http://imedi.ge/ /  19 სექტემბერი 2020, 19:19 / სანდო წყარო

გივი ჭიჭინაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი

გივი ჭიჭინაძე

გივი ჭიჭინაძე

წყალტუბო, თავისი უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტებით, ჯერ კიდევ შუა ცნობილია. სამთავრობო გუნდთან ერთად ვიწყებთ არსებული სანატორიუმების აღდგენას, სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, რათა მოვიზიდოთ მეტი დამსვენებელი და ტურისტი, დავუბრუნოთ წყალტუბოს ძველი დიდება და თანამედროვე ევროპულ კურორტად გადავაქციოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ წყალტუბოში, წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ხალხმა უკვე დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტური მთავრობა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი.

გივი ჭიჭინაძემ დევნილებისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2021 წელს, იძულებით გადაადგილებული 560 ოჯახი ახალ ბინას მიიღებს.

,,სიამაყის გრძნობით მავსებს ჩვენი ღირსეული თანამემამულის, უბადლო პროზაიკოსის, დიდი ნოველისტისა და პუბლიცისტის ნიკო ლორთქიფანიძის მშობლიურ სოფელ ჩუნეში სტუმრობა, აქ ღვთიური მადლით გასხივოსნებულ ეზო-გარემოში თქვენთან შეხვედრა. წილად მხვდა ბედნიერება ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვმდგარიყავი ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების" ჩამოყალიბების სათავეებთან, შემდგომში კი როგორც იმერეთის რწმუნებული გუბერნატორი.

უდიდესი პასუხისმგებლობაა, წარვსდგე თქვენს წინაშე როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მადლობას ვუხდი მმართველ პარტიას ნდობისათვის, მხარდაჭერისთვის და თქვენ, აქ მობრძანებისათვის და ასევე მომავალი ჩვენი მხარდაჭერისათვის.

ხალხმა უკვე დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტური მთავრობა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. ჩვენს მუნიციპალიტეტში კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასმელი წყლის, გაზმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

ყოველდღიური, კეთილსინდისიერი შრომის შედეგად მოხდება არსებული ყველა პრობლემის გადაჭრა. ჩემთვის არამხოლოდ როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის, არამედ როგორც ქვეყნის გულწრფელი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვა, რომელშიც მედიკოსებს დიდი წვლილი შეაქვთ.

მადლობა მათ ამ დაუღალავი შრომისა და თავდადებისათვის. მნიშვნელოვანია დევნილებისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. ჩემი გუბერნატორობის პერიოდში, წყალტუბოში თამარ მეფის ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისათვის 8 -10 სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

პროექტს დევნილთა და განსახლების სამინისტრო ახორციელებს. 2021 წელს, იძულებით გადაადგილებული 560 ოჯახი მიიღებს ახალ ბინას.

რამდენიმე კვირის წინ 140 ოჯახს ბინა უკვე გადაეცა. ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, მეწარმეობას, ბიზნესში ახალი მიმართულებების გადახალისებას და წახალისებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას. წყალტუბო, სამტრედია, ვანი და ხონი ერთ -ერთი ძლიერი ოლქია სოფლის მეურნეობის მხრივ. ძლიერი სოფელი კი ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს.

ჩემთვის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის პრიორიტეტული იქნება ახალგაზრდებზე ზრუნვა. მათ განათლებაზე, მათი ახალი პროფესიული სწავლების დაუფლებაზე ზრუნვა. მოგეხსენებათ, წყალტუბოში უკვე დაიწყო ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა და მალე ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ სრულყოფილ საშუალო განათლებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა - ინკლუზიური ცენტრების დაფინანსების გაზრდა, აქ მყოფი ბავშვებისა და მოზარდებისათვის საზოგადოებასთან ინტეგრირების პირობების შექმნა.

ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ოთხივე რაიონს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია - მდიდარია ისტორიული ძეგლებით, კასტრული მღვიმეებით, ღირშესანიშნაობებით , მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებიც თავიანთი სამკურნალო დანიშნულებით, ისტორიული წარსულით არის ცნობილი. სწორედ ასეთია წყალტუბო, თავისი უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტებით.

მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან წყალტუბო ამ მიმართულებითა ცნობილია როგორც ბატონმა პრემიერმა მოგახსენათ, სამთავრობო გუნდთან ერთად ვიწყებთ ერთ - ერთი მოწინავე, არსებული სანატორიუმების აღდგენას, სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, რათა მოვიზიდოთ მეტი დამსვენებელი და ტურისტი, დავუბრუნოთ წყალტუბოს ძველი დიდება და თანამედროვე ევროპულ კურორტად გადავაქციოთ.

მთავარი ფასეულობა ჩვენთვის ადამიანია და ამიტომაც მუდმივად ვიზრუნებთ და ვზრუნავთ , რომ სათანადოდ იყოს დაფასებული პედაგოგების, მედიკოსების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობაში მომსახურე ადამიანების ღვაწლი, მოხდეს პროფესიული კადრების და ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმება, თითოეული მოქალაქის ყოფითი პირობების გაუმჯობესება. მწამს, რომ წყალტუბოს, ხონის, ვანის და სამტრედიის ამომრჩეველი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს. ერთად საქართველოს გაერთიანებისა და გაბრწყინებისთვის”, - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

ყველა სიახლე

29 ოქტომბერი 2020, 18:18

რეგიონი

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იწყება

ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იწყება. აქციაზე ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან გაიგივებულ პოლიტიკურ ძალებს ემიჯნებიან.

ვლადიმერ პუტინი

29 ოქტომბერი 2020, 18:15

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მარტივი ვერ იქნება, ვინაიდან ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ფრანკ ვანდენბრუკი

29 ოქტომბერი 2020, 18:14

COVID19

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი: შეზღუდვების 4 კვირა საკმარისი არ იქნება

„მე არ მინდა წინასწარ დასკვნების გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული ზომები გარკვეული პერიოდი უნდა დარჩეს. ვიცი ეს რთულია. ძალიან ძნელია. ეს არის მარათონი და ამ მარათონის ბოლოს ჩვენ გამარჯვებულები უნდა ვიყოთ. მინისტრმა ისაუბრა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე და ამ მიმართულებით დაფინანსების გაზრდაზე“, - აღნიშნავს ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი.

29 ოქტომბერი 2020, 18:11

მსოფლიო

ვატიკანი ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გმობს

ვატიკანი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გმობს.

საფრანგეთი

29 ოქტომბერი 2020, 18:07

COVID19

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. კარანტინი ძალაში შედის ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან დაპირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 17:58

რეგიონი

ნათია თურნავა: ქართველი ინვესტორები, მსგავსად უცხოელი ინვესტორებისა, ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოს მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ტურიზმის პერსპექტივას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში 18-ნომრიანი საოჯახო სასტუმროს „სვიანას“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. სასტუმრო მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა.

29 ოქტომბერი 2020, 17:57

რეგიონი

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი ხეობაში არსებული უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალურ დაცვას და ამავე დროს არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებით, მის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

29 ოქტომბერი 2020, 17:54

მსოფლიო

ქალაქ ბაზელში ქართული საკვირაო სკოლა ,,ნაკადული“ გაიხსნა

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, 25 ოქტომბერს ქ. ბაზელში გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა ,,ნაკადული“. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ლევან ჯაფარიძე

29 ოქტომბერი 2020, 17:52

პოლიტიკა

ლევან ჯაფარიძე: ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე გუნდს, რომელიც უამრავ სიკეთეს აკეთებს ქვეყნისთვის და მიჰყავს ნათელი მომავლისკენ

ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე გუნდს, რომელიც უამრავ სიკეთეს აკეთებს ქვეყნისთვის და მიჰყავს ნათელი მომავლისკენ თავისი ქვეყანა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ჯაფარიძემ წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, კრწანისის გამგებლის პოზიციაზე გატრებული სამი წელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი და ასევე პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას არჩევის შემთხვევაში ისინი კვლავაც გააგრძელებენ რაიონისთვის ერთად, ტანდემში მუშაობას.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 17:46

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ყოველთვის ვიზრუნებთ დევნილებზე, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანი ქვეყნის გამთლიანებაა

„ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ ჩვენს დევნილებზე, მათ საცხოვრებელ პირობებზე, მაგრამ საბოლოო მიზანია ქვეყნის გამთლიანება, გამთლიანება მშვიდობით და გონივრულად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვენი მიწის მხოლოდ 20%-ზე. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდულობაზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გურამ ნიკოლაშვილი

29 ოქტომბერი 2020, 17:46

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: წინა არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე 22%-იან ცდომილებაზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო?

წინა საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო 22%-იან ცდომილებაზე? - საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩატარებულ კვლევებს იხსენებს. „წინა საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო 22%_იან ცდომილებაზე? გრუ-ს ინსტრუქციაში რა წერია, არ შეიმჩნიოთ და უტიფრად განაგრძეთ სახეში ფქვილის ყრაო? 55%_ზე რომ ხარხარებენ, აი ის ხელისგულზე სატარებელი ოქრო ხალხი” - წერს გურამ ნიკოლაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ბექა ოდიშარია

29 ოქტომბერი 2020, 17:45

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია დიასპორის წარმომადგენლებს: სადაც თქვენ ხართ, ყველგან საქართველოა

„მივესალმები ჩემს დიასპორელებს, რომლებმაც მართლაც გმირობა გამოიჩინეს პანდემიის ჟამს, ახლა ჩემი ძვირფასებო იცოდეთ, რომ სადაც თქვენ ხართ, იქ ყველგან საქართველოა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თქვენს ადგილსამყოფელს ქვეყანაში ისევ გამოიჩინოთ გმირობა და 31 ოქტომბერს დააფიქსიროთ „ქართული ოცნების“ გამარჯვება“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბელგია

29 ოქტომბერი 2020, 17:45

COVID19

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელგიაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების 21 048 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან დღემდე. ბოლო 24 საათში ბელგიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 132 ადამიანი და ჯამში 11 170-ს მიაღწია. 29 ოქტომბრის მონაცემებით, საავადმყოფოში იმყოფება 5 924 პაციენტი. 993 პაციენტი - ინტენსიურ განყოფილებაში. ბელგიაში ძალაში რჩება სტრატეგია, რომლის თანახმადაც უსიმპტომო პაციენტებს COVID-19-ზე ტესტს არ უტარებენ.

29 ოქტომბერი 2020, 17:42

რეგიონი

ნათია თურნავამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გურჯაანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტექნოპარკის შენობა გახსნეს

გურჯაანში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტექნოპარკის შენობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა გახსნეს. ტექნოპარკი არის სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის.

ბექა ოდიშარია

29 ოქტომბერი 2020, 17:34

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ჩემთვის დიდი პატივია ვიყო გუნდის წევრი, რომელთან ერთადაც ჩვენ შევქმენით საქართველოს ახალი, ნამდვილი ევროპული კონსტიტუცია

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელიც არის მშვიდობისმყოფელი და ამ 8-წლიანი მშვიდობის პერიოდში აშენებს მაგისტრალებს, გვირაბებს, ხიდებს, ზრუნავს სოფელზე ათბობს და ანათებს ამას, ღირსეულად ეპყრობა ყველა პროფესიის ადამიანს, ადამიანის უფლებებს, პედაგოგებს, მედიცინის მუშაკებს, ჯარისკაცებს თუ პოლიციელებს, სცემს პატივს დედაეკლესიას და ყველა სხვა კონფესიას საქართველოში, - ამის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ბექა ოდიშარიამ წარდგენაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 17:33

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ნიცაში მომხდარი ტერაქტი დაგმო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტი დაგმო.

29 ოქტომბერი 2020, 17:32

მსოფლიო

ლიონში პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავა

საფრანგეთში, ქალაქ ლიონში პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

29 ოქტომბერი 2020, 17:28

COVID19

მედიცინის ფაკულტეტის მაღალკურსელებს COVID-19-ის ეფექტიანად მართვის მიზნით გადამზადების სწრაფი კურსები უტარდებათ

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელების გადამზადების პროცესი დაწყებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 17:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ისე, როგორც ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო და ამის ყველაზე დიდი საფუძველი ერთიანობაა

„ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა და რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და შრომა. ყველას კარგად უნდა გვავხსოვდეს, რომ შემდეგი 4 წელი იქნება გამოწვევებით სავსე და ჩევნ ყველანი ვხედავთ, რომ უაღრესად არაორდინალურ სიტუაციაში გვიწევს კამპანიის ჩატარება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 17:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მზადაა, 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს ხალხს

„გვახსოვს, როგორც ებრძოდნენ განსხვავებულ აზრს, შეხედულებებს და ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას წარდგენისას განაცხადა.