21 სექტემბერი 2020, 14:48 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: თქვენი მხარდაჭერით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობის, მისი თავისუფლების დაცვა და ღირსების პატივისცემა

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

„ჩვენ გვაქვს სამომავლო ხედვა და მიზნები, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, უკეთეს მომავალს უკავშირდება - ჩვენი ამოცანაა, განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმით, განათლების სექტორის დაფინანსების ზრდით, შევძლოთ ახალი თაობისთვის უკეთესი განათლების უზრუნველყოფა, შევქმნათ უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი სახელმწიფო და მეტი კეთილდღეობა თქვენს სახლებში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჭიათურაში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე წარუდგინა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ახლოვდება მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების ბედს გადაწყვეტს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ჰქონდა მომავლის ხედვა, მიზნები და გეგმა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა საქმე.

„გახსოვთ ყველას, რომ 2012 წლის გამარჯვების შემდეგ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ადამიანის უფლებების აღდგენა და დაცვა, ღირსების პატივისცემა და ადამიანისთვის ყველაზე მთავარის - ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. ჩვენ ერთად შევძელით, რომ 2012 წლის შემდეგ გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმები ამ კუთხით, დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თქვენი მხარდაჭერით, ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, მისი უფლებების დაცვა და ღირსების პატივისცემა. 2012 წლიდან 4 წლის შემდეგ, 2016 წლის არჩევნებში ჩვენ დაგპირდით, რომ მეტ ყურადღებას მივაქცევდით ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას და დღეს მთელს ქვეყანაში ვხედავთ რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა - გზები, სკოლები, ამბულატორიები, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლაც გვაქვს ხედვა, მიზნები და გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მხარდაჭერა დაუდასტურა და მისი უპირატესობების შესახებ ისაუბრა. მან მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, გამოვხატო ძლიერი მხარდაჭერა მაჟორიტარობის კანდიდატის, ბატონი პაატა კვიჟინაძის მიმართ. ჩვენ 4 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ ერთად პარლამენტში, ის არის ძალიან კომპეტენტური ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს საპარლამენტო პროცესს, მას აქვს ძალიან ზუსტი წარმოდგენა ბიუჯეტის ფორმირებაზე და ის არის ჩვენი ქვეყნის საჯარო ბიუჯეტის, საჯარო რესურსების ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი. მას აქვს კარგი კონტაქტები როგორც მთავრობასთან, ასევე, მხარდაჭერა პარლამენტის შიგნით და ვფიქრობ, ის ყველაზე უკეთ შეძლებს თქვენი ინტერესების და თქვენთვის საჭირო საკითხების მიტანას ხელისუფლებასთან. მინდა, წარმატებები გისურვოთ, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და აქვე, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, ჩვენს მეგობარს, ბატონ სულხან მახათაძეს, რომელიც ნამდვილად კარგი პარლამენტარი და კარგი მოქალაქეა ჩვენი ქვეყნის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც, ის ჩვენს გუნდში და ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

ჩილე

25 ოქტომბერი 2020, 17:44

მსოფლიო

ჩილეში კონსტიტუციასთან დაკავშირებით ისტორიული რეფერენდუმი იმართება

ჩილეში რეფერენდუმი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაანაცვლოს თუ არა პინოჩეტის დროინდელი კონსტიტუცია მოქალაქეების მიერ შედგენილმა წესდებამ. ეს არის მთავარი საკითხი, რომლის გარშემოც გასულ წელს საპროტესტო აქციები იმართებოდა. ხმის მიცემის უფლება, 2,715 საარჩევნო უბანზე 14,8 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს.

უცხოური მედია

25 ოქტომბერი 2020, 17:39

პოლიტიკა

რას წერს უცხოური მედია საქართველოზე - ტელეკომპანია „იმედის“ მიმოხილვა

ყოველ კვირას, 17:00-საათიან „ქრონიკაში“ ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ მიმოხილვას, თუ რას წერს უცხოური მედია საქართველოზე. გიორგი გახარიას ღია წერილი Daily Telegraph-ში, საპარლამენტო არჩევნები, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ეს ის თემებია, რომლებზეც უცხოურმა მედიამ ამ კვირაში გაამახვილა ყურადღება.

25 ოქტომბერი 2020, 17:03

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ლიცეუმში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები თავდაცვის ძალებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე დასკვნით ფაზაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები დასრულდა გენერალ კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმშიც. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილზე მოინახულა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2020, 16:32

პოლიტიკა

თეა წულუკიანი არჩევნების შემდეგ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას არ გეგმავს

„ამაზე გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იგეგმება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მითქვამს, რომ 8 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ ის, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გუნდმა და ერთმა სამინისტრომ 8 წლის განმავლობაში ერთგულად აკეთოს, ეს ვაკეთეთ. ახლა დროა, რომ დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც ამ ფუნდამენტზე უკვე კიდევ უკეთეს შენობას ააგებს, რომელსაც იუსტიციის სისტემა ჰქვია“, - აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2020, 16:21

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნელ-ნელა ვსწავლობთ და კიდევ უკეთესად უნდა ვისწავლოთ ის, რომ არჩევნები არ არის მუშტი-კრივი

როდესაც ვემშვიდობებოდი თანამშრომლებს, ვემშვიდობებოდი იმ წრეებს, ვინც 8 წელი ხელს მიწყობდა მუშაობაში, სწორედ ამას ვამბობდი, რომ არასდროს გვქონია სხვა მიზანი გარდა იმისა, რომ გვეჩვენებინა, რომ წინ მიდის პროცესი, წინ მიდის ქვეყანა და შემდეგ იქმნება ისეთი საფუძველი, ფუნდამენტი, რომ სხვა, ახალ თაობს, ახალ მინისტრს, ახალ თანამდებობის პირს ეძლევა საშუალება, რომ ზედ დააშენოს, უკეთესი გააკეთოს. ეს არის რეალურად მიზანი, რომ მუდმივად სახეზე იყოს გაუმჯობესება და ეს მე მგონი სახეზეა დღეს“, - აღნიშნა წულუკიანმა.

25 ოქტომბერი 2020, 16:17

COVID19

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, ავთანდილ ოსეფაიშვილს ვირუსი ორი დღის წინ აღმოაჩნდა და კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს - განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არაა და ყველა პროცედურა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

არჩილ თალაკვაძე

25 ოქტომბერი 2020, 16:09

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და შვედეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრები გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს ონლაინ ფორმატში ხვდებიან. 24-25 ოქტომბერს შეხვედრები გაიმართა ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და შვედეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებთან.

აჭარა

25 ოქტომბერი 2020, 16:09

რეგიონი

ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ქურდობაში ბრალდებული დააკავეს

Ხიმშიაშვილების ოჯახს გამთენიისას სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით დაესხნენ თავს. წინასწარი ინფორმაციით, მძარცველი სახლში ფანჯრიდან შევიდა და სახლში მყოფ შუა ხნის კაცს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა. დაშავებული კლინკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ილჰამ ალიევი

25 ოქტომბერი 2020, 16:05

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: მზად ვართ ცეცხლის შესაწყვეტად

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ამერიკულ სატელევიზიო არხთან, Fox News-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბაქო მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა. „დიახ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამაზე, ღიად ხშირად მისაუბრია. დღესაც მზად ვართ ცეცხლის შეწყეტაზე შესათანხმებლად. საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ რევანშს ავიღებთ, მაგრამ - ბრძოლის ველზე“.

25 ოქტომბერი 2020, 16:02

პოლიტიკა

ცესკო: საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთით სარგებლობის სურვილი ამ დროისთვის იზოლაციაში მყოფმა 900-მდე მოქალაქემ გამოთქვა

საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთით სარგებლობის სურვილი ამ დროისთვის იზოლაციაში მყოფმა 900 მდე მოქალაქემ გამოთქვა. ცესკო-ს ინფორმაციით სატელფონო ზარების გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ზოგიერთი ამომრჩევლი ვერ აკმაყოფილდა იმ კრიტერიუმებს, რომლებიც გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის გაიწერა.

იტალია

25 ოქტომბერი 2020, 15:50

COVID19

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის გამო ბარები და რესტორნები 18:00 საათის შემდეგ დაიხურება

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის გამო ბარები და რესტორნები აღარ იმუშავებენ. ეს დაწესებულებები 18:00 საათიდან დაიხურება. გადაწყვეტილება 26 ოქტომბრიდან შევა ძალაში. იტალიაში ასევე დაიხურება სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და საცურაო აუზები.

25 ოქტომბერი 2020, 15:34

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის კვლევაა გამოყენებული.

25 ოქტომბერი 2020, 15:32

COVID19

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 33 შემთხვევა დაფიქსირდა

შიდა ქართლში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2 კოვიდინფიცირებული, 1 ქარელის ხოლო მე-2 კი ხაშურის მცხოვრებელი, გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა. უცნობი ინფიცირების წყაროს მქონე პაციენტებზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

25 ოქტომბერი 2020, 15:26

COVID19

კორონავირუსის გამო, საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, საქართველოში თურქეთის საკონსულო მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. თურქეთის საკონსულო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს მითითებული სატელეფონო ნომრის საშუალებით დაუკავშირდნენ.

იმრან ხანი

25 ოქტომბერი 2020, 15:22

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ემანულე მაკრონს ისლამზე თავდასხმაში ადანაშაულებს

მისი კომენტარი ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მედიის ცნობით, მაკრონმა ისლამურ სეპარატიზმს ომი გამოუცხადა. უფრო კონკრეტულად, მაკრონმა განაცხადა, რომ „პარიზში მასწავლებელი მოკლეს, რადგან ისლამისტებს ჩვენი მომავლის დაუფლება სურთ“.

25 ოქტომბერი 2020, 15:21

COVID19

რამდენი წუთია საჭირო კორონავირუსით ინფიცირებისთვის - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, თუმცა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიტანა ცვლილებები კორონავირუსის გადაცემის დროსთან დაკავშირებით. ეს მოხდა იმაზე დაკვირვებაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში განაცხადა.

პოლონეთი

25 ოქტომბერი 2020, 14:57

COVID19

ვარშავაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 278 ადამიანი დააკავეს

ვარშავაში პოლიციამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 278 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, ბოთლები და აალებადი ნივთიერებებიც ესროლეს. თავის მხრივ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

25 ოქტომბერი 2020, 14:53

სამართალი

შსს: „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დავადგინეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე

25 ოქტომბერი 2020, 14:39

COVID19

თორნიკე რიჟვაძე აჭარაში კოვიდინფექციის შემთხვევათა ზრდას „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებებს უკავშირებს

გასულ კვირასთან შედარებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ამ დროისთვის 4000-ზე მეტი კოვიდპაციენტია რეგისტრირებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომდევნო დღეების სტატისტიკა მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული, ასევე, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაზე.

25 ოქტომბერი 2020, 14:25

მსოფლიო

ეპიდვითარების მიუხედავად, უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება

რთული კოვიდსტატისტიკის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში მაღალი აქტივობით მიმდინარეობს. დღეს საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა. მოსახლეობა ქალაქის მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევს, რეგისტრირებულია 28 მილიონზე მეტი ადამიანი.