Imedi /  21 სექტემბერი 2020, 11:54 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს ერთად დაწყებული და ყველა ეს მნიშვნელოვანი საქმე უნდა დავასრულოთ ერთად და გამარჯვებით

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

სოფლის მეურნეობა აქ ყოველთვის იყო განვითარებული და ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული რელიეფისა, თითოეულ ოჯახს, რომელიც აქ ცხოვრობს, მთავრობა მიეხმარება სხვადასხვა პროგრამით, იმისთვის, რომ ადამიანები დამაგრდნენ მიწაზე, ისინი ვისაც ამის სურვილი აქვთ; ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხარაგაულში „ქართული ოცნების“ კანდიდატების: პაატა კვიჟინაძისა და კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

„მოგესალმებით, ხარაგაულელებო! ისტორიულად, ამ მუნიციპალიტეტისთვის, რეგიონისთვის, გზას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქ ცნობილი საქარავნე, სავაჭრო გზები გადიოდა. რაც დღეს აქ ხდება და რასაც ყოველდღე ვუყურებთ, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში ვმოძრაობთ, მართლაც შთამბეჭდავია. ამ რეგიონში არსად, მსგავსი სირთულის საინჟინრო ნაგებობები არასდროს აშენებულა. რასაც დღეს აქ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, უაღრესად შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, პანდემიისა, ამ მშენებლობაზე, სამუშაოები არც ერთი დღით არ შეჩერებულა. ჩვენ ამით ხაზი გვინდა გავუსვათ იმას, რომ რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ. ეს იქნება მობილობის უმაღლესი დონე, რომელიც პირდაპირ იმოქმედებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. ხარაგაულისთვის ამ გზას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა იცოდეთ, რომ ის მცირე ბიზნესები, რომლებიც ამ გზის ირგვლივ ყოველთვის იყო და იქნება, ჩვენ, მათი შენარჩუნებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ და ეს ყველაფერი, უფრო უკეთესი ფორმით იქნება გაკეთებული. როდესაც ეს გზა დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც აქ უამრავი ადგილობრივია დასაქმებული, ის უნდა გახდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასაქმების სტიმულირების ახალი, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, დაცული ტერიტორია, ტურისტულად უაღრესად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პანდემია გვაქვს და ტურისტები გვაკლია, ესეც გადაივლის, აქაც ერთად გავიმარჯვებთ ყველა. ამ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი არის უდიდესი და რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაც. სოფლის მეურნეობა აქ ყოველთვის იყო განვითარებული და ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული რელიეფისა, თითოეულ ოჯახს, რომელიც აქ ცხოვრობს, მთავრობა მიეხმარება სხვადასხვა პროგრამით, იმისთვის, რომ ადამიანები დამაგრდნენ მიწაზე, ისინი ვისაც ამის სურვილი აქვთ; ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გვაქვს. ამისთვის, ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს, „აწარმოე საქართველოში“ საშუალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით, ტურიზმის სააგენტოს პროგრამებით, შეგიძლიათ თქვენს მუნიციპალიტეტში უკვე მიიღოთ და ამას აღარ სჭირდება თბილისში ჩასვლა, ბევრი სიარული სხვადასხვა სამინისტროში და ბიუროკრატიული წამებები. ყველას კარგად გვესმის, რომ ხარაგაულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, პირველ რიგში, არის შიდა გზები. მესმის, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოქალაქისთვის შიდა გზებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ყოველდღიური ცხოვრების ჭრილში და მერწმუნეთ, რომ ჩვენ გავაძლიერებთ ყურადღებას და მუშაობას. ხარაგაულის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და დასრულდება უახლოეს პერიოდში და შემდგომ ამას ავტომატურად მოჰყვება წყალარინების სისტემის წესრიგში მოყვანა, ახალი პროექტის შექმნა, ესეც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს ერთად დაწყებული და ყველა ეს მნიშვნელოვანი საქმე უნდა დავასრულოთ ერთად და გამარჯვებით. ამ გამარჯვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ 31 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიან ბრძოლაში ბატონი პაატა კვიჟინაძე გაიმარჯვებს, ამაში უბრალოდ ეჭვი არ მეპარება. წლებია, ვიცნობ ამ ადამიანს, ერთად ბევრი გვიმუშავია, მისი კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება ყოველთვის იყო სანიმუშო და მე ამას ლამაზი სიტყვებისთვის არ ვამბობ. დარწმუნებული ვარ, ბატონი პაატა გააგრძელებს პარლამენტში მუშაობას და იქნება უკვე ხარაგაულელები ღირსეული ხმაც. ჩვენი მიზანი, საბოლოო ჯამში არის მარტივი - ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, განათლებული და ევროპული სახელმწიფო, რომელიც ერთად უნდა ავაშენოთ. ამ მიზნის მისაღწევად ამ არჩევნებშიც ერთად უნდა გავიმარჯვოთ და გისურვებთ გამარჯვებას!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ხარაგაულში საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე და ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარადგინეს.

კანდიდატების წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და სხვა პირები ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

04 დეკემბერი 2020, 09:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და არა დესტაბილიზაცია, როგორც ამას სააკაშვილი და მისი გარემოცვა გვპირდებიან

„ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და არა დესტაბილიზაცია და სტრესი, როგორც ამას სააკაშვილი და მისი გარემოცვა გვპირდებიან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მოლარაკებების მესამე რაუნდი ოპოზიციასთან, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაიმართება.

ოპოზიცია

04 დეკემბერი 2020, 09:30

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს დიპლომატებს შეხვდებიან

კანონმდებლები კი საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგენენ. ამ ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2020, 09:05

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ენტონი ფაუჩის მთავარი მრჩევლის პოზიცია შესთავაზა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს საქმიანობის გაგრძელება სთხოვა. ბაიდენი ენტონი ფაუჩის სამედიცინო საკითხებში მთავარ მრჩევლობას სთავაზობს.

კორონავირუსი

04 დეკემბერი 2020, 08:44

COVID19

1027 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ ინფიცირების 4 260 შემთხვევა აღირიცხა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსი სულ 21 655 ადამიანს აქვს. 4000-მდე მოქალაქე მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, 11-ათასზე მეტი კი სახლში მკურნალობს. საკარანტინო სივრცეებშია 2000-მდე ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 500-ზე მეტი.

ეკონომიკა

04 დეკემბერი 2020, 08:26

ეკონომიკა

სარესტორნო ბიზნესის სესხის და ლიზინგის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

საქართველოს მთავრობა სარესტორნო ბიზნესის სესხის და ლიზინგის სუბსიდირებას იწყებს. განაცხადების მიღება დღეიდან იწყება. სესხის პროცენტი პრაქტიკულად სრულად 6თვის განმავლობაში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაიფარება.

ამინდი

04 დეკემბერი 2020, 08:20

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 3 დეკემბერს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8. ასევე უნალექო ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ბენ ჰოჯესი

04 დეკემბერი 2020, 08:07

პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად გზა უნდა ვიპოვოთ, ამას ხელს შეუწყობდა საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის შეთავაზება

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვზრუნავთ რეგიონზე, ასევე უნდა შევძლოთ, ვიპოვოთ გზა შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად; საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის შეთავაზება კი ამას ხელს შეუწყობდა“, - ამის შესახებ Europe Time-თან ინტერვიუში განაცხადა.

ასლან ვაშაყმაძე

04 დეკემბერი 2020, 07:54

სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ასლან ვაშაყმაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ასლან ვაშაყმაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოცქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფით იმუქრებოდა, ბრალს დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს. ის ფოთში 2 დღის წინ დააკავეს. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მიხეილ დუნდუა

04 დეკემბერი 2020, 01:06

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: ახლა ერთადერთი გამოსავალი სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა

ახლა ერთადერთი გამოსავალი სწორედ სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, როგორც ყველა განვითარებული ქვეყანა იქცევა, ზუსტად იმ ტრენდში ვართ ჩვენც.

