imedi /  21 სექტემბერი 2020, 18:44 / სანდო წყარო

გია ცაგარეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებების მიღმა მხოლოდ ცარიელი სიტყვებია

გია ცაგარეიშვილი

გია ცაგარეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ გათვლებისა და დაპირებების მიღმა არაფერი დგას, ეს არის ცარიელი სიტყვები, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„როდესაც დაიწყება წინასაარჩევნო კამპანიის აქტიური ნაწილი, რა თქმა უნდა ხელისუფლების წარმომადგენლები შეეცდებიან სიცრუეში ამხილონ „ნაციონალური მოძრაობის“ ისეთი პროგრამის შემქმნელები, როგორიცაა მაგალითად გოცირიძე, ყოფილი ეროვნული ბანის პრეზიდენტი, რომელიც შაბათ-კვირას თავის თავს პრემიებს უწერდა, ვითომ ზეგანაკვეთური მუშაობის გამო და შემდეგ ათი ათასებს იღებდა, როდესაც ნახევარი ქვეყანა მართლა შიმშილობდა. აი ასეთი ვაი ეკონომისტებისა და ფინანსისტების დაწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის ის ნაწილი, სადაც უხვი დაპირებებია“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, ახლა საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს, კორონავირუსის ათასობით შემთხვევა იქნებოდა.

„რომ შევადაროთ ძალიან დიდი განსხვავებას ვნახავთ, რამდენი გზაა დაგებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და რამდენი „ოცნების“ დროს, რა ინფრასტრუქტურული ღონისძიებებია განხორციელდა წინა ხელისუფლების დროს და ახლა, როგორ გაძლიერდა ყველა მიმართულება და როგორი წარმატებით ართმევს თავს ამჟამინდელი მთავრობა პანდემიასთან ბრძოლას. წარმომიდგენია, ახლა სააკაშვილი აქ რომ იყოს, იქნება ათასობით შემთხვევა და იქნება ცოდვა-მადლის ტრიალი. კიდევ კარგი, ჩვენ ახლა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ვართ და სწორედ ეს მთავრობა უმკლავდება ამ პანდემიას“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ყველა სიახლე

გაერო

24 ოქტომბერი 2020, 17:55

პოლიტიკა

საგარეო უწყება: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას გაეროს მთავარი პრინციპების მიმართ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს 75 წლის იუბილეს ეხმაურება. უწყება ორგანიზაციას Twitter-ის საშუალებით საქართველოს სახელით ულოცავს. საქართველოს სახელით გილოცავთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას გაეროს მთავარი პრინციპების მიმართ და გამოვხატავთ მზაობას, გავაგრძელოთ ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიური ჩართულობა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

24 ოქტომბერი 2020, 17:46

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,070 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 128 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 385,980 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 309,219-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 13,205 ადამიანი ემსხვერპლა.

24 ოქტომბერი 2020, 17:42

COVID19

კახეთში ორო პედაგოგი კორონავირუსით დაინფიცირდა

კახეთში, კიდევ ორო პედაგოგი კორონავირუსით დაინფიცირდა. წნორისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის მასწავლებლებს ვირუსი ლაბორატორიულად დღეს დაუდასტურდათ. COVID-19 დაუფიქსირდა საქობოში მცხოვრებ ერთ მოქალაქეს. ეპიდემიოლოგების შეფასებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ისინი მკურბალობის კურსს ბინაზე გადიან.

24 ოქტომბერი 2020, 17:27

მსოფლიო

თურქეთში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის საქმეზე, კიდევ 40 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთში, ალკოჰოლით მოწამვლის ათობით შემთხვევის გამო, სულ მცირე, 40 ადამიანი დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ 100-მდე პირია დაკავებული. მხოლოდ მიმდინარე წელს, თურქეთის პოლიციამ კუსტარულად დამზადებული და სარეალიზაციოდ გამზადებული 1 მილიონ ლიტრზე მეტი ალკოჰოლური სასმელი ამოიღო.

