imedi /  20 სექტემბერი 2020, 19:51 / სანდო წყარო

ანდრია გვიდიანი: სააკაშვილისგან უტიფრობა არ მიკვირს, თუმცა მაინც ყველაფერს აქვს საზღვარი მით უმეტეს, როცა ეს უტიფრობა ფაქტობრივ უზუსტობებზე და ტყუილებზეა აგებული

ანდრია გვიდიანი

ანდრია გვიდიანი

სააკაშვილმა ახალი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. პრინციპში მისგან უტიფრობა არ მიკვირს, თუმცა მაინც ყველაფერს აქვს საზღვარი. მით უმეტეს, როცა ეს უტიფრობა ფაქტობრივ უზუსტობებზე და ტყუილებზეა აგებული. ახალი არ არის, რომ ეს კაცი ყველაფრის მკადრებელია, არც არავის უკვირს მისგან არც ტყუილი, არც ფარისევლური ბოდიშები, არც დამახინჯებული რეალობა და, ზოგადად, არაფერი. მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე მისი ყველა სიტყვის და ფრაზის რევიზია შემოგთავაზოთ,- წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკური ექსპერტი ანდრია გვიდიანი. ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშილი ყველაფრის მკადრებელია, რომ მისგან არავის უკვირს არც ტყუილი, არც ფარისევლური ბოდიშები, არც დამახინჯებული რეალობა, მაგრამ გვიდიანის თქმით, მან მაინც საჭიროდ ჩავთვალა ყველა სიტყვის და ფრაზის რევიზია .

მიხეილ სააკაშვილი - "როგორ გრძნობს თავს 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ვალის გადაუხდელობის გამო ართმევენ ბინას?!" სიმართლე - 2012 წელს კომერციული ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი შეადგენდა 9.3%-ს, 2019 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი შემცირებულია 4.4%-მდე.(წყარო, ეროვნული ბანკი)

მიხეილ სააკაშვილი - "როგორ გრძნობს ბავშვი თავს, რომლის დედა მოხუცებს უვლის საბერძნეთში (მისივე ფრაზეოლოგიით ტ...ს წმენდს) ხოლო მამა მუშაობს პოლონეთში და ბავშვი იზრდება მოხუც ბებიასთან სოფელში?!" სიმართლე - 2003- 2012 წლებში მიგრაციული სალდო (ანუ ქვეყნიდან გადინების მაჩვენებელი შეადგენდა საშუალოდ 6,46%-ს, 2013- 2019 წლებში იგივე მაჩვენებელი შეადგენს 1,6%-ს. აბსოლუტურ რიცხვებში წინა ხელისუფლების დროს მიგრანტთა რაოდენობამ 247 ათასი შეადგინა მოქმედი ხელისუფლების პირობებში სულ ქვეყანა დატოვა 41 ათასმა მოქალაქემ, ანუ 6-ჯერ ნაკლებმა. (წყარო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური);

მიხეილ სააკაშვილი - "სიღარიბესთან ერთად იმატა დამნაშავეობამ, 99%-ით გაიზარდა ქურდობა, მომრავლდა მკვლელობები - ეს ყველაფერი სიღარიბის ნაწილია". სიმართლე - 2012 წელს განზრახ მკვლელობის ბრალდებით საქმე აღიძრა 220 შემთხვევაში, 2019 წლის მონაცემებით, იგივე მაჩვენებელი შეადგენს 75-ს; 2012 წელს ქურდობის ბრალდებით საქმე აღიძრა 3182 შემთხვევაში, 2019 წელს იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა 2712 შემთხვევაზე. აქვე 2006-2012 წლებში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეადგენდა 39%-ს, 2012-2019 წლებში იგივე მაჩვენებელი გაზრდილია 10%-ით და შეადგენს 49%-ს. (წყარო, საერთო სასამართლოების სტატისტიკა, სისხლის სამართლის კოლეგია);

მიხეილ სააკაშვილი - "ჩემ დროს 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა, ბოლო 8 წლის განმავლობაში კი, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ის შემცირდა". სიმართლე - სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის პერიოდში 2003-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა 17,8 მილიარდი საერთაშორისო დოლარიდან 2012 წლამდე გაიზარდა 36,6 მილიარდ საერთაშორისო დოლარამდე ანუ 18.8 მილიარდი დოლარით. ოცნების პირობებში 2013-2019 წლებში, ანუ 7 წლიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკა საერთაშორისო დოლარებში გაიზარდა 36,6 მილიარდიდან 58,1 მილიარდ საერთაშორისო დოლარამდე, ანუ 21,7 მილიარდით. შესაბამისად, 7 წლიანი პერიოდი უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა, ვიდრე 9. (წყარო, მსოფლიო ბანკი);

მიხეილ სააკაშვილი - "საქართველოში აღარ შემოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები". სიმართლე - სააკაშვილის 9 წლიან მმართველობის პერიოდში (2004-2012) შემოვიდა 9,170 მილიარდი დოლარი, "ოცნების"7 წლიანი მმართველობის (2013-2019) პირობებში 10,751 მილიარდი დოლარი; აქვე (პუი/მშპ - 7.3%), საქართველო პირველ ადგილზეა სამეზობლოში, ასევე იგივე მაჩვენებლით, საქართველო მესამე ადგილზეა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. (წყარო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური);

მიხეილ სააკაშვილი - "მნიშვნელოვანია, რომ მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ"- სიმართლე - 2012: 4.7 მილიონი ვიზიტორი 2019: 9,3 მილიონი ვიზიტორი. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2012 - 1,41 მილიარდი დოლარი, 2019 – 3,27 მილიარდი დოლარი. (წყარო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) მიხეილ სააკაშვილი - "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყოს ყველა ევროპული სუპერმარკეტის თაროზე". სიმართლე - აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 2012 – 511 მილიონი დოლარი, 2019 – 895 მილიონი დოლარი. გაიზარდა 75%-ით. გარდა ამისა, უშუალოდ ევროკავშირში 2012 წელს მთლიანად განხორციელდა 82 მილიონი დოლარის ექსპორტი, ოცნების პირობებში გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად კი, ეს მაჩვენებელი ათჯერ გაიზარდა და 2019 წელს 819 მილიონი დოლარი შეადგინა. (წყარო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური)”,- წერს ანდრია გვიდიანი.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა რიცხვები მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე ახსენა.

„რაღაცების ბოდვა დაიწყო საქართველოს გავაბრწყინებთო და ეგეთების და მაგის შეფასებას უბრალოდ არ ვიკადრებ. დასკვნები თავად გამოიტანეთ, ყველა რიცხვზე და წერტილ-მძიმეზე პასუხისმგებელი ვარ”,- აცხადებს ექსპერტი.

ყველა სიახლე

თამთა მეგრელიშვილი

02 დეკემბერი 2020, 16:43

საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ამ მკვლელი რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი, კობა დავითაშვილი დღეს გარდაიცვალა

კობა დავითაშვილი იყო ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს უმოწყალოდ სცემეს, ნაცემს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და სასიკვდილოდ გაწირეს,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ში წერს. მისი თქმით, სწორედ 2007 წლის 7 ნოემბერს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები მას მძიმე დაავადებად ექცა და წლების განმავლობაში იტანჯებოდა.

დავით ბაქრაძე

02 დეკემბერი 2020, 16:37

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ვადამდელი არჩევნები არის ის დემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ყველა საპარლამენტო დემოკრატია პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად

ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან გამოსავალი არ არის გაყალბებული არჩევნების დაკანონება და პარლამენტში შესვლა, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძის განაცხადა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მთავარი რასაც ოპოზიცია განიხილავს, ეს არის ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ხალხის ნების გამოხატვა და როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ეს გადის გაზაფხულზე ჩასატარებელ ვადამდელ არჩევნებზე.

02 დეკემბერი 2020, 16:21

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 100-მდე საქმის განხილვა გადაიდო

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, პროცესების დისტანციურად განხილვამ დღის წესრიგში დააყენა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადამზადების საკითხი, რაც მოითხოვს გარკვეულ რესურსებსა და დროს. ამის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმის განხილვა გადაიდო.

ნიდერლანდები პოლიცია

02 დეკემბერი 2020, 16:16

მსოფლიო

ჰააგაში პოლიცია ეძებს ადამიანს, რომელმაც ქალაქის ცენტრში დანით ორი ადამიანი დაჭრა

ნიდერლანდების პოლიცია ეძებს ადამიანს, რომელმაც ჰააგის ცენტრში დანით ორი ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Den Haag FM-ი ავრცელებს.

02 დეკემბერი 2020, 16:15

სამართალი

შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ასლან ვაშაყმაძე დააკავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოცქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფით იმუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი, 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

02 დეკემბერი 2020, 16:14

COVID19

პოლონეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 1,000,000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 13,855 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 609 ინფიცირებული კი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსის 1,013,747 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 18,208 ადამიანი გარდაიცვალა.

02 დეკემბერი 2020, 16:13

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში არსებულ ღია და დახურული ტიპის ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბიზნესსუბიექტებს აუხსნეს,რომ დაწესებული წესების დარღვევის შემთხვევაში თავდაპირველად მოხდება სუბიექტების გაფრთხილება,ხოლო განმეორებით ფაქტებზე გამოყენებულ იქნება ის სანქციები, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

02 დეკემბერი 2020, 16:10

COVID19

სერხი რობერტოს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ბარსელონას“ ფეხბურთელს სერხი რობერტოს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას La Vanguardia ავრცელებს. ვირუსი უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე მიმდინარეობს და ინფიცირებული სპორტსმენი სახლის პირობებში მკურნალობს. აღსანიშნავია, რომ 28 წლის მცველი ტრავმირებულია და „ბარსელონას“ ისედაც დაახლოებით 2 თვით ვერ ეხმარებოდა და ბაზაზე არ დადის, რის გამოც მისგან კლუბის სხვა წევრების ინფიცირების საფრთხე არ არსებობს.

მიკ შუმახერი

02 დეკემბერი 2020, 16:00

სპორტი

მიხაელ შუმახერის ვაჟი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს

მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს. 21 წლის ავტომრბოლელმა „ჰაასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. წლევანდელ სეზონში უმცროსი-შუმახერი ფორმულა 2-ში გამოდის და საერთო ჩათვლასაც ლიდერობს, „ჰაასში“ კი მისი მეწყვილე, 2021 წელს, რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი იქნება.

პაბლო მატერა

02 დეკემბერი 2020, 15:56

სპორტი

არგენტინის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ქსენოფობიური და რასისტული პოსტების გამო გუნდიდან მოკვეთეს

არგენტინის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი პაბლო მატერა გუნდიდან ქსენოფობიური და რასისტული პოსტების გამო მოკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მატერას მიერ 9 წლის წინ Twitter-ზე დაწერილი სტატუსები, არგენტინულ მედიაში ახლახანს გახმაურდა.

02 დეკემბერი 2020, 15:45

რეგიონი

სოფელ ვეჯინში ავარიის შედეგად მძღოლი და მგზავრები მძიმედ დაშავდნენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ავარია მოხდა. მძღოლი და რამდენიმე მგზავრი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო- ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. მათ სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დაზიანება აღენიშნებათ. imedinews-ის ინფორმაციით, TOYOTA PRIUS-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

თეთრი სახლი

02 დეკემბერი 2020, 15:43

მსოფლიო

The Guardian: აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის მიერ შეწყალების სანაცვლოდ შესაძლო ქრთამის აღების საქმეს იძიებს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის მიერ შეწყალების სანაცვლოდ შესაძლო ქრთამის აღების საქმეს იძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

02 დეკემბერი 2020, 15:20

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ერთ-ერთი მაგალითი კი ინტენსიური ტესტირების პროგრამაა.

ილჰამ ალიევი

02 დეკემბერი 2020, 15:18

მსოფლიო

აზერბაიჯანში 10 ნოემბერი გამარჯვების დღედ გამოცხადდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 10 ნოემბერი ქვეყანაში გამარჯვების დღედ გამოაცხადა.

რატი იონათამიშვილი

02 დეკემბერი 2020, 15:17

COVID19

რატი იონათამიშვილი: მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზე დაიწყო კოვიდვაქცინაციისთვის მზადება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ადრეულ ეტაპზე კოვიდვაქცინაციისთვის მზადების პროცესის დაწყებას მიესალმება და აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და მმართველი გუნდისთვის არსებული გამოწვევების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება კვლავაც უმთავრესი პრიორიტეტია.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2020, 15:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტებმა სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი მიიღეს, რაც საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს

„მოხარული ვარ, რომ ვარშავაში ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ნატო-ს მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ასევე შესაძლებლობა მაქვს პოლონელ კოლეგასთან ჩვენი წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილოთ“, - ამის შესახებ დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

გიორგი ჩაკვეტაძე

02 დეკემბერი 2020, 15:07

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქალაქის ქუჩებში კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებას დღეიდან შეუდგება

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია, მზად არის ამ ვალდებულების შესრულებისთვის და დღეიდანვე, აქტიურად შევუდგებით ქალაქის ქუჩებში კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებას. მოვუწოდებთ სხვა პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებსაც, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, რათა დროულად დავუბრუნოთ ქალაქს ჩვეული იერსახე. მოგეხსენებათ, თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

02 დეკემბერი 2020, 14:59

COVID19

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 281 შემთხვევა გამოვლინდა

შიდა ქართლში 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 281 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 124 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. თვითიზოლაცია 179 პირს მოეხსნა. დღეის მდგომარეობით რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3,316 პაციენტს შეადგენს, მათ შორის 1,085 მკურნალობას სახლში გადის. სულ თვითიზოლაციაშია 2,141 პირი.

კობა დავითაშვილი

02 დეკემბერი 2020, 14:49

საზოგადოება

კობა დავითაშვილი 49 წლისა გარდაიცვალა

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, დავითაშვილის გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა.

02 დეკემბერი 2020, 14:35

საზოგადოება

იუსტიციის სახლის წარმომადგენელი: არ დაიზარა ზოგიერთმა და მოკრძალებული საჩუქარი დახმარებად გამოაცხადა, ხოლო პროექტი - კანონად, უხერხულია

დღეს ჩემთვის ძალიან საამაყო პროექტის - „კეთილი იყოს შენი მობრძანება“, გაფართოება გამოვაცხადეთ. ხოდა სანამ ძირითად სათქმელს ვიტყოდე, პატარა პრეისტორია უნდა მოგახსენოთ. პროექტი 2016 წელს დავიწყეთ და სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებული ახალშობილის მშობლებს, რომლებიც დაბადების მოწმობის ასაღებად მოდიოდნენ, ჩვილთან მოკრძალებულ საჩუქარს და არა სოციალურ დახმარებას ვატანდით, როგორც ამას ე.წ ჟურნალისტიკაში წასული პროკურორი და ძმანი მისნი იუწყებოდნენ, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის წარმომადგენელი, ანი გიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.