინი პოზიტიურია, უკვე ხვდებიან, რომ ის პოლიტიკა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, არის სწორი

PACE-ს დოკუმენტში ის დათქმა, რაც ჰქონდათ ჩადებული, აბსოლუტურად არასწორია. მოლოდინი პოზიტიურია, უკვე ხვდებიან, რომ ის პოლიტიკა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, არის სწორი

გიორგი ჩაკვეტაძე

12 მარტი 2026, 17:21

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, რომ თუკი გადაიხედება ის სამარცხვინო დათქმები, რომელიც შესწორებების სახით შევიდა პროექტში, გვაქვს სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

გვქონდა ორი შეხვედრა, ერთ-ერთი იყო ფრანგ ევროპარლამენტარ ტიერი მარინათან, რომელიც არის საქართველოს და ქართველი ხალხის გამორჩეული მხარდამჭერი, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ.

12 მარტი 2026, 17:07

საზოგადოება

საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მიზანია 2026 წლის რთვლის პროცესში მევენახეების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და რთვლის ორგანიზებულად წარმართვა.

12 მარტი 2026, 17:07

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, ასევე მისი მოადგილე მინდია გრძელიძე და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ჰუგო დებრუა.

რადოსლავ სიკორსკი

12 მარტი 2026, 17:03

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ს რედზიკოვოს ბაზის გამოყენება მხოლოდ ევროპის ან ამერიკის ტერიტორიაზე ირანის პირდაპირი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში შეუძლია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, აშშ-ს პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე რედზიკოვოს სამხედრო ბაზის გამოყენება მხოლოდ ევროპის ან ამერიკის ტერიტორიაზე ირანის პირდაპირი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში შეუძლია.

გოგა ხაინდრავა

12 მარტი 2026, 17:01

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.

ვლადიმირ პუტინი

12 მარტი 2026, 16:42

მსოფლიო

Euronews: რუსეთმა ირანის ომის მიმდინარეობის პერიოდში საწვავის ექსპორტიდან თითქმის 7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

რუსეთმა ირანის ომის მიმდინარეობის პერიოდში საწვავის ექსპორტიდან თითქმის, 7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

12 მარტი 2026, 16:39

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

12 მარტი 2026, 16:39

კულტურა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

12 მარტი 2026, 16:34

პოლიტიკა

მთავრობამ სურსათთან კონტაქტში მყოფი პლასტმასის გარკვეული პროდუქციის ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ დადგენილება მიიღო

დადგენილება პლასტმასის ბოთლებით სასმელების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).

ნიკოლ ფაშინიანი

12 მარტი 2026, 16:31

პოლიტიკა

ფაშინიანის განცხადებით, როდესაც მან ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გამო შეშფოთება გამოხატა, მისთვის ეს ქართულ მხარეს არ უთხოვია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ მას ამისთვის ქართულ მხარეს არ უთხოვია.

12 მარტი 2026, 16:12

მსოფლიო

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია

ევროპარლამენტმა დღეს ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმის გამო მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.

The Pussycat Dolls

12 მარტი 2026, 16:09

კულტურა

ჯგუფი The Pussycat Dolls სცენაზე ბრუნდება

The Pussycat Dolls-ის ყველაზე ცნობილი ჰიტებია: Buttons, Don't Cha და I Don't Need A Man, პოპულარობა მათ 2005 წელს გამოსული ალბომით PCD მოიპოვეს. ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში 6 წევრი იყო, თუმცა ჯესიკა სუტი, კარმიტ ბაჩარი და მელოდი თორნტონი ამ ტურნეში მონაწილეობას არ იღებენ.