კამერუნი

24 ოქტომბერი 2020, 17:04

მსოფლიო

კამერუნში, სკოლაზე თავდასხმას ბავშვები ემსხვერპლნენ

კამერუნში, სკოლაზე თავდასხმისას 5 ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი მდებარე რეგიონში, ქალაქ ქუმბაში მოხდა.

ლუკა ტონი

24 ოქტომბერი 2020, 17:04

სპორტი

წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ლუკა ტონი დააყაჩაღეს

წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ლუკა ტონი დააყაჩაღეს. Football Italia-ს ინფორმაციით, მძარცველები მის სახლში გუშინ საღამოს შეიჭრნენ, როდესაც ოჯახის ყველა წევრი შინ იყო და საბედნიეროდ თითოეული მათგანი უვნებელი გადარჩა.

24 ოქტომბერი 2020, 17:04

მსოფლიო

განაში ეკლესიის ნგრევას 22 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ განაში, ასენ-მანსოს დასახლებაში, ექვსართულიანი ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა რვა ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა, ნანგრევებიდან 20-ზე მეტი ცხედრის ამოყვანა მოუწიათ, - აცხადებენ განას საგანგებო სიტუაციების ეროვნულ ორგანიზაციაში.

24 ოქტომბერი 2020, 16:45

COVID19

ევროპა გახდა მეორე რეგიონი, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა

ლათინური ამერიკის შემდეგ, ევროპა გახდა მეორე რეგიონი, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა. 22 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, ევროპაში კოვიდინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 200 ათასი შეადგინა, რაც, პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალი მონაცემია.

24 ოქტომბერი 2020, 16:39

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 792 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 792 ადამიანს გამოუვლინდა, 8 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ივანე მაჭავარიანი

24 ოქტომბერი 2020, 16:30

პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს წილად ხვდა პატივი, წამყვანი მომხსენებელი ყოფილიყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს წილად ხვდა პატივი, ყოფილიყო წამყვანი მომხსენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სსფ-ის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკის მმართველებს შორის გამართული მაღალი დონის შეხვედრის შეფასებისას.

ბექა დავითულიანი

24 ოქტომბერი 2020, 16:29

საზოგადოება

ბექა დავითულიანი: 2024 წლისთვის საქართველო ყველაზე სტარტაპ- და IT-მეგობრული ქვეყანა უნდა გახდეს

ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით „ქართული ოცნებას“ 3 ძირითადი პრიორიტეტი აქვს. პირველი - შეიქმნას ჯანსაღი გარემო ახალგაზრდების განვითარებისთვის; უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა; შეიქმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ახალმა თაობებმა თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება შეძლონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ჯონ ბრეკეველდტი

24 ოქტომბერი 2020, 16:22

პოლიტიკა

ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე: პრემიერთან კარგი შეხვედრა შედგა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯეროვანი კომუნიკაცია მთავრობასთან, რათა უკვე პოსტ-პანდემიური გეგმაც დავსახოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღეს კარგი შეხვედრა შედგა. ევროპის ბიზნესასოციაციის წევრებისთვის მნიშვნელოვანია ჯეროვანი კომუნიკაციის წარმოება მთავრობასთან და კონკრეტული სფეროების ჭრილში საუბარი, რათა უკვე პოსტ-პანდემიური გეგმაც დავსახოთ, - ამის შესახებ ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ჯონ ბრეკეველდტმა პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნათია თურნავა

24 ოქტომბერი 2020, 16:19

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსთან დაკავშირებითრომ ცვლილებები მზადდება უკვე წაახალისა ამერიკული გლობალური კომპანია EPAM-ი, რომელიც უკვე შემოვიდა საქართველოში

სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო, ასევე IT კომპანიები, „საერთაშორისო კომპანიების“ სტატუსის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ. აღნიშნულ სექტორებში მოქმედი კომპანია, რომელიც მიიღებს „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსს, ისარგებლებს შეღავათებით ქონების (გარდა მიწისა), მოგების, დივიდენდებსა (სრულად თავისუფლდება) და საშემოსავლო გადასახადებზე - მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდება 5%-მდე. როგორც გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, შეღავათები ადგილობრივ კომპანიებს განვითარებისა და გაფართოების სტიმულს გაუჩენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას.

