imedi /  24 სექტემბერი 2020, 17:18 / სანდო წყარო

გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს მიმართა

გახარია მიმართვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

სამიტის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის იმ ლიდერებმა მიმართეს, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ეფექტური ღონისძიებები გაატარეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის როლზე, ასევე ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულებას და დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის, საჯარო სერვისების განვითარებისა და პროგრესული ღია მმართველობის დამკვიდრების კუთხით ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმების შედეგები განსაკუთრებით ხელშესახები გახდა COVID-19-თან ბრძოლის პერიოდში.

„საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლიდერად გვევლინებოდა და მის მე-5 გლობალურ სამიტსაც უმასპინძლა თბილისში. საქართველოს წარმატების ისტორია გრძელდება და ჩვენ ვრჩებით ღია მმართველობის პარტნიორობისა და მისი ფასეულობების ერთგულნი. ჩვენ კორუფციასთან ბრძოლის, საჯარო სერვისების შემუშავებისა და პროგრესული ღია მმართველობის ჩამოყალიბებისთვის მკვეთრი ზომების განხორციელების სოლიდური გამოცდილება გვაქვს. ამ ძალისხმევის შედეგები განსაკუთრებით ხელშესახები გახდა, როდესაც ახალ კორონავირუსთან ბრძოლა დაიწყო. ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში განვითარებული ტექნოლოგიები, საჯარო სერვისები და სამოქალაქო საზოგადოებასთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შენება დაგვეხმარა, მაქსიმალურად გამჭვირვალენი ვყოფილიყავით ახალი კორონავირუსის დროს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ პანდემიის მძიმე პერიოდმა ყველას შეახსენა მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების უწყვეტი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„კრიზისამდე საქართველომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განაახლა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ერთობლივი შექმნის პროცესი და ეს განხორციელდა მაღალი დონის ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის შექმნის გზით, რაც მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ძალაუფლების თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, ის უმაღლეს დონემდე ზრდის ღია მმართველობის პოლიტიკის შემუშავებას. ეს კრიზისი არის იმის მტკიცებულება, რომ საფრთხის სიმძიმის მიუხედავად, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მონაწილეობის ფასეულობები მუდამ ინარჩუნებს ფუნდამენტურ დატვირთვას და მხოლოდ ღია მთავრობას შეუძლია რეაგირება მოქალაქეების საჭიროებებზე, მხოლოდ მას შეუძლია, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს გაუძლოს. ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია. ვაგრძელებთ პანდემიამდე დაწყებული რეფორმების განხორციელებას და მზად ვართ, ეს გამოწვევებით აღსავსე დრო ვაქციოთ შესაძლებლობად და ინოვაციური გზებით გავაუმჯობესოთ სერვისებით უზრუნველყოფა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სხვა მიმართულებები, რაც კარგი მმართველობის არსს განსაზღვრავს. დარწმუნებული ვარ, ღია მმართველობით ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ჩვენს ქვეყნებში, პანდემიის პერიოდშიც და მის შემდგომაც“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრებმა, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო ინიციატივა 78 ქვეყანას აერთიანებს. საქართველომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს 2018 წელს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით კიდევ ერთხელ აირჩიეს.

ყველა სიახლე

ანგელა მერკელი

29 ოქტომბერი 2020, 16:56

COVID19

ანგელა მერკელი: პოპულისტები, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი უვნებელია, საშიში და უპასუხისმგებლო ხალხია

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, პოპულისტები, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი უვნებელია, საშიში და უპასუხისმგებლო ხალხია.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბათუმში გამართული აქციის შემდეგ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა

ბათუმში გამართული აქციის შემდეგ, როდესაც უკვე 200-ს ქვემოთ იყო ჩამოსული ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, დაახლოებით 6-7 დღის შემდეგ ამ აქციიდან, ეს მაჩვენებელი უკვე გაორმაგდა მაშინ, როცა უკვე იყო დასტაბილურებული,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი, რომლის მეშვეობითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, რაც არ გამოუვათ, ამის გარანტიას ვაძლევთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ბოტები მუშაობენ და ჩაშლილია ახალი დავალებები, მათ შორის, ახალი ტყუილი, საოცრება იმის შესახებ, თითქოს ნიკა მელია გლდანში არჩევნებს პირველივე ტურში 61%-ით იგებს. ეს არის დასაცინი ამბავი. ამაზე მოკლეფეხებიანი ტყუილი არ არსებობს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გაშიფრულია მთლიანად ფეისბუქის სისტემა, რომელიც ყალბი ამბების გავრცელებით არის დაკავებული.

29 ოქტომბერი 2020, 16:41

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 3,565 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 3,565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 89 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 404,048 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 329,778-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 13,701 ადამიანი ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უკვე მესამე დღეა აშკარავდება „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური გეგმები

„თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე სადამკვირვებლო მისია, რომელიც ცდილობს, რომ ობიექტურად დააკვირდეს ბრჭყალებში თუ მის გარეშე არჩევნებს - ეკუთვნის „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ დაკავშირებულ პირს, მე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ასეთი ორგანიზაცია არჩევნებს აღარ დააკვირდება. თქვენ ახსენეთ გვარი, როგორც ვიცი მოდებაძე, რომელიც პირველი ინფორმაციით რაც გავიგე, არის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის წევრი.

ივანე მაჭავარიანი

29 ოქტომბერი 2020, 16:37

ეკონომიკა

საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო

დღეს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 170.8 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიიმართება ბიუჯეტში.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველა პროვოკაციულ შემთხვევასთან დაკავშირებით არის სამართლებრივი რეაგირება

„სხვათა შორის, ერთ-ერთი შემთხვევა მედიამ მთლიანად გაატარა რატომღაც. ერთ-ერთი უმძიმესი ფაქტი, რომელიც მოხდა მარნეული გზაზე და იქაც ყველა ადამიანი დაკავებულია, წინასწარ პატიმრობაში არიან და ბრალდებულებად არიან მიჩნეული გამოძიების მიერ. ეს ფაქტი რომ მოხდა იყო დიდი აჟიოტაჟი და როგორც კი ეს ადამიანები დააკავეს, საერთოდ კითხვაც არავის დაუსვამს. იმიტომ აუარეთ ამას გვერდი, რომ სამართლებრივი რეაგირება დანაშაულს რომ მოჰყვა და ეს დანაშაული გაუხსნელი რომ არ არის და მესამე დღესვე რამდენიმე პირი რომ არის დაკავებული ამასთან დაკავშირებით, ეს არ გაწყობდათ და არ თქვით“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ივანე მაჭავარიანი

29 ოქტომბერი 2020, 16:33

ეკონომიკა

გერმანიის მთავრობამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს დამატებით 20,8 მილიონი ევრო გამოუყო

საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „სოციალური უსაფრთხოება COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა.

29 ოქტომბერი 2020, 16:32

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 78 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 78 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 994 ადამიანი გარდაიცვალა.

29 ოქტომბერი 2020, 16:31

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი 1,015 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,015 ადამიანს გამოუვლინდა, 9 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 53,152 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 708 ადამიანი. ვირუსისგან 42,516 პაციენტი განიკურნა.

29 ოქტომბერი 2020, 16:27

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის პრეზიდენტმა, პანდემიის პირობებში 5G-ის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE) ახალ პრეზიდენტს იაცეკ ოკოს და მის მოადგილეს კაროლ კრჟივიცკის შეხვდნენ. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შეხვედრა COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში შედგა. კაროლ კრჟივიცკი ამავდროულად 2020 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელს (EaPeReg) თავმჯდომარეობს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და UKE პრეზიდენტმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და 5G ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ილჰამ ალიევი

29 ოქტომბერი 2020, 16:26

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დავუშვებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს.

დოლარი

29 ოქტომბერი 2020, 16:20

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2334 შეადგინა.

გზების ჩაკეტვა

29 ოქტომბერი 2020, 16:04

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ აქციის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს თბილისში დაგეგმილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიება, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ავინიონი თავდასხმა

29 ოქტომბერი 2020, 15:50

მსოფლიო

ავინიონში დანით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელებზე თავდასხმა სცადა

თავდამსხმელი ყვიროდა „ალაჰუ აკბარ“. პოლიციელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. მიღებული ჭრილობების შედეგად თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თამარ ჟვანია

29 ოქტომბერი 2020, 15:35

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე: არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი

მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ განცხადება ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, 31 ოქტომბერს, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 15:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ჩვენ არჩევნების შემდეგ ლოკდაუნის დაწესებას ვაპირებთ, სინამდვილეს არ შეესაბამება

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ევროპულ საქართველოს“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

29 ოქტომბერი 2020, 15:26

საზოგადოება

ისნის რაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. ისნის რაიონში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე დაწყებული პროექტის დეტალები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძეს, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებს, ირაკლი აბუსერიძესა და ლევან დავითაშვილს გააცნო და მათთან ერთად, მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

თამარ კორძაია

29 ოქტომბერი 2020, 15:23

პოლიტიკა

ოპოზიცია პრემიერის მხრიდან ოპონენტებისადმი მოწოდებას გამოეხმაურა

ოპოზიცია პანდემიის პირობებში მეტი პასუხისმგებლობის გაზიარებაზე პრემიერ-მინისტრის მოწოდებას ეხმაურება. ლიდერების შეფასებით, თუ ვინმე სარგებლობს ეპიდემიით, ეს ხელისუფლებაა.

იოსებ ხახალეიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 14:57

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში სულ მალე ბევრი ახალი პროექტი და მშენებლობა დაიწყება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის დიდი დასახლების ავანგარდის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. საარჩევნო პროგრამის გაცნობისა და ზოგადი ვითარების მიმოხილვის შემდეგ, კანდიდატმა ისაუბრა ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგების პერსპექტივაზე, მრავალმილიონიან პროექტზე, რომელიც მთელი ქალაქის საკანალიზაციოს სისტემის შეცვლას ითვალისწინებს, ახალ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მიმდინარე და სამომავლო მშენებლობებზე, დღევანდელ პანდემიურ ვითრებასა და რეგულაციების დაცვაზე.