imedi /  21 სექტემბერი 2020, 13:15 / სანდო წყარო

პაატა კვიჟინაძე: ხარაგაულს სწრაფი განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

პაატა კვიჟინაძე

პაატა კვიჟინაძე

ხარაგაულს აქვს დიდი პოტენციალი სწრაფი განვითარების - ეს არის პირველ რიგში საუკეთესო ბუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმი. ეს არის სატრანზიტო დერეფანი. საქართველოში ყველა კომუნიაკაცია, აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი ხარაგაულზე გადის. სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა თავად მოსახლეობა, შრომისმოყვარე და უდიდესი გამოცდილებით, - ამის შესახებ ,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა.

პაატა კვიჟინაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, უამრავი საქმე გაკეთდა.

„განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა გზებთან დაკაშირებით. გზები კეთდება როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ის გზა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ,,ძირულა, ხარაგაული, ჩუმათელეთის”, გზას და რომლის ღირებულებაც ასობით მილიონია, ძირფესვიანად შეცვლის ხარაგაულის ცხოვრებას - ეს იქნება სწრაფი გადაადგილება, სწრაფი კომუნიკაცია, მოიტანს სხვა ცხოვრებას, სხვა აქტიურობას.

რაც შეეხება ადგილობრივ გზებს - გეტყვით, რომ უმეტეს სოფელში გზები გაკეთებულია, ხოლო სადაც დარჩენილია, იქ ან დაპროექტება მიმდინარეობს ან მშენებლობა. გაკეთებულია უამრავი სკოლა, ბაღი, ამბულატორიები, იუსტიციის სახლები და ა.შ, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელია. მოსახლეობა შეხვედრების დროს განსაკუთრებით მოითხოვს საუბნო გზებს, წყალს, გაზს - ეს მოთხოვნები ყოველდღე ძლიერდება და ეს სწორია იმიტომ, რომ მოსახლეობა ხედავს, მთავრობა აკეთებს საქმეს, ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს საქმეს, შესაბამისად, მოთხოვნაც გასაგებია“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საშუალება, ეს საკითხები ბოლომდე მიიყვანოს იმიტომ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ დროს დაიწყო ეს საქმეები.

„გავიხსენოთ წინა წლები და მიხვდებით, ახლა რა კეთდება. დღეს „ქართულ ოცნებას“ ალეტერნატივა არ ჰყავს. ეს ბოლო წლებში გაკეთებულმა საქმეებმა დაამტკიცა, განსაკუთრებით კი გამოჩნდა ბოლო თვეებში, პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2020, 16:32

პოლიტიკა

თეა წულუკიანი არჩევნების შემდეგ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას არ გეგმავს

„ამაზე გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იგეგმება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მითქვამს, რომ 8 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ ის, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გუნდმა და ერთმა სამინისტრომ 8 წლის განმავლობაში ერთგულად აკეთოს, ეს ვაკეთეთ. ახლა დროა, რომ დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც ამ ფუნდამენტზე უკვე კიდევ უკეთეს შენობას ააგებს, რომელსაც იუსტიციის სისტემა ჰქვია“, - აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2020, 16:21

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნელ-ნელა ვსწავლობთ და კიდევ უკეთესად უნდა ვისწავლოთ ის, რომ არჩევნები არ არის მუშტი-კრივი

როდესაც ვემშვიდობებოდი თანამშრომლებს, ვემშვიდობებოდი იმ წრეებს, ვინც 8 წელი ხელს მიწყობდა მუშაობაში, სწორედ ამას ვამბობდი, რომ არასდროს გვქონია სხვა მიზანი გარდა იმისა, რომ გვეჩვენებინა, რომ წინ მიდის პროცესი, წინ მიდის ქვეყანა და შემდეგ იქმნება ისეთი საფუძველი, ფუნდამენტი, რომ სხვა, ახალ თაობს, ახალ მინისტრს, ახალ თანამდებობის პირს ეძლევა საშუალება, რომ ზედ დააშენოს, უკეთესი გააკეთოს. ეს არის რეალურად მიზანი, რომ მუდმივად სახეზე იყოს გაუმჯობესება და ეს მე მგონი სახეზეა დღეს“, - აღნიშნა წულუკიანმა.

25 ოქტომბერი 2020, 16:17

COVID19

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, ავთანდილ ოსეფაიშვილს ვირუსი ორი დღის წინ აღმოაჩნდა და კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს - განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არაა და ყველა პროცედურა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

არჩილ თალაკვაძე

25 ოქტომბერი 2020, 16:09

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და შვედეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრები გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს ონლაინ ფორმატში ხვდებიან. 24-25 ოქტომბერს შეხვედრები გაიმართა ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და შვედეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებთან.

აჭარა

25 ოქტომბერი 2020, 16:09

რეგიონი

ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ქურდობაში ბრალდებული დააკავეს

Ხიმშიაშვილების ოჯახს გამთენიისას სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით დაესხნენ თავს. წინასწარი ინფორმაციით, მძარცველი სახლში ფანჯრიდან შევიდა და სახლში მყოფ შუა ხნის კაცს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა. დაშავებული კლინკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ილჰამ ალიევი

25 ოქტომბერი 2020, 16:05

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: მზად ვართ ცეცხლის შესაწყვეტად

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ამერიკულ სატელევიზიო არხთან, Fox News-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბაქო მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა. „დიახ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამაზე, ღიად ხშირად მისაუბრია. დღესაც მზად ვართ ცეცხლის შეწყეტაზე შესათანხმებლად. საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ რევანშს ავიღებთ, მაგრამ - ბრძოლის ველზე“.

25 ოქტომბერი 2020, 16:02

პოლიტიკა

ცესკო: საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთით სარგებლობის სურვილი ამ დროისთვის იზოლაციაში მყოფმა 900-მდე მოქალაქემ გამოთქვა

საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთით სარგებლობის სურვილი ამ დროისთვის იზოლაციაში მყოფმა 900 მდე მოქალაქემ გამოთქვა. ცესკო-ს ინფორმაციით სატელფონო ზარების გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ზოგიერთი ამომრჩევლი ვერ აკმაყოფილდა იმ კრიტერიუმებს, რომლებიც გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის გაიწერა.

იტალია

25 ოქტომბერი 2020, 15:50

COVID19

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის გამო ბარები და რესტორნები 18:00 საათის შემდეგ დაიხურება

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის გამო ბარები და რესტორნები აღარ იმუშავებენ. ეს დაწესებულებები 18:00 საათიდან დაიხურება. გადაწყვეტილება 26 ოქტომბრიდან შევა ძალაში. იტალიაში ასევე დაიხურება სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და საცურაო აუზები.

25 ოქტომბერი 2020, 15:34

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის კვლევაა გამოყენებული.

25 ოქტომბერი 2020, 15:32

COVID19

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 33 შემთხვევა დაფიქსირდა

შიდა ქართლში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2 კოვიდინფიცირებული, 1 ქარელის ხოლო მე-2 კი ხაშურის მცხოვრებელი, გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა. უცნობი ინფიცირების წყაროს მქონე პაციენტებზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

25 ოქტომბერი 2020, 15:26

COVID19

კორონავირუსის გამო, საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. თურქეთის საკონსულო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს მითითებული სატელეფონო ნომრის საშუალებით დაუკავშირდნენ.

იმრან ხანი

25 ოქტომბერი 2020, 15:22

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ემანულე მაკრონს ისლამზე თავდასხმაში ადანაშაულებს

მისი კომენტარი ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მედიის ცნობით, მაკრონმა ისლამურ სეპარატიზმს ომი გამოუცხადა. უფრო კონკრეტულად, მაკრონმა განაცხადა, რომ „პარიზში მასწავლებელი მოკლეს, რადგან ისლამისტებს ჩვენი მომავლის დაუფლება სურთ“.

25 ოქტომბერი 2020, 15:21

COVID19

რამდენი წუთია საჭირო კორონავირუსით ინფიცირებისთვის - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, თუმცა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიტანა ცვლილებები კორონავირუსის გადაცემის დროსთან დაკავშირებით. ეს მოხდა იმაზე დაკვირვებაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში განაცხადა.

პოლონეთი

25 ოქტომბერი 2020, 14:57

COVID19

ვარშავაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 278 ადამიანი დააკავეს

ვარშავაში პოლიციამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 278 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, ბოთლები და აალებადი ნივთიერებებიც ესროლეს. თავის მხრივ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

25 ოქტომბერი 2020, 14:53

სამართალი

შსს: „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დავადგინეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე

25 ოქტომბერი 2020, 14:39

COVID19

თორნიკე რიჟვაძე აჭარაში კოვიდინფექციის შემთხვევათა ზრდას „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებებს უკავშირებს

გასულ კვირასთან შედარებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ამ დროისთვის 4000-ზე მეტი კოვიდპაციენტია რეგისტრირებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომდევნო დღეების სტატისტიკა მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული, ასევე, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაზე.

25 ოქტომბერი 2020, 14:25

მსოფლიო

ეპიდვითარების მიუხედავად, უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება

რთული კოვიდსტატისტიკის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში მაღალი აქტივობით მიმდინარეობს. დღეს საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა. მოსახლეობა ქალაქის მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევს, რეგისტრირებულია 28 მილიონზე მეტი ადამიანი.

25 ოქტომბერი 2020, 14:21

COVID19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო: დღეს 15:00-დან 19:00 საათამდე ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს მოქალაქეთა მიღებას კორონავისრუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის

აჭარაში, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, დღეს 15:00-დან 19:00 საათამდე ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს მოქალაქეთა მიღებას კორონავისრუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ვირუსისთვის დამახასიათებელი სპიმპტომების მქონე ადამიანებს, ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2-ში უფასო ტესტირების გაკეთება შეეძლებათ.

უნგრეთი

25 ოქტომბერი 2020, 14:05

COVID19

უნგრეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ 3000-ს პირველად გადააჭარბა

უნგრეთში კორონავირუსის 3,149 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. უნგრეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ 3000-ს, პირველად გადააჭარბა. 10 მილიონიან ქვეყანაში კოვიდინფექციის შემთხვევების საერთო რაოდენობა 59 247-მდე გაიზარდა, გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევით სიკვდილიანობის საერთო რაოდენობამ 1,425 შეადგინა.

25 ოქტომბერი 2020, 14:02

საზოგადოება

ქუთაისში საერთაშორისო ეკო-პლენერი გაიმართა

ქუთაისში საერთაშორისო ეკო-პლენერი გაიმართა, რომელიც ერთდროულად სამ ქვეყანაში - საქართველოში, მოლდოვასა და რუმინეთში მიმდინარეობდა. ეკო-პლენერი პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 წწ პროგრამითაა გათვალისწინებული.