imedi /  22 სექტემბერი 2020, 17:03 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი: არც სააკაშვილს, არც ბოკერიასა და არც უგულავას არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინონ

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

არც სააკაშვილს, არც ბოკერიასა და არც უგულავას - არც ცალ-ცალკე და არც ერთად არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ გავლენა მოახდინონ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი ცოტახნის წინაც ამბობდა, რომ მას არ სჭირდება არჩევნები და სჭირდება რადიკალიზაცია. ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ მათ რადიკალურ და კრიმინალურ ოპოზიციას, მაგრამ მას არ აქვს იმის რესურსი, რომ ეს რადიკალიზაცია შემოიტანოს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში და ამიტომ თავის კლასტერში ახორციელებს ამას წარმატებით. ამ ადამიანებს - არც სააკაშვილს, არც ბოკერიასა და არც უგულავას - არც ცალ-ცალკე და არც ერთად არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ გავლენა მოახდინონ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე“, - განაცხადა იონათამიშვილმა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ან „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებზე უმრავლესობას აიღებს, ან საქართველო დაიღუპება“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2020, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 21 994 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 994 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 221 ადამიანი გარდაიცვალა.

27 ოქტომბერი 2020, 20:34

საზოგადოება

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, თეა ახვლედიანი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სოხუმის უნივერსიტეტსა და თსუ-ს ბაზაზე არსებულ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრა.

27 ოქტომბერი 2020, 20:32

მსოფლიო

საფრანგეთი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, თურქეთის წინააღმდეგ ზომები მიიღონ

საფრანგეთი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, თურქეთის წინააღმდეგ ზომები მიიღონ მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფრანგული ნაწარმის ბოიკოტი მოითხოვა.

ალექსანდრე ჩივაძე

27 ოქტომბერი 2020, 20:27

სპორტი

ალექსანდრე ჩივაძე: ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მივმართავ - ძალიან უნდა მოუმატონ ხარისხს, თორემ ამ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ მოუხდება

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მივმართავ, ძალიან უნდა მოუმატონ ხარისხს, თორემ ამ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ მოუხდება, - ამის შესახებ ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ალექსანდრე ჩივაძემ ბათუმში, ახალი სტადიონის გახსნაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 20:24

რეგიონი

გიორგი გახარია: თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის

თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანხა დაუჯდა აღნიშნული სტადიონი აჭარის ბიუჯეტს, ეს იყო ყველა გულშემატკივარის ოცნება.

ლევან კობიაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 20:23

რეგიონი

ლევან კობიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებების საფუძველი იქნება

ამ ქალაქს სჭირდებოდა ეს სტადიონი, წლების განმავლობაში ბათუმში არა მარტო სტადიონი, არამედ ფეხბურთის მოედანიც კი არ იყო. გვეამაყება, რომ ეს წარმატებით შევძელით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტადიონი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებების საფუძველი იქნება, - ამის შესახებ ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

ეგზიტპოლი

27 ოქტომბერი 2020, 20:21

საზოგადოება

Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით 31 ოქტომბერს ეგზიტპოლს ჩაატარებს

ამ ორგანიზაციას ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებისთვის ჩატარებული აქვს 2 მილიონამდე ინტერვიუ და 6 ათასამდე გამოკითხვა. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებული აქვს არაერთი გამოკითხვა და კვლევა.

27 ოქტომბერი 2020, 20:16

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 900 ათასს გადააჭარბა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 367 ადამიანი გარდაიცვალა.

თორნიკე რიჟვაძე

27 ოქტომბერი 2020, 20:16

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმელები ხშირად ივლიან ამ სტადიონზე და არაერთხელ ვიზეიმებთ როგორც ბათუმის „დინამოს“, ასევე ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებებს

„ამ დღეს ბათუმი და ბათუმელები, განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივრები ელოდნენ 14 წლის განმავლობაში და ახდა მათი ოცნება. დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად განვიცდით, რომ ვერ შევძელით სავსე ტრიბუნებით გაგვეხსნა ეს ულამაზესი სტადიონი, თუმცა, როგორც აღინიშნა, ჩვენ აუცილებლად, ძალიან მალე, როგორც დავპირდით ჩვენს ბათუმელებს, გულშემატკივრებს, კიდევ უფრო დიდი მასშტაბით, კიდევ უფრო საზეიმო ვითარებაში გავხსნით და არაერთ მნიშვნელოვან მატჩს ვუმასპინძლებთ“, - განაცხადა რიჟვაძემ.

27 ოქტომბერი 2020, 20:05

მსოფლიო

პარიზში შარლ დე გოლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

ბომბის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო, პარიზში შარლ დე გოლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

27 ოქტომბერი 2020, 20:01

სამართალი

2019 წელს 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მიმღებთათვის, ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2 ნოემბერს იწურება

„თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2019 წლის მიხედვით, აღემატებოდა 40 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ასევე, შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება“ - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოს პროკურატურა

27 ოქტომბერი 2020, 19:53

სამართალი

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

განცხადების თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

ანრი ოხანაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 19:40

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის, თომას ოპერმანის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს.

კონსტიტუცია აფხაზურ ენაზე

27 ოქტომბერი 2020, 19:39

პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯანი ინფანტინო

27 ოქტომბერი 2020, 19:36

COVID19

ფიფას პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახევ ფიფას პრესსამსახური ავრცელებს.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 19:35

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 663 ადამიანს გამოუვლინდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 51 149 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 688 ადამიანი. ვირუსისგან 41 693 პაციენტი განიკურნა.

27 ოქტომბერი 2020, 19:34

COVID19

ბაღდათში სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

„გუშინ ღამით, კოვიდით გარდაიცვალა 45 წლის ბაღდათის სასწრაფო დახმარების ექიმი. ექიმი მკურნალობდა თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად , თუმცა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. ქალბატონი იყო ჭარბწონიანი. სამწუხაროდ, სუნთქვის უკმარისობით და დისტრესით დადგა მისი გარდაცვალება“ - აცხადებენ სამინისტროში.

ბრიუსელი

27 ოქტომბერი 2020, 19:33

COVID19

ბელგია ევროპაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე იმყოფება

ბელგია ევროპაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 19:22

პოლიტიკა

გიორგი გახარია: როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც დემოკრატიულად ჩავატარებთ, გავიმარჯვებთ და მეორე დღიდან დავიწყებთ პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას

პანდემიასაც დავამარცხებთ, როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც ღიად და დემოკრატიულად ჩავატარებთ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მეორე დღიდან დავიწყებთ პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას და მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 19:20

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებლი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 346 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 33 299-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 463 411 პაციენტი.