სამხრეთ აფრიკა ლატარეა

04 დეკემბერი 2020, 00:56

ტაბლოიდი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლატარეას საეჭვო მომგებიანი კომბინაციის გამო თაღლითობაში ადანაშაულებენ

გათამაშებაში, რომლის ჯეკპოტიც 7,4 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა გამარჯვებული რიცხვები ასეთი თანმიმდევრობით ამოვიდა: 8, 5, 9, 7, 6 და 10. შედეგად ჯეკპოტი 20 ადამიანს შორის გადანაწილდა, რომლებმაც უჩვეულო 6-რიცხვიანი კომბინაცია სწორად გამოიცნეს, მაშინ როდესაც მოგების შანსი 1 42 375 200-ზეა.

04 დეკემბერი 2020, 00:49

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: „მთავარი არხის“ მიერ 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

3 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კორონავირუსით 17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად კი, პაციენტის კლინიკამდე ვერ მიყვანა დაასახელეს. ჯანდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

04 დეკემბერი 2020, 00:47

მსოფლიო

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძე

04 დეკემბერი 2020, 00:40

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა აფთიაქებშიც ჩატარდეს

„არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ხანში მსგავსი ტესტირება ნერწყვიდან და არა ნაცხიდან შემოვიდეს. ნერწყვის ტესტების ვალიდაცია საერთაშორისო დიდ კომპანიებში ახლა მიმდინარეობს, ჯერ არ არის. მომავალში არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ტესტი იყიდოთ და თქვენ თვითონ ჩაიტაროთ. მისი ჩატარების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. არავითარი სამედიცინო განათლება არ სჭირდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მიხეილ ხიდურელი

04 დეკემბერი 2020, 00:30

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: 6 თვის განმავლობაში სარესტორნო ბიზნესს სესხების 80%-ს სახელმწიფო აუნაზღაურებს

1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში რესტორნებს, რა ოდენობის სესხიც ექნებათ, 80%-ს სახელმწიფო აანაზღაურებს, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

04 დეკემბერი 2020, 00:26

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 14 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 14 მილიონს გადააჭარბა.

04 დეკემბერი 2020, 00:25

რეგიონი

ჩხოროწყუში სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

ავარიის შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი პაციენტი მძიმედ დაშავდა. ექიმებმა და მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებული პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მიხეილ დუნდუა

04 დეკემბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

მიხეილ დუნდუა: კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა სიკვდილიანობის სიმცირით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში

ამ დროს დარტყმა პერსონალურად ჯანდაცვის მინისტრზე და სამინისტროზე ეს არის ბრძოლა ქვეყნის წინააღმდეგ და მეტი არაფერი, თავი რომ დავანებოთ იმ ამაზრზენ ცილისწამებას, რომელის მოსმენაც კი უხერხულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტთა სიკვდილიანობის სიმცირით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში.

მიხეილ ხიდურელი

04 დეკემბერი 2020, 00:20

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: რეიტინგები არის პირველი, რასაც ინვესტორს ვაჩვენებთ

„ეს არის საინტერესო რეიტინგი, რომელიც აჩვენებს, რომ იმდენად დაბალი ბიუროკრატიაა, რომ ინვესტორ ინვესტიციის განხორციელება მთავრობასთან მინიმალური კონტაქტით შეუძლია. რეიტინგები არის პირველი, რასაც ვაჩვენებთ ინვესტორს, ამის შემდეგ კი ხდება კონკრეტული შეთავაზებები“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

03 დეკემბერი 2020, 23:57

მსოფლიო

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, საფრანგეთში 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, ემანუელ მაკრონმა 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

თეა გვარამაძე

03 დეკემბერი 2020, 23:43

საზოგადოება

თეა გვარამაძე: 300-ლარიანი დახმარების მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში 24 დეკემბრამდე გაგრძელდება

შემოსავლების სამსახურში თვითდასაქმებულთა რეგიტრცია დღეიდან დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. უკვე ამ თვეში შესაძლებელი იქნება მათთვის თანხების გადარიცხვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თეა გვარამაძემ „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილ რიცხვები“ ჩართვისას განაცხადა.