24 ოქტომბერი 2020, 16:10

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 285 შემთხვევაა რეგისტრირებული

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 285 შემთხვევაა რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტების მიხედვით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ასეთია: ახმეტა -28, გურჯაანი -53, დედოფლისწყარო -11, ყვარელი -53, სიღნაღი - 30, ლაგოდეხი - 32, თელავი - 72 და საგარეჯო - 6.

თამარ იოსელიანი

24 ოქტომბერი 2020, 16:09

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ამ დროისათვის საქართველოში დარეგისტრირებულია “Stellar Navigation”. აღნიშნული კომპანია დაინტერესდა ჩვენი შეღავათებით

„წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველო მიმზიდველ საგადასახადო და საკანონმდებლო გარემოს ქმნის ქვეყანაში სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო კომპანიების საქმიანობის განსახორციელებლად. განხორციელებული საგადასახადო შეღავათები საქართველოს მისცემს შესაძლებლობას მინიმალური დანახარჯარებით საზღვაო ინდუსტრიის სრულიად ახალი მიმართულება შექმნას და ძირითადი და დამხმარე საზღვაო სერვისები განავითაროს“.

24 ოქტომბერი 2020, 16:05

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი საზოგადოება ,,ზუგდიდელის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე კანდიდიატმა პარტიის პროგრამა და საკუთარი გეგმები წარადგინა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტშია. დეპუტატობის კანდიდატის თქმით, საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

ვიქტორ სანიკიძე

24 ოქტომბერი 2020, 16:03

სპორტი

ვიქტორ სანიკიძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სპორტის დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება

2023 წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილის თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში, ხოლო 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს „ევრობასკეტს“ საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

დავით კაჭარავა

24 ოქტომბერი 2020, 16:01

სპორტი

დავით კაჭარავა: ჩვენ უნდა შევქმნათ გუნდები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, რის გარშემოც ყველა სოფლის ახალგაზრდობა გაერთიანდება და გაძლიერდება

ჩვენ უნდა შევქმნათ გუნდები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, რის გარშემო გაერთიანდება ყველა სოფლის ახალგაზრდობა გაერთიანდება და გაძლიერდება. დამერწმუნეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს გამთლიანებისკენ. საქართველოს გამთლიანება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზანია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, დავით კაჭარავამ ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე.

24 ოქტომბერი 2020, 15:59

ეკონომიკა

EPAM-ის მარკეტინგის მთავარი სპეციალისტი: ქართველი ტრუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან IT მომსახურების ინდუსტრიით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ზედმიწევნითი და ფართომასშტაბიანი სწავლება

EPAM-ი უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ამერიკული კომპანიაა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. მისი ღირებულება კი ნიუიორკის საფონდო ბირჟაზე 19 მილიარდ დოლარზე მეტია და მარტო 2019 წელს 2.29 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო. მისი შემოსვლა კი რაღა თქმა უნდა არის სიგნალი იმისა, რომ საქართველო ასეთი წამყვანი საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველი ხდება. ეს არის IT კომპანიებისთვის მთავრობის შეღავათიანი დამეგვრის რეჟიმზე მიღებული გადაწყვეტილების პირველი შედეგი.

ავთანდილ კასრაძე

24 ოქტომბერი 2020, 15:55

ეკონომიკა

ავთანდილ კასრაძე: საგადასახადო შეღავათები არის შესაძლებლობა ქართული IT კომპანიებისთვის, რომ განავითარონ თავიანთი კომპანია, აიყვანონ დამატებითი თანამშრომლები

პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში მძაფრი გლობალური ეკონომიკური კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა კომპანიებს აძლევს საშუალებას, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი და ასევე საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას იმისათვის, რომ საქართველოდან იმუშაონ. როგორც გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას ინოვაციებისა და ტექნილოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა შეღავათები პირველ რიგში შეეხება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებულ და ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებს, რადგან ